მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
15 000-ზე მეტი სამხედრო, ჯავშანტექნიკა, საზენიტო საშუალებები, სარაკეტო კომპლექსები და ა.შ.  - როგორია ოკუპანტი რუსეთის სამხედრო ძალების განლაგება სამხრეთ კავკასიაში?
15 000-ზე მეტი სამხედრო, ჯავშანტექნიკა, საზენიტო საშუალებები, სარაკეტო კომპლექსები და ა.შ.  - როგორია ოკუპანტი რუსეთის სამხედრო ძალების განლაგება სამხრეთ კავკასიაში?

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი, გი­უმ­რის სამ­ხედ­რო ბაზა და ახლა უკვე ყა­რა­ბაღ­ში ე.წ. სამ­შვი­დო­ბო მი­სია - რუ­სუ­ლი ოკუ­პან­ტი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არი­ან გან­ლა­გე­ბულ­ნი და ასე­ვე მას გარს არი­ან შე­მორ­ტყმულ­ნი. გუ­და­უ­თა­ში რუ­სე­თის მე-7 სამ­ხედ­რო ბა­ზაა, სა­დაც ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 4 500 სამ­ხედ­როა; ცხინ­ვალ­ში, რუ­სე­თის მე-4 სამ­ხედ­რო ბა­ზის შე­მად­გენ­ლო­ბაც ანა­ლო­გი­უ­რად, 4 500 კა­ცი­თაა და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი; სომ­ხეთ­ში, გი­უმრში რუ­სე­თის 102-ე სამ­ხედ­რო ბა­ზაა, რო­მე­ლიც 3 000 კა­ცის­გან შედ­გე­ბა; მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში კი მი­ნი­მუმ 2 000 რუსი სამ­შვი­დო­ბო უნდა გან­თავ­სდეს.

სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის ადა­მი­ა­ნუ­რი და ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის რა­ო­დე­ნო­ბი­სა და აქე­დან მომ­დი­ნა­რე საფრ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს სამ­ხედ­რო ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნა­ლი "არ­სე­ნა­ლის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი ესა­უბ­რე­ბა.

ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი

“საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის მო­მენ­ტის­თვის, 1990-იანი წლე­ბის ბო­ლოს, ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში საბ­ჭო­თა ჯა­რე­ბი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მი­ლი­ტა­რი­ზე­ბუ­ლი იყო მსოფ­ლიო მას­შტა­ბით. მოს­კოვს მა­შინ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 200 000-მდე სამ­ხედ­რო, 1 500 ტან­კი, 2 500 შე­ჯავ­შნუ­ლი საბ­რძო­ლო მან­ქა­ნა, 1 000-ზე მეტი სა­არ­ტი­ლე­რიო და­ნად­გა­რი, 2 500 საბ­რძო­ლო და სატ­რან­სპორ­ტო შვე­ულმფრე­ნი ჰყავ­და გან­თავ­სე­ბუ­ლი. ეს უზარ­მა­ზა­რი ძალა იყო. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ ეს ტექ­ნი­კა გა­ნა­წილ­და და ყვე­ლა­ზე მეტი აზერ­ბა­ი­ჯანს შეხ­ვდა, შემ­დეგ სომ­ხეთს და ბო­ლოს - სა­ქარ­თვე­ლოს. გარ­და ამი­სა, ასე­ვე, რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბი დარ­ჩა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში, გარ­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა. სა­ქარ­თვე­ლო­ში მან სამი ბაზა და­ი­ტო­ვა: ბა­თუმ­ში, ახალ­ქა­ლაქ­სა და ვა­ზი­ან­ში; სომ­ხეთ­ში კი - გი­უმ­რის ბაზა.

გი­უმ­რის სამ­ხედ­რო ბაზა

აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან, იმის გამო, რომ ქვე­ყა­ნამ მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის პირ­ვე­ლი ომი წა­ა­გო, მა­შინ რუ­სე­თის ჯა­რე­ბი გა­იყ­ვა­ნეს. 2007 წელს, დიდი წვა­ლე­ბის შე­დე­გად, მო­ვა­ხერ­ხეთ და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბი გა­ვი­და, თუმ­ცა ცხინ­ვალ­სა და აფხა­ზეთ­ში მა­შინ რჩე­ბო­და ე.წ. სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბი, რო­მელ­თა შე­მოყ­ვა­ნას ოფი­ცი­ა­ლურ­მა თბი­ლის­მა თა­ვის დრო­ზე მო­ა­წე­რა ხელი.

