საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოპოზიციური პარტიები მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ოპოზიციური პარტიები მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის, მაიკ პომ­პე­ოს ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ. გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ვი­ზი­ტი მკა­ფიო გზავ­ნი­ლია, რომ აშშ რჩე­ბა რე­გი­ონ­ში და დგას მისი პარტნი­ო­რე­ბის გვერ­დით.

ასე­ვე, გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლომ უნდა მო­ა­ხერ­ხოს დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ის ახალ ეტაპ­ზე გა­დას­ვლა, რა­საც საფრ­თხეს უქ­მნის ივა­ნიშ­ვი­ლის მხრი­დან ძა­ლა­უფ­ლე­ბის მი­ტა­ცე­ბა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის რღვე­ვა.

„აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი მა­იკლ პომ­პეო სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ დროს ჩა­მო­ვი­და, როცა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, რე­გი­ო­ნის­თვის და მთე­ლი ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი სივ­რცის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საფრ­თხე­ე­ბი და ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მოჩ­ნდა. პუ­ტი­ნის რუ­სე­თი და სხვა ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვან საფრ­თხეს უქ­მნი­ან რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბას და თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს უსაფრ­თხო­ე­ბას. სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ვი­ზი­ტი მკა­ფიო გზავ­ნი­ლია, რომ აშშ რჩე­ბა რე­გი­ონ­ში და დგას მისი პარტნი­ო­რე­ბის გვერ­დით, იცავს მე­გობ­რე­ბის სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბას. პო­ლი­ტი­კუ­რი გარ­ღვე­ვის­თვის ახლა სა­ჭი­როა უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში დი­ნა­მი­კის ჩვე­ნე­ბა, რაც აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს ორ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­დაყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს, რო­გო­რი­ცაა ამე­რი­კუ­ლი სამ­ხედ­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­თავ­სე­ბა და NATO-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გზა­ზე შემ­დგომ ეტაპ­ზე გა­დას­ვლა. პუ­ტი­ნის რუ­სე­თი თა­ვი­სუ­ფა­ლი ქვეყ­ნე­ბის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს, ამ ქვეყ­ნებ­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მის ერო­ზი­ის გზი­თაც ებ­რძვის, სწო­რედ ამი­ტო­მაა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შეშ­ფო­თე­ბის სა­გა­ნი ის რა­საც ივა­ნიშ­ვი­ლი აკე­თებს სა­ქარ­თვე­ლო­ში. არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა, სა­სა­მარ­თლოს პო­ლი­ტი­ზა­ცია და პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი, პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის დევ­ნა, და­სავ­ლუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლა და სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო პორ­ტის ანაკ­ლი­ის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე უა­რის თქმა - ეს ის ნიშ­ნე­ბია, რაც სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ უკუს­ვლა­ზე მი­უ­თი­თებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ რე­გი­ო­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის ანაკ­ლი­ის პორ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა პომ­პე­ომ 2019 წლის ივ­ნის­ში ისა­უბ­რა. ივა­ნიშ­ვი­ლის მხრი­დან ეს იმ გზის გან­მე­ო­რე­ბაა, რაც ია­ნუ­კო­ვიჩ­მა უკ­რა­ი­ნა­ში მო­ახ­დი­ნა. თა­ვი­სუ­ფალ­მა სამ­ყა­რომ ფხიზ­ლად უნდა მი­ა­დევ­ნოს თვა­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი უკუს­ვლის ამ ნიშ­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი და ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მე­ბის თა­ვი­სუ­ფალ სამ­ყა­როს­თან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში, დე­მოკ­რა­ტი­ას­თან ერ­თად საკ­ვან­ძო მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა. ეს რე­ჟი­მე­ბი აკ­რძა­ლუ­ლი მე­თო­დე­ბით იბ­რძვი­ან თა­ვი­სუ­ფა­ლი ბაზ­რის წი­ნა­აღ­მდეგ. სა­ჭი­როა და­სავ­ლე­თის მო­კავ­ში­რე­ებს ჰქონ­დეთ ლე­გი­ტი­მუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა, რაც თა­ვი­სუ­ფალ ვაჭ­რო­ბა­ზე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­სა და მეტ ამე­რი­კულ ინ­ვეს­ტი­ცი­ას გუ­ლის­ხმობს, მათ შო­რის გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექ­ტებ­ში, რო­გო­რი­ცაა ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა. სა­ქარ­თვე­ლომ უნდა მო­ა­ხერ­ხოს დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ის ახალ ეტაპ­ზე გა­დას­ვლა, რა­საც საფრ­თხეს უქ­მნის ივა­ნიშ­ვი­ლის მხრი­დან ძა­ლა­უფ­ლე­ბის მი­ტა­ცე­ბა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის რღვე­ვა. ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა ხელი შე­ვუ­შა­ლოთ ამ პრო­ცესს, მი­ვაღ­წი­ოთ გამჭვირ­ვა­ლე არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას თა­ვი­სუ­ფალ სამ­ყა­როს­თან ერ­თად და მო­ვა­ხერ­ხოთ თა­ვი­სუ­ფა­ლი ქვეყ­ნის მშე­ნებ­ლო­ბა,” - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც ხელს აწე­რენ „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“, „ სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“, „ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრი გირ­ჩი“, „მოძ­რა­ო­ბა ლელო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“, „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, „ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტია“, „მო­ქა­ლა­ქე“, თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი,“ „ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლო“, „რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია“, „ეროვ­ნულ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია“, „ევ­რო­პუ­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი“,“ ქრის­ტი­ან კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტია“, „მოძ­რა­ო­ბა სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხი­სათ­ვის“, „ემ­სა­ხუ­რე სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის“, „სა­მო­ქა­ლა­ქო ალი­ან­სი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის,“ „თა­ვი­სუფ­ლე­ბა”, „ქრის­ტი­ან დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა“, „ახა­ლი ქრის­ტი­ან დე­მოკ­რა­ტე­ბი“, „კა­ნო­ნი და სა­მარ­თა­ლი“, „გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ და „ თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლო“.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
72

ჯერ ამდენი თითოკაციანი პარტია რომ აწერთ ხელს უკვე აქ სჩანს თქვენი აფერისტობა. ივანიშვილს სახელმწოფო თქვენი აზრით მიტაცებული აქვს, მაშინ თქვენ ისე მაგრად გყავდათ ჩახუტებული რომ კინაღამ დავიღრჩვით. ბიძინამ გამოსტაცა თქვენს სისხლიან კლანჭებს ქვეყანა.

ბასა
2

ძალიან ორიგინალური მოსაზრებაა, როგორც ყოველთვის. ამას სხვა ვინ მიხვდებოდა, მხოლოდ ოპოზიციის შორსმჭვრეტელი გონება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

ოპოზიციური პარტიები მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ოპოზიციური პარტიები მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ოპოზიციური პარტიები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადების თანახმად, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი მკაფიო გზავნილია, რომ აშშ რჩება რეგიონში და დგას მისი პარტნიორების გვერდით.

ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა მოახერხოს დემოკრატიზაციის ახალ ეტაპზე გადასვლა, რასაც საფრთხეს უქმნის ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების მიტაცება და დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევა.

„აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო საქართველოში იმ დროს ჩამოვიდა, როცა ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის და მთელი ევროატლანტიკური სივრცისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეები და ახალი შესაძლებლობები გამოჩნდა. პუტინის რუსეთი და სხვა ტოტალიტარული რეჟიმები მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიან რეგიონში მშვიდობას და თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოებას. სახელმწიფო მდივნის ვიზიტი მკაფიო გზავნილია, რომ აშშ რჩება რეგიონში და დგას მისი პარტნიორების გვერდით, იცავს მეგობრების სუვერენიტეტსა და თავისუფლებას. პოლიტიკური გარღვევისთვის ახლა საჭიროა უსაფრთხოების სფეროში დინამიკის ჩვენება, რაც აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანას გულისხმობს, როგორიცაა ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურის საქართველოში განთავსება და NATO-ში გაწევრიანების გზაზე შემდგომ ეტაპზე გადასვლა. პუტინის რუსეთი თავისუფალი ქვეყნების სუვერენიტეტს, ამ ქვეყნებში დემოკრატიული სისტემის ეროზიის გზითაც ებრძვის, სწორედ ამიტომაა განსაკუთრებული შეშფოთების საგანი ის რასაც ივანიშვილი აკეთებს საქართველოში. არჩევნების გაყალბება, სასამართლოს პოლიტიზაცია და პოლიტპატიმრები, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, დასავლური ინვესტიციებისთვის ხელის შეშლა და სტრატეგიული მნიშვნელობის საერთაშორისო პორტის ანაკლიის მშენებლობაზე უარის თქმა - ეს ის ნიშნებია, რაც სწორედ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე მიუთითებს. აღსანიშნავია რომ რეგიონის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე სახელმწიფო მდივანმა პომპეომ 2019 წლის ივნისში ისაუბრა. ივანიშვილის მხრიდან ეს იმ გზის განმეორებაა, რაც იანუკოვიჩმა უკრაინაში მოახდინა. თავისუფალმა სამყარომ ფხიზლად უნდა მიადევნოს თვალი დემოკრატიული უკუსვლის ამ ნიშნებს საქართველოში. ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირებაში, დემოკრატიასთან ერთად საკვანძო მნიშვნელობისაა ეკონომიკური თავისუფლების მოპოვება. ეს რეჟიმები აკრძალული მეთოდებით იბრძვიან თავისუფალი ბაზრის წინააღმდეგ. საჭიროა დასავლეთის მოკავშირეებს ჰქონდეთ ლეგიტიმური უპირატესობა, რაც თავისუფალ ვაჭრობაზე ხელშეკრულებასა და მეტ ამერიკულ ინვესტიციას გულისხმობს, მათ შორის გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან პროექტებში, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. საქართველომ უნდა მოახერხოს დემოკრატიზაციის ახალ ეტაპზე გადასვლა, რასაც საფრთხეს უქმნის ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების მიტაცება და დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევა. ჩვენი ვალდებულებაა ხელი შევუშალოთ ამ პროცესს, მივაღწიოთ გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას თავისუფალ სამყაროსთან ერთად და მოვახერხოთ თავისუფალი ქვეყნის მშენებლობა,” - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ „ევროპული საქართველო“, „ სტრატეგია აღმაშენებელი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“, „მოძრაობა ლელო საქართველოსთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლეიბორისტული პარტია“, „მოქალაქე“, თავისუფალი დემოკრატები,“ „ახალი საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“, „ევროპული დემოკრატები“,“ ქრისტიან კონსერვატიული პარტია“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის“, „ემსახურე საქართველოს სამართლიანობისთვის“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის,“ „თავისუფლება”, „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა“, „ახალი ქრისტიან დემოკრატები“, „კანონი და სამართალი“, „გამარჯვებული საქართველო“ და „ თავისუფალი საქართველო“.

"ქართული ოცნება“ - 5 140 020, "ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკი - 3 115 635 - რომელი პარტია რამდენი ლარით დაფინანსდება ბიუჯეტიდან

ვინ მიიღებს 1200-ლარიან დახმარებას - რა სოციალურ დახმარებებს სთავაზობს მთავრობა მოქალაქეებს, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პირობებში?

როგორ შემსუბუქდება შეზღუდვები 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე და რას შეეხება ცვლილება 16 იანვრიდან 31 იანვრამდე პერიოდში?