საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცოტა ვისაუბრეთ არჩევნებზე, კითხვა დასვა სასამართლოში არსებულ კლანზე, ინფორმირებულია და სჯერა, რომ კლანი არსებობს" - NGO-ის წარმომადგენლები პომპეოსთან შეხვედრაზე
"ცოტა ვისაუბრეთ არჩევნებზე, კითხვა დასვა სასამართლოში არსებულ კლანზე, ინფორმირებულია და სჯერა, რომ კლანი არსებობს" - NGO-ის წარმომადგენლები პომპეოსთან შეხვედრაზე

„სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა-სა­ქარ­თვე­ლოს“ პროგ­რა­მე­ბის მე­ნე­ჯე­რის, გია გვი­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბით, მაიკ პომ­პე­ოს­თან შეხ­ვედ­რა­ზე სა­სა­მარ­თლოს სა­კი­თხი ორ კონ­ტექ­სტში იყო გან­ხი­ლუ­ლი, კერ­ძოდ, სა­სა­მარ­თლო, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის ია­რა­ღი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­ში და სა­სა­მარ­თლო, სა­დაც კო­რუფ­ცი­ის პა­ტა­რა ტენ­დენ­ცი­ე­ბი შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

„მან კი­თხვა დას­ვა სა­სა­მარ­თლო­ში არ­სე­ბუ­ლი კლა­ნის შე­სა­ხებ, რო­გორც ჩანს, კარ­გა­დაა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი და სჯე­რა, რომ კლა­ნი არ­სე­ბობს. ეს ძა­ლი­ან ცუდი ამ­ბა­ვია მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძის­თვის და ჩვენ­თვის ძა­ლი­ან კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, რომ გა­ვაძ­ლი­ე­როთ ად­ვო­კა­ტი­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გია გვი­ლა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, აშშ-ის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვან­თან შეხ­ვედ­რა­ზე არ­ჩევ­ნე­ბი გან­ხილ­ვის თემა არ ყო­ფი­ლა.

„მხო­ლოდ სა­სა­მარ­თლო­ზე იყო სა­უ­ბა­რი და იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, რაც გვაქვს. გარ­და სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მე­ბი­სა, სა­უ­ბა­რი იყო კონ­კრე­ტულ საქ­მე­ებ­ზე, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვანს მო­ვახ­სე­ნეთ. ეს იყო კარ­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მე, ანაკ­ლი­ის პორ­ტის საქ­მე, „ფი­ლიპ მო­რი­სის“ საქ­მე, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ, დიდი მას­შტა­ბის კო­რუფ­ცია იყო და ის ხალ­ხი, ვინც ამ საქ­მე­ე­ბის შე­მოქ­მე­დია, რა მე­თო­დე­ბით წი­ნა­ურ­დე­ბა და რო­გო­რი მე­თო­დე­ბით ინიშ­ნე­ბი­ან სის­ტე­მა­ში. ყვე­ლა გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ზე და პრო­ცეს­ზე, რო­მე­ლიც ქარ­თულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მას უკავ­შირ­დე­ბა და ყვე­ლა უბე­დუ­რე­ბა­ზე, რაც სის­ტე­მას სჭირს, ვი­სა­უბ­რეთ. ასე­ვე ვი­სა­უბ­რეთ, რა პერ­სპექ­ტი­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში“, - აღნშნა გია გვი­ლა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას.

"უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა კახა წი­ქა­რიშ­ვილ­მა შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, რომ გან­ხილ­ვის მთა­ვა­რი თემა იყო სა­სა­მარ­თლო­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა.

