მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არიან პაციენტები, ყოველდღე რომ რეკავენ... დავხედავთ მისამართს და ვხდებით, რომ "ჩვენებთან" მივდივართ" - გაიცანით სასწრაფოს ექიმი, რომლის ნამღერმა "ფეისბუქი" მოიცვა
"არიან პაციენტები, ყოველდღე რომ რეკავენ... დავხედავთ მისამართს და ვხდებით, რომ "ჩვენებთან" მივდივართ" - გაიცანით სასწრაფოს ექიმი, რომლის ნამღერმა "ფეისბუქი" მოიცვა

"რა სიმ­შვი­დეა, ქალ­ბა­ტო­ნო!"... 24-სა­ა­თი­ა­ნი გი­ჟუ­რი მო­რი­გე­ო­ბი­დან შინ მი­მა­ვა­ლი ჩვე­ნი ექი­მე­ბი ასე ინარ­ჩუ­ნე­ბენ "სიმ­შვი­დეს"! გამ­ძლე­ო­ბა და შენი საქ­მის ასე­თი თავ­გა­და­დე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ნუ მო­გი­შა­ლოს ღმერ­თმა, დე!!!" - ეს გახ­ლავთ მუ­სი­კოს მა­ნა­ნა იმე­და­ძის პოს­ტი, რო­მელ­მაც თა­ვი­სი ექი­მი შვი­ლის ნამ­ღე­რი "ფე­ის­ბუ­ქის" მომ­ხმა­რებ­ლებს გა­უ­ზი­ა­რა.

ახალ­გაზ­რდა ექი­მის ამ­ბით AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და. რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, ის 26 წლის გი­ორ­გი კვა­ტა­ში­ძეა, ამ ეტაპ­ზე "სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის" უმ­ცრო­სი ექი­მია. ამ­ბობს, რომ ექი­მის ლი­ცენ­ზი­ამ­დე ჯერ ბევ­რი უკ­ლია, რად­გა­ნაც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რე­ზი­დენ­ტია და წინ დიდი გზა აქვს გა­სავ­ლე­ლი.

- ექი­მებს ამ ეტაპ­ზე ისე­თი შრო­მა გი­წევთ, რომ არ­ნა­ხულ მხარ­და­ჭე­რას იმ­სა­ხუ­რებთ. სა­ერ­თო­დაც, ხომ ასე იყო და ახლა, კო­რო­ნა­პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით...

- ახ­ლაც კი, ტეს­ტი­რე­ბის პა­სუხს ვე­ლო­დე­ბი და სულ ასეთ მო­ლო­დინ­ში ვართ, რო­დის დაგ­ვი­დას­ტურ­დე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სი, რად­გან და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­თან გვი­წევს შე­ხე­ბა... ამას წი­ნათ ჩემს უფ­როს ექიმს ვე­უბ­ნე­ბო­დი, ყო­ვე­ლი მო­რი­გე­ო­ბა თა­ვი­სი ხა­სი­ა­თით გან­სხვავ­დე­ბა. არ არ­სე­ბობს ერთი და იგი­ვე სი­ტუ­ა­ცია, ყო­ველ ჯერ­ზე გან­სხვა­ვე­ბულ შემ­თხვე­ვებს ვხვდე­ბით. შე­იძ­ლე­ბა, მთელ­მა დღემ მშვი­დად ჩა­ი­ა­როს, მაგ­რამ ერ­თმა მი­სა­მარ­თმა სა­ო­ცა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა შეგ­ძი­ნოს. მთა­ვა­რი ის არის, რომ პა­ცი­ენტს გვერ­დში დგო­მა სჭირ­დე­ბა. ზოგ­ჯერ მე­ცხრე სარ­თულ­ზე ცხოვ­რობს და ლიფ­ტი არ არის, მისი ხე­ლით ჩა­მოყ­ვა­ნა გვი­წევს... და უამ­რა­ვი მსგავ­სი ამ­ბა­ვია... თუ ძა­ლი­ან არ გიყ­ვარს ეს პრო­ფე­სია, ამის მუდ­მი­ვად კე­თე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია.