2008 წელს ვი­ცით, რაც მოხ­და, რო­დე­საც მათ ეს ე.წ. სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბი ერ­თგვარ პლაც­დარ­მად გა­მო­ი­ყე­ნეს და შე­მო­იჭრ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რის შე­დე­გა­დაც, აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ შექ­მნეს მე-7 სა­ო­კუ­პა­ციო სამ­ხედ­რო ბაზა აფხა­ზეთ­ში და მე-4 სა­ო­კუ­პა­ციო სამ­ხედ­რო ბაზა ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში. გარ­და ამი­სა, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში არის ასე­ვე გი­უმ­რის 102-ე სამ­ხედ­რო ბაზა, რო­მელ­საც ახლა უკვე მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ე­მა­ტა სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ით ჩა­სუ­ლი, არა­ნაკ­ლებ 2 000 სამ­ხედ­რო.

თი­თო­ე­ულ ბა­ზა­ზე სამ­ხედ­რო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 4 000 იყო, თუმ­ცა მგო­ნი, ახლა 4500-მდე გა­ი­ზარ­და, რო­გორც ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, ისე - ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში. ასე­ვე გაზ­რა­დეს სამ­ხედ­რო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გი­უმ­რი­ში. ამას ემა­ტე­ბა 2 000-მდე სამ­შვი­დო­ბო მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ეტაპ­ზე რუ­სეთს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 15 000-ზე მეტი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე ჰყავს.

რუ­სუ­ლი სა­ო­კუ­პა­ციო ბაზა გუ­და­უ­თა­ში

გარ­და ამი­სა, რა თქმა უნდა, არის საბ­რძო­ლო შე­ი­ა­რა­ღე­ბა: რო­გორც ჯავ­შან­ტექ­ნი­კა, ისე სა­ზე­ნი­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, არ­ტი­ლე­რია. უშუ­ა­ლოდ გი­უმ­რი­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია ოპე­რა­ტი­ულ-ტაქ­ტი­კუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სე­ბი, მათი შე­მოყ­ვა­ნა იმა­ვე, ოკუ­პი­რე­ბულ ცხინ­ვალ­სა და აფხა­ზეთ­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის საქ­მეა და ბევ­რს არა­ფერს ცვლის. ასე რომ, რუ­სეთს ერ­თგვა­რი ჯაჭ­ვი აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, და­წყე­ბუ­ლი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი­დან, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნით, შემ­დეგ მო­დის სომ­ხე­თი, სა­დაც სომ­ხეთს თა­ვი­სი­ვე ნე­ბით ჰყავს შეყ­ვა­ნი­ლი რუ­სე­თის ჯარი და ამას და­ე­მა­ტა უკვე მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღი, სა­დაც აზერ­ბა­ი­ჯან­მა თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუსი სამ­შვი­დო­ბო­ე­ბის ჩად­გო­მის ნება დარ­თო“, - აღ­ნიშ­ნავს ალა­დაშ­ვი­ლი.

მისი თქმით, რუ­სეთს სურს, აღად­გი­ნოს ის სამ­ხედ­რო ძლი­ე­რე­ბა, რაც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლამ­დე იყო.

"კი, დღეს რა­ო­დე­ნო­ბა ბევ­რად ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე მა­შინ იყო, მაგ­რამ ტექ­ნი­კუ­რად მოხ­და გა­და­ი­ა­რა­ღე­ბა, დღე­ვან­დელ რუ­სულ სა­ო­კუ­პა­ციო სამ­ხედ­რო ბა­ზებს მა­გა­ლი­თად, აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში ბევ­რად მეტი შე­უძ­ლია, რად­გან მათ შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში უფრო შორი და ზუს­ტად მოქ­მე­დი სა­რა­კე­ტო, სა­არ­ტი­ლე­რიო, სა­ზე­ნი­ტო შე­ი­ა­რა­ღე­ბაა. ასე რომ, ეს სე­რი­ო­ზულ ძა­ლას წარ­მო­ად­გენს იმის­თვის, რომ რუ­სეთ­მა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნი თით­ქმის მთლი­ა­ნად გა­ა­კონ­ტრო­ლოს“, - აღ­ნიშ­ნავს ალა­დაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წმინდა გაგა
46

როგორია და ისეთი როგორიც უნდა იყოს. ეხლა მაინც დაინახეთ რომ სოხუმის და ცხინვალის დაბრუნება რუსეთის გარეშე გამორიცხულია. ეგებ იმ პომპეოს იმედი გაქვთ ჯერ კიდევ თვითმფრინავში მყოფმა რომ დაწერა ტვიტერზე აღფრთობანებული ვარ საქართველოთიო. ესენი ყოველთვის აღფრთოვანებული ან აღშფოთებულნი არიან.

ზურა
48

2008 წლის ძალით გამოგონილ ომში დაღუპული და დასახიჩრებული ქართველი მეომრებისა და ლტოლვილი მოსახლეობის სისხლი, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, მიშას. უგულავას, მერაბიშვილის, კეზერაშვილის, ოქრუაშვილის, ბოკერიას, ადეიშვილის კისერზეა. გალიები უნდა დადგა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე და ერთი წლით მათში ზემოთხსენებული პირები უნდა ჩასვა, რათა ყოველ კვირა მათი ოჯახის წევრების მოთქმა ესმოდეთ. და ესენი დღეს ოპოზიციაში არიან და გაგანია პანდემიისას ხალხს ფაქტიურ სასაკლაოზე მიერეკებიან. მართლა რატომ ღმერთი არ გაიცინებს და ერთადერთი ფრაზა, რაც ჯაბასგან 100%-ია - დემოკრატია ლობიოობა არ არის. ყოველივე ამის შემდეგ სამხედრო დამნაშავეს და მოღალატეს კეზერაშვილს რომ ტელევიზია ექნება ქვეყანაში, იმ ქვეყნის საქმე ვერაა მთლად ჯანსაღად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

15 000-ზე მეტი სამხედრო, ჯავშანტექნიკა, საზენიტო საშუალებები, სარაკეტო კომპლექსები და ა.შ.  - როგორია ოკუპანტი რუსეთის სამხედრო ძალების განლაგება სამხრეთ კავკასიაში?

15 000-ზე მეტი სამხედრო, ჯავშანტექნიკა, საზენიტო საშუალებები, სარაკეტო კომპლექსები და ა.შ.  - როგორია ოკუპანტი რუსეთის სამხედრო ძალების განლაგება სამხრეთ კავკასიაში?

ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, გიუმრის სამხედრო ბაზა და ახლა უკვე ყარაბაღში ე.წ. სამშვიდობო მისია - რუსული ოკუპანტი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიაზე არიან განლაგებულნი და ასევე მას გარს არიან შემორტყმულნი. გუდაუთაში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზაა, სადაც ოფიციალური მონაცემებით, 4 500 სამხედროა; ცხინვალში, რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის შემადგენლობაც ანალოგიურად, 4 500 კაცითაა დაკომპლექტებული; სომხეთში, გიუმრში რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზაა, რომელიც 3 000 კაცისგან შედგება; მთიან ყარაბაღში კი მინიმუმ 2 000 რუსი სამშვიდობო უნდა განთავსდეს.

სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების ადამიანური და ტექნიკური აღჭურვილობის რაოდენობისა და აქედან მომდინარე საფრთხეების შესახებ AMBEBI.GE-ს სამხედრო ანალიტიკური ჟურნალი "არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი ესაუბრება.

ირაკლი ალადაშვილი

“საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტისთვის, 1990-იანი წლების ბოლოს, ამიერკავკასიაში საბჭოთა ჯარები ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული იყო მსოფლიო მასშტაბით. მოსკოვს მაშინ სამხრეთ კავკასიაში დაახლოებით 200 000-მდე სამხედრო, 1 500 ტანკი, 2 500 შეჯავშნული საბრძოლო მანქანა, 1 000-ზე მეტი საარტილერიო დანადგარი, 2 500 საბრძოლო და სატრანსპორტო შვეულმფრენი ჰყავდა განთავსებული. ეს უზარმაზარი ძალა იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს ტექნიკა განაწილდა და ყველაზე მეტი აზერბაიჯანს შეხვდა, შემდეგ სომხეთს და ბოლოს - საქართველოს. გარდა ამისა, ასევე, რუსეთის სამხედრო ბაზები დარჩა სამხრეთ კავკასიაში, გარდა აზერბაიჯანისა. საქართველოში მან სამი ბაზა დაიტოვა: ბათუმში, ახალქალაქსა და ვაზიანში; სომხეთში კი - გიუმრის ბაზა.

გიუმრის სამხედრო ბაზა

აზერბაიჯანიდან, იმის გამო, რომ ქვეყანამ მთიანი ყარაბაღის პირველი ომი წააგო, მაშინ რუსეთის ჯარები გაიყვანეს. 2007 წელს, დიდი წვალების შედეგად, მოვახერხეთ და საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო ბაზები გავიდა, თუმცა ცხინვალსა და აფხაზეთში მაშინ რჩებოდა ე.წ. სამშვიდობო ძალები, რომელთა შემოყვანას ოფიციალურმა თბილისმა თავის დროზე მოაწერა ხელი.

2008 წელს ვიცით, რაც მოხდა, როდესაც მათ ეს ე.წ. სამშვიდობო ძალები ერთგვარ პლაცდარმად გამოიყენეს და შემოიჭრნენ საქართველოში, რის შედეგადაც, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის შემდეგ შექმნეს მე-7 საოკუპაციო სამხედრო ბაზა აფხაზეთში და მე-4 საოკუპაციო სამხედრო ბაზა ცხინვალის რეგიონში. გარდა ამისა, სამხრეთ კავკასიაში არის ასევე გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზა, რომელსაც ახლა უკვე მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე დაემატა სამშვიდობო მისიით ჩასული, არანაკლებ 2 000 სამხედრო.

თითოეულ ბაზაზე სამხედროების რაოდენობა დაახლოებით 4 000 იყო, თუმცა მგონი, ახლა 4500-მდე გაიზარდა, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში, ისე - ცხინვალის რეგიონში. ასევე გაზრადეს სამხედროების რაოდენობა გიუმრიში. ამას ემატება 2 000-მდე სამშვიდობო მთიან ყარაბაღში. შესაბამისად, ამ ეტაპზე რუსეთს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, დაახლოებით, 15 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს.

რუსული საოკუპაციო ბაზა გუდაუთაში

გარდა ამისა, რა თქმა უნდა, არის საბრძოლო შეიარაღება: როგორც ჯავშანტექნიკა, ისე საზენიტო საშუალებები, არტილერია. უშუალოდ გიუმრიში განთავსებულია ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსები, მათი შემოყვანა იმავე, ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში რამდენიმე საათის საქმეა და ბევრს არაფერს ცვლის. ასე რომ, რუსეთს ერთგვარი ჯაჭვი აქვს გაკეთებული, დაწყებული ოკუპირებული აფხაზეთიდან, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონით, შემდეგ მოდის სომხეთი, სადაც სომხეთს თავისივე ნებით ჰყავს შეყვანილი რუსეთის ჯარი და ამას დაემატა უკვე მთიანი ყარაბაღი, სადაც აზერბაიჯანმა თავის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოების ჩადგომის ნება დართო“, - აღნიშნავს ალადაშვილი.

მისი თქმით, რუსეთს სურს, აღადგინოს ის სამხედრო ძლიერება, რაც საბჭოთა კავშირის დაშლამდე იყო.

"კი, დღეს რაოდენობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე მაშინ იყო, მაგრამ ტექნიკურად მოხდა გადაიარაღება, დღევანდელ რუსულ საოკუპაციო სამხედრო ბაზებს მაგალითად, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ბევრად მეტი შეუძლია, რადგან მათ შეიარაღებაში უფრო შორი და ზუსტად მოქმედი სარაკეტო, საარტილერიო, საზენიტო შეიარაღებაა. ასე რომ, ეს სერიოზულ ძალას წარმოადგენს იმისთვის, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიის რეგიონი თითქმის მთლიანად გააკონტროლოს“, - აღნიშნავს ალადაშვილი.