ავტორი:

"შესაძლებელი რომ ყოფილიყო შუშის შენარჩუნება, შენარჩუნდებოდა, ქალაქიდან 300-ზე მეტი გმირის ცხედარი გამოვიყვანეთ, წარმოგიდგენიათ, რა მასშტაბის ბრძოლა იყო?" - ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

"შესაძლებელი რომ ყოფილიყო შუშის შენარჩუნება, შენარჩუნდებოდა, ქალაქიდან 300-ზე მეტი გმირის ცხედარი გამოვიყვანეთ, წარმოგიდგენიათ, რა მასშტაბის ბრძოლა იყო?" - ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. პრემიერის თქმით, ახლა მისი მთავარი საზრუნავი მხოლოდ ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოებაა.

ამასთან, ფაშინიანმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა ძალის გამოყენებაზე უარი თქვან.

„დღეს მე მკაფიოდ აღვნიშნე, რომ შეიარაღებული ძალადობა მთავრობის ინსტრუმენტებს შორის არ იქნება. მოვუწოდებ ოპოზიციას იგივე ნაბიჯი გადადგას“, - განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრმა სომხეთის ეროვნული ასამბლეის საგანგებო სხდომაზე დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

"შესაძლებელი რომ ყოფილიყო შუშის შენარჩუნება, შენარჩუნდებოდა. არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ბოლო ორი დღის განმავლობაში შუშიდან 300-ზე მეტი ჩვენი გმირის ცხედარი იქნა გამოყვანილი", - აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, თუკი ღალატს ჰქონდა ადგილი, უნდა გამჟღავნდეს, მაგრამ ამისთვის მტკიცებულებაა საჭირო.

„წარმოგიდგენიათ, რა მასშტაბის ბრძოლა იყო? არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ გენერლებმა ან პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ბრძანა, რომ არ იბრძოლონ შუშისთვის? ვისი ბრძანებით წავიდა და დაეცა ის ხალხი ბრძოლაში? თუ ღალატი მოხდა, უნდა გამჟღავნდეს, მაგრამ ადამიანები მიდიან საგამოძიებო ორგანოებში და ამბობენ: ”არ ვიცი. ჩემი ბიძაშვილი, ან ორი უცნობი ადამიანი მოვიდა, ასეთი რამ თქვა და წავიდა“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, 10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ განაცხადა, რაც სომხეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების ნაწილის აზერბაიჯანისთვის გადაცემას გულისხმობს. ოპოზიცია მას ღალატში სდებს ბრალს.

დღეს ერევანში, თავისუფლების მოედანზე ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. ოპოზიცია და მოქალაქეების ნაწილი ნიკოლ ფაშინიანს მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების გამო აკრიტიკებს და ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის დათმობაში ადანაშაულებს.

კიდევ ერთი საპროტესტო აქცია თავდაცვის სამინისტროს შენობასთან გაიმართა, სადაც უგზოუკვლოდ დაკარგული ჯარისკაცების მშობლები და ნათესავები სომხეთის თავდაცვის მინისტრ დავით ტონოიონსა და გენერალური შტაბის უფროსთან, ონიკ გასპარიანთან, შეხვედრას ითხოვდნენ.

"ბოლო პერიოდში საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან „საზღვრის“ დარღვევის ფაქტები გახშირდა, რა დროსაც სოციალურ დაცვას ითხოვენ" - ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტი

"აფხაზების არ სჯერა მოსკოვს. ისეთ პირობებს უქმნის, მომავალში რომ ვერსად გაიხედონ" - რას ემსახურება რუსეთსა და აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალ-ეკონომიკური სივრცის პროგრამის დამტკიცება

მიუხედავად რისკისა, რუსები გამალებით ცდილობენ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენას, მათ შორის ქართველების სახლებსაც ყიდულობენ