ავტორი:

"ფილმს ხშირად ვუყურებ ხოლმე, ჰოდა, შვილიშვილებს შეუყვარდათ ძალიან. "ბოლოკას" მეძახიან ეს მამაძაღლები" - როგორ ცხოვრობს და რას ფიქრობს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე "ღიმილის ბიჭი"?

"ფილმს ხშირად ვუყურებ ხოლმე, ჰოდა, შვილიშვილებს შეუყვარდათ ძალიან. "ბოლოკას" მეძახიან ეს მამაძაღლები" - როგორ ცხოვრობს და რას ფიქრობს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე "ღიმილის ბიჭი"?

ყველასთვის ცნობილი "ღიმილის ბიჭი", "ბოლოკას" როლის შემსრულებელი გოჩა ლომია სენაკში ცხოვრობს. ის ორგზის სენაკის საპატიო მოქალაქეა. სწორედ ამ ქალაქში აღმოაჩინეს, როცა რეზო ჩხეიძის გუნდი ფილმის პერსონაჟებს ეძებდა. მაშინ ბატონი გოჩა 15 წლის იყო, ახლა 67 წლისაა. დღეს ის "კვირის პალიტრის" სტუმარია.

- როგორ ხართ, ბატონო გოჩა?

- ქართველი პენსიონერივით, როგორც დროს შეეფერება. კარგად ვართ-მეთქი, ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ უკეთესი მომავლის იმედით ვარ.

- რას ემყარება თქვენი იმედი?

- მარტო ჩვენს თავზე ხომ არა ვართ დამოკიდებული, ეტყობა, რაღაც ცვლილებები უნდა მოხდეს. მერე შეიძლება უკეთესობისკენ წავიდეს ყველაფერი. უ არესობისკენ ვეღარ წავა, მეტი უარესი რა გინდა, 90-იანებში ვეღარ დავბრუნდებით... ისე მეშინოდა, არჩევნების შემდეგ ზოგიერთს ისევ რევოლუცია არ აერჩია ბრძოლის გზად. მადლობა ღმერთს, მგონი, გადავრჩით. დრო უნდა ყველაფერს, როგორც რუსები ამბობენ, Москва не сразу строилась. ჩვენ თვითონაც უნდა გავანძრიოთ ზოგმა ხელი, ზოგმა ტვინი, რომ რაღაც უკეთესობისკენ დაიძრას. პრაქტიკული მთავრობა გვჭირდება, რომელიც ეკონომიკის განვითარებით იქნება დაინტერესებული, რომ ადგილობრივ მეწარმეს მეტი გასაქანი მიეცეს უცხოელ კონკურენტთან შედარებით. უამრავი ნაცნობი მყავს და ყველა ერიდება ბიზნესის დაწყებას, ეშინიათ. წალეკა ქვეყანა თურქულმა და ირანულმა პროდუქციამ.

წინასაარჩევნო დაპირებების ძალიან მჯერა-მეთქი, რომ გითხრათ, მოგატყუებთ, მაგრამ მაინც მომავლის იმედი მაქვს. აქ ახალ სახეებს მაინც ვხედავ და ვინც ერთხელ არ გაამართლა, ის მეორე ჯერზეც არ გაამართლებს, გამორიცხულია. გახარიას იმედი მაქვს, მცოდნე, მეურნე კაცი ჩანს. კარგად მიჰყავს საქმე, თუ აცადეს. მაგრამ მარტო გახარია რას იზამს - ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო, ხომ გაგიგონიათ. გუნდი სჭირდება, დასაყრდენი, საქმიანი ადამიანები. კაცი საქმის გაკეთებაზე უნდა ფიქრობდეს, სამსახურის დაკარგვის, უპასუხისმგებლობისა და მაიმუნობისთვის სადღაც მოხვედრის უნდა ეშინოდეს, ანუ კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს.

- ეპიდვითარებაზეც ვისაუბროთ.

- ფაქტია, სადავეები გაექცათ, ვითარება კონტროლს აღარ ექვემდებარება. ვირუსი არჩევნების წინადღეებში შემოვიდა სენაკში, მანამდე ინფიცირების მხოლოდ ერთეული შემთხვევები იყო, ისიც კურორტებიდან ჩამოტანილი. მერე ფოთის დიდი კლასტერიდან გავრცელდა და ახლა დღე ისე არ გავა, 3-4 შემთხვევა არ დაფიქსირდეს. ხალხმა, როგორც იქნა, შეიგნო, რომ "კოვიდ-19" მართლა საშიშია და პირბადე აიფარა, ხელთათმანები გაიკეთა. წაიკითხეთ სტატია სრულად

"ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ნათესაობა აკავშირებდათ" - გოგლასა და ეფემიას აკრძალული სიყვარული

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 3958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გამოჯანმრთელდა 3531 ადამიანი