ავტორი:

როგორია თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - რას აცხადებენ ინფექციურ საავადმყოფოში?

როგორია თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - რას აცხადებენ ინფექციურ საავადმყოფოში?

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს დღეს ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ბერიძემ განუცხადა, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია.

"მდგომარეობა უცვლელია, დღის განმავლობაში ჩაუტარდება ლაბორატორიული კვლევები, რისი შედეგებიც საღამოს იქნება ცნობილი. დაავადების მიუხედავად მხნედ არის, განაგრძობს მკურნალობას. მდგომარეობა უცვლელია“,-აცხადებენ ინფექციურ საავადმყოფოში.

ცნობისთვის, ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა, ჰოსპიტალიზებულია.

თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაავადების მეექვსე დღეს გაუარესდა. მას აღენიშნება ორმხრივი კოვიდპნევმონია, უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება.

რაც შეეხება თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს, ანა თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას სახლში აგრძელებს.

როგორ უნდა ჩატარდეს სახლში დეზინფექცია COVID-19-ის გადატანის შემდეგ, რომელი ხსნარები უნდა გამოიყენოთ და რა უნდა იცოდეთ მათი მოხმარებისას?

საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგონა გარდაიცვალა

საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა