პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაავადების სამართავად აუცილებელი არ არის იყო ჰოსპიტალში" - რა განცხადებები გააკეთეს კლინიკების წარმომადგენლებმა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ
"დაავადების სამართავად აუცილებელი არ არის იყო ჰოსპიტალში" - რა განცხადებები გააკეთეს კლინიკების წარმომადგენლებმა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია კლი­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლებს კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის პრო­ცე­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის გზებ­ზე ესა­უბ­რა. შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნი­ხი­ლეს ჰოს­პი­ტა­ლე­ბის გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბის გამო კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის პრო­ცეს­ში წარ­მოქ­მნი­ლი ხარ­ვე­ზე­ბი და მათ­ზე შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი.

რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა ლე­ვან გო­ფო­ძემ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­სა და კლი­ნი­კურ ჯგუფს შო­რის გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ და­ა­ვა­დე­ბის სა­მარ­თა­ვად აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის პა­ცი­ენ­ტი იყო ჰოს­პი­ტალ­ში.

მი­სი­ვე თქმით, ასე­თი მიდ­გო­მით და­ვი­ცავთ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც რე­ა­ლუ­რად ესა­ჭი­რო­ე­ბათ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია, რაც გან­სხვავ­დე­ბა წამ­ყვა­ნი ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის­გან და ვი­სა­უბ­რეთ, თუ რო­გორ შე­ვამ­ცი­როთ ეს ზე­წო­ლა. ამი­სათ­ვის ბევ­რი პი­რო­ბაა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, კერ­ძოდ, კო­ვიდ-სას­ტუმ­რო­ე­ბი, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბა ბევ­რად უფრო ეფექ­ტუ­რად შე­იძ­ლე­ბა და ასე­ვე ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლო­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი. ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი გან­ვი­ხი­ლეთ დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე, მათ შო­რის, ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი თემა იყო სწო­რედ ჰოს­პი­ტა­ლურ სექ­ტორ­ზე ზე­წო­ლის შემ­ცი­რე­ბის პრობ­ლე­მა.

საქ­მე იმა­შია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია, რაც გან­სხვავ­დე­ბა ყვე­ლა წამ­ყვა­ნი ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის­გან და ვი­სა­უბ­რეთ, თუ რო­გორ შე­ვამ­ცი­როთ ეს და­წო­ლა. ამი­სათ­ვის ბევ­რი პი­რო­ბაა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, კერ­ძოდ, კო­ვიდ-სას­ტუმ­რო­ე­ბი, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბა ბევ­რად უფრო ეფექ­ტუ­რად შე­იძ­ლე­ბა და ასე­ვე ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლო­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი. ამას სჭირ­დე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­შა­ო­ბა, რათა ჩვენ მო­სახ­ლე­ო­ბას გან­ვუ­მარ­ტოთ, რომ სა­შიშ­რო­ე­ბას არ წარ­მო­ად­გენს და აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის იყო ჰოს­პი­ტალ­ში იმი­სათ­ვის, რომ შენი და­ა­ვა­დე­ბა მარ­თო, შე­საძ­ლე­ბე­ლია იყო ბი­ნა­ზე, ან კო­ვიდ-სას­ტუმ­რო­ში გან­ხორ­ცი­ელ­დეს ეს, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ასე­თი მიდ­გო­მით და­ვი­ცავთ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც მარ­თლა ესა­ჭი­რო­ე­ბა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია, 24-სა­ა­თი­ა­ნი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და იმი­ტომ, რომ ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რი გა­დატ­ვირ­თუ­ლია ამას ვერ ახერ­ხებს.

ვფიქ­რობ, ამ თვალ­საზ­რი­სით ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რი შეხ­ვედ­რა იყო. კი­დევ გაგ­რძელ­დე­ბა მსგავ­სი შეხ­ვედ­რე­ბი. და­ახ­ლო­ე­ბით, 1 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უკვე უნდა მთლი­ა­ნად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს ყვე­ლა ეს კრი­ტე­რი­უ­მი, რა­ზეც პრე­მი­ერ­მა ისა­უბ­რა და ვფიქ­რობ, იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც და­გეგ­მი­ლია ტეს­ტი­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბე­ბის გაზ­რდა, რა­ზეც ახლა ვსა­უბ­რობთ გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას იძენს “, - გა­ნა­ცხა­და გო­ფო­ძემ.

რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, რე­ა­ნი­მა­ტო­ლოგ ნი­კო­ლოზ ქარ­ცი­ვა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეხ­ვედ­რა­ზე ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტე­ბი გა­კეთ­და იმ სა­წოლ­ფონ­დის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, რო­მე­ლიც დღეს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას გა­აჩ­ნია.

"გან­სა­კუთ­რე­ბით ნა­ყო­ფი­ე­რი შეხ­ვედ­რა იყო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრთან და სხვა უწყე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. ასე­ვე ჩარ­თვა იყო ჩვენს უცხო­ელ კო­ლე­გას­თან, რო­მე­ლიც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მოღ­ვა­წე­ობს. ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტე­ბი გა­კეთ­და იმ სა­წოლ­ფონ­დის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, რო­მე­ლიც დღეს ჩვენ გაგ­ვაჩ­ნია. ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი ციფ­რი სო­ლი­დუ­რია. დღე­ვან­დე­ლი დღის­თვის ჯან­დაც­ვა და სა­ხელ­მწი­ფოს სხვა სამ­სა­ხუ­რე­ბი ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რად უმკლავ­დე­ბა ამ მაჩ­ვე­ნე­ბელს, მაგ­რამ მო­გეხ­სე­ნე­ბათ ასე­ვე რე­სურ­სე­ბი ამო­უ­წუ­რა­ვი არ არის. დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რის ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი იყო ზუს­ტად იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი, რომ არ­სე­ბუ­ლი სა­წოლ­ფონ­დის გა­მო­ყე­ნე­ბა მოხ­დეს რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად, და­კავ­დეს სა­წო­ლე­ბი იმ პა­ცი­ენ­ტე­ბით, რომ­ლის სტა­ცი­ო­ნარ­ში ყოფ­ნა აქ­ტუ­ა­ლუ­რია.

კი­დევ უფრო გა­ეს­ვა ხაზი აქ­ტუ­ა­ლო­ბას კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პა­ცი­ენ­ტე­ბის მე­ნე­ჯმენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით. ეს ის პა­ცი­ენ­ტე­ბი არი­ან, რო­მელ­თან მდგო­მა­რე­ო­ბა არ იც­დის, რო­მელ­თა დახ­მა­რე­ბაც უნდა მოხ­დეს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და ეფექ­ტუ­რად. ერ­თმა­ნეთს გა­ვუ­ზი­ა­რეთ ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან, სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კებ­თან. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აზ­რე­ბი იყო წარ­მოთ­ქმუ­ლი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით და ვფიქ­რობ, რომ ამ შეხ­ვედ­რის შე­დე­გებს უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ვი­ხი­ლავთ“, - გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლოზ ქარ­ცი­ვა­ძემ.

ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა და­ვით გა­დე­ლი­ამ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ­მა შე­და­რე­ბით მსუ­ბუქ­მა პა­ცი­ენ­ტმა იმ­კურ­ნა­ლოს სახ­ლის, ან კო­ვიდ-სას­ტუმ­როს პი­რო­ბებ­ში, რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც ქვე­ყა­ნას აქვს.

"გა­მახ­ვილ­და ყუ­რა­დღე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხზე, რით შე­უძ­ლია სა­ხელ­მწი­ფოს, მთავ­რო­ბას, და­ეხ­მა­როს ჰოს­პი­ტა­ლურ სექ­ტორს მძი­მე ავად­მყო­ფე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის­თვის სა­ჭი­რო სა­კი­თხებ­ში, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, სა­სუნ­თქი აპა­რა­ტე­ბი და ა.შ. ასე­ვე ვი­სა­უბ­რეთ იმა­ზე, რომ ქვე­ყა­ნა­ში არის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი თა­ნა­ფარ­დო­ბა ჰოს­პი­ტა­ლურ სექ­ტორ­ში მყოფ პა­ცი­ენ­ტებ­სა და ბი­ნა­ზე, ან კო­ვიდ-სას­ტუმ­რო­ებ­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებს შო­რის. სა­ერ­თოდ, მი­ღე­ბუ­ლია, რომ 15-20 % იყოს, ჩვენ­თან 37 %-მდე მკურ­ნა­ლობს ჰოს­პი­ტა­ლურ სექ­ტორ­ში, რა­საც ვერ გა­უძ­ლებს ალ­ბათ ვერც ერთი ქვე­ყა­ნა.

ძა­ლი­ან გვინ­და ეს რა­ო­დე­ნო­ბა ისე გა­და­ნა­წილ­დეს, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ­მა შე­და­რე­ბით მსუ­ბუქ­მა პა­ცი­ენ­ტმა იმ­კურ­ნა­ლოს სახ­ლის, ან კი­დევ უკე­თე­სი კო­ვიდ-სას­ტუმ­როს პი­რო­ბებ­ში, რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც ჩვენ გვაქვს და ეს მარ­თლა სა­ქარ­თვე­ლო­ში არის ასე, რომ ადა­მი­ა­ნებს აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა იმ­კურ­ნა­ლონ კო­ვიდ-სას­ტუმ­რო­ებ­ში, სა­დაც არის ელე­მენ­ტა­რუ­ლი თე­რა­პი­უ­ლი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით გა­დე­ლი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლადო
0

გადელიას აზრია "მთავარი"

მარინა
0

როგორ კარგად გადაამზადეს ეს ექიმები .გვეუბნებიან სახლში ვიყოთ და დავიხოცოთ. ყოჩაღ ასე უნდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"დაავადების სამართავად აუცილებელი არ არის იყო ჰოსპიტალში" - რა განცხადებები გააკეთეს კლინიკების წარმომადგენლებმა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ

"დაავადების სამართავად აუცილებელი არ არის იყო ჰოსპიტალში" - რა განცხადებები გააკეთეს კლინიკების წარმომადგენლებმა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლებს კოვიდინფიცირებული პაციენტების კლინიკური მართვის პროცესის გაუმჯობესების გზებზე ესაუბრა. შეხვედრაზე განიხილეს ჰოსპიტალების გადატვირთულობის გამო კლინიკური მართვის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზები და მათზე შესაბამისი რეაგირების მექანიზმები.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ გიორგი გახარიასა და კლინიკურ ჯგუფს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დაავადების სამართავად აუცილებელი არ არის პაციენტი იყო ჰოსპიტალში.

მისივე თქმით, ასეთი მიდგომით დავიცავთ იმ ადამიანებს, რომლებსაც რეალურად ესაჭიროებათ ჰოსპიტალიზაცია.

"საქართველოში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რაც განსხვავდება წამყვანი ევროპული ქვეყნებისგან და ვისაუბრეთ, თუ როგორ შევამციროთ ეს ზეწოლა. ამისათვის ბევრი პირობაა ჩვენს ქვეყანაში, კერძოდ, კოვიდ-სასტუმროები, რომელთა გამოყენება ბევრად უფრო ეფექტურად შეიძლება და ასევე ბინაზე მკურნალობის კრიტერიუმები. ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ დღევანდელ შეხვედრაზე, მათ შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა იყო სწორედ ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლის შემცირების პრობლემა.

საქმე იმაშია, რომ საქართველოში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რაც განსხვავდება ყველა წამყვანი ევროპული ქვეყნებისგან და ვისაუბრეთ, თუ როგორ შევამციროთ ეს დაწოლა. ამისათვის ბევრი პირობაა ჩვენს ქვეყანაში, კერძოდ, კოვიდ-სასტუმროები, რომელთა გამოყენება ბევრად უფრო ეფექტურად შეიძლება და ასევე ბინაზე მკურნალობის კრიტერიუმები. ამას სჭირდება სერიოზული მუშაობა, რათა ჩვენ მოსახლეობას განვუმარტოთ, რომ საშიშროებას არ წარმოადგენს და აუცილებელი არ არის იყო ჰოსპიტალში იმისათვის, რომ შენი დაავადება მართო, შესაძლებელია იყო ბინაზე, ან კოვიდ-სასტუმროში განხორციელდეს ეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი მიდგომით დავიცავთ იმ ადამიანებს, ვისაც მართლა ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია, 24-საათიანი მეთვალყურეობა საავადმყოფოში და იმიტომ, რომ ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთულია ამას ვერ ახერხებს.

ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. კიდევ გაგრძელდება მსგავსი შეხვედრები. დაახლოებით, 1 კვირის განმავლობაში უკვე უნდა მთლიანად ჩამოყალიბდეს ყველა ეს კრიტერიუმი, რაზეც პრემიერმა ისაუბრა და ვფიქრობ, იმ პირობებში, როდესაც დაგეგმილია ტესტირების რაოდენობების გაზრდა, რაზეც ახლა ვსაუბრობთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს “, - განაცხადა გოფოძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ანესთეზიოლოგიური სამსახურის უფროსის, რეანიმატოლოგ ნიკოლოზ ქარცივაძის ინფორმაციით, შეხვედრაზე ძირითადი აქცენტები გაკეთდა იმ საწოლფონდის რაციონალურად გამოყენებაზე, რომელიც დღეს ჯანდაცვის სისტემას გააჩნია.

"განსაკუთრებით ნაყოფიერი შეხვედრა იყო პრემიერ-მინისტრთან, ჯანდაცვის მინისტრთან და სხვა უწყებების წარმომადგენლებთან. ასევე ჩართვა იყო ჩვენს უცხოელ კოლეგასთან, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს. ძირითადი აქცენტები გაკეთდა იმ საწოლფონდის რაციონალურად გამოყენებაზე, რომელიც დღეს ჩვენ გაგვაჩნია. ინფიცირებულების ყოველდღიური ციფრი სოლიდურია. დღევანდელი დღისთვის ჯანდაცვა და სახელმწიფოს სხვა სამსახურები ძალიან ეფექტურად უმკლავდება ამ მაჩვენებელს, მაგრამ მოგეხსენებათ ასევე რესურსები ამოუწურავი არ არის. დღევანდელი შეხვედრის ძირითადი აქცენტი იყო ზუსტად იმ მიმართულებით გაკეთებული, რომ არსებული საწოლფონდის გამოყენება მოხდეს რაციონალურად, დაკავდეს საწოლები იმ პაციენტებით, რომლის სტაციონარში ყოფნა აქტუალურია.

კიდევ უფრო გაესვა ხაზი აქტუალობას კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების მენეჯმენტთან დაკავშირებით. ეს ის პაციენტები არიან, რომელთან მდგომარეობა არ იცდის, რომელთა დახმარებაც უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ და ეფექტურად. ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება უცხოელ კოლეგებთან, სხვადასხვა კლინიკებთან. ძალიან საინტერესო აზრები იყო წარმოთქმული სხვადასხვა მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრის შედეგებს უახლოეს მომავალში ვიხილავთ“, - განაცხადა ნიკოლოზ ქარცივაძემ.

ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა დავით გადელიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა შედარებით მსუბუქმა პაციენტმა იმკურნალოს სახლის, ან კოვიდ-სასტუმროს პირობებში, რისი საშუალებაც ქვეყანას აქვს.

"გამახვილდა ყურადღება რამდენიმე საკითხზე, რით შეუძლია სახელმწიფოს, მთავრობას, დაეხმაროს ჰოსპიტალურ სექტორს მძიმე ავადმყოფების მკურნალობისთვის საჭირო საკითხებში, როგორიცაა, მაგალითად, სასუნთქი აპარატები და ა.შ. ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ქვეყანაში არის ძალიან მაღალი თანაფარდობა ჰოსპიტალურ სექტორში მყოფ პაციენტებსა და ბინაზე, ან კოვიდ-სასტუმროებში მყოფ ადამიანებს შორის. საერთოდ, მიღებულია, რომ 15-20 % იყოს, ჩვენთან 37 %-მდე მკურნალობს ჰოსპიტალურ სექტორში, რასაც ვერ გაუძლებს ალბათ ვერც ერთი ქვეყანა.

ძალიან გვინდა ეს რაოდენობა ისე გადანაწილდეს, რომ რაც შეიძლება მეტმა შედარებით მსუბუქმა პაციენტმა იმკურნალოს სახლის, ან კიდევ უკეთესი კოვიდ-სასტუმროს პირობებში, რისი საშუალებაც ჩვენ გვაქვს და ეს მართლა საქართველოში არის ასე, რომ ადამიანებს აქვთ საშუალება იმკურნალონ კოვიდ-სასტუმროებში, სადაც არის ელემენტარული თერაპიული მეთვალყურეობის საშუალება“, - განაცხადა დავით გადელიამ.

"ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მომზადებული რომ არ დახვდა ამას, თორემ იმას ვერ დავაბრალებთ, ვირუსი რატომ გავრცელდა" - ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებაზე?

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების მეორე ტურზე, საარჩევნო უბნებთან ე.წ. სირცხვილის კორიდორს აღარ მოაწყობს