მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენთან ხელისუფლების ცვლილება ხდება მაშინ, როცა ოპოზიციისა და ჩვენი დასავლელი კოლეგების შეხედულებები ემთხვევა ერთმანეთს" - ექსპერტი
"ჩვენთან ხელისუფლების ცვლილება ხდება მაშინ, როცა ოპოზიციისა და ჩვენი დასავლელი კოლეგების შეხედულებები ემთხვევა ერთმანეთს" - ექსპერტი

გუ­შინ, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა ოპო­ზი­ცი­ას პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის­კენ მო­უ­წო­და. "ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან ბო­ი­კო­ტის გა­მო­ცხა­დე­ბა, იგი­ვეა, რაც უკვე ნა­ნა­ხი ფილ­მის ხე­ლახ­ლა ნახ­ვა. ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ მათ, შე­ვიდ­ნენ პარ­ლა­მენ­ტში, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ სა­არ­ჩევ­ნო ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც შემ­დე­გი არ­ჩევ­ნე­ბი უკე­თე­სი იქ­ნე­ბა და ჩვენ არ ვნა­ხავთ და ისი­ნი არ ნა­ხა­ვენ ერთი და იმა­ვე დარ­ღვე­ვე­ბის გან­მე­ო­რე­ბას", - აცხა­დე­ბენ სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში. თუმ­ცა ვხე­დავთ, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით ამ მო­წო­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ოპო­ზი­ცია ისევ ქუ­ჩი­დან აპი­რებს ბრძო­ლას. პო­ლი­ტო­ლო­გი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე ამ­ბობს, რომ მის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა დე­პარ­ტა­მენ­ტის ეს გან­ცხა­დე­ბა.

ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე:

- აშშ-ს დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სა­ფუძ­ვე­ლი ამ გან­ცხა­დე­ბის სა­ელ­ჩოს მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იყო, სა­ელ­ჩოს პო­ზი­ცია კი თა­ვი­დან­ვე გახ­მა­ურ­და. ამი­ტომ ეს გან­ცხა­დე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ისე­ვე რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო ის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რაც გა­კეთ­და ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი სხვა პარტნი­ო­რე­ბის, თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან. ისი­ნი მო­უ­წო­დე­ბენ ოპო­ზი­ცი­ას, გა­აგ­რძე­ლონ ბრძო­ლა ინ­სტი­ტუ­ტებ­ში და შე­ვიდ­ნენ პარ­ლა­მენ­ტში. მგო­ნია ეს სწო­რი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ოპო­ზი­ცია არ ფიქ­რობს ასე და აპი­რებს ქუ­ჩი­დან გა­აგ­რძე­ლოს ბრძო­ლა, თუმ­ცა რა შე­დე­გი ექ­ნე­ბა ამ ბრძო­ლას, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია. რო­გორც წესი, ასე­თი და­პი­რის­პი­რე­ბა ხში­რად სრულ­დე­ბა იმით, რო­გორც ეს დას­რულ­და 2008 წელს. ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი, რო­გორც ჩანს, რჩე­ბი­ან ქუ­ჩა­ში მარ­ტო, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რის­პირ.

- რა მო­ლო­დი­ნი გაქვთ, ისი­ნი აზრს შე­იც­ვლი­ან?

- ისი­ნი მყა­რად დგა­ნან ამ პო­ზი­ცი­ა­ზე და ითხო­ვენ ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებს. მძი­მე ვი­თა­რე­ბი­დან გა­მო­სა­ვა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა მო­ძებ­ნოს. კომ­პრო­მი­სი შე­იძ­ლე­ბა იყოს ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, თუ ოპო­ზი­ცია შევა პარ­ლა­მენ­ტში, მაგ­რამ ოპო­ზი­ცია ამას არ აპი­რებს, ეს არის ულ­ტი­მა­ტუ­მი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თუ ამ ულ­ტი­მა­ტუმს დაყ­ვე­ბა, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ იმ­თა­ვით­ვე აღი­ა­რებს და­მარ­ცხე­ბას. დიდი ალ­ბა­თო­ბით არ გა­დად­გამს ამ ნა­ბიჯს. ყვე­ლა­ფე­რი დარ­ჩე­ბა ისე რო­გორც არის. გუ­შინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბა ეს უფრო სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გან­ცხა­დე­ბაა, ვიდ­რე ოპო­ზი­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რი გან­ცხა­დე­ბა. ოპო­ზი­ცი­ას შე­უძ­ლია რა თქმა უნდა, ყური არ ათხო­ვოს ასეთ რჩე­ვებს, მაგ­რამ ვი­ცით, ბრძა­ნე­ბე­ბი და­სავ­ლე­თი­დან არ მო­დის ხოლ­მე. კა­ტე­გო­რი­უ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა, ყო­ველ­თვის არის რჩე­ვე­ბი და ამ რჩე­ვე­ბის უკან დგას მათი პო­ზი­ცია.

რე­ა­ლუ­რად თუ შე­ვა­ფა­სებთ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და ირ­გვლივ არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­საც, ყვე­ლა­ზე კარ­გი იქ­ნე­ბა ოპო­ზი­ცი­ამ ბრძო­ლა გა­აგ­რძე­ლოს ქუ­ჩი­და­ნაც და პარ­ლა­მენ­ტშიც შე­ვი­დეს.

სი­ტუ­ა­ცია არის რთუ­ლი. რო­დე­საც არ ვით­ვა­ლის­წი­ნებთ და­სავ­ლე­თის რჩე­ვებს, ვღე­ბუ­ლობთ ისეთ კონ­ფლიქ­ტებს, რო­მე­ლიც მი­ვი­ღეთ 2008 წელს ცხინ­ვალ­სა და აფხა­ზეთ­ში. მა­ში­ნაც, იმ­დრო­ინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც ურ­ჩევ­დნენ, პრო­ვო­ცი­რე­ბას არ აყო­ლოდ­ნენ, მაგ­რამ მი­ვი­ღეთ ის, რაც მი­ვი­ღეთ. ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს ანა­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის­გან, მაგ­რამ გულ­წრფე­ლად გი­თხრათ, დი­დად არ მეს­მის რა მე­ქა­ნიზ­მე­ბით შე­უძ­ლია ოპო­ზი­ცი­ას გა­აგ­რძე­ლოს ქუ­ჩა­ში პრო­ტეს­ტი და შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს სახე. სხვა­თა შო­რის, რო­დე­საც ოპო­ზი­ცია ლა­პა­რა­კობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სახე უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნო­სო, ეს გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ იმას რა­ტომ არ ლა­პა­რა­კობს, სახე ოპო­ზი­ცი­ა­მაც რომ უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს. გა­უ­ჭირ­დე­ბა ოპო­ზი­ცი­ას ქუ­ჩი­დან სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მიღ­წე­ვა.

- ხომ არ გაქვთ იმის მო­ლო­დი­ნი, რომ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი­დან რო­მე­ლი­მე შევა პარ­ლა­მენ­ტში?

- დღეს ოპო­ზი­ცია კა­ტე­გო­რი­უ­ლია, თუმ­ცა გა­მო­რი­ცხვით, არ გა­მოვ­რი­ცხავ. რო­დე­საც შე­იკ­რი­ბე­ბა პარ­ლა­მენ­ტი, 150-ვე პირს, დე­პუ­ტატს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლად აღი­ა­რე­ბენ. ამის შემ­დეგ უნდა და­ი­წყოს ის პრო­ცე­სი, რა­საც აპი­რე­ბენ და უარი უნდა თქვან მან­და­ტებ­ზე, შე­იძ­ლე­ბა ეს ყვე­ლამ არ გა­ა­კე­თოს. ოპო­ზი­ცი­ამ იცის, რომ ქუ­ჩა­ში დგო­მით ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი არ და­ი­ნიშ­ნე­ბა, მა­შინ უნდა მოხ­დეს სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტის ბა­თი­ლად ცნო­ბა და ამის სა­ფუძ­ვე­ლი და შან­სი არ არის. ლო­გი­კას ვერ ვხე­დავ მათ ქმე­დე­ბა­ში.

თუ სა­ყო­ველ­თაო მღელ­ვა­რე­ბას ვერ გა­მო­იწ­ვევს ოპო­ზი­ცია, ის დარ­ჩე­ბა ქუ­ჩა­ში და იქ­ნე­ბა ასე. ოპო­ზი­ცი­ამ ერთი რამ უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა, ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, ხდე­ბა მა­შინ, როცა ოპო­ზი­ცი­ი­სა და ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი კო­ლე­გე­ბის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ემ­თხვე­ვა ერ­თმა­ნეთს და გვინ­და თუ არ გვინ­და, არ­ჩევ­ნე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბას მა­ინც გან­სა­ზღვრავს ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი კო­ლე­გე­ბის და პარნ­ტი­ო­რე­ბის შე­ფა­სე­ბა.

თუ ამას ოპო­ზი­ცია არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს და ქუ­ჩა­ში დარ­ჩე­ბა, დიდი ალ­ბა­თო­ბით რა­ი­მე შე­დე­გის მიღ­წე­ვა გა­უ­ჭირ­დე­ბა და ქვე­ყა­ნა­ში მხო­ლოდ არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის გან­ცდას შექ­მნის.

ქუ­ჩა­ში დარ­ჩე­ნი­ლი ოპო­ზი­ცია გა­ცი­ლე­ბით სუს­ტი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე ოპო­ზი­ცია, რო­მე­ლიც შევა პარ­ლა­მენ­ტში.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პენსიონერი
27

არ უნდა შევიდნენ! ამ ურცხვების, მატყუარების რამე დაიჯერება!?

ვახო
59

ოცნებას უნდოდა საბჭოთა კავშირი ხო და მიიღო. იარონ რუსეთის დუმაში მაგათ გაუდე ......ბში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ჩვენთან ხელისუფლების ცვლილება ხდება მაშინ, როცა ოპოზიციისა და ჩვენი დასავლელი კოლეგების შეხედულებები ემთხვევა ერთმანეთს" - ექსპერტი

"ჩვენთან ხელისუფლების ცვლილება ხდება მაშინ, როცა ოპოზიციისა და ჩვენი დასავლელი კოლეგების შეხედულებები ემთხვევა ერთმანეთს" - ექსპერტი

გუშინ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა. "ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის გამოცხადება, იგივეა, რაც უკვე ნანახი ფილმის ხელახლა ნახვა. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, შევიდნენ პარლამენტში, განახორციელონ საარჩევნო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც შემდეგი არჩევნები უკეთესი იქნება და ჩვენ არ ვნახავთ და ისინი არ ნახავენ ერთი და იმავე დარღვევების განმეორებას", - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში. თუმცა ვხედავთ, რომ ჯერჯერობით ამ მოწოდების მიუხედავად, ოპოზიცია ისევ ქუჩიდან აპირებს ბრძოლას. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა დეპარტამენტის ეს განცხადება.

ვახტანგ ძაბირაძე:

- აშშ-ს დეპარტამენტის განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა, გამომდინარე იქიდან, რომ საფუძველი ამ განცხადების საელჩოს მიწოდებული ინფორმაცია იყო, საელჩოს პოზიცია კი თავიდანვე გახმაურდა. ამიტომ ეს განცხადება მოსალოდნელი იყო, ისევე როგორც მოსალოდნელი იყო ის განცხადებები, რაც გაკეთდა ჩვენი დასავლელი სხვა პარტნიორების, თუ საერთაშორისო წარმომადგენლების მხრიდან. ისინი მოუწოდებენ ოპოზიციას, გააგრძელონ ბრძოლა ინსტიტუტებში და შევიდნენ პარლამენტში. მგონია ეს სწორი ნაბიჯი იქნება, მაგრამ ოპოზიცია არ ფიქრობს ასე და აპირებს ქუჩიდან გააგრძელოს ბრძოლა, თუმცა რა შედეგი ექნება ამ ბრძოლას, ძნელი სათქმელია. როგორც წესი, ასეთი დაპირისპირება ხშირად სრულდება იმით, როგორც ეს დასრულდა 2008 წელს. ოპოზიციური პარტიები, როგორც ჩანს, რჩებიან ქუჩაში მარტო, ხელისუფლების პირისპირ.

- რა მოლოდინი გაქვთ, ისინი აზრს შეიცვლიან?

- ისინი მყარად დგანან ამ პოზიციაზე და ითხოვენ ვადამდელ არჩევნებს. მძიმე ვითარებიდან გამოსავალი ხელისუფლებამ უნდა მოძებნოს. კომპრომისი შეიძლება იყოს ვადამდელი არჩევნები, თუ ოპოზიცია შევა პარლამენტში, მაგრამ ოპოზიცია ამას არ აპირებს, ეს არის ულტიმატუმი და ხელისუფლება თუ ამ ულტიმატუმს დაყვება, ეს იმას ნიშნავს, რომ იმთავითვე აღიარებს დამარცხებას. დიდი ალბათობით არ გადადგამს ამ ნაბიჯს. ყველაფერი დარჩება ისე როგორც არის. გუშინდელი განცხადება ეს უფრო სახელისუფლებო განცხადებაა, ვიდრე ოპოზიციის მხარდამჭერი განცხადება. ოპოზიციას შეუძლია რა თქმა უნდა, ყური არ ათხოვოს ასეთ რჩევებს, მაგრამ ვიცით, ბრძანებები დასავლეთიდან არ მოდის ხოლმე. კატეგორიული მოთხოვნები არასოდეს ყოფილა, ყოველთვის არის რჩევები და ამ რჩევების უკან დგას მათი პოზიცია.

რეალურად თუ შევაფასებთ ჩვენს ქვეყანაში და ირგვლივ არსებულ ვითარებასაც, ყველაზე კარგი იქნება ოპოზიციამ ბრძოლა გააგრძელოს ქუჩიდანაც და პარლამენტშიც შევიდეს.

სიტუაცია არის რთული. როდესაც არ ვითვალისწინებთ დასავლეთის რჩევებს, ვღებულობთ ისეთ კონფლიქტებს, რომელიც მივიღეთ 2008 წელს ცხინვალსა და აფხაზეთში. მაშინაც, იმდროინდელ ხელისუფლებასაც ურჩევდნენ, პროვოცირებას არ აყოლოდნენ, მაგრამ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ღმერთმა დაგვიფაროს ანალოგიური ვითარებისგან, მაგრამ გულწრფელად გითხრათ, დიდად არ მესმის რა მექანიზმებით შეუძლია ოპოზიციას გააგრძელოს ქუჩაში პროტესტი და შეინარჩუნოს სახე. სხვათა შორის, როდესაც ოპოზიცია ლაპარაკობს ხელისუფლებამ სახე უნდა შეინარჩუნოსო, ეს გასაგებია, მაგრამ იმას რატომ არ ლაპარაკობს, სახე ოპოზიციამაც რომ უნდა შეინარჩუნოს. გაუჭირდება ოპოზიციას ქუჩიდან სასურველი შედეგის მიღწევა.

- ხომ არ გაქვთ იმის მოლოდინი, რომ ოპოზიციური პარტიებიდან რომელიმე შევა პარლამენტში?

- დღეს ოპოზიცია კატეგორიულია, თუმცა გამორიცხვით, არ გამოვრიცხავ. როდესაც შეიკრიბება პარლამენტი, 150-ვე პირს, დეპუტატს უფლებამოსილად აღიარებენ. ამის შემდეგ უნდა დაიწყოს ის პროცესი, რასაც აპირებენ და უარი უნდა თქვან მანდატებზე, შეიძლება ეს ყველამ არ გააკეთოს. ოპოზიციამ იცის, რომ ქუჩაში დგომით ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება, მაშინ უნდა მოხდეს საარჩევნო უბნების ნახევარზე მეტის ბათილად ცნობა და ამის საფუძველი და შანსი არ არის. ლოგიკას ვერ ვხედავ მათ ქმედებაში.

თუ საყოველთაო მღელვარებას ვერ გამოიწვევს ოპოზიცია, ის დარჩება ქუჩაში და იქნება ასე. ოპოზიციამ ერთი რამ უნდა გაითვალისწინოს, საქართველოში ხელისუფლების ცვლილება, ჩვენდა სამწუხაროდ, ხდება მაშინ, როცა ოპოზიციისა და ჩვენი დასავლელი კოლეგების შეხედულებები ემთხვევა ერთმანეთს და გვინდა თუ არ გვინდა, არჩევნების ლეგიტიმურობას მაინც განსაზღვრავს ჩვენი დასავლელი კოლეგების და პარნტიორების შეფასება.

თუ ამას ოპოზიცია არ გაითვალისწინებს და ქუჩაში დარჩება, დიდი ალბათობით რაიმე შედეგის მიღწევა გაუჭირდება და ქვეყანაში მხოლოდ არასტაბილურობის განცდას შექმნის.

ქუჩაში დარჩენილი ოპოზიცია გაცილებით სუსტი იქნება, ვიდრე ოპოზიცია, რომელიც შევა პარლამენტში.

"იქ ჩვენი თავისუფლებისმოყვარე მეგობრების მხარდასაჭერად ჩავფრინდი" - რა ფოტოებს აქვეყნებს და რას წერს მაიკ პომპეო საქართველოში ვიზიტზე

"თუ ლეგიტიმურად დადგება ჩემი პარლამენტში შესვლის საკითხი, მივიღებ გადაწყვეტილებას, შევიდე..." - "პატრიოტთა ალიანსის" წევრი

"მე და დათომ თეთრი სახლი ვერ ვიპოვეთ, ახლა თავად განსაჯეთ, როგორ ვიყავით" - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილის განსაკუთრებული ახალი წელი