საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სადღეგრძელოს ტიპის განცხადებებით პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება" - ჯაფარიძე კალაძეს პასუხობს
"სადღეგრძელოს ტიპის განცხადებებით პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება" - ჯაფარიძე კალაძეს პასუხობს

სა­დღეგ­რძე­ლოს ტი­პის გან­ცხა­დე­ბე­ბით პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი ვერ გა­ნი­მუხ­ტე­ბა, - ამის შე­სა­ხებ „გირ­ჩის“ ლი­დერ­მა ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" გა­ნა­ცხა­და, სა­დაც თბი­ლი­სის მე­რის კახა კა­ლა­ძის დღე­ვან­დელ გან­ცხა­დე­ბას უპა­სუ­ხა.

მი­სი­ვე თქმით, პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის გან­მუხ­ტვა მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან უნდა მოხ­დეს.

"ამ გან­ცხა­დე­ბის ზო­გად პა­თოსს, რომ კრი­ზი­სი­დან გა­მო­სა­ვა­ლი უნდა ვი­პო­ვოთ, ვე­თან­ხმე­ბი. ეროვ­ნუ­ლი ამო­ცა­ნაა ეს, მარ­თლა იმ­დე­ნი პრობ­ლე­მა გვაქვს ქვე­ყა­ნა­ში. თუმ­ცა, ამ წუ­თის მდგო­მა­რე­ო­ბით, არ­ცერ­თმა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია, რო­მელ­მაც ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ვებ - გვერ­დით გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბით, ბა­რი­ე­რი გა­და­ლა­ხა, პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას არ აპი­რებს.

ბო­ი­კო­ტის რე­ჟი­მი გრძელ­დე­ბა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ბურ­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზეა, მათ უნდა მო­ი­ტა­ნონ პა­სუ­ხი იმ კონ­სტი­ტუ­ცი­ურ წი­ნა­და­დე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ბოლო რა­უნდში ოპო­ზი­ცი­ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­და­ზე დადო. ეს პა­სუ­ხი შე­იძ­ლე­ბა იყოს - კი, არა, შე­იძ­ლე­ბა იყოს - კი და მოჰ­ყვე­ბო­დეს დათ­ქმე­ბი, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რამე გა­მო­სა­ვა­ლი შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ძებ­ნოს, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ, მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­და­ზე. ესე უპი­რო­ბოდ, რომ მო­დით ახლა ქვე­ყა­ნას უჭირს და შე­მო­დით პარ­ლა­მენ­ტში და მერე ყვე­ლა პრობ­ლე­მას მო­ვაგ­ვა­რებთ, კარ­გი ხალ­ხი ვართ... ესე­თი სა­დღეგ­რძე­ლოს ტი­პის გან­ცხა­დე­ბე­ბით პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი ვერ გა­ნი­მუხ­ტე­ბა. სა­ლა­პა­რა­კოა და მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თა­ნაა გა­და­სა­წყვე­ტი ეს კრი­ზი­სი“, - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს დღეს მი­მარ­თა.

„მინ­და მივ­მარ­თო ოპო­ზი­ცი­ის თი­თო­ე­ულ წარ­მო­მად­გე­ნელს - ჩვენ უნდა მო­ვა­ხერ­ხოთ სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა, შე­ვი­დეთ პარ­ლა­მენ­ტში და პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან ვუ­პა­სუ­ხოთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ერ­თო გა­მოწ­ვე­ვებს, რად­გან ამ ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი ყვე­ლამ ერ­თად უნდა ვა­შე­ნოთ“,- ნათ­ქვა­მია კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც მან სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­ავ­რცე­ლა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
kote
40

კალაძეს გრილიანდეით რომ მორთავს და მილიონიანი ნაძვის ხეს რო დადგამს თბილისში ეგ გონია ევროპა. სახელმწიფო არ გაგვაჩნია, თუ ეს ოპოზიცია ვერ მოახერხებს ხელალხალი არცევნები დაანიშნინოს ხელისუფლებას, მააშინ აქ არასოდეს ჩატარდება არჩევნები რაც დღეს ხდება არის ხელისუფლების მიტაცება, ოკუპაცია ოცნების მხრიდან.

!!!
22

აფერისტი, მაგის Nათქვამი რამე დაიჯერება! გაინაღდეს ბიჭებმა და დაიწყეს კუდის ქიცინი! არ შეხვიდეთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სადღეგრძელოს ტიპის განცხადებებით პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება" - ჯაფარიძე კალაძეს პასუხობს

"სადღეგრძელოს ტიპის განცხადებებით პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება" - ჯაფარიძე კალაძეს პასუხობს

სადღეგრძელოს ტიპის განცხადებებით პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, სადაც თბილისის მერის კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას უპასუხა.

მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა მოხდეს.

"ამ განცხადების ზოგად პათოსს, რომ კრიზისიდან გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, ვეთანხმები. ეროვნული ამოცანაა ეს, მართლა იმდენი პრობლემა გვაქვს ქვეყანაში. თუმცა, ამ წუთის მდგომარეობით, არცერთმა ოპოზიციური პარტია, რომელმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ - გვერდით გამოქვეყნებული შედეგებით, ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

ბოიკოტის რეჟიმი გრძელდება. საბოლოო ჯამში, ბურთი ხელისუფლების მოედანზეა, მათ უნდა მოიტანონ პასუხი იმ კონსტიტუციურ წინადადებაზე, რომელიც ბოლო რაუნდში ოპოზიციამ მოლაპარაკების მაგიდაზე დადო. ეს პასუხი შეიძლება იყოს - კი, არა, შეიძლება იყოს - კი და მოჰყვებოდეს დათქმები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ რამე გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს, ეს შეიძლება იყოს, მხოლოდ და მხოლოდ, მოლაპარაკების მაგიდაზე. ესე უპირობოდ, რომ მოდით ახლა ქვეყანას უჭირს და შემოდით პარლამენტში და მერე ყველა პრობლემას მოვაგვარებთ, კარგი ხალხი ვართ... ესეთი სადღეგრძელოს ტიპის განცხადებებით პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება. სალაპარაკოა და მოლაპარაკების მაგიდასთანაა გადასაწყვეტი ეს კრიზისი“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს დღეს მიმართა.

„მინდა მივმართო ოპოზიციის თითოეულ წარმომადგენელს - ჩვენ უნდა მოვახერხოთ საერთო ენის გამონახვა, შევიდეთ პარლამენტში და პარლამენტის ტრიბუნიდან ვუპასუხოთ ჩვენი ქვეყნის საერთო გამოწვევებს, რადგან ამ ქვეყნის მომავალი ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ“,- ნათქვამია კალაძის განცხადებაში, რომელიც მან სოციალური ქსელით გაავრცელა.

"თავი თუ არ გაქვს, იბრძოლო იმის წინააღმდეგ, რაც არ მიგაჩნია სწორად, აბა პოლიტიკური ბრძოლა რა არის?" - ბარამიძე ვაშაძის წასვლაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"პარტიის თავმჯდომარის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა იქნება, ყველა იცნობთ მათ" - ნუგზარ წიკლაური