სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაზე ისაუბრეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა სპეციალურ ბრიფინგზე, რომელიც საქართველოს მიეძღვნა
რაზე ისაუბრეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა სპეციალურ ბრიფინგზე, რომელიც საქართველოს მიეძღვნა

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი ბრი­ფინ­გი გა­მარ­თეს, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ისა­უბ­რეს, - შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია დე­პარ­ტა­მენ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი.

"სა­ქარ­თვე­ლო ახალ­გაზ­რდა დე­მოკ­რა­ტი­ის ქვე­ყა­ნაა. ისი­ნი 20 წე­ლია, რაც დე­მოკ­რა­ტი­ას აშე­ნე­ბენ და ჯერ­ჯე­რო­ბით კვლავ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში არი­ან და ვფიქ­რობთ, ეს არის ის, რაც ჩვენ ბოლო დროს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის დროს ვნა­ხეთ,“ - აცხა­დე­ბენ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში.

სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რის გან­ცხა­დე­ბით, ბოლო 30 წლის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერ­თხელ ჩა­ტარ­და არ­ჩევ­ნე­ბი სხვა­დას­ხვა ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბით და ბო­ლოს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის დრო­საც მსგავ­სი დარ­ღვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­და, მათ შო­რის, ხმე­ბის მოს­ყიდ­ვა, და­ში­ნე­ბა, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.

"რო­გორც ეუ­თომ, ისე სხვებ­მა არ­ჩევ­ნე­ბი შე­ა­ფა­სეს, რო­გორც კონ­კუ­რენ­ტუ­ლი და წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით, რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაც - ნაკ­ლე­ბი სი­ძულ­ვი­ლის ენა და ნაკ­ლე­ბი აგ­რე­სი­უ­ლი თავ­დას­ხმა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში. ასე­ვე, და­ცუ­ლი იყო გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. თუმ­ცა, დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა აღ­რი­ცხეს ხმე­ბის მოს­ყიდ­ვის, და­ში­ნე­ბის ფაქ­ტე­ბი, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩევ­ნებს ხრავს ბოლო 30 წლის მან­ძილ­ზე. ჩვენ­მა გუნ­დმაც გა­მო­ავ­ლი­ნა ეს ფაქ­ტე­ბი.

ჩვენ ხელს ვუ­წყობთ ოპო­ზი­ცი­ას, გა­აგ­რძე­ლოს ზე­წო­ლა, რათა სა­არ­ჩევ­ნო დარ­ღვე­ვე­ბის შე­სა­ხებ სა­ჩივ­რე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სით იბ­რძო­ლოს, რაც სა­ქარ­თვე­ლომ ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი არ ენ­დო­ბა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას და ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას. ოპო­ზი­ცი­ამ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დარ­ღვე­ვე­ბი გა­ა­სა­ჩივ­რა, ვი­ნა­ი­დან არ არის იმის დიდი რწმე­ნა, რომ მათი შე­სა­ბა­მი­სად გან­ხილ­ვა მოხ­დე­ბო­და, არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე დღეს­ვე მო­ი­თხო­ვა ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი.

თავ­და­პირ­ვე­ლად არ­ჩევ­ნე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი უახ­ლოვ­დე­ბო­და ად­გი­ლობ­რი­ვი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რი PVT დათ­ვლის შე­დე­გებს. შე­სა­ბა­მი­სად, არ­ჩევ­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მყი­სი­ე­რად ცხა­დი არ გამ­ხდა­რა, რომ არ­ჩევ­ნე­ბი სა­ზი­ა­ნო ხარ­ვე­ზე­ბით ჩა­ტარ­და. რამ­დე­ნად ცუდი იყო წინა სხვა არ­ჩევ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, სა­დაც ხე­ლახ­ლა ჩა­ტა­რე­ბა არ მო­უ­თხო­ვი­ათ?“ - აცხა­დე­ბენ სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში.

დე­პარ­ტა­მენ­ტის მა­ღა­ლი რან­გის პი­რე­ბი პრე­ტენ­ზი­ე­ბის მქო­ნე მხა­რე­ებს სა­მარ­თლებ­რი­ვი გზე­ბით ბრძო­ლის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

"კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებ­დით ყვე­ლას, გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­შე­ნე­ბი სა­მარ­თლებ­რი­ვი გზე­ბი სა­ჩივ­რე­ბის გან­ხილ­ვის­თვის“, - აცხა­დე­ბენ სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
15

