ავტორი:

მაიკ პომპეო თბილისშია - აშშ-ის სახელმწიფო მდივანს თან მეუღლე ახლავს (კადრები აეროპორტიდან)

მაიკ პომპეო თბილისშია - აშშ-ის სახელმწიფო მდივანს თან მეუღლე ახლავს (კადრები აეროპორტიდან)

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოშია. სახელმწიფო მდივანის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. მას თან ახლავს მეუღლე სუზან პომპეო.

მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში მაიკ პომპეო შეხვედრებს 18 ნოემბერს გამართავს.

დაგეგმილია სახელმწიფო მდივნის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.

მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვედრას გამართავს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

რაზე ისაუბრეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა პომპეოს მოადგილესთან - დეტალები შეხვედრის შესახებ

"პოლიტიკური კრიზისი და რიგგარეშე არჩევნები მაინც გარდაუვალია, სჯობს, კრიზისი საპარლამენტო კედლებში გადავიდეს" - გია ხუხაშვილი

"ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის გამოცხადება, იგივეა, რაც უკვე ნანახი ფილმის ხელახლა ნახვა - მოვუწოდებთ მათ, შევიდნენ პარლამენტში" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი