სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამბობენ: მთელი ოპოზიცია სააკაშვილის ბულინგის მსხვერპლიაო...  მე არავის არ ვაბულინგებ" - მიხეილ სააკაშვილი
"ამბობენ: მთელი ოპოზიცია სააკაშვილის ბულინგის მსხვერპლიაო...  მე არავის არ ვაბულინგებ" - მიხეილ სააკაშვილი

ეს არის ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, ვე­რა­ვინ ვერ გვა­ი­ძუ­ლებს და მიგ­ვა­ღე­ბი­ნებს იმას, რაც ჩვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მთა­ვარ პრინ­ცი­პებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა , - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.

სა­ა­კაშ­ვილ­მა ისა­უბ­რა აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ვი­ზი­ტის კონ­ტექ­სტში და აღ­ნიშ­ნა: „გვე­უბ­ნე­ბი­ან: კი არ­ჩევ­ნე­ბი გა­გი­ყალ­ბეს, მაგ­რამ იქ­ნებ მა­ინც რა­ღა­ცა­ზე მო­ი­ლა­პა­რა­კოთ“.

„ჯერ ერთი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის დე­ლე­გა­ცი­ის შეხ­ვედ­რა და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი არ იყო და ბოლო წუთ­ში, სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლე რი­კე­რი, რო­მე­ლიც არის ევ­რო­პის და აზი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, შეხ­ვდა ჯერ არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორს, შემ­დეგ ქარ­თულ ოპო­ზი­ცი­ას. ეს მას შემ­დეგ მოხ­და, რაც და­ი­ნა­ხეს, რომ ძა­ლი­ან მძლავ­რი პრო­ტეს­ტი იყო შა­ბათს, თბი­ლის­ში და ბა­თუმ­ში. სა­ერ­თა­შო­რი­სო რეს­პუბ­ლი­კურ­მა ინ­სტი­ტუტ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ან­გა­რი­ში, რომ არ­ჩევ­ნე­ბი ტო­ტა­ლუ­რად გა­ყალ­ბე­ბით ჩა­ტარ­და, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და არ­ჩევ­ნე­ბის­თვის და­წე­სე­ბულ სტან­დარ­ტებს და ისი­ნი შეხ­ვდნენ ოპო­ზი­ცი­ას.

რო­გორც ვიცი, ოპო­ზი­ცი­ამ რაც ელა­პა­რა­კა დარ­ღვე­ვებ­ზე, წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი არ­გუ­მენ­ტე­ბი მათ არ ჰქონ­დათ, ისი­ნი ხვდე­ბი­ან, რომ ყვე­ლა დარ­ღვე­ვას და გა­ყალ­ბე­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი. ამ­ბო­ბენ, კი, გა­გი­ყალ­ბეს, მაგ­რამ იქ­ნებ მა­ინც მო­ი­ლა­პა­რა­კოთ.

ეს არის ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, ვე­რა­ვინ ვერ გვა­ი­ძუ­ლებს და ვერ მიგ­ვა­ღე­ბი­ნებს იმას, რაც ჩვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მთა­ვარ პრინ­ცი­პებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, ჩვენ ახლა გვაქვს და­სა­კარ­გი დრო, რომ ვი­ღაც შე­ვი­დეს, დაჯ­დეს, იცოდ­ვი­ლოს გა­ყალ­ბე­ბულ პარ­ლა­მენ­ტში და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა სა­ბო­ლო­ოდ ჩა­ი­ძი­როს?“,- აღ­ნიშ­ნა მან და დას­ძი­ნა: „არა­ვის ვახ­ვევ ჩემ აზ­რებს“.

სა­ა­კაშ­ვილ­მა ისა­უბ­რა გან­ცხა­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ოპო­ზი­ცია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლია. სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, ოპო­ზი­ცი­ა­ში ღირ­სე­უ­ლი ლი­დე­რე­ბი არი­ან და არა­ვის აბუ­ლინ­გებს.

„ერთი რა­საც აკე­თე­ბენ, ახლა ამ­ბო­ბენ: „მთე­ლი ოპო­ზი­ცია სა­ა­კაშ­ვი­ლის ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლია“. მე ვფიქ­რობ, რომ ოპო­ზი­ცი­ა­ში ღირ­სე­უ­ლი ლი­დე­რე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც არა­ვის ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი არ არი­ან, მი­თუ­მე­ტეს ივა­ნიშ­ვი­ლის და სა­ა­კაშ­ვი­ლის რა­ნა­ი­რად უნდა გახ­დნენ? მე არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მაქვს, არც ად­გილ­ზე ვარ, მე არა­ვის არ ვა­ბუ­ლინ­გებ, მხო­ლოდ მხარს ვუ­ჭერ. ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­უ­რი ლი­დე­რი დად­გა ძა­ლი­ან მყა­რად. მთე­ლი მათი ლა­პა­რა­კი, რომ ვი­ღა­ცებს ვე­ლა­პა­რა­კე­ბით, ვი­ღა­ცე­ბი პარ­ლა­მენ­ტში შევ­ლენ - ერთ-ორ ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა თავ­ში უტ­რი­ა­ლებს, მაგ­რამ ისი­ნი ლი­დე­რებს შო­რის არ არი­ან, უამ­რავ სი­ა­ში სხვა­დას­ხვა ხალ­ხია“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი!
18

სააკაშვილო! ბულინგს კიდევ ეშველება, მაგრამ რა ეშველება თქვენს მიერ დახოცილ უდანაშაულო ხალხს, დარბეულ ტელევიზიებს, ეკლესიებს, მშვიდობიან აქციებს და ა.შ. ასეთ ხალხს კიდევ ხელისუფლებაში დაბრუნება გინდათ?!- არაფერი შეგეშალოთ, ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს, გასაგებია....

მიშას
13

ვითომ? შენ ეგრე ფიქრობ? თუ იშტერებ თავს?.. შენ ისეთი ინტრიგანი ხარ რომ თეთრზე შეგიძლია თქვა შავიაო...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ამბობენ: მთელი ოპოზიცია სააკაშვილის ბულინგის მსხვერპლიაო...  მე არავის არ ვაბულინგებ" - მიხეილ სააკაშვილი

"ამბობენ: მთელი ოპოზიცია სააკაშვილის ბულინგის მსხვერპლიაო...  მე არავის არ ვაბულინგებ" - მიხეილ სააკაშვილი

ეს არის ჩვენი ქვეყანა, ვერავინ ვერ გვაიძულებს და მიგვაღებინებს იმას, რაც ჩვენი თავისუფლების მთავარ პრინციპებს ეწინააღმდეგება , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილმა ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის კონტექსტში და აღნიშნა: „გვეუბნებიან: კი არჩევნები გაგიყალბეს, მაგრამ იქნებ მაინც რაღაცაზე მოილაპარაკოთ“.

„ჯერ ერთი, მნიშვნელოვანი იყო, რომ სახელმწიფო მდივნის დელეგაციის შეხვედრა დაანონსებული არ იყო და ბოლო წუთში, სახელმწიფო მდივნის მოადგილე რიკერი, რომელიც არის ევროპის და აზიის მიმართულების ხელმძღვანელი, შეხვდა ჯერ არასამთავრობო სექტორს, შემდეგ ქართულ ოპოზიციას. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დაინახეს, რომ ძალიან მძლავრი პროტესტი იყო შაბათს, თბილისში და ბათუმში. საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბებით ჩატარდა, არ შეესაბამებოდა არჩევნებისთვის დაწესებულ სტანდარტებს და ისინი შეხვდნენ ოპოზიციას.

როგორც ვიცი, ოპოზიციამ რაც ელაპარაკა დარღვევებზე, წინააღმდეგობრივი არგუმენტები მათ არ ჰქონდათ, ისინი ხვდებიან, რომ ყველა დარღვევას და გაყალბებას ჰქონდა ადგილი. ამბობენ, კი, გაგიყალბეს, მაგრამ იქნებ მაინც მოილაპარაკოთ.

ეს არის ჩვენი ქვეყანა, ვერავინ ვერ გვაიძულებს და ვერ მიგვაღებინებს იმას, რაც ჩვენი თავისუფლების მთავარ პრინციპებს ეწინააღმდეგება, ჩვენ ახლა გვაქვს დასაკარგი დრო, რომ ვიღაც შევიდეს, დაჯდეს, იცოდვილოს გაყალბებულ პარლამენტში და ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ ჩაიძიროს?“,- აღნიშნა მან და დასძინა: „არავის ვახვევ ჩემ აზრებს“.

სააკაშვილმა ისაუბრა განცხადებებთან დაკავშირებითაც, რომლის თანახმადაც ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის ბულინგის მსხვერპლია. სააკაშვილის თქმით, ოპოზიციაში ღირსეული ლიდერები არიან და არავის აბულინგებს.

„ერთი რასაც აკეთებენ, ახლა ამბობენ: „მთელი ოპოზიცია სააკაშვილის ბულინგის მსხვერპლია“. მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციაში ღირსეული ლიდერები არიან, რომლებიც არავის ბულინგის მსხვერპლი არ არიან, მითუმეტეს ივანიშვილის და სააკაშვილის რანაირად უნდა გახდნენ? მე არც ხელისუფლება მაქვს, არც ადგილზე ვარ, მე არავის არ ვაბულინგებ, მხოლოდ მხარს ვუჭერ. ყველა ოპოზიციური ლიდერი დადგა ძალიან მყარად. მთელი მათი ლაპარაკი, რომ ვიღაცებს ველაპარაკებით, ვიღაცები პარლამენტში შევლენ - ერთ-ორ ადამიანს შეიძლება თავში უტრიალებს, მაგრამ ისინი ლიდერებს შორის არ არიან, უამრავ სიაში სხვადასხვა ხალხია“, - განაცხადა სააკაშვილმა.

რა ქონებით ტოვებს  მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტს ნათია მეზვრიშვილი?

"13 წლიანი საქმიანობის შემდეგ დავტოვე საჯარო სამსახური" - რას წერს ნათია მეზვრიშვილი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"