აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოში დღეს ჩამოვა. როგორც ცნობილია, სახელმწიფო მდივანი თბილისში დღის მეორე ნახევარში იქნება.
ვიზიტის ფარგლებში მაიკ პომპეო შეხვედრებს 18 ნოემბერს გამართავს.
დაგეგმილია სახელმწიფო მდივნის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.
მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვედრას გამართავს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები და ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროში.
ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას მხარეები განიხილავენ საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს და ქვეყნებს შორის თანამშრომლობას რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით. მხარეები, ასევე, განიხილავენ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს.
„საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და ქვეყნების მზაობას გააძლიერონ თანამშრომლობა საერთო ღირებულებებსა და ხედვაზე დამყარებული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების მიზნით. ვიზიტისას კიდევ ერთხელ დადასტურდება ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ნაცქოცმოქკავშირმა ყოფილ და მოქმედ სატელიტებთან ერთად, ედუარდის, მიშა 1-ს (მოქკავშირისა), მიშა-2-ს (ნაცებისა) , მიშა-3 ( გაერთიანებული ოპოზიციისა დევნილობაში ) , ასევე ივანიშვილის მეთაურობით შექმნა სახელმწიფო მონოპოლიზმსა და სამოხელეო პარტოკრატიულ ოლიგარქიზმს შორის გაკვეხებული ავადმყოფი ჰიბრიდი,რომლის დემოკრატიულობის კრიტერიუმია სწორედ საარჩევნო სიის სანდოობის ხარისხი და ამ სიით ჩატარებული რეფერენდუმები ,პლებისციტები და არჩევნები ,რომლებშიც მაინც ვერ "მოიყვანენ" ხმის უფლების მქონე მოსახლეობის ნახევარი ,დარჩენილის ნახევარს -ემიგრაციას,ახლოსაც არ აკარებენ ურნას,ნუ ახლა რეფერენდუმი და პლებისციტი ვერ "ჩაატარენ ", ვერ "დაადგინენ" რამდენი და სად ვართ,მკვდარი გვყავს მეტი,ვიდრე ცოცხალი პენსიონერი და სოცდახმარებული ,ხოლო უმუშევარი თურმე თითოოროლაა ! რეგრესიული და მილევადი ეკონომიკური მოდელის ეფექტურობა განისაზღვრება ძირითადად თვითდასაქმებულთა დეფინიციით :დასავლეთში ეს სხვისი დამსაქმებელი საშუალო კლასია, კაპიტალისტია ,აქ კი უმუშევარი , მაგრამ 5 ,5 (რაღაცას მახსენებს ეს ციფრი !)მილიარდიან მშპ-ს "ქმნის" სტსტატისტიკურად ,ანუ ნამრავლს მინიმალური კალათის მათ რაოდენობაზე ,ამდენივეა აღურიცხავი ჩრდილოვანი ბიზნესი ,ამდენია ტარიფთა და გამოგონილ და თავსმოხვეულ სახელმწიფო და კომერციულ ,აგრეთვე საფინანსო საკრედიტო სტრუქტურების უმაღლესი და არსადნახული რენტაბელობის სერვისთა სასარგებლო ბრუნვა ,ამდენივეა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებული ტენდერებით,სახელმწიფო შესყიდვებით და აწარმოე საქართველოში მსგავსი პროექტების ფარგლებში ბიუჯეტიდან მმართველი კასტის ჯიბეებში გადაქაჩული სახსრები,კომბანკების ხელში აღმოჩენილი მილიარდობით ღირებულების სახაზინო ვალდებულებები ,ეკონომიკის ფლაგმანთა აქციები და ობლიგაციები საფონდო ბირჟიანად და საბოლოო სახეა გეომეტრიული პროგრესიით მზარდი არასაბანკო დეპოზიტები, რომელთა საანაბრე მერჯინი პირველია მსოფლიოში და მთლიანად თუ არა,მეტწილად ეკუთვნის ხსენებული კასტის დაუსაბუთებელ შემოსავალს ! და მაინც ალიაბალია 70 მილიარდ ავადმყოფ ლარს არ სცდება ჩვენი საწარმოთა წლიური ბრუნვა ,ჩრდილში თუა ამისი ნახევარი მაინც ასი მილიარდი ლარი ერთი კაი სოფლის ბრუნვაა ,იქ -დასავლეთში! სად და, საითაც გაიხედავ ,ოთხივ გზა ხსნილია, ეგეთი სოფლებიც ყველგანაა ! ჩენი სოფელი კი, მოქკავშირის, ნაცების და ქოცების, მათი სატელიტების კოლექტიური შემოქმედებაა, სამ ხმაში "აშენენ" და დაგვაქციენ, გინდებლარიენ , პაჟალსტა !
დავიჯერო, ბურჯანაძეს არ შეხვდება,,,,