მოკ­ლედ, 112-ში სამ­სა­ხურ­მა ისე­თი რამ შე­იძ­ლე­ბა შეს­ძი­ნოს ექიმს, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გა­მო­ად­გეს. ერთი მი­სა­მარ­თი­დან მე­ო­რე­ზე მი­დი­ხარ, არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა თით­ქოს ადა­მი­ა­ნა­დაც არ გთვლი­ან, რად­გან სხვა­დას­ხვა­ნა­ირ პა­ცი­ენ­ტთან გვი­წევს კონ­ტაქ­ტი. ამით მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­საც სწავ­ლობ, უც­ნა­ურ­საც ხვდე­ბი, ბო­როტ­საც, კე­თილ­საც, მაგ­რამ როცა მო­წო­დე­ბით ექი­მი ხარ და სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მთა­ვა­რი ერ­თია, ის შენი პა­ცი­ენ­ტია, მას შენი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა და უნდა უშ­ვე­ლო. აქ მთავ­რდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი! ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ თუ პრო­ფე­სია და ადა­მი­ა­ნი არ გვიყ­ვარს, არა­ფე­რი გა­მო­ვა.

- ექი­მო­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ?

- ძა­ლი­ან პა­ტა­რა ასაკ­ში, ჯერ კი­დევ სკო­ლის მო­საწვლე ვი­ყა­ვი, ექი­მო­ბა რომ მო­მინ­და. ექი­მი დე­ი­და მყავს და ძა­ლი­ან მომ­წონ­და მისი თავ­და­დე­ბუ­ლი შრო­მა - ამი­ტომ ის ჩემ­თვის მი­სა­ბა­ძი ადა­მი­ა­ნი იყო. თან, რა­ღაც­ნა­ი­რად ვგრძნობ­დი, რომ ეს პრო­ფე­სია "ჩემი" იყო და მის გა­რე­შე არა­ფე­რი ვიქ­ნე­ბო­დი... მაგ­რამ ლი­ცენ­ზი­ამ­დე ჯერ კი­დევ დიდი გზა მაქვს გა­სავ­ლე­ლი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რე­ზი­დენ­ტი ვარ, პირ­ველ­კურ­სე­ლი. ამი­ტომ, ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბი, თუ ძა­ლი­ან არ უნ­დათ, ამ პრო­ფე­სი­ას ხელი არ უნდა მოჰ­კი­დონ, რად­გან ბევ­რი რამ შე­იძ­ლე­ბა უკე­თე­სად გა­მო­უ­ვი­დეთ.

- ჯერ კი­დევ სტუ­დენტს და­გი­წყი­ათ საქ­მი­ა­ნო­ბა... "სას­წრა­ფო" თქვე­ნი პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რია?

- ჩემს პრო­ფე­სი­ულ წინსვლას ხელი შე­უ­წყო იმან, რომ ძა­ლი­ან კარგ კლი­ნი­კა­ში - "თბი­ლი­სის გუ­ლის ცენ­ტრში" მოვ­ხვდი. კარ­დი­ო­ლო­გი­ა­ში ჩემი პირ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი იქა­უ­რი მედ­პერ­სო­ნა­ლი აღ­მოჩ­ნდნენ. მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­რე­შე გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. ამ კო­ლექ­ტივ­მა მას­წავ­ლა ის, რომ უპირ­ვე­ლე­სად ადა­მი­ა­ნი უნდა იყო. ჩვე­ნი უფ­რო­სი არ­ჩი­ლი ჭუხ­რუ­კი­ძე კად­რებს გუ­ლის­ყუ­რით არ­ჩევ­და და ყვე­ლას გვე­უბ­ნე­ბო­და - იყა­ვით ადა­მი­ა­ნუ­რე­ბი, პა­ცი­ენტს გა­უ­ღი­მეთ, რად­გა­ნაც მისი მკურ­ნა­ლო­ბა ზუს­ტად აქე­დან იწყე­ბა... მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ექი­მი პა­ცი­ენ­ტის მი­მართ რო­გორ გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბას იჩენს.

გი­ორ­გი კვა­ტა­ში­ძე შვილ­თან ერ­თად

- ე.ი. იმ კლი­ნი­კის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდით "სას­წრა­ფო­ში"...

- დიახ, გა­სა­უბ­რე­ბით მოვ­ხვდი სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში და გავ­ხდი "სას­წრა­ფოს" თა­ნამ­შრო­მე­ლი... რო­გორც წინა სამ­სა­ხურ­ში, აქაც ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, - სა­ო­ცარ კო­ლექ­ტივ­ში მოვ­ხვდი. "სას­წრა­ფო­ში" მუ­შა­ო­ბა სულ სხვა სპე­ცი­ფი­კაა. აქ სამ­სა­ხუ­რი იმი­ტომ მინ­დო­და, რომ ეს პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაც, მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლა ექი­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. "სას­წრა­ფოს სკო­ლა" არა­ერთ კვა­ლი­ფი­ცი­ურ და ცნო­ბილ ექიმ­საც აქვს გავ­ლი­ლი... აქ იმ­დენ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ხვდე­ბი, ხომ გე­უბ­ნე­ბით, ის მერე ცხოვ­რე­ბა­შიც გად­გე­ბა და პრაქ­ტი­კა­ში ხომ სა­ერ­თოდ.

- ახლა მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა თით­ქმის კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და თით­ქოს ადა­მი­ა­ნებს სხვა პრობ­ლე­მე­ბი აღარ აქვთ. რე­ა­ლუ­რად კო­ვიდ­პა­ცი­ენ­ტე­ბის გარ­და, რა სუ­რა­თია შექ­მნი­ლი?

- ურ­თი­ერ­თო­ბა გვი­წევს რო­გორც კო­ვიდ­და­დას­ტუ­რე­ბუ­ლებ­თან, ისე არა­და­დას­ტუ­რე­ბუ­ლებ­თან და მათი შე­ფა­სე­ბა გვი­წევს, სტა­ცი­ო­ნარ­ში გა­დაყ­ვა­ნა, მაგ­რამ ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, ცხა­დია, არის სხვა უამ­რა­ვი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს აწუ­ხებთ, რომ­ლებ­საც ასე­ვე სჭირ­დე­ბათ გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბა, გვერ­დში დგო­მა. ბევ­რი ისე­თი და­ა­ვა­დე­ბაა, თუ "სას­წრა­ფო" დრო­უ­ლად არ გა­მოჩ­ნდა, შე­საძ­ლოა, ცუდი შე­დე­გი მოჰ­ყვეს, მაგ­რამ რად­გა­ნაც უმე­ტე­სად კო­ვიდ­და­დას­ტუ­რე­ბულ­თან მე­ტად გვი­წევს ყოფ­ნა, ამი­ტომ, ასეთ დროს ხდე­ბა ცოტა დაგ­ვი­ა­ნე­ბე­ბიც.

- "სას­წრა­ფოს" დაგ­ვი­ა­ნე­ბას ბევ­რი უჩი­ვის...

- მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი ამას გა­გე­ბით ხვდე­ბა და მარ­თლაც შე­დის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში - გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ გვეს­მის დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ ბევ­რს არ ეს­მის და უკ­მა­ყო­ფი­ლოა... არა­და, მთე­ლი 24 სა­ა­თი ჩარ­თუ­ლე­ბი ვართ, საკ­მა­ოდ ბევ­რია სე­ზო­ნუ­რი გრი­პე­ბიც და დღე-ღა­მე­ში 30 მი­სა­მარ­თამ­დე გვი­წევს გას­ვლა, ფი­ლი­ალ­ში შეს­ვლა­საც ვერ ვას­წრებთ. დი­ლის 10 სა­ა­თი­დან ღა­მის 12 სა­ა­თამ­დე კო­რო­ნა­ვირუ­სი­ან პა­ცი­ენ­ტებ­თან გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე დავ­დი­ვართ, ან შე­იძ­ლე­ბა, პა­ცი­ენტს ტემ­პე­რა­ტუ­რა ჰქონ­დეს და გვი­წევს მისი ტეს­ტი­რე­ბა­ზე გა­დაყ­ვა­ნა და შემ­დეგ უკან წა­მოყ­ვა­ნა. ღა­მის თორ­მე­ტი­დან დი­ლამ­დე კო­ვიდ­პა­ცი­ენ­ტე­ბი ნაკ­ლე­ბად გვყავს.

- ე.ი. და­ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან და­ცუ­ლე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად არ ხართ...

- ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ბო­ლომ­დე და­ცუ­ლი ვერ იქ­ნე­ბი, კი პა­ცი­ენ­ტთან, რო­მელ­საც კო­ვი­დი აქვს, მთე­ლი ეკი­პი­რე­ბით, აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით მი­დი­ხარ, მაგ­რამ რო­დე­საც რი­გით პა­ცი­ენ­ტთან ხარ, რო­მე­ლიც გი­ძა­ხებს არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზი­ით, ან ინ­ფარ­ქტის ნიშ­ნე­ბით, შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს, რომ ტემ­პე­რა­ტუ­რაც აქვს, რა დრო­საც და­ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კე­ბი იზ­რდე­ბა, რად­გან ეკი­პი­რე­ბუ­ლი არ ვართ. ამი­ტომ, არა მხო­ლოდ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის­თვის, ნიღ­ბის ტა­რე­ბა აუ­ცი­ლებ­ლო­ბა და უმ­თავ­რე­სი პრე­ვენ­ცი­აა, ამას­თან, ხე­ლე­ბის ხში­რი და­ბა­ნა. თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი თუ თვით­შეგ­ნე­ბით არ მი­უდ­გა ამ სა­კითხს, ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ გა­ი­აზ­რა, ამ პრობ­ლე­მას მარ­თლა არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა. ჩვენს ქცე­ვა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ეს ვირუ­სი რო­გორ გავ­რცელ­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ვირუსს მა­ლა­ვენ და სულ სხვა მი­ზე­ზით გვი­ძა­ხე­ბენ, არ გვე­რი­დე­ბი­ან. თუ სა­კუ­თა­რი თავი არ აინ­ტე­რე­სებთ, სხვას რას ერ­ჩი­ან?! ერ­თმა­ნეთს ხელი უნდა შე­ვუ­წყოთ და გა­ვუფრ­თხილ­დეთ... არი­ან პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დღე რე­კა­ვენ, სა­ხელს და გვარს, მი­სა­მართს რომ დავ­ხე­დავთ, ვხდე­ბით, რომ "ჩვე­ნებ­თან" (ასე ვე­ძა­ხით) მივ­დი­ვართ. თვი­თო­ნაც გვცნო­ბენ. გვიყ­ვარს ეს ხალ­ხი, მა­თაც ვუყ­ვარ­ვართ. მიხ­ვალ, ყვე­ლა სა­სი­ცო­ცხლო პა­რა­მეტ­რი ნორ­მა­ში აქვს, მაგ­რამ ჩვე­ნი ქრო­ნი­კუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი არი­ან, ძა­ლი­ან გვიყ­ვარს, ვე­ფე­რე­ბით, ვე­სიყ­ვა­რუ­ლე­ბით, ვუ­ღი­მით.

- კო­ვიდ­პა­ცი­ენ­ტებ­ში რა ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი ჭარ­ბო­ბენ?

- ყვე­ლა ასა­კის... უბ­რა­ლოდ, სიმ­ძი­მეს აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა. 50 წელს ზე­მოთ ინ­ფექ­ცია შე­და­რე­ბით რთუ­ლად მი­დის, 10-დან 30 წლამ­დე ადა­მი­ა­ნებ­ში მარ­ტი­ვად, ჩვი­ლებ­ში კი­დევ უფრო მარ­ტი­ვად - ჩემი პრაქ­ტი­კი­დან, რა­საც ვუ­ყუ­რებ, ასეა. გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლა­დაა საქ­მე ხან­ში­შე­სუ­ლებ­თან, ვი­საც ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი აწუ­ხებთ.

- რო­გორც გა­ირ­კვა, კარ­გად მღე­რით, ამის დას­ტუ­რი ის ვი­დე­ოა, რო­მე­ლიც დე­დამ, ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნა­ნა იმე­და­ძემ გა­ავ­რცე­ლა სა­კუ­თა­რი ფე­ის­ბუქგ­ვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით. დედა მუ­სი­კო­სია და ალ­ბათ მისი გავ­ლე­ნაა ის, რომ ასე­თი მუ­სი­კა­ლუ­რი ხარ...

- ჩემი ხე­ლოვ­ნე­ბი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი ალ­ბათ ჯერ კი­დევ მუც­ლად­ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში და­ი­წყო, როცა და­ბა­დე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი, რად­გან ჩემს ირ­გვლივ ყვე­ლა - ბე­ბი­ე­ბი, ბა­ბუ­ე­ბი, ხე­ლოვ­ნე­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ხალ­ხია, მუ­სი­კაც ჩვენ­თან სულ ის­მო­და. ამი­ტომ სიმ­ღე­რის სიყ­ვა­რუ­ლი ოჯა­ხი­დან მაქვს. ჩემი ცხოვ­რე­ბის ნე­ბის­მი­ერ მო­მენტს - ურ­თი­ერ­თო­ბას მე­გობ­რებ­თან, კო­ლე­გებ­თან, შვილ­თან, ძმიშ­ვილ­თან, ჩემი ხე­ლოვ­ნე­ბი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის უნა­რიც სხვაგ­ვა­რად გან­სა­ზღვრავს. ყვე­ლა­ფერს მას­თან ვა­კავ­ში­რებ. ხე­ლოვ­ნე­ბის დარ­გე­ბის გა­რე­შე არა­ფე­რი არ­სე­ბობ­და, ეს არის ჩვე­ნი მა­ცო­ცხლე­ბე­ლი ძალა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჩემ­თვის ასეა. როცა დაღ­ლი­ლი, გა­დატ­ვირ­თუ­ლი ვარ, რა­ღაც­ნა­ი­რად სიმ­ღე­რა მინ­დე­ბა. ზოგი მაგ დროს ცეკ­ვავს, უკ­რავს, ხა­ტავს, ლექსს კი­თხუ­ლობს... იმ ვი­დე­ოს, რო­მე­ლიც ახ­სე­ნეთ, დე­და­ჩე­მი თუ და­დებ­და, არ მე­გო­ნა, ასე ვუგ­ზავ­ნი ჩემს ნამ­ღერს, რომ შე­მი­ფა­სოს, დედა ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლი შემ­ფა­სე­ბე­ლია. თან, სულ ვაფრ­თხი­ლებ, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ გა­მო­ა­ჩი­ნოს, რად­გან სა­კუ­თა­რი თა­ვის აფი­ში­რე­ბა არ მინ­და, უხერ­ხუ­ლად ვგრძნობ ხოლ­მე თავს. ამ­ჯე­რად თხოვ­ნა არ შე­მის­რუ­ლა.

- ძა­ლი­ან კარ­გი - მშვე­ნივ­რად მღე­რით...

- მან­ქა­ნა­ში სულ მაქვს მი­ნუს ფო­ნოგ­რა­მა და მიყ­ვარს ასე სიმ­ღე­რა. გარ­და ამ გან­ტვირ­თვი­სა, ჩემ­თვის სა­უ­კე­თე­სო გან­ტვირ­თვაა შვილ­თან, გე­გას­თან, ძმიშ­ვილ­თან, ელე­ნეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ასე­ვე სა­მე­გობ­რო­ში ყოფ­ნა...

- რო­გორც ექი­მი, რა რჩე­ვებს მის­ცემ­დით ჩვენს მკი­თხველს?

- მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვიყ­ვა­როთ ერ­თმა­ნე­თი, ერ­თმა­ნე­თის ჯან­მრთე­ლო­ბას გა­ვუფრ­თხილ­დეთ, რად­გან ერ­თმა­ნეთ­ზე ძვირ­ფა­სი არა­ვინ გვყავს. ბევ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა შეგ­ვხვდე­ბა, თავ­გა­და­სა­ვა­ლიც, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნებ­მა პა­ტი­ვის­ცე­მის უნა­რი, სიყ­ვა­რუ­ლი არ უნდა დავ­კარ­გოთ. მი­მაჩ­ნია, რომ ცხოვ­რე­ბას სხვა­ნა­ი­რად აზრი აღარ ექ­ნე­ბა. ყვე­ლა თა­ვის საქ­მე სიყ­ვა­რუ­ლით უნდა მო­ე­კი­დოს და ასე ყვე­ლა­ფერს ეშ­ვე­ლე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nina
0

რა კარგი შვილი ჰყევხარ დედას შენი სიმღერაც ძალიან მომეწონა. სულ წარმატებებით გევლოს შვილო, მთელი შენი ხანგრძლივი ცხოვრება. გაიხარე 

სერმინე
0

წარმატება და ბედნიერება, კარგო ბიჭო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"არიან პაციენტები, ყოველდღე რომ რეკავენ... დავხედავთ მისამართს და ვხდებით, რომ "ჩვენებთან" მივდივართ" - გაიცანით სასწრაფოს ექიმი, რომლის ნამღერმა "ფეისბუქი" მოიცვა

"არიან პაციენტები, ყოველდღე რომ რეკავენ... დავხედავთ მისამართს და ვხდებით, რომ "ჩვენებთან" მივდივართ" - გაიცანით სასწრაფოს ექიმი, რომლის ნამღერმა "ფეისბუქი" მოიცვა

"რა სიმშვიდეა, ქალბატონო!"... 24-საათიანი გიჟური მორიგეობიდან შინ მიმავალი ჩვენი ექიმები ასე ინარჩუნებენ "სიმშვიდეს"! გამძლეობა და შენი საქმის ასეთი თავგადადებული სიყვარული ნუ მოგიშალოს ღმერთმა, დე!!!" - ეს გახლავთ მუსიკოს მანანა იმედაძის პოსტი, რომელმაც თავისი ექიმი შვილის ნამღერი "ფეისბუქის" მომხმარებლებს გაუზიარა.

ახალგაზრდა ექიმის ამბით AMBEBI.GE დაინტერესდა. როგორც გავარკვიეთ, ის 26 წლის გიორგი კვატაშიძეა, ამ ეტაპზე "სასწრაფო სამედიცინო დახმარების" უმცროსი ექიმია. ამბობს, რომ ექიმის ლიცენზიამდე ჯერ ბევრი უკლია, რადგანაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტია და წინ დიდი გზა აქვს გასავლელი.

- ექიმებს ამ ეტაპზე ისეთი შრომა გიწევთ, რომ არნახულ მხარდაჭერას იმსახურებთ. საერთოდაც, ხომ ასე იყო და ახლა, კორონაპანდემიის პირობებში განსაკუთრებით...

- ახლაც კი, ტესტირების პასუხს ველოდები და სულ ასეთ მოლოდინში ვართ, როდის დაგვიდასტურდება კორონავირუსი, რადგან დაინფიცირებულ პაციენტებთან გვიწევს შეხება... ამას წინათ ჩემს უფროს ექიმს ვეუბნებოდი, ყოველი მორიგეობა თავისი ხასიათით განსხვავდება. არ არსებობს ერთი და იგივე სიტუაცია, ყოველ ჯერზე განსხვავებულ შემთხვევებს ვხვდებით. შეიძლება, მთელმა დღემ მშვიდად ჩაიაროს, მაგრამ ერთმა მისამართმა საოცარი გამოცდილება შეგძინოს. მთავარი ის არის, რომ პაციენტს გვერდში დგომა სჭირდება. ზოგჯერ მეცხრე სართულზე ცხოვრობს და ლიფტი არ არის, მისი ხელით ჩამოყვანა გვიწევს... და უამრავი მსგავსი ამბავია... თუ ძალიან არ გიყვარს ეს პროფესია, ამის მუდმივად კეთება ძალიან რთულია.

მოკლედ, 112-ში სამსახურმა ისეთი რამ შეიძლება შესძინოს ექიმს, რომ მთელი ცხოვრება გამოადგეს. ერთი მისამართიდან მეორეზე მიდიხარ, არის შემთხვევები, როცა თითქოს ადამიანადაც არ გთვლიან, რადგან სხვადასხვანაირ პაციენტთან გვიწევს კონტაქტი. ამით მათთან ურთიერთობასაც სწავლობ, უცნაურსაც ხვდები, ბოროტსაც, კეთილსაც, მაგრამ როცა მოწოდებით ექიმი ხარ და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, მთავარი ერთია, ის შენი პაციენტია, მას შენი დახმარება სჭირდება და უნდა უშველო. აქ მთავრდება ყველაფერი! ამიტომ ვამბობ, რომ თუ პროფესია და ადამიანი არ გვიყვარს, არაფერი გამოვა.

- ექიმობა რატომ გადაწყვიტეთ?

- ძალიან პატარა ასაკში, ჯერ კიდევ სკოლის მოსაწვლე ვიყავი, ექიმობა რომ მომინდა. ექიმი დეიდა მყავს და ძალიან მომწონდა მისი თავდადებული შრომა - ამიტომ ის ჩემთვის მისაბაძი ადამიანი იყო. თან, რაღაცნაირად ვგრძნობდი, რომ ეს პროფესია "ჩემი" იყო და მის გარეშე არაფერი ვიქნებოდი... მაგრამ ლიცენზიამდე ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტი ვარ, პირველკურსელი. ამიტომ, ყველას ვეუბნები, თუ ძალიან არ უნდათ, ამ პროფესიას ხელი არ უნდა მოჰკიდონ, რადგან ბევრი რამ შეიძლება უკეთესად გამოუვიდეთ.

- ჯერ კიდევ სტუდენტს დაგიწყიათ საქმიანობა... "სასწრაფო" თქვენი პირველი სამსახურია?

- ჩემს პროფესიულ წინსვლას ხელი შეუწყო იმან, რომ ძალიან კარგ კლინიკაში - "თბილისის გულის ცენტრში" მოვხვდი. კარდიოლოგიაში ჩემი პირველი მასწავლებლები იქაური მედპერსონალი აღმოჩნდნენ. მათთან ურთიერთობის გარეშე გამიჭირდებოდა. ამ კოლექტივმა მასწავლა ის, რომ უპირველესად ადამიანი უნდა იყო. ჩვენი უფროსი არჩილი ჭუხრუკიძე კადრებს გულისყურით არჩევდა და ყველას გვეუბნებოდა - იყავით ადამიანურები, პაციენტს გაუღიმეთ, რადგანაც მისი მკურნალობა ზუსტად აქედან იწყება... მნიშვნელოვანია, ექიმი პაციენტის მიმართ როგორ გულისხმიერებას იჩენს.

გიორგი კვატაშიძე შვილთან ერთად

- ე.ი. იმ კლინიკის შემდეგ აღმოჩნდით "სასწრაფოში"...

