მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
პოლიტიკა
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლიტიკური კრიზისი და რიგგარეშე არჩევნები მაინც გარდაუვალია, სჯობს, კრიზისი საპარლამენტო კედლებში გადავიდეს" - გია ხუხაშვილი
"პოლიტიკური კრიზისი და რიგგარეშე არჩევნები მაინც გარდაუვალია, სჯობს, კრიზისი საპარლამენტო კედლებში გადავიდეს" - გია ხუხაშვილი

პო­ლი­ტო­ლოგ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი და­ბა­ლან­სე­ბუ­ლა­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

რო­გორც ხუ­ხაშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში გარ­და­უ­ვა­ლია რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი და „ამი­ტომ სჯობს, რომ პო­ლი­ტი­კურ­მა კრი­ზის­მა პარ­ლა­მენ­ტში გა­და­ი­ნაც­ვლოს და იქ გან­ვი­თარ­დეს ძი­რი­თა­დი მოვ­ლე­ნე­ბი“.

„მე ვფიქ­რობ, რომ დას­კვნა­ში ყვე­ლა­ფე­რი და­ბა­ლან­სე­ბუ­ლა­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი და აქ­ცენ­ტე­ბი საკ­მა­ოდ ზუს­ტა­დაა დას­მუ­ლი. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში, პარ­ლა­მენ­ტში არ­შეს­ვლის და პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის ვა­რი­ან­ტში, პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი და რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი მა­ინც გარ­და­უ­ვა­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, სჯობს, რომ ეს კრი­ზი­სი გა­და­ვი­დეს სა­პარ­ლა­მენ­ტო კედ­ლებ­ში და იქ გან­ვი­თარ­დეს ძი­რი­თა­დი მოვ­ლე­ნე­ბი. ჩვენ დღეს ბევ­რი ტი­პის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი გა­მოწ­ვე­ვე­ბი და რის­კე­ბი გვაქვს და ეს ქუ­ჩის პრო­ტეს­ტი მა­ინც ძა­ლი­ან ბუნ­დო­ვა­ნი გან­ვი­თა­რე­ბი­თაა. ყო­ველ­თვის სჯობს, რომ სი­მარ­თლე ასეთ ფარ­გლებ­ში ამ­ტკი­ცო. ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ აღი­ა­რებ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს, ეს ნიშ­ნავს, რომ შენ აღი­ა­რებ დე ფაქ­ტო მდგო­მა­რე­ო­ბას და შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნით არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბით, მი­დი­ხარ ისევ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბამ­დე. მე ვფიქ­რობ, რომ ამ გან­ცხა­დე­ბა­ში არის სწო­რი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. ჯობ­და, რომ ოპო­ზი­ცია თა­ვი­დან­ვე ასე მოქ­ცე­უ­ლი­ყო. ახლა ოპო­ზი­ცია რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია იმი­ტომ, რომ მა­შინ ჯერ კი­დევ შე­იძ­ლე­ბო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გარ­კვე­ულ კომ­პრო­მი­სებ­ზე წა­მოყ­ვა­ნა და გარ­კვე­უ­ლი დათ­ქმით ამის გა­კე­თე­ბა, ახლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გრძნობს, რომ მას, თუნ­დაც ირი­ბად, ლე­გი­ტი­მა­ცია მი­ღე­ბუ­ლი აქვს და კომ­პრო­მი­სუ­ლი ვა­რი­ან­ტე­ბის მო­ძებ­ნა უკვე გარ­თუ­ლე­ბუ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ მოვ­ლე­ნებ­მა ნელ-ნელა პარ­ლა­მენ­ტში უნდა გა­და­ი­ნაც­ვლოს.

„მე ვფიქ­რობ, რომ ქარ­თულ­მა პო­ლი­ტი­კამ ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ უნდა და­ი­წყოს „დრე­ი­ფი“ კრი­ზი­სის სა­პარ­ლა­მენ­ტო კედ­ლებ­ში გა­დაყ­ვა­ნის­კენ. რა პი­რო­ბებ­ზე და რა კომ­პრო­მი­სებ­ზე იქ­ნე­ბა ეს აგე­ბუ­ლი, მე წი­ნას­წარ, არ ვიცი. აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ მხა­რე­ებ­მა სახე არ და­კარ­გონ. პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა არ უნდა ჩა­ით­ვა­ლოს იმის და­დას­ტუ­რე­ბად, რომ ან ერ­თმა ან მე­ო­რემ წა­ა­გო. შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ძებ­ნოს ის ფორ­მუ­ლა, რომ­ლი­თაც ოპო­ზი­ცია ერთი მხრივ, შე­ვი­დეს პარ­ლა­მეტ­ში, მაგ­რამ ამას­თა­ნა­ვე, მათ თა­ვის ამომ­რჩე­ველ­თან ექ­ნე­ბათ სათ­ქმე­ლი, თუ რა­ტომ დგა­მენ ამ ნა­ბიჯს. ეს ფორ­მუ­ლა თუ არ მო­ი­ძებ­ნა და გა­მო­ვი­და ისე, რომ ოპო­ზი­ცია გუ­შინ ერთს აცხა­დებ­და და დღეს უპი­რო­ბოდ შე­ვი­დეს პარ­ლა­მენ­ტში, ეს იქ­ნე­ბა მათ­თვის კა­ტას­ტრო­ფის ტოლ­ფა­სი, ამი­ტომ, ამ ყვე­ლა­ფერს გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი დას­ჭირ­დე­ბა კი­დევ“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ცნო­ბი­სათ­ვის, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა თბი­ლის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­დეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ზე, წინა არ­ჩევ­ნე­ბის მსგავ­სი დარ­ღვე­ვე­ბი და­ი­ნა­ხეს, მათ შო­რის, მოს­ყიდ­ვა, და­ში­ნე­ბა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა. ამას­თან, სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი ოპო­ზი­ცი­ას მო­უ­წო­დებს პარ­ლა­მენ­ტში შე­ვი­დეს.

"ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან ბო­ი­კო­ტის გა­მო­ცხა­დე­ბა, იგი­ვეა, რაც უკვე ნა­ნა­ხი ფილ­მის ხე­ლახ­ლა ნახ­ვა. ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ მათ, შე­ვიდ­ნენ პარ­ლა­მენ­ტში, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ სა­არ­ჩევ­ნო ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც შემ­დე­გი არ­ჩევ­ნე­ბი უკე­თე­სი იქ­ნე­ბა და ჩვენ არ ვნა­ხავთ და ისი­ნი არ ნა­ხა­ვენ ერთი და იმა­ვე დარ­ღვე­ვე­ბის გან­მე­ო­რე­ბას,“ - აცხა­დე­ბენ სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
113

ოპოზიცია, ეს 95% ყოფილი , თან მეტად ხანგძლივი დროით პოზიციაა, ანუ ქვეყანა მათ დააქციეს და დაქცეული შეტენეს ქოცებს , ახლა რა ქნან ,უკან რომ მეტად დაუქცეველი მიიღონ ცივილურად , ვიდრე ქოცებმა შეიტენეს და დღესაა , პასუხი მოეთხოვებათ, რად ვერ აღაღორძინეთო, ხომ მაგრები ხართო, ამიტომ კიდევ უნდა დააქციონ უფრო მეტად, რითა და რევოლუციით, აი ამას ხლაფორთობს ამათი ავადმყოფი გარეთ მყოფი თავი !

ნანიკო
21

მეტი რაღა უთხრან, კომბლით ხომ არ შერეკავენ. გუშინ აღმოცენებულებმა 3% რომ აიღეს, ცუდი შედეგი რატომაა. ქუჩაში ხომ სულ განულდებიან 2024-სთვის. ან ოცნებამ როგორ აჩუქოს ამომრჩეველთა ხმები, ისიც ხომ დაკარგავს ელექტორატს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"პოლიტიკური კრიზისი და რიგგარეშე არჩევნები მაინც გარდაუვალია, სჯობს, კრიზისი საპარლამენტო კედლებში გადავიდეს" - გია ხუხაშვილი

"პოლიტიკური კრიზისი და რიგგარეშე არჩევნები მაინც გარდაუვალია, სჯობს, კრიზისი საპარლამენტო კედლებში გადავიდეს" - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ყველაფერი დაბალანსებულადაა წარმოდგენილი.

როგორც ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ნებისმიერ შემთხვევაში გარდაუვალია რიგგარეშე არჩევნები და „ამიტომ სჯობს, რომ პოლიტიკურმა კრიზისმა პარლამენტში გადაინაცვლოს და იქ განვითარდეს ძირითადი მოვლენები“.

„მე ვფიქრობ, რომ დასკვნაში ყველაფერი დაბალანსებულადაა წარმოდგენილი და აქცენტები საკმაოდ ზუსტადაა დასმული. ორივე შემთხვევაში, პარლამენტში არშესვლის და პარლამენტში შესვლის ვარიანტში, პოლიტიკური კრიზისი და რიგგარეშე არჩევნები მაინც გარდაუვალია. შესაბამისად, სჯობს, რომ ეს კრიზისი გადავიდეს საპარლამენტო კედლებში და იქ განვითარდეს ძირითადი მოვლენები. ჩვენ დღეს ბევრი ტიპის სახელმწიფოებრივი გამოწვევები და რისკები გვაქვს და ეს ქუჩის პროტესტი მაინც ძალიან ბუნდოვანი განვითარებითაა. ყოველთვის სჯობს, რომ სიმართლე ასეთ ფარგლებში ამტკიცო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღიარებ არჩევნების შედეგებს, ეს ნიშნავს, რომ შენ აღიარებ დე ფაქტო მდგომარეობას და შემდგომი განვითარებით, საგამოძიებო კომისიის შექმნით არჩევნებთან დაკავშირებით და შესაბამისი პროცედურებით, მიდიხარ ისევ რიგგარეშე არჩევნებამდე. მე ვფიქრობ, რომ ამ განცხადებაში არის სწორი რეკომენდაციები. ჯობდა, რომ ოპოზიცია თავიდანვე ასე მოქცეულიყო. ახლა ოპოზიცია რთულ მდგომარეობაშია იმიტომ, რომ მაშინ ჯერ კიდევ შეიძლებოდა ხელისუფლების გარკვეულ კომპრომისებზე წამოყვანა და გარკვეული დათქმით ამის გაკეთება, ახლა ხელისუფლება გრძნობს, რომ მას, თუნდაც ირიბად, ლეგიტიმაცია მიღებული აქვს და კომპრომისული ვარიანტების მოძებნა უკვე გართულებულია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ხუხაშვილის თქმით, ამ განცხადების შემდეგ მოვლენებმა ნელ-ნელა პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს.

„მე ვფიქრობ, რომ ქართულმა პოლიტიკამ ამ განცხადების შემდეგ უნდა დაიწყოს „დრეიფი“ კრიზისის საპარლამენტო კედლებში გადაყვანისკენ. რა პირობებზე და რა კომპრომისებზე იქნება ეს აგებული, მე წინასწარ, არ ვიცი. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ მხარეებმა სახე არ დაკარგონ. პარლამენტში შესვლა არ უნდა ჩაითვალოს იმის დადასტურებად, რომ ან ერთმა ან მეორემ წააგო. შეიძლება მოიძებნოს ის ფორმულა, რომლითაც ოპოზიცია ერთი მხრივ, შევიდეს პარლამეტში, მაგრამ ამასთანავე, მათ თავის ამომრჩეველთან ექნებათ სათქმელი, თუ რატომ დგამენ ამ ნაბიჯს. ეს ფორმულა თუ არ მოიძებნა და გამოვიდა ისე, რომ ოპოზიცია გუშინ ერთს აცხადებდა და დღეს უპირობოდ შევიდეს პარლამენტში, ეს იქნება მათთვის კატასტროფის ტოლფასი, ამიტომ, ამ ყველაფერს გარკვეული პერიოდი დასჭირდება კიდევ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე, წინა არჩევნების მსგავსი დარღვევები დაინახეს, მათ შორის, მოსყიდვა, დაშინება და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი ოპოზიციას მოუწოდებს პარლამენტში შევიდეს.

"ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის გამოცხადება, იგივეა, რაც უკვე ნანახი ფილმის ხელახლა ნახვა. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, შევიდნენ პარლამენტში, განახორციელონ საარჩევნო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც შემდეგი არჩევნები უკეთესი იქნება და ჩვენ არ ვნახავთ და ისინი არ ნახავენ ერთი და იმავე დარღვევების განმეორებას,“ - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"პარტია "ქართულ ოცნებაში" ბევრი ახალი სახე იქნება" - რა პროცესებს აანონსებს დავით სერგეენკო

"ეს ასანთით ხელში ოთახში მარტო დატოვებული ბავშვია, სახელმწიფოში თუ რამე არ შეიძლება ანდო ვინმეს, ეს არის ირაკლი კობახიძე" - ლევან გოგიჩაიშვილი