ავტორი:

შეხვედრა მაიკ პომპეოსთან - პრემიერი ოფიციალური მიღების ფოტოებს აქვეყნებს

შეხვედრა მაიკ პომპეოსთან - პრემიერი ოფიციალური მიღების ფოტოებს აქვეყნებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე დასრულდა. მაიკ პომპეო რამდენიმე წუთში უკვე საქართველოს საპატრიარქოში მივა, სადაც ილია მეორესთან გამართავს შეხვედრას.

ცნობისთვის, გიორგი გახარიასთან შეხვედრამდე პომპეო ორბელიანის სასახლეში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გაიმართა აუდიენცია.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ბოლო შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთანაა დაგეგმილი.

მაიკ პომპეო საქართველოს დღეს დატოვებს, რის შემდეგაც ისრაელს ეწვევა. მაიკ პომპეო საქართველოში ჩამოსვლამდე თურქეთში იმყოფებოდა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"თუ ისევ აღვირახსნილი მიმოსვლა წავიდა, რასაკვირველია, ავარდება ინფიცირებულების რიცხვი" - ივანე მაჭავარიანი

"კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან თებერვლამდე გამოიყოფა" - გიორგი გახარია