- დიახ, გასაუბრებით მოვხვდი საგანგებო სიტუაციების სამსახურში და გავხდი "სასწრაფოს" თანამშრომელი... როგორც წინა სამსახურში, აქაც ძალიან გამიმართლა, - საოცარ კოლექტივში მოვხვდი. "სასწრაფოში" მუშაობა სულ სხვა სპეციფიკაა. აქ სამსახური იმიტომ მინდოდა, რომ ეს პრაქტიკული გამოცდილებაც, მიმაჩნია, რომ ყველა ექიმისთვის მნიშვნელოვანია. "სასწრაფოს სკოლა" არაერთ კვალიფიციურ და ცნობილ ექიმსაც აქვს გავლილი... აქ იმდენ წინააღმდეგობას ხვდები, ხომ გეუბნებით, ის მერე ცხოვრებაშიც გადგება და პრაქტიკაში ხომ საერთოდ.

- ახლა მთელი საზოგადოება თითქმის კოვიდინფექციაზეა ორიენტირებული და თითქოს ადამიანებს სხვა პრობლემები აღარ აქვთ. რეალურად კოვიდპაციენტების გარდა, რა სურათია შექმნილი?

- ურთიერთობა გვიწევს როგორც კოვიდდადასტურებულებთან, ისე არადადასტურებულებთან და მათი შეფასება გვიწევს, სტაციონარში გადაყვანა, მაგრამ ამის პარალელურად, ცხადია, არის სხვა უამრავი დაავადება, რომელიც ადამიანებს აწუხებთ, რომლებსაც ასევე სჭირდებათ გადაუდებელი დახმარება, გვერდში დგომა. ბევრი ისეთი დაავადებაა, თუ "სასწრაფო" დროულად არ გამოჩნდა, შესაძლოა, ცუდი შედეგი მოჰყვეს, მაგრამ რადგანაც უმეტესად კოვიდდადასტურებულთან მეტად გვიწევს ყოფნა, ამიტომ, ასეთ დროს ხდება ცოტა დაგვიანებებიც.

- "სასწრაფოს" დაგვიანებას ბევრი უჩივის...

- მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას გაგებით ხვდება და მართლაც შედის მდგომარეობაში - გვეუბნებიან, რომ გვესმის დღევანდელი მდგომარეობა და გასაგებია, მაგრამ ბევრს არ ესმის და უკმაყოფილოა... არადა, მთელი 24 საათი ჩართულები ვართ, საკმაოდ ბევრია სეზონური გრიპებიც და დღე-ღამეში 30 მისამართამდე გვიწევს გასვლა, ფილიალში შესვლასაც ვერ ვასწრებთ. დილის 10 საათიდან ღამის 12 საათამდე კორონავირუსიან პაციენტებთან გამოძახებაზე დავდივართ, ან შეიძლება, პაციენტს ტემპერატურა ჰქონდეს და გვიწევს მისი ტესტირებაზე გადაყვანა და შემდეგ უკან წამოყვანა. ღამის თორმეტიდან დილამდე კოვიდპაციენტები ნაკლებად გვყავს.

- ე.ი. დაინფიცირებისგან დაცულები მაქსიმალურად არ ხართ...

- ამ სიტუაციაში ბოლომდე დაცული ვერ იქნები, კი პაციენტთან, რომელსაც კოვიდი აქვს, მთელი ეკიპირებით, აღჭურვილობით მიდიხარ, მაგრამ როდესაც რიგით პაციენტთან ხარ, რომელიც გიძახებს არტერიული ჰიპერტენზიით, ან ინფარქტის ნიშნებით, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ტემპერატურაც აქვს, რა დროსაც დაინფიცირების რისკები იზრდება, რადგან ეკიპირებული არ ვართ. ამიტომ, არა მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვის, ნიღბის ტარება აუცილებლობა და უმთავრესი პრევენციაა, ამასთან, ხელების ხშირი დაბანა. თითოეული ჩვენგანი თუ თვითშეგნებით არ მიუდგა ამ საკითხს, ეს პასუხისმგებლობა არ გაიაზრა, ამ პრობლემას მართლა არაფერი ეშველება. ჩვენს ქცევაზეა დამოკიდებული, ეს ვირუსი როგორ გავრცელდება. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ვირუსს მალავენ და სულ სხვა მიზეზით გვიძახებენ, არ გვერიდებიან. თუ საკუთარი თავი არ აინტერესებთ, სხვას რას ერჩიან?! ერთმანეთს ხელი უნდა შევუწყოთ და გავუფრთხილდეთ... არიან პაციენტები, რომლებიც ყოველდღე რეკავენ, სახელს და გვარს, მისამართს რომ დავხედავთ, ვხდებით, რომ "ჩვენებთან" (ასე ვეძახით) მივდივართ. თვითონაც გვცნობენ. გვიყვარს ეს ხალხი, მათაც ვუყვარვართ. მიხვალ, ყველა სასიცოცხლო პარამეტრი ნორმაში აქვს, მაგრამ ჩვენი ქრონიკული პაციენტები არიან, ძალიან გვიყვარს, ვეფერებით, ვესიყვარულებით, ვუღიმით.

- კოვიდპაციენტებში რა ასაკის ადამიანები ჭარბობენ?

- ყველა ასაკის... უბრალოდ, სიმძიმეს აქვს მნიშვნელობა. 50 წელს ზემოთ ინფექცია შედარებით რთულად მიდის, 10-დან 30 წლამდე ადამიანებში მარტივად, ჩვილებში კიდევ უფრო მარტივად - ჩემი პრაქტიკიდან, რასაც ვუყურებ, ასეა. განსაკუთრებით რთულადაა საქმე ხანშიშესულებთან, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ.

- როგორც გაირკვა, კარგად მღერით, ამის დასტური ის ვიდეოა, რომელიც დედამ, ქალბატონმა მანანა იმედაძემ გაავრცელა საკუთარი ფეისბუქგვერდის საშუალებით. დედა მუსიკოსია და ალბათ მისი გავლენაა ის, რომ ასეთი მუსიკალური ხარ...

- ჩემი ხელოვნებისადმი სიყვარული ალბათ ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში დაიწყო, როცა დაბადებული არ ვიყავი, რადგან ჩემს ირგვლივ ყველა - ბებიები, ბაბუები, ხელოვნებასთან დაახლოებული ხალხია, მუსიკაც ჩვენთან სულ ისმოდა. ამიტომ სიმღერის სიყვარული ოჯახიდან მაქვს. ჩემი ცხოვრების ნებისმიერ მომენტს - ურთიერთობას მეგობრებთან, კოლეგებთან, შვილთან, ძმიშვილთან, ჩემი ხელოვნებისადმი განსაკუთრებული სიყვარულის უნარიც სხვაგვარად განსაზღვრავს. ყველაფერს მასთან ვაკავშირებ. ხელოვნების დარგების გარეშე არაფერი არსებობდა, ეს არის ჩვენი მაცოცხლებელი ძალა, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეა. როცა დაღლილი, გადატვირთული ვარ, რაღაცნაირად სიმღერა მინდება. ზოგი მაგ დროს ცეკვავს, უკრავს, ხატავს, ლექსს კითხულობს... იმ ვიდეოს, რომელიც ახსენეთ, დედაჩემი თუ დადებდა, არ მეგონა, ასე ვუგზავნი ჩემს ნამღერს, რომ შემიფასოს, დედა ძალიან კრიტიკული შემფასებელია. თან, სულ ვაფრთხილებ, რომ სოციალურ ქსელში არ გამოაჩინოს, რადგან საკუთარი თავის აფიშირება არ მინდა, უხერხულად ვგრძნობ ხოლმე თავს. ამჯერად თხოვნა არ შემისრულა.

- ძალიან კარგი - მშვენივრად მღერით...

- მანქანაში სულ მაქვს მინუს ფონოგრამა და მიყვარს ასე სიმღერა. გარდა ამ განტვირთვისა, ჩემთვის საუკეთესო განტვირთვაა შვილთან, გეგასთან, ძმიშვილთან, ელენესთან ურთიერთობა, ასევე სამეგობროში ყოფნა...

- როგორც ექიმი, რა რჩევებს მისცემდით ჩვენს მკითხველს?

- მაქსიმალურად შევიყვაროთ ერთმანეთი, ერთმანეთის ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ, რადგან ერთმანეთზე ძვირფასი არავინ გვყავს. ბევრი წინააღმდეგობა შეგვხვდება, თავგადასავალიც, მაგრამ ადამიანებმა პატივისცემის უნარი, სიყვარული არ უნდა დავკარგოთ. მიმაჩნია, რომ ცხოვრებას სხვანაირად აზრი აღარ ექნება. ყველა თავის საქმე სიყვარულით უნდა მოეკიდოს და ასე ყველაფერს ეშველება.

რას საქმიანობს ლევან ვასაძის ულამაზესი ქალიშვილი, რომელიც მამის ბრენდის სახეა - თათა ვასაძის ფოტოები

"თავიდან ისე უნდოდათ საქმის წაყვანა, რომ ყველაფერში დამნაშავე კოვიდ-სასტუმროს ექიმი გამოსულიყო" - რატი თორდია შვილის საქმეში გამოვლენილ დარღვევებზე

კოვიდით გარდაცვლილი თეკლა თორდიას საქმეში მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა - "განიხილება ორი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი"