პოლიტიკა
კონფლიქტები

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროსასამართლომ 2008 წელს გარდაცვლილი როინ შავაძის საქმეზე სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა - მთავრობა ოჯახს 40 000 ევროს გადაუხდის
ევროსასამართლომ 2008 წელს გარდაცვლილი როინ შავაძის საქმეზე სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა - მთავრობა ოჯახს 40 000 ევროს გადაუხდის

ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ 2008 წელს გარ­დაც­ვლი­ლი ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე როინ შა­ვა­ძის საქ­მე­ზე სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა და­ად­გი­ნა. ინ­ფორ­მა­ცი­ას იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ მთავ­რო­ბას მომ­ჩივ­ნის სა­სარ­გებ­ლოდ მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ხით 40 000 ევ­როს გა­დახ­და და­ა­კის­რა.

"2020 წლის 19 ნო­ემ­ბერს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ საქ­მე­ზე – „შა­ვა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ“ – გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­ად­გი­ნა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მე-2 მუხ­ლის (სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბა) არ­სე­ბი­თი და პრო­ცე­დუ­რუ­ლი ნა­წი­ლე­ბის დარ­ღვე­ვა.

საქ­მე ეხე­ბა მომ­ჩი­ვან ცი­ცი­ნო შა­ვა­ძის მე­უღ­ლის, ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე როინ შა­ვა­ძის, გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტს. მომ­ჩივ­ნის დავა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მე-2 მუხ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ე­ხე­ბო­და მისი მე­უღ­ლის წა­მე­ბით მოკ­ვლას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ 2008 წელს და აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის არა­ე­ფექ­ტი­ან გა­მო­ძი­ე­ბას.

კერ­ძოდ, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დგომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა როინ შა­ვა­ძე ბა­თუმ­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. ად­გილ­ზე მყოფ­მა თვითმხილ­ვე­ლებ­მა შემ­დგომ გა­ნა­ცხა­დეს, რომ როინ შა­ვა­ძე სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა მიერ სას­ტი­კად იყო ნა­ცე­მი, მას "სა­ხელ­მწი­ფოს მო­ღა­ლა­ტე" უწო­დეს და წა­იყ­ვა­ნეს მან­ქა­ნით.

მომ­ჩი­ვა­ნი ამ­ტკი­ცებ­და, რომ მისი მე­უღ­ლე და­ი­ღუ­პა სას­ტი­კი არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის შე­დე­გად. მისი თქმით, გარ­დაც­ვლილს სხე­ულ­ზე აღე­ნიშ­ნე­ბო­და წა­მე­ბის აშ­კა­რა ნიშ­ნე­ბი. მომ­ჩი­ვა­ნი უთი­თებ­და ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ზე, სა­დაც აღ­ბეჭ­დი­ლი იყო მისი მე­უღ­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, მათ შო­რის, ფარ­თო ღრმა ჭრი­ლო­ბე­ბი და დამ­ტვრე­უ­ლი თი­თე­ბი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ი­წყო წი­ნას­წა­რი გა­მო­ძი­ე­ბა როინ შა­ვა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე და ჩა­ა­ტა­რა წი­ნას­წა­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რის შემ­დე­გაც საქ­მე გა­და­ე­ცა პრო­კუ­რა­ტუ­რას.

ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს თა­ნახ­მად, მომ­ჩივ­ნის მე­უღ­ლე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ხელ­ში გარ­და­იც­ვა­ლა 2008 წლის 16 აგ­ვის­ტოს და მომ­ხდა­რი ფაქ­ტის შემ­დეგ გა­მო­ძი­ე­ბა იმა­ვე ორ­გა­ნომ და­ი­წყო და არა პრო­კუ­რა­ტუ­რამ, რო­გორც ამას კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საქ­მე მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­და­ე­ცა, გა­მო­ძი­ე­ბა ეყ­რდნო­ბო­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ მო­პო­ვე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს. ამ­რი­გად, ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ მი­იჩ­ნია, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პირ­ვე­ლა­დი და ყვე­ლა­ზე გა­დამ­წყვე­ტი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი აშ­კა­რად არ­ღვევ­და კონ­ვენ­ცი­ის მე-2 მუხ­ლის მო­თხოვ­ნებს. რო­გორც საქ­მე­ებ­ში – „ვა­ზა­გაშ­ვი­ლი და შა­ნა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ“ და „ენუ­ქი­ძე და გირ­გვლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ“ – სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს მიერ იქნა დად­გე­ნი­ლი, ამ­გვა­რი პრო­ცე­დუ­რუ­ლი ხარ­ვე­ზი არ­სე­ბი­თად უშ­ლის ხელს შემ­დგო­მი გა­მო­ძი­ე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბას.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ ჩათ­ვა­ლა, რომ გა­მო­ძი­ე­ბა არ იყო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი, აგ­რეთ­ვე, ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა მის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა კონ­ვენ­ცი­ის მე-2 მუხ­ლის პრო­ცე­დუ­რუ­ლი ნა­წი­ლის დარ­ღვე­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა მე-2 მუხ­ლის არ­სე­ბით ნა­წილს, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს თა­ნახ­მად, მი­უ­ხე­და­ვად ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ზი­ცი­ი­სა, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა მიერ როინ შა­ვა­ძის მი­მართ ძალა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქნა მისი უკა­ნო­ნო გაქ­ცე­ვის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა წარ­დგე­ნი­ლი. სა­სა­მარ­თლომ, ასე­ვე, აღ­ნიშ­ნა, რომ, მი­უ­ხე­და­ვად მომ­ჩივ­ნის არა­ერ­თი მო­თხოვ­ნი­სა 2008-2011 წლებ­ში, მას არ მი­ე­ნი­ჭა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი და, შე­სა­ბა­მი­სად, არ ჰქონ­და წვდო­მა გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლებ­ზე, მათ შო­რის, გარ­დაც­ვლი­ლი მე­უღ­ლის ცხედ­რის ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ზე.

ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ, აგ­რეთ­ვე, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ი­ღო თვითმხილ­ვე­ლი მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი და ვი­დე­ო­მა­სა­ლა, რო­მელ­ზეც მკა­ფი­ოდ იყო აღ­ბეჭ­დი­ლი მომ­ჩივ­ნის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რაც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და ოფი­ცი­ა­ლურ პო­ზი­ცი­ას, რომ როინ შა­ვა­ძის­თვის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა მოხ­და მისი გაქ­ცე­ვის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ძა­ლის შე­დე­გად. შე­სა­ბა­მი­სად, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ ად­გი­ლი ჰქონ­და მე-2 მუხ­ლის არ­სე­ბი­თი მხა­რის დარ­ღვე­ვას.

ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ მთავ­რო­ბას მომ­ჩივ­ნის სა­სარ­გებ­ლოდ 40 000 ევ­როს გა­დახ­და და­ა­კის­რა მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ხით" - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
2020
5

სახელმწიფომ კი არ უნდა გადაიხადოს, ვინც შეასრულა, ვინც დაავალა, მას უნდა ეკისრებოდეს ამ თანხის გადახდა.

ზურაბ
7

ამ და კიდევ მრავალი დანაშაულის ჩამდენი ხალხი კიდევ ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ევროსასამართლომ 2008 წელს გარდაცვლილი როინ შავაძის საქმეზე სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა - მთავრობა ოჯახს 40 000 ევროს გადაუხდის

ევროსასამართლომ 2008 წელს გარდაცვლილი როინ შავაძის საქმეზე სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა - მთავრობა ოჯახს 40 000 ევროს გადაუხდის

ევროპულმა სასამართლომ 2008 წელს გარდაცვლილი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე როინ შავაძის საქმეზე სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ევროპულმა სასამართლომ მთავრობას მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 40 000 ევროს გადახდა დააკისრა.

"2020 წლის 19 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ – გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა.

საქმე ეხება მომჩივან ციცინო შავაძის მეუღლის, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე როინ შავაძის, გარდაცვალების ფაქტს. მომჩივნის დავა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის საფუძველზე შეეხებოდა მისი მეუღლის წამებით მოკვლას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ 2008 წელს და აღნიშნული ფაქტის არაეფექტიან გამოძიებას.

კერძოდ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა როინ შავაძე ბათუმში ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ადგილზე მყოფმა თვითმხილველებმა შემდგომ განაცხადეს, რომ როინ შავაძე სამართალდამცველთა მიერ სასტიკად იყო ნაცემი, მას "სახელმწიფოს მოღალატე" უწოდეს და წაიყვანეს მანქანით.

მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მისი მეუღლე დაიღუპა სასტიკი არასათანადო მოპყრობის შედეგად. მისი თქმით, გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნებოდა წამების აშკარა ნიშნები. მომჩივანი უთითებდა ვიდეომასალაზე, სადაც აღბეჭდილი იყო მისი მეუღლის დაზიანებები, მათ შორის, ფართო ღრმა ჭრილობები და დამტვრეული თითები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო წინასწარი გამოძიება როინ შავაძის გარდაცვალების ფაქტზე და ჩაატარა წინასწარი საგამოძიებო ღონისძიებები, რის შემდეგაც საქმე გადაეცა პროკურატურას.

ევროპული სასამართლოს თანახმად, მომჩივნის მეუღლე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ხელში გარდაიცვალა 2008 წლის 16 აგვისტოს და მომხდარი ფაქტის შემდეგ გამოძიება იმავე ორგანომ დაიწყო და არა პროკურატურამ, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებდა. მიუხედავად იმისა, რომ საქმე მოგვიანებით პროკურატურას გადაეცა, გამოძიება ეყრდნობოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს. ამრიგად, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების მიერ განხორციელებული პირველადი და ყველაზე გადამწყვეტი საგამოძიებო მოქმედებები აშკარად არღვევდა კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნებს. როგორც საქმეებში – „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“ და „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ – სტრასბურგის სასამართლოს მიერ იქნა დადგენილი, ამგვარი პროცედურული ხარვეზი არსებითად უშლის ხელს შემდგომი გამოძიების ეფექტურობას.

ზემოაღნიშნულის გამო სტრასბურგის სასამართლომ ჩათვალა, რომ გამოძიება არ იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა მის გაჭიანურებაზე. შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა.

რაც შეეხება მე-2 მუხლის არსებით ნაწილს, სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, მიუხედავად ოფიციალური პოზიციისა, რომ სამართალდამცველთა მიერ როინ შავაძის მიმართ ძალა გამოყენებულ იქნა მისი უკანონო გაქცევის თავიდან ასაცილებლად, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ ყოფილა წარდგენილი. სასამართლომ, ასევე, აღნიშნა, რომ, მიუხედავად მომჩივნის არაერთი მოთხოვნისა 2008-2011 წლებში, მას არ მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი და, შესაბამისად, არ ჰქონდა წვდომა გამოძიების მასალებზე, მათ შორის, გარდაცვლილი მეუღლის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნაზე.

ევროპულმა სასამართლომ, აგრეთვე, მხედველობაში მიიღო თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები და ვიდეომასალა, რომელზეც მკაფიოდ იყო აღბეჭდილი მომჩივნის დაზიანებები, რაც არ შეესაბამებოდა ოფიციალურ პოზიციას, რომ როინ შავაძისთვის სიცოცხლის მოსპობა მოხდა მისი გაქცევის თავიდან ასაცილებლად გამოყენებული ძალის შედეგად. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მე-2 მუხლის არსებითი მხარის დარღვევას.

ევროპულმა სასამართლომ მთავრობას მომჩივნის სასარგებლოდ 40 000 ევროს გადახდა დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით" - აღნიშნულია ინფორმაციაში.