მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უანგარო და კეთილშობილი კაცი ქვეყანს არ უნდა დააკლდეს" - ავარიის შედეგად დაშავებულ ექიმს საზოგადოების დახმარება ესაჭროება
"უანგარო და კეთილშობილი კაცი ქვეყანს არ უნდა დააკლდეს" - ავარიის შედეგად დაშავებულ ექიმს საზოგადოების დახმარება ესაჭროება

22 მა­ი­სის ღა­მით, მას შემ­დეგ რაც ქვე­ყა­ნა­ში "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი" გა­უქ­მდა, თბი­ლის­ში, თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ავა­რია მოხ­და, რა დრო­საც მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა ვე­ლო­სი­პე­დისტს და­ე­ჯა­ხა.

მა­შინ­ვე გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ ვე­ლო­სი­პედს ცნო­ბი­ლი ექი­მი-ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი, ფსი­ქი­ატ­რი და ნარ­კო­ლო­გი, ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვის და მომ­სა­ხუ­რე­ბის ასო­ცი­ა­ცია "ნე­ბას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და­ვით ან­დღუ­ლა­ძე მარ­თავ­და.

ფსი­ქი­ატრმა ავა­რი­ის შე­დე­გად სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო - მას გა­ტე­ხი­ლი აქვს ნეკ­ნე­ბი, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს ფილ­ტვი, ასე­ვე მი­ი­ღო ზურ­გის ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბა. ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცია.

მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე თვე გა­ვი­და და დათო ან­დღუ­ლა­ძის მდგო­მა­რე­ო­ბა არ შეც­ვლი­ლა. ცნო­ბი­ლი ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით კვლავ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია. ამ ეტაპ­ზე იგი და­მა­ტე­ბით მკურ­ნა­ლო­ბას სა­ჭი­რო­ებს, რაც დიდ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. და­ვით ან­დღუ­ლა­ძის მე­გობ­რე­ბი მის გა­და­სარ­ჩე­ნას დახ­მა­რე­ბის­თვის სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თა­ვენ.

"დღი­დან ჩემი ფე­ის­ბუქ­ზე გა­წევ­რი­ა­ნე­ბი­სა, არას­დროს არა­ვის­თვის არა­ფე­რი მი­თხო­ვია. ახლა უნდა გთხო­ვოთ: საქ­მე ეხე­ბა ჩემ­თვის მე­ტად ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი­სა და მე­გობ­რის - დათო ან­დღუ­ლა­ძის სი­ცო­ცხლეს.

დათო სი­კე­თი­თა და უან­გა­რო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი ის ფსი­ქი­ატ­რი და ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტია, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც ბევ­რმა ადა­მი­ან­მა სა­კუ­თა­რი თავი იპო­ვა და სი­ცო­ცხლის ხა­ლი­სი და­იბ­რუ­ნა. ეს კაცი და­უ­ზა­რებ­ლად ეხ­მა­რე­ბო­და ყვე­ლას, ვი­საც მისი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და და ყო­ველ­თვის, როცა მას ამის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და.

კა­რან­ტი­ნის მოხ­სნის ღა­მეს, პა­ცი­ენ­ტის და­სახ­მა­რებ­ლად ვე­ლო­სი­პე­დით მი­მა­ვა­ლი დათო სა­ში­ნელ ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში მოყ­ვა.

ავა­რი­ის შე­დე­გად მისი ჯან­მრთე­ლო­ბა ისე ძლი­ერ და­ზი­ან­და, რომ დღემ­დე გერ­მა­ნი­ის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობს, სა­დაც, მისი მკურ­ნა­ლო­ბის სა­წყი­სი ეტა­პი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ოჯა­ხი­სა და მე­გობ­რე­ბის მიერ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი თან­ხა უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ამო­ი­წუ­რე­ბა.

ახლა, როცა და­თოს ოჯა­ხი­სა და მისი ტკი­ვი­ლით და­ზაფ­რუ­ლი ახ­ლობ­ლე­ბის მიერ მისი გა­და­სარ­ჩე­ნი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა ვე­ღარ ხერ­ხდე­ბა, მას ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

დათო აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვიბ­რუ­ნოთ, ვი­ნა­ი­დან ასე­თი უან­გა­რო და კე­თილ­შო­ბი­ლი კაცი ქვე­ყანს არ უნდა და­აკ­ლდეს.

ვერ­თი­ან­დე­ბით დათო ან­დღუ­ლა­ძის სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად. სა­ჭი­როა, რომ 100 000-მა ადა­მი­ან­მა სულ რა­ღაც 5 ლარი გა­და­რი­ცხოს, რათა მო­ხერ­ხდეს მისი მკურ­ნა­ლო­ბა გერ­მა­ნი­ა­ში.

გა­წევ­რი­ან­დი ჯგუფ­ში https://www.facebook.com/groups/100000megobari/?ref=share და გა­ა­ზი­ა­რე სი­კე­თე.თა­ვის მხრივ შენი 5 მე­გო­ბა­რიც იმა­ვეს გა­ი­მე­ო­რებს.და ასე გა­ვაგ­რძე­ლებთ..

1. მხო­ლოდ 5 ლა­რით გა­დარ­ჩე­ნი­ლი სი­ცო­ცხლე!

2. რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ადა­მი­ა­ნის მოწ­ვე­ვა ჯგუფ­ში!

3. ფო­ტოს ან ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბა (5 ლა­რით ხელ­ში-ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია) და სქ­რინ­თან ერ­თად ატ­ვირ­თვა ჩვენს ჯგუფ­სა და პრო­ფილ­ზე" - წერს ან­დღუ­ლა­ძის მე­გო­ბა­რი მა­მუ­კა ბად­რი­ძე.

დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­უძ­ლი­ათ:

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი: GE04BG0000000125920900 მიმ­ღე­ბი: სო­ფიო ან­დღუ­ლა­ძე

SWIFT CODE: BAGAGE22GTS

თი­ბი­სი ბან­კი: - GE67TB7019045069600001მიმ­ღე­ბი: კონ­სტან­ტი­ნე ან­დღუ­ლა­ძე

SWIFT CODE: TBCBGE22850

ილკარი
0

ვაკეთოთ სიკეთე გვერდში დგომით და ერთმანეთის მხარდაჭერით. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"უანგარო და კეთილშობილი კაცი ქვეყანს არ უნდა დააკლდეს" - ავარიის შედეგად დაშავებულ ექიმს საზოგადოების დახმარება ესაჭროება

"უანგარო და კეთილშობილი კაცი ქვეყანს არ უნდა დააკლდეს" - ავარიის შედეგად დაშავებულ ექიმს საზოგადოების დახმარება ესაჭროება

22 მაისის ღამით, მას შემდეგ რაც ქვეყანაში "კომენდანტის საათი" გაუქმდა, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ავარია მოხდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომანქანა ველოსიპედისტს დაეჯახა.

მაშინვე გახდა ცნობილი, რომ ველოსიპედს ცნობილი ექიმი-ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრი და ნარკოლოგი, ფსიქოსოციალური კვლევის და მომსახურების ასოციაცია "ნებას" დამფუძნებელი დავით ანდღულაძე მართავდა.

ფსიქიატრმა ავარიის შედეგად სერიოზული დაზიანებები მიიღო - მას გატეხილი აქვს ნეკნები, დაზიანებული აქვს ფილტვი, ასევე მიიღო ზურგის ტვინის დაზიანება. ჩაუტარდა ოპერაცია.

მომხდარიდან რამდენიმე თვე გავიდა და დათო ანდღულაძის მდგომარეობა არ შეცვლილა. ცნობილი ფსიქოთერაპევტი მძიმე დაზიანებებით კვლავ რეანიმაციაშია. ამ ეტაპზე იგი დამატებით მკურნალობას საჭიროებს, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. დავით ანდღულაძის მეგობრები მის გადასარჩენას დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავენ.

"დღიდან ჩემი ფეისბუქზე გაწევრიანებისა, არასდროს არავისთვის არაფერი მითხოვია. ახლა უნდა გთხოვოთ: საქმე ეხება ჩემთვის მეტად ძვირფასი ადამიანისა და მეგობრის - დათო ანდღულაძის სიცოცხლეს.

დათო სიკეთითა და უანგარობით გამორჩეული ის ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტია, რომლის წყალობითაც ბევრმა ადამიანმა საკუთარი თავი იპოვა და სიცოცხლის ხალისი დაიბრუნა. ეს კაცი დაუზარებლად ეხმარებოდა ყველას, ვისაც მისი დახმარება სჭირდებოდა და ყოველთვის, როცა მას ამის საშუალება ჰქონდა.

კარანტინის მოხსნის ღამეს, პაციენტის დასახმარებლად ველოსიპედით მიმავალი დათო საშინელ ავტოავარიაში მოყვა.

ავარიის შედეგად მისი ჯანმრთელობა ისე ძლიერ დაზიანდა, რომ დღემდე გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს, სადაც, მისი მკურნალობის საწყისი ეტაპისათვის აუცილებელი, ოჯახისა და მეგობრების მიერ მობილიზებული თანხა უახლოეს დღეებში ამოიწურება.

ახლა, როცა დათოს ოჯახისა და მისი ტკივილით დაზაფრული ახლობლების მიერ მისი გადასარჩენი ფინანსური რესურსების მობილიზება ვეღარ ხერხდება, მას ყველა ჩვენგანის დახმარება სჭირდება.

დათო აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ, ვინაიდან ასეთი უანგარო და კეთილშობილი კაცი ქვეყანს არ უნდა დააკლდეს.

ვერთიანდებით დათო ანდღულაძის სიცოცხლის გადასარჩენად. საჭიროა, რომ 100 000-მა ადამიანმა სულ რაღაც 5 ლარი გადარიცხოს, რათა მოხერხდეს მისი მკურნალობა გერმანიაში.

გაწევრიანდი ჯგუფში https://www.facebook.com/groups/100000megobari/?ref=share და გააზიარე სიკეთე.თავის მხრივ შენი 5 მეგობარიც იმავეს გაიმეორებს.და ასე გავაგრძელებთ..

1. მხოლოდ 5 ლარით გადარჩენილი სიცოცხლე!

2. რაც შეიძლება მეტი ადამიანის მოწვევა ჯგუფში!

3. ფოტოს ან ვიდეოს გადაღება (5 ლარით ხელში-ეს ძალიან მნიშვნელოვანია) და სქრინთან ერთად ატვირთვა ჩვენს ჯგუფსა და პროფილზე" - წერს ანდღულაძის მეგობარი მამუკა ბადრიძე.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ:

საქართველოს ბანკი: GE04BG0000000125920900 მიმღები: სოფიო ანდღულაძე

SWIFT CODE: BAGAGE22GTS

თიბისი ბანკი: - GE67TB7019045069600001მიმღები: კონსტანტინე ანდღულაძე

SWIFT CODE: TBCBGE22850

"იგუდება, თუ კლინიკაში არ გადაიყვანეს, ბიძა მომიკვდება" - 52 წლის დავით წეროძის ახლობლები ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებას სთხოვენ

ვიბრძოლოთ მართას გადასარჩენად - პატარას, რომელსაც ღვიძლის სიმსივნის დიაგნოზი დაუსევს, ჩვენი დახმარება სჭირდება

ლევან გოგიჩაიშვილი: "პლაზმა ერთხელ უკვე ჩავაბარე, ვაპირებ მეორედაც გავიღო" - როგორ კურნავს კოვიდისგან გამოჯანმრთელებულის პლაზმა სხვა ინფიცირებულს?