ოპოზიცია, ეს 95% ყოფილი , თან მეტად ხანგძლივი დროით პოზიციაა, ანუ ქვეყანა მათ დააქციეს და დაქცეული შეტენეს ქოცებს , ახლა რა ქნან ,უკან რომ მეტად დაუქცეველი მიიღონ ცივილურად , ვიდრე ქოცებმა შეიტენეს და დღესაა , პასუხი მოეთხოვებათ, რად ვერ აღაღორძინეთო, ხომ მაგრები ხართო, ამიტომ კიდევ უნდა დააქციონ უფრო მეტად, რითა და რევოლუციით, აი ამას ხლაფორთობს ამათი ავადმყოფი გარეთ მყოფი თავი !

opozicia
10

თქვენ ხართ ადამიანების დაჯგუფება რომელიც მხოლოდ ანგრევს, წვავს, იტაცებს და გარბის, აშკარად სჩანს თქვენი ნააზრევი რა არის, არცერთს გონიერი ადამიანის გამოხედვა არ აქვს, თქვენ თვალებში ყაჩაღის ჟინია, წყალი არ გაუვა, თქვენ ქვეყანას დაანგრევთ მიწისძვრასავით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

რაზე ისაუბრეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა სპეციალურ ბრიფინგზე, რომელიც საქართველოს მიეძღვნა

რაზე ისაუბრეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა სპეციალურ ბრიფინგზე, რომელიც საქართველოს მიეძღვნა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა სპეციალური ბრიფინგი გამართეს, სადაც საქართველოს შესახებ ისაუბრეს, - შესაბამისი ინფორმაცია დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

"საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანაა. ისინი 20 წელია, რაც დემოკრატიას აშენებენ და ჯერჯერობით კვლავ დამოუკიდებელი ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში არიან და ვფიქრობთ, ეს არის ის, რაც ჩვენ ბოლო დროს ჩატარებული არჩევნების დროს ვნახეთ,“ - აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირის განცხადებით, ბოლო 30 წლის მანძილზე საქართველოში არაერთხელ ჩატარდა არჩევნები სხვადასხვა ნაკლოვანებებით და ბოლოს ჩატარებული არჩევნების დროსაც მსგავსი დარღვევები გამოვლინდა, მათ შორის, ხმების მოსყიდვა, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება.

"როგორც ეუთომ, ისე სხვებმა არჩევნები შეაფასეს, როგორც კონკურენტული და წინა წლებთან შედარებით, რამდენიმე მიმართულებით შეინიშნებოდა გაუმჯობესებაც - ნაკლები სიძულვილის ენა და ნაკლები აგრესიული თავდასხმა წინასაარჩევნო პერიოდში. ასევე, დაცული იყო გამოხატვის თავისუფლება. თუმცა, დამკვირვებლებმა აღრიცხეს ხმების მოსყიდვის, დაშინების ფაქტები, რაც, სამწუხაროდ, საქართველოს არჩევნებს ხრავს ბოლო 30 წლის მანძილზე. ჩვენმა გუნდმაც გამოავლინა ეს ფაქტები.

ჩვენ ხელს ვუწყობთ ოპოზიციას, გააგრძელოს ზეწოლა, რათა საარჩევნო დარღვევების შესახებ საჩივრების დაკმაყოფილებაზე სამართლებრივი პროცესით იბრძოლოს, რაც საქართველომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩამოაყალიბა. სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი არ ენდობა სასამართლო სისტემას და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ოპოზიციამ, მიუხედავად იმისა, რომ დარღვევები გაასაჩივრა, ვინაიდან არ არის იმის დიდი რწმენა, რომ მათი შესაბამისად განხილვა მოხდებოდა, არჩევნების მეორე დღესვე მოითხოვა ხელახალი არჩევნები.

თავდაპირველად არჩევნების ოფიციალური შედეგები უახლოვდებოდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის პარალელური PVT დათვლის შედეგებს. შესაბამისად, არჩევნების დასრულების შემდეგ მყისიერად ცხადი არ გამხდარა, რომ არჩევნები საზიანო ხარვეზებით ჩატარდა. რამდენად ცუდი იყო წინა სხვა არჩევნებთან შედარებით, სადაც ხელახლა ჩატარება არ მოუთხოვიათ?“ - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

დეპარტამენტის მაღალი რანგის პირები პრეტენზიების მქონე მხარეებს სამართლებრივი გზებით ბრძოლისკენ მოუწოდებენ.

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებდით ყველას, გამოეყენებინათ წლების განმავლობაში ნაშენები სამართლებრივი გზები საჩივრების განხილვისთვის“, - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

"ევროკომისიის კრიტიკულმა შეფასებამ შეიძლება "დომინოს პრინციპით" იმოქმედოს..." - რა პროგნოზს აკეთებს ექსპერტი

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"თუკი ოპოზიცია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მე გამომაცხადებს, თანახმა ვიქნები" - ვახტანგ მეგრელიშვილი