საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციის ჩართულობა საქართველოსთან იგივე დონეზე იქნება, როგორც ობამას დროს იყო - ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი
აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციის ჩართულობა საქართველოსთან იგივე დონეზე იქნება, როგორც ობამას დროს იყო - ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი

აშშ-ის 44-ე პრე­ზი­დენ­ტის ბა­რაკ ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თავ­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნო­სან ევე­ლინ ფარ­კა­სის გან­ცხა­დე­ბით, არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი ბა­ი­დე­ნი უფრო მკაც­რი იქ­ნე­ბა რუ­სე­თის მი­მართ შე­კა­ვე­ბის ძლი­ე­რი გზავ­ნი­ლის გაჟ­ღე­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, რუ­სეთ­მა ნა­ტოს წი­თე­ლი ხა­ზე­ბი რომ არ გა­დაკ­ვე­თოს და ეც­დე­ბა ამ ქოლ­გის ქვეშ ისე­თი ქვეყ­ნე­ბიც მო­აქ­ცი­ოს, რო­გო­რიც უკ­რა­ი­ნა და სა­ქარ­თვე­ლოა. ამის შე­სა­ხებ ფარ­სკას­მა „ამე­რი­კის ხმას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

„ვფიქ­რობ, აშშ-ის მო­მა­ვა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ჩარ­თუ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან იქ­ნე­ბა იგი­ვე დო­ნე­ზე, რო­გორც ეს ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დროს იყო. სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლია - ისე­ვე რო­გორც ეს ამე­რი­კა­შია ახლა. მიმ­დი­ნა­რე­ობს ძა­ლი­ან რთუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლა. ვფიქ­რობ, ამე­რი­კა გა­აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს დახ­მა­რე­ბას იმა­ში, რომ ის მოქ­ნილ, მტკი­ცე დე­მოკ­რა­ტი­ად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, რად­გან ეს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სურ­ვი­ლია. ასე­ვე ვფიქ­რობ, გა­ვაგ­რძე­ლებთ სა­ქარ­თვე­ლოს დახ­მა­რე­ბას ნა­ტოს წევ­რო­ბის­თვის მო­სამ­ზა­დებ­ლად. თუმ­ცა, ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას, ამას­თან ერ­თად, ქარ­თვე­ლე­ბის მხრი­დან ერ­თგვა­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მიდ­გო­მა და მძი­მე შრო­მაც დას­ჭირ­დე­ბა.

ვფიქ­რობ, ნა­ტოს­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლომ უნდა და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს არ­სე­ბუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი. ამავდრო­უ­ლად კი, ნა­ტომ უნდა გა­და­წყვი­ტოს, მის­ცემს თუ არა რუ­სე­თის მთავ­რო­ბას ვე­ტოს [უფ­ლე­ბას] ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე, თუ რო­მელ ალი­ანსს და­უ­კავ­ში­როს სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა. ამას­თან, თუ იმას გუ­ლის­ხმობთ, მო­ვე­ლი თუ არა რუ­სე­თის მი­მართ ხელ­შე­წყო­ბის ან ზედ­მე­ტად მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ქო­ნას, პა­სუ­ხია - არა. თუმ­ცა, მაქვს იმის მო­ლო­დი­ნი, რომ ეს პრე­ზი­დენ­ტი მოვა და რუ­სეთ­თან ძა­ლი­ან მტკი­ცე იქ­ნე­ბა. ცხა­დია, ის რუ­სეთს თა­ნამ­შრომ­ლო­ბას შეს­თა­ვა­ზებს, სა­დაც ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ მას ძა­ლი­ან მტკი­ცე მიდ­გო­მა ექ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ევე­ლინ ფარ­კას­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბერო
6

თუ,აშშ-ს ჩართულობა იგივე იქნება,როგორც ობამას დროს,მაშინ ჯანდაბამდის გზაც გქონიათ,ვინაიდან ამ ჩართულობას არანაირი აზრი არ ექნება,ეს რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმაა !!!

იბერიელი
1

ეს მაშინ სრული კატასტროფა იქნება რუსეთი მოახდენს საქართველოს სრულ ოკუპაციას ობამაზე სუსტი პრეზიდენტი, როგორც საშინაო ისე საგარეო პოლიტიკაში ამერიკას არ ყოლია

ავტორი:

აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციის ჩართულობა საქართველოსთან იგივე დონეზე იქნება, როგორც ობამას დროს იყო - ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი

აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციის ჩართულობა საქართველოსთან იგივე დონეზე იქნება, როგორც ობამას დროს იყო - ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი

აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციის თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსან ეველინ ფარკასის განცხადებით, არჩეული პრეზიდენტი ბაიდენი უფრო მკაცრი იქნება რუსეთის მიმართ შეკავების ძლიერი გზავნილის გაჟღერების თვალსაზრისით, რუსეთმა ნატოს წითელი ხაზები რომ არ გადაკვეთოს და ეცდება ამ ქოლგის ქვეშ ისეთი ქვეყნებიც მოაქციოს, როგორიც უკრაინა და საქართველოა. ამის შესახებ ფარსკასმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციის ჩართულობა საქართველოსთან იქნება იგივე დონეზე, როგორც ეს ობამას ადმინისტრაციის დროს იყო. საქართველოში სიტუაცია ძალიან დაძაბულია - ისევე როგორც ეს ამერიკაშია ახლა. მიმდინარეობს ძალიან რთული პოლიტიკური ბრძოლა. ვფიქრობ, ამერიკა გააგრძელებს საქართველოს დახმარებას იმაში, რომ ის მოქნილ, მტკიცე დემოკრატიად ჩამოყალიბდეს, რადგან ეს ქართველი ხალხის სურვილია. ასევე ვფიქრობ, გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას ნატოს წევრობისთვის მოსამზადებლად. თუმცა, ნატოში გაწევრიანებას, ამასთან ერთად, ქართველების მხრიდან ერთგვარი შემოქმედებითი მიდგომა და მძიმე შრომაც დასჭირდება.

ვფიქრობ, ნატოსთან დაკავშირებით, საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს არსებული კრიტერიუმები. ამავდროულად კი, ნატომ უნდა გადაწყვიტოს, მისცემს თუ არა რუსეთის მთავრობას ვეტოს [უფლებას] ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაზე, თუ რომელ ალიანსს დაუკავშიროს საკუთარი ქვეყანა. ამასთან, თუ იმას გულისხმობთ, მოველი თუ არა რუსეთის მიმართ ხელშეწყობის ან ზედმეტად მეგობრული დამოკიდებულების ქონას, პასუხია - არა. თუმცა, მაქვს იმის მოლოდინი, რომ ეს პრეზიდენტი მოვა და რუსეთთან ძალიან მტკიცე იქნება. ცხადია, ის რუსეთს თანამშრომლობას შესთავაზებს, სადაც ეს შესაძლებელია, მაგრამ მას ძალიან მტკიცე მიდგომა ექნება“, - განაცხადა ეველინ ფარკასმა ინტერვიუში.

ბადრი ჯაფარიძე ჩრდილოვან კაბინეტში პრემიერობის კანდიდატად ხაზარაძისა და გიორგი ვაშაძის კანდიდატურებზე მსჯელობას არ გამორიცხავს

"გვჯერა, კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს სიმართლე - სიცრუეზე, ღირსება - უპრინციპობაზე, ერთგულება - ღალატზე, ჰუმანურობა - სიძულვილზე, სინათლე - სიბნელეზე, დასავლეთი - ჩრდილოეთზე" - კობახიძე

"ქართულმა ოცნებამ" თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა