სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რამდენიმე დღეში ქვეყანაში იქნება არჩევნების მეორე ტური..." - პრემიერი პომპეოს ვიზიტს აჯამებს და ოპოზიციას მიმართავს
"რამდენიმე დღეში ქვეყანაში იქნება არჩევნების მეორე ტური..." - პრემიერი პომპეოს ვიზიტს აჯამებს და ოპოზიციას მიმართავს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მაიკ პომ­პე­ოს ვი­ზი­ტი­სას სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს, მისი შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბის და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი კურ­სის მნიშ­ვნე­ლო­ბა კი­დევ ერთხელ გა­მოჩ­ნდა.

რო­გორც გა­ხა­რი­ამ მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, მხა­რე­ე­ბი შე­თან­ხმდნენ, რომ აშშ-სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის სა­ერ­თო ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა კი­დევ უფრო უნდა გაღ­რმავ­დეს.

“მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გუ­შინ დას­რულ­და ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რის, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტი, უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ვი­ზი­ტი, ასე­ვე ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან დროს. ძი­რი­თა­დი თე­მე­ბი, რაც გან­ხი­ლუ­ლი იყო, ესაა ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის სტრა­ტე­გი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დგო­მი გაღ­რმა­ვე­ბა, რე­გი­ო­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხი და აშშ-სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა ამ რე­გი­ო­ნა­ლუ­რი პრო­ცე­სე­ბის ჭრილ­ში. ასე­ვე, რა თქმა უნდა, სა­ქარ­თვე­ლოს როლი რე­გი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი გახ­ლავთ ის, რომ ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის და მთავ­რო­ბის სა­ხე­ლით ქარ­თველ ხალ­ხს და­უ­დას­ტუ­რა ურ­ყე­ვი მხარ­და­ჭე­რა ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის და რაც მთა­ვა­რია, შემ­დგო­მი სა­ვაჭ­რო ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბის­თვის. რა თქმა უნდა, ხაზი გა­ეს­ვა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სტა­ბი­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას, დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის შემ­დგომ გაძ­ლი­ე­რე­ბას და ასე­ვე ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას.

სა­ბო­ლო­ოდ, შევ­თან­ხმდით, რომ კი­დევ უფრო უნდა გა­ვაღ­რმა­ვოთ ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის სა­ერ­თო ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა. ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე, რო­მე­ლიც, რა თქმა უნდა, გახ­ლავთ თა­ვი­სუფ­ლე­ბა, დე­მოკ­რა­ტია და სა­ერ­თო ბი­ოს­ტრა­ტე­გი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი. ეს იყო უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ვი­ზი­ტი, რომ­ლის დრო­საც კი­დევ ერთხელ გა­მოჩ­ნდა სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მნიშ­ვნე­ლო­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბის და მისი ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი კურ­სის მნიშ­ვნე­ლო­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს იმ წარ­მა­ტე­ბულ პო­ლი­ტი­კას ქვეყ­ნის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, რო­მელ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახორ­ცი­ე­ლებს”, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ქვე­ყა­ნა­ში პრო­ცე­სე­ბი სა­მარ­თლებ­რივ ჩარ­ჩო­ებ­ში დაბ­რუნ­დეს.

„რამ­დე­ნი­მე დღე­ში, 21 ნო­ემ­ბერს ქვე­ყა­ნა­ში იქ­ნე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური 17 ოლ­ქში. რა თქმა უნდა, ეს არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად, ქვე­ყა­ნა­ში პრო­ცე­სე­ბი დაბ­რუნ­დეს ფორ­მა­ლურ, სა­მარ­თლებ­რივ ჩარ­ჩო­ებ­ში და ფორ­მა­ლურ სა­მარ­თლებ­რივ პო­ლი­ტი­კურ პლატ­ფორ­მებ­ზე.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა 31 ოქ­ტომ­ბერს არ­ჩევ­ნებ­ში მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ხაზ­გას­მით უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, ერ­თხმად და­უ­ჭი­რეს მხა­რი 9 პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას, მათ წარ­მოდ­გე­ნას პარ­ლა­მენ­ტში და იმას, რომ ამ პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ებ­მა მათ­თვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი მან­და­ტე­ბის და რაც მთა­ვა­რია, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით იზ­რუ­ნონ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე ერ­თობ­ლი­ვად, ეს არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თი­თო­ე­უ­ლი ეს პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, თი­თო­ე­უ­ლი დე­პუ­ტა­ტი იაზ­რებს ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, ისე მო­იქ­ცე­ვა, რო­გორც ქარ­თველ ამომ­რჩე­ველს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­სა და იმ მო­ლო­დი­ნებ­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ეკად­რე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ, მისი თვალ­თა­ხედ­ვის შე­სა­ბა­მი­სად გა­და­ა­ნა­წი­ლა. ყვე­ლას უნდა გვეს­მო­დეს, რომ ქვეყ­ნის შემ­დგო­მი სტა­ბი­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა და სტა­ბი­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბის დროს, რო­მელ­საც ქვე­ყა­ნამ უნდა უპა­სუ­ხოს, იქ­ნე­ბა ეს გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მია, ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი, არის უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს 17-18 ნო­ემ­ბერს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი მაიკ პომ­პეო სტუმ­რობ­და. ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში ის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, პრე­ზი­დენტს, კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქსა და არა­სა­მა­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდა. ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რებს კი აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლე, ფი­ლიპ რი­კე­რი შეხ­ვდა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
52

იმედია შემდგომი არჩევნები ახალი სიით ჩატარდება, რომელიც მოსახლეობის აქ და ემიგრაციაშიც , მივლინებაშიც და ლტოლვილობაშიც , მთასა და ბარშიც, საძოვრებზეც ელექტრონულად თითის ანაბეჭდებითა და სახის ოვალით არწერრის შედეგებით ჩატარდება , რომ ნაცებს ყალბი პირადობები გაუუქმდეთ და კარუსელები არ გიკეთონ ცხვირწინ !

წმინდა გაგა
18

რა გეარჩევნება შე უღმერთო გავწყდით ამასობაში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"რამდენიმე დღეში ქვეყანაში იქნება არჩევნების მეორე ტური..." - პრემიერი პომპეოს ვიზიტს აჯამებს და ოპოზიციას მიმართავს

"რამდენიმე დღეში ქვეყანაში იქნება არჩევნების მეორე ტური..." - პრემიერი პომპეოს ვიზიტს აჯამებს და ოპოზიციას მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტისას სტრატეგიული პარტნიორისთვის საქართველოს, მისი შემდგომი განვითარების და ევროატლანტიკური კურსის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

როგორც გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის საერთო ფასეულობებზე დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს.

“მოგეხსენებათ, გუშინ დასრულდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტი, უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, ასევე ძალზე მნიშვნელოვან დროს. ძირითადი თემები, რაც განხილული იყო, ესაა ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობის შემდგომი გაღრმავება, რეგიონული უსაფრთხოების საკითხი და აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა ამ რეგიონალური პროცესების ჭრილში. ასევე, რა თქმა უნდა, საქართველოს როლი რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ყველაზე მთავარი გახლავთ ის, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ამერიკელი ხალხის და მთავრობის სახელით ქართველ ხალხს დაუდასტურა ურყევი მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური განვითარების და რაც მთავარია, შემდგომი სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის. რა თქმა უნდა, ხაზი გაესვა საქართველოსთვის სტაბილური განვითარების მნიშვნელობას, დემოკრატიზაციის პროცესის შემდგომ გაძლიერებას და ასევე ინსტიტუტების გაძლიერებას.

საბოლოოდ, შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ ჩვენს ქვეყნებს შორის საერთო ფასეულობებზე დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა. ფასეულობებზე, რომელიც, რა თქმა უნდა, გახლავთ თავისუფლება, დემოკრატია და საერთო ბიოსტრატეგიული ინტერესები. ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომლის დროსაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა სტრატეგიული პარტნიორისთვის საქართველოს მნიშვნელობა, საქართველოს შემდგომი განვითარების და მისი ევროატლანტიკური კურსის მნიშვნელობა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ წარმატებულ პოლიტიკას ქვეყნის ევროატლანტიკური განვითარების თვალსაზრისით, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს”, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში პროცესები სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნდეს.

„რამდენიმე დღეში, 21 ნოემბერს ქვეყანაში იქნება არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში. რა თქმა უნდა, ეს არჩევნები იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ რაც შეიძლება სწრაფად, ქვეყანაში პროცესები დაბრუნდეს ფორმალურ, სამართლებრივ ჩარჩოებში და ფორმალურ სამართლებრივ პოლიტიკურ პლატფორმებზე.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა 31 ოქტომბერს არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ პანდემიის პირობებში, ერთხმად დაუჭირეს მხარი 9 პოლიტიკურ პარტიას, მათ წარმოდგენას პარლამენტში და იმას, რომ ამ პოლიტიკურმა პარტიებმა მათთვის მინიჭებული მანდატების და რაც მთავარია, პასუხისმგებლობის თვალსაზრისით იზრუნონ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ერთობლივად, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, თითოეული ეს პოლიტიკური გაერთიანება, თითოეული დეპუტატი იაზრებს ამ პასუხისმგებლობას და შესაბამისად, ისე მოიქცევა, როგორც ქართველ ამომრჩეველს, საქართველოს მოქალაქესა და იმ მოლოდინებსა და პასუხისმგებლობას ეკადრება, რომელიც საქართველოს მოქალაქემ, მისი თვალთახედვის შესაბამისად გადაანაწილა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის შემდგომი სტაბილური განვითარება და სტაბილური პოლიტიკური პროცესი იმ გამოწვევების დროს, რომელსაც ქვეყანამ უნდა უპასუხოს, იქნება ეს გლობალური პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს 17-18 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, კათოლიკოს-პატრიარქსა და არასამათავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ოპოზიციური პარტიების ლიდერებს კი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ფილიპ რიკერი შეხვდა.

ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებათა მე-4 რაუნდი დასრულდა: "ძალიან ცხარე კამათი იყო" - რაზე შეთანხმდნენ ან ვერ შეთანხმდნენ მხარეები?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"პარლამენტში არ შესვლას დასჭირდება ძალიან სერიოზული გამბედაობა, რაც ცდუნების გაძლებაა" - ლევან გოგიჩაიშვილი