"ანუ ის, რომ სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ არის კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და ეს გახ­და ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მა, ვი­ნა­ი­დან ჩვენ გვყავს უვა­დოდ და­ნიშ­ნუ­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი და 30 წლით და­კა­ნო­ნე­ბუ­ლი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც არის არას­წო­რად ნა­შე­ნე­ბი, არის მა­ხინ­ჯი სის­ტე­მა, რაც მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ვი­ღეთ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან და ჩვენ და­ვა­კა­ნო­ნეთ. ეს არის ძა­ლი­ან ძნე­ლი შე­საც­ვლე­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რი ნება სჭირ­დე­ბათ. ძა­ლი­ან ცოტა ვი­სა­უბ­რეთ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, კერ­ძოდ სა­არ­ჩევ­ნო და­ვებ­ზე, თუ რო­გორ იქ­ცე­ვა სა­სა­მარ­თლო ხში­რად მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლად. მისი მხრი­დან იყო შე­კი­თხვე­ბი სა­სა­მარ­თლო­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს იყო ზო­გა­დი ხა­სი­ა­თის შე­კი­თხვე­ბი და ჩვენ ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცია, ცოდ­ნა და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი მი­ვა­წო­დეთ. ძი­რი­თა­დი ფო­კუ­სი მა­ინც სა­სა­მარ­თლო­ზე იყო. არ გვი­სა­უბ­რია არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა­ზე, შეხ­ვედ­რის თემა იყო კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა და სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. არ შევ­ხე­ბი­ვართ უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის უფ­ლე­ბებს, პა­ტიმ­რე­ბის უფ­ლე­ბე­ბის და ა.შ. სულ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი იყო შეხ­ვედ­რა. ვეს­წრე­ბო­დით 6 არა­სა­მარ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტულ მა­გა­ლი­თებს, კარ­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მე და ანაკ­ლი­ის პორ­ტის სა­კი­თხი და­ის­ვა რო­გორც მა­გა­ლი­თი, თუ რო­გორ ვერ და­ი­ჭი­რა სა­სა­მარ­თლომ ნე­იტ­რა­ლუ­რი პო­ზი­ცია", - გა­ნა­ცხა­და კახა წი­ქა­რიშ­ვილ­მა.

შეხ­ვედ­რის მო­დე­რა­ტო­რი აშშ-ის ელჩი კელი დეგ­ნა­ნი იყო. შეხ­ვედ­რა და­ხუ­რულ კარს მიღ­მა გა­ი­მარ­თა და პრო­ტო­კო­ლით 35 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და.

ცნო­ბის­თვის, მაიკ პომ­პე­ომ სა­ქარ­თვე­ლო უკვე და­ტო­ვა. ის თბი­ლისს გუ­შინ ეწ­ვია და ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რე­ბი დღეს გა­მარ­თა. კერ­ძოდ, სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი შეხ­ვდა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ და­ვით ზალ­კა­ლი­ანს, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია მე­ო­რეს და სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტი სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რით და­ას­რუ­ლა. მას მე­დი­ას­თან კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო ვი­ზი­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად, ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მდუ­მა­რე აქ­ცია გა­მარ­თეს.

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი, მაიკ პომ­პეო სა­ქარ­თვე­ლოს შემ­დეგ ის­რა­ელს ეწ­ვე­ვა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კი წევიდა, მარააა. . .
57

წერეთელმა რომ დაგვიბარა და დღემდე ვერ გაგვირკვევია, ამ ბუთხუზა

კაცმა რაო, რა მინდაო?

აქციაო?
24

ცამ ქუხუილი დაიწყო!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ცოტა ვისაუბრეთ არჩევნებზე, კითხვა დასვა სასამართლოში არსებულ კლანზე, ინფორმირებულია და სჯერა, რომ კლანი არსებობს" - NGO-ის წარმომადგენლები პომპეოსთან შეხვედრაზე

"ცოტა ვისაუბრეთ არჩევნებზე, კითხვა დასვა სასამართლოში არსებულ კლანზე, ინფორმირებულია და სჯერა, რომ კლანი არსებობს" - NGO-ის წარმომადგენლები პომპეოსთან შეხვედრაზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროგრამების მენეჯერის, გია გვილავას განცხადებით, მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე სასამართლოს საკითხი ორ კონტექსტში იყო განხილული, კერძოდ, სასამართლო, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი ხელისუფლების ხელში და სასამართლო, სადაც კორუფციის პატარა ტენდენციები შეინიშნება.

„მან კითხვა დასვა სასამართლოში არსებული კლანის შესახებ, როგორც ჩანს, კარგადაა ინფორმირებული და სჯერა, რომ კლანი არსებობს. ეს ძალიან ცუდი ამბავია მიხეილ ჩინჩალაძისთვის და ჩვენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ გავაძლიეროთ ადვოკატირება“, - განაცხადა გია გვილავამ.

მისივე თქმით, აშშ-ის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრაზე არჩევნები განხილვის თემა არ ყოფილა.

„მხოლოდ სასამართლოზე იყო საუბარი და იმ მდგომარეობაზე, რაც გვაქვს. გარდა სისტემური პრობლემებისა, საუბარი იყო კონკრეტულ საქმეებზე, რომელიც სახელმწიფო მდივანს მოვახსენეთ. ეს იყო კარტოგრაფების საქმე, ანაკლიის პორტის საქმე, „ფილიპ მორისის“ საქმე, სადაც სავარაუდოდ, დიდი მასშტაბის კორუფცია იყო და ის ხალხი, ვინც ამ საქმეების შემოქმედია, რა მეთოდებით წინაურდება და როგორი მეთოდებით ინიშნებიან სისტემაში. ყველა გახმაურებულ საქმეზე და პროცესზე, რომელიც ქართულ მართლმსაჯულების სისტემას უკავშირდება და ყველა უბედურებაზე, რაც სისტემას სჭირს, ვისაუბრეთ. ასევე ვისაუბრეთ, რა პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეს მართლმსაჯულებას საქართველოში“, - აღნშნა გია გვილავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

"უფლებები საქართველოს" წარმომადგენელმა კახა წიქარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ განხილვის მთავარი თემა იყო სასამართლოში არსებული პრობლემა.

"ანუ ის, რომ სასამართლო ხელისუფლება არ არის კარგ მდგომარეობაში და ეს გახდა ძალიან დიდი პრობლემა, ვინაიდან ჩვენ გვყავს უვადოდ დანიშნული მოსამართლეები და 30 წლით დაკანონებული სისტემა, რომელიც არის არასწორად ნაშენები, არის მახინჯი სისტემა, რაც მემკვიდრეობით მივიღეთ წინა ხელისუფლებისგან და ჩვენ დავაკანონეთ. ეს არის ძალიან ძნელი შესაცვლელი და პოლიტიკური ნება სჭირდებათ. ძალიან ცოტა ვისაუბრეთ არჩევნებთან დაკავშირებით, კერძოდ საარჩევნო დავებზე, თუ როგორ იქცევა სასამართლო ხშირად მიკერძოებულად. მისი მხრიდან იყო შეკითხვები სასამართლოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ეს იყო ზოგადი ხასიათის შეკითხვები და ჩვენ ჩვენი ინფორმაცია, ცოდნა და შეხედულებები მივაწოდეთ. ძირითადი ფოკუსი მაინც სასამართლოზე იყო. არ გვისაუბრია არჩევნების გაყალბებაზე, შეხვედრის თემა იყო კანონის უზენაესობა და სასამართლო ხელისუფლება. არ შევხებივართ უმცირესობების უფლებებს, პატიმრების უფლებების და ა.შ. სულ ნახევარი საათი იყო შეხვედრა. ვესწრებოდით 6 არასამართავრობო ორგანიზაცია.

რაც შეეხება კონკრეტულ მაგალითებს, კარტოგრაფების საქმე და ანაკლიის პორტის საკითხი დაისვა როგორც მაგალითი, თუ როგორ ვერ დაიჭირა სასამართლომ ნეიტრალური პოზიცია", - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

შეხვედრის მოდერატორი აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი იყო. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა და პროტოკოლით 35 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

ცნობისთვის, მაიკ პომპეომ საქართველო უკვე დატოვა. ის თბილისს გუშინ ეწვია და ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრები დღეს გამართა. კერძოდ, სახელმწიფო მდივანი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს და საქართველოში ვიზიტი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაასრულა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო ვიზიტის პარალელურად, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს შემდეგ ისრაელს ეწვევა.

"გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოში რამდენიმე თვეში შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას, მანამდე ჩვენს გუნდში გააგრძელებს საქმიანობას" - პრემიერი

"როგორც ფასილიტატორი, ვხედავ, რომ პარტიები ერთმანეთს უფრო შორდებიან, იმის ნაცვლად, რომ დაუახლოვდნენ" - კარლ ჰარცელი

იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილი გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს