ავტორი:

"კოვიდ პანდემიის საკითხზე აშშ-სთან თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესი იქნება, რათა საქართველო ერთ-ერთი პირველი იყოს, რომელიც ვაქცინას მიიღებს" - ზალკანიანი

"კოვიდ პანდემიის საკითხზე აშშ-სთან თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესი იქნება, რათა საქართველო ერთ-ერთი პირველი იყოს, რომელიც ვაქცინას მიიღებს" - ზალკანიანი

კოვიდ პანდემიის საკითხზე აშშ-სთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყოს, რომელიც ვაქცინას მიიღებს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მინისტრის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაზეც საუბარი გაიმართა, იყო კოვიდ 19 და ის ფასდაუდებელი დახმარება, რომელიც აშშ-მ საქართველოს პანდემიასთან ბრძოლის კუთხით აღმოუჩინა როგორც ფინანსური, ასევე ლუგარის ლაბორატორიის ჩართვის თვალსაზრისით.

„საუბარია ახლა ვაქცინაზე, რომლის ერთ-ერთი მწარმოებელი ამერიკული კომპანიები არიან. მომავალში ამ მიმართულებით თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ვაქცინას მიიღებს. ეს ჩვენ ამ უსერიოზულეს პრობლემასთან გამკლავებაში დაგვეხმარება“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ზალკალიანმა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, მაიკ პომპეოს ვიზიტი უმნიშვნელოვანესია და ხელშესახებ შედეგებს მოგვცემს.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ძალიან შინაარსიანი და საგნობრივი საუბარი იყო ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებაზე.

„მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აუცილებელია აშშ-ს ჩართულობა კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოში, მხედველობაშია აშშ-ს მეტი ყოფნა საქართველოში ყველა მიმართულებით, როგორც თავდაცვის და უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით და ვფიქრობ, ეს შეხვედრა ჩვენ მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებს მოგვიტანს. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, საგნობრივი, დეტალური საუბარი იყო იმ სერიოზულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენს წინაშეა, რეგიონში შექმნილი სიტუაცია იყო განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და ვთანხმდებით ჩვენც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, რომ ამერიკის გარეშე საქართველოს ძალიან გაუჭირდება ამ გამოწვევებზე გამკლავება. ამიტომ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან სრული მზაობაა, რომ ის სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც მართლაც უმაღლეს ნიშნულზეა, მაგრამ კიდევაა შესაძლებლობა, რომ განვითარდეს, თვისობრივად ახალ დონეზე ავიდეს და ჩვენ დღეს დავინახეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ამის მზაობა. ვფიქრობ, რომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა დროის თვალსაზრისით, შინაარსით, განხილული თემები იმის თქმის საფუძველს მაძლევს, რომ მომავალში უნდა ველოდეთ ამერიკის მეტ ჩართულობას, მეტ აქცენტებს რეგიონთან მიმართებაში, საქართველოსთან მიმართებაში, რადგან კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ახლო მოკავშირე, სანდო პარტნიორი, დასაყრდენია“,-აღნიშნა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ- მინისტრთან გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.

"მოვუწოდებ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ უსაფუძვლო ბრალდებებისგან“ - რას პასუხობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი სააკაშვილს

"არ შეიძლება იმის თქმა, რომ - "შესაძლოა არჩევნები მომავალში უკეთ ჩატარდეს და მაშინ მივიღებ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში" - გერმანიის ელჩი ამბობს, რომ საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს

"პარლამენტს შეუძლია კენჭი არ უყაროს მათ გასვლას პარლამენტიდან" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერ დეპუტატებზე