პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაზე ისაუბრეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა პომპეოს მოადგილესთან - დეტალები შეხვედრის შესახებ
რაზე ისაუბრეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა პომპეოს მოადგილესთან - დეტალები შეხვედრის შესახებ

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლის, ფი­ლიპ რი­კე­რი­სა და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რე­ბის შეხ­ვედ­რა სას­ტუმ­რო „შე­რა­ტონ მე­ტე­ხი პა­ლას­ში" გა­ი­მარ­თა. შეხ­ვედ­რა და­ხუ­რულ კარს მიღ­მა ჩა­ტარ­და.

გან­ცხა­დე­ბე­ბი ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ა­კე­თეს.

გი­ორ­გი ვა­შა­ძე: "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" ლი­დე­რი:

"ჩვე­ნი ამე­რი­კე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან მო­წო­დე­ბა არის შე­თან­ხმე­ბის­კენ. ჩვენ მი­ვა­წო­დეთ ყვე­ლა ის სა­კი­თხი, რაც ხდე­ბა რე­ა­ლუ­რად. ოპო­ზი­ცი­ამ და­ა­ფიქ­სი­რა სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია მო­თხოვ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და სრუ­ლი მზა­ო­ბა გა­მოვ­ხა­ტეთ, რომ მე­სა­მე რა­უნდში მზად ვართ მი­ვი­დეთ, ოღონდ ვე­ლო­დე­ბით ადეკ­ვა­ტურ პა­სუხს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან. აქ არ არის იმა­ზე, მხო­ლოდ ჩვენ რას ვი­ზამთ, მთა­ვა­რი გა­სა­ღე­ბი არის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხელ­ში. რო­გორც ჩვენ­სკენ იყო გზავ­ნი­ლე­ბი, ისე მათ­კენ იყო გზავ­ნი­ლე­ბი, რომ დე­პო­ლა­რი­ზა­ცია და კა­ტას­ტრო­ფუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის ფონი ქვე­ყა­ნა­ში უნდა მო­იხ­სნას. რაც შე­ე­ხე­ბა მო­თხოვ­ნებს, ჩვენ და­მა­ტე­ბით მო­თხოვ­ნებს არ ვა­ყე­ნებთ“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

გრი­გოლ ვა­შა­ძე, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე:

„უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, უღ­რმე­სი მად­ლო­ბა აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვანს იმი­ტომ, რომ იმ ძა­ლი­ან მძი­მე დროს, რო­მე­ლიც ჩვენ რე­გი­ონ­ში არის, მან მო­ნა­ხა სა­შუ­ა­ლე­ბა ჩა­მო­ვი­დეს. ჩემი 45 - წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გე­უბ­ნე­ბით, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ წამ­სვლე­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ვი­ზი­ტი არა­ფერს ნიშ­ნავს, რო­გორც წესი, რუ­სე­თის გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბი არი­ან. რე­ა­ლუ­რად, ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს. აშშ-ის პო­ლი­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ არის ორ­პარ­ტი­უ­ლი. ის, რომ ელჩი რი­კე­რი დარ­ჩა სა­ქარ­თვე­ლო­ში და არ გაყ­ვა სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვანს ის­რა­ელ­ში, იმის ინ­დი­კა­ცი­აა, რომ ჩვენ სტრა­ტე­გი­ულ მო­კავ­ში­რეს, ისე­ვე რო­გორც ევ­რო­პის კავ­შირს შე­სა­ნიშ­ნა­ვად ეს­მის, რა­ო­დენ ღრმაა პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში და რო­გორ გვჭირ­დე­ბა სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბის დახ­მა­რე­ბა, რომ გა­მო­სა­ვა­ლი მოვ­ნა­ხოთ. ყუ­რა­დღე­ბით მო­ის­მი­ნეს ის, რაც ჩვენ ვუ­თხა­რით“,-გა­ნა­ცხა­და გრი­გოლ ვა­შა­ძემ.

მისი თქმით, შეხ­ვედ­რა­ზე ამე­რი­კულ მხა­რეს მი­ა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია იმ დარ­ღვე­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე, რო­მე­ლიც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე და­ფიქ­სირ­და.

„გზავ­ნი­ლი იყო ის, რომ გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, თუ რა­ო­დენ რთუ­ლია ეკო­ნო­მი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და ვი­თა­რე­ბა რე­გი­ონ­ში, რა­ო­დენ რთუ­ლია ის, რომ მთე­ლი მსოფ­ლიო არის გა­ყი­ნუ­ლი და ებ­რძვის კო­რო­ნა­ვირუსს, სას­წრა­ფოდ სა­ჭი­როა სა­ქარ­თვე­ლო­ში კომ­პრო­მი­სის მო­ნახ­ვა. ჩვენს უკან დგას სა­ქარ­თვე­ლოს ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე, რომ­ლე­ბიც სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას ითხო­ვენ“,-გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე, "გირ­ჩის" ლი­დე­რი:

„შეხ­ვედ­რის მი­ზა­ნი იყო, მო­ეს­მი­ნა უშუ­ა­ლოდ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან, ჩვენ რო­გორ ვა­ფა­სებთ სი­ტუ­ა­ცი­ას, ჩა­ტა­რე­ბულ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა მან სა­კუ­თა­რი ხედ­ვაც გაგ­ვი­ზი­ა­რა. არა­ნა­ი­რი პირ­და­პი­რი მო­წო­დე­ბა არ ყო­ფი­ლა. მისი მხრი­დან შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იყო ის, რომ ხომ არ სჯობს ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სცა­დოთ გაგ­რძე­ლე­ბა ბრძო­ლის, რა­ზეც ჩვენ ავუხ­სე­ნით, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ინ­სტი­ტუ­ტე­ბი არ არ­სე­ბობს. ის, რაც შე­იძ­ლე­ბა მუ­შა­ობ­დეს, რო­მე­ლი­მე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა­ში, მა­გა­ლი­თად, სა­სა­მარ­თლო, სა­ქარ­თვე­ლო­ში უბ­რა­ლოდ არ არ­სე­ბობს და ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ბრძო­ლა უში­ნა­არ­სოა, თავს ხომ არ მო­ვი­ტყუ­ებთ?! ასე ავუხ­სე­ნით... ოპო­ზი­ცია ამ შემ­თხვე­ვა­შიც ერ­თი­ა­ნი იყო. პარ­ლა­მენ­ტში კი ამ რე­ა­ლო­ბა­ში არც ერთი პარ­ტია არ შევა“, - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე, "ლე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რი:

"შეხ­ვედ­რა იყო იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ გაგ­ვეც­ვა­ლა მო­საზ­რე­ბე­ბი ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და იმას­თან მი­მარ­თე­ბით, თუ რა გეგ­მე­ბი აქვს ოპო­ზი­ცი­ას. ჩვენ გვქონ­და ღია და კარ­გი სა­უ­ბა­რი. გა­ვა­ცა­ნით ჩვე­ნი პო­ზი­ცია თუ რა­ტომ მი­ვიჩ­ნევთ ამ არ­ჩევ­ნებს გა­ყალ­ბე­ბუ­ლად, მო­ვის­მი­ნეთ ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნა­შემ­წის შე­ხე­დუ­ლე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ აპი­რებს აშშ ხელი შე­უ­წყოს ამ კრი­ზი­სის გან­მუხ­ტვას. ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ აშშ დარ­ჩეს აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლი ამ პრო­ცეს­ში, რომ ჩვენ მო­ვა­ხერ­ხოთ შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა, რო­მე­ლიც სჭირ­დე­ბა ჩვენს ხალ­ხს და ჩვენს ქვე­ყა­ნას.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
173

ოპოზიცია, ეს 95% ყოფილი , თან მეტად ხანგძლივი დროით პოზიციაა, ანუ ქვეყანა მათ დააქციეს და დაქცეული შეტენეს ქოცებს , ახლა რა ქნან ,უკან რომ მეტად დაუქცეველი მიიღონ ცივილურად , ვიდრე ქოცებმა შეიტენეს და დღესაა , პასუხი მოეთხოვებათ, რად ვერ აღაღორძინეთო, ხომ მაგრები ხართო, ამიტომ კიდევ უნდა დააქციონ უფრო მეტად, რითა და რევოლუციით, აი ამას ხლაფორთობს ამათი ავადმყოფი გარეთ მყოფი თავი !

***
13
როგორც ჩანს ერთობ ნირწამხდარი გამობრძანდნენ შეხვედრიდან.ბოკერიას, ბოკუჩავას, დეკანოიძის, ვაშაძეების და რაც მთავარია უბერებელი ნათელაშვილის ბაქა- ბუქი, არაფერზე უკან დახევის შესახებ, საპნის ბუშტივით გასკდა. ატარონ ახლაც ხალხი წინ და უკან
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

რაზე ისაუბრეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა პომპეოს მოადგილესთან - დეტალები შეხვედრის შესახებ

რაზე ისაუბრეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა პომპეოს მოადგილესთან - დეტალები შეხვედრის შესახებ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ფილიპ რიკერისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ჩატარდა.

განცხადებები ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრის შემდეგ გააკეთეს.

გიორგი ვაშაძე: "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი:

"ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან მოწოდება არის შეთანხმებისკენ. ჩვენ მივაწოდეთ ყველა ის საკითხი, რაც ხდება რეალურად. ოპოზიციამ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია მოთხოვნებთან დაკავშირებით და სრული მზაობა გამოვხატეთ, რომ მესამე რაუნდში მზად ვართ მივიდეთ, ოღონდ ველოდებით ადეკვატურ პასუხს „ქართული ოცნების“ მხრიდან. აქ არ არის იმაზე, მხოლოდ ჩვენ რას ვიზამთ, მთავარი გასაღები არის „ქართული ოცნების“ ხელში. როგორც ჩვენსკენ იყო გზავნილები, ისე მათკენ იყო გზავნილები, რომ დეპოლარიზაცია და კატასტროფული დაპირისპირების ფონი ქვეყანაში უნდა მოიხსნას. რაც შეეხება მოთხოვნებს, ჩვენ დამატებით მოთხოვნებს არ ვაყენებთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე:

„უპირველეს ყოვლისა, უღრმესი მადლობა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს იმიტომ, რომ იმ ძალიან მძიმე დროს, რომელიც ჩვენ რეგიონში არის, მან მონახა საშუალება ჩამოვიდეს. ჩემი 45 - წლიანი გამოცდილებიდან გეუბნებით, ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ წამსვლელი ადმინისტრაციის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არაფერს ნიშნავს, როგორც წესი, რუსეთის გავლენის აგენტები არიან. რეალურად, ძალიან ბევრს ნიშნავს. აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს მიმართ არის ორპარტიული. ის, რომ ელჩი რიკერი დარჩა საქართველოში და არ გაყვა სახელმწიფო მდივანს ისრაელში, იმის ინდიკაციაა, რომ ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირეს, ისევე როგორც ევროპის კავშირს შესანიშნავად ესმის, რაოდენ ღრმაა პოლიტიკური კრიზისი საქართველოში და როგორ გვჭირდება სტრატეგიული მოკავშირეების დახმარება, რომ გამოსავალი მოვნახოთ. ყურადღებით მოისმინეს ის, რაც ჩვენ ვუთხარით“,-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისი თქმით, შეხვედრაზე ამერიკულ მხარეს მიაწოდეს ინფორმაცია იმ დარღვევების თაობაზე, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა.

„გზავნილი იყო ის, რომ გამომდინარე იქედან, თუ რაოდენ რთულია ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობა და ვითარება რეგიონში, რაოდენ რთულია ის, რომ მთელი მსოფლიო არის გაყინული და ებრძვის კორონავირუსს, სასწრაფოდ საჭიროა საქართველოში კომპრომისის მონახვა. ჩვენს უკან დგას საქართველოს ათასობით მოქალაქე, რომლებიც სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ“,-განაცხადა ვაშაძემ.

ზურაბ ჯაფარიძე, "გირჩის" ლიდერი:

„შეხვედრის მიზანი იყო, მოესმინა უშუალოდ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისგან, ჩვენ როგორ ვაფასებთ სიტუაციას, ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა მან საკუთარი ხედვაც გაგვიზიარა. არანაირი პირდაპირი მოწოდება არ ყოფილა. მისი მხრიდან შემოთავაზება იყო ის, რომ ხომ არ სჯობს ინსტიტუტების გამოყენებით სცადოთ გაგრძელება ბრძოლის, რაზეც ჩვენ ავუხსენით, რომ ამ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს. ის, რაც შეიძლება მუშაობდეს, რომელიმე განვითარებული ქვეყანაში, მაგალითად, სასამართლო, საქართველოში უბრალოდ არ არსებობს და ინსტიტუტების გამოყენებით ბრძოლა უშინაარსოა, თავს ხომ არ მოვიტყუებთ?! ასე ავუხსენით... ოპოზიცია ამ შემთხვევაშიც ერთიანი იყო. პარლამენტში კი ამ რეალობაში არც ერთი პარტია არ შევა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძე, "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი:

"შეხვედრა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ გაგვეცვალა მოსაზრებები ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით და იმასთან მიმართებით, თუ რა გეგმები აქვს ოპოზიციას. ჩვენ გვქონდა ღია და კარგი საუბარი. გავაცანით ჩვენი პოზიცია თუ რატომ მივიჩნევთ ამ არჩევნებს გაყალბებულად, მოვისმინეთ ასევე სახელმწიფო მდივნის თანაშემწის შეხედულება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აპირებს აშშ ხელი შეუწყოს ამ კრიზისის განმუხტვას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აშშ დარჩეს აქტიურად ჩართული ამ პროცესში, რომ ჩვენ მოვახერხოთ შეთანხმების მიღწევა, რომელიც სჭირდება ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას.

"თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი..." - ხაზარაძე-ოქრუაშვილ-ვაშაძის პაექრობა "ვეფხსიტაყაოსნის" მოტივებზე

"ჩემი მეუღლე დღეს ცოცხალი რომ არის, მას უნდა ვუმადლოდე" - რას ამბობს გია ხუხაშვილი ივანიშვილზე და რას იხსენებს მასთან პირველი შეხვედრიდან?

"ვადამდელი არჩევნების 2022-ში, 2023-ში, ან 2024-ის არჩევნებამდე 2 თვით ადრე ჩატარება კატეგორიულად არ განიხილება" - მამუკა მდინარაძე