პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მელიქიშვილმა მის მიმართ გამოიჩინა სექსუალური ლტოლვა, სექსუალურ კონტაქტს სთავაზობდა. ამან ძალიან გააღიზიანა ნარიმანიძე..." - რას ყვება ადვოკატი თემქაზე მომხდარ მკვლელობაზე
"მელიქიშვილმა მის მიმართ გამოიჩინა სექსუალური ლტოლვა, სექსუალურ კონტაქტს სთავაზობდა. ამან ძალიან გააღიზიანა ნარიმანიძე..." - რას ყვება ადვოკატი თემქაზე მომხდარ მკვლელობაზე

ნიკა ნა­რი­მა­ნი­ძე აცხა­დებს, რომ მოკ­ლუ­ლი და დაჭ­რი­ლი ერ­თმა­ნე­თის მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ, არატ­რა­დი­ცი­უ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის ნიშ­ნით, მათ­თან შემ­თხვე­ვით მოხ­ვდა, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს თემ­ქა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ნიკა ნა­რი­მა­ნი­ძის ად­ვო­კატ­მა და­ვით ახა­ლა­ურ­მა გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ახა­ლა­უ­რი გან­მარ­ტავს, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი მოკ­ლულ­თან მე­გობ­რობ­და, თუმ­ცა, მან მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა შეს­თა­ვა­ზა.

„აწ გარ­დაც­ვლილ­მა მის მი­მართ გა­მო­ი­ჩი­ნა სექ­სუ­ა­ლუ­რი ლტოლ­ვა და არატ­რა­დი­ცი­ულ სექ­სუ­ა­ლურ კონ­ტაქტს სთა­ვა­ზობ­და. ამან ძა­ლი­ან გა­ა­ღი­ზი­ა­ნა ნიკა ნა­რი­მა­ნი­ძე, ეს ყვე­ლა ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას გა­მო­იწ­ვევ­და.

კი­თხვა - შე­ეძ­ლო თუ არა, ნიკა ნა­რი­მა­ნი­ძეს უბ­რა­ლოდ ცე­მით შე­მო­ფარ­გლუ­ლი­ყო, ან სხვაგ­ვა­რად მო­ე­შო­რე­ბი­ნა ეს ადა­მი­ა­ნი, მეც გა­მიჩ­ნდა. ნა­რი­მა­ნი­ძე აცხა­დებს, რომ ეს დე­ტა­ლე­ბი, რა ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ი­დი­ნა მკვლე­ლო­ბა, იმ­დე­ნად აღელ­ვე­ბუ­ლი იყო, არ ახ­სოვს“, - აცხა­დებს ახა­ლა­უ­რი.

ის ასე­ვე გან­მარ­ტავს, თუ რო­გორ მოხ­ვდა ბრალ­დე­ბუ­ლი მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან ერ­თად სტუმ­რად იმ სახ­ლში, სა­დაც მკვლე­ლო­ბა მოხ­და.

„ნიკა ნა­რი­მა­ნი­ძე იხ­სე­ნებს, რომ მსხვერ­პლი თა­ვის დრო­ზე შე­ეხ­მი­ა­ნა მას, უთხრა, რომ მის მოგ­ვა­რე­ებს - ნა­რი­მა­ნი­ძე­ებს იც­ნობ­და და მას­თან მე­გობ­რო­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა. ის ნა­რი­მა­ნი­ძეს­თან ახლო კონ­ტაქ­ტში შეს­ვლას ცდი­ლობ­და და შე­ვი­და კი­დეც. იმ სახ­ლში დარ­ჩე­ნა გა­ნა­პი­რო­ბა იმ ფაქ­ტმა, რომ 10 სა­ა­თის შემ­დეგ გა­და­ად­გი­ლე­ბა იკ­რძა­ლე­ბა, ისი­ნი ლუდს სვამ­დნენ, მსხვერ­პლმა დარ­ჩე­ნა შეს­თა­ვა­ზა, თუმ­ცა, ნიკა არ აპი­რებ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ცე­ცხლის წა­კი­დე­ბას, ის ამ­ბობს, რომ ცე­ცხლი არ წა­უ­კი­დე­ბია, ბენ­ზი­ნი არ მი­უს­ხია. ცე­ცხლის წა­კი­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ამ საქ­მე­ში ერ­თა­დერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მე­ო­რე ბრალ­დე­ბუ­ლი გო­გო­ნას ჩვე­ნე­ბაა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ცე­ცხლი ნა­რი­მა­ნი­ძემ წა­უ­კი­და. თუმ­ცა, იგი­ვე ადა­მი­ა­ნი აცხა­დებს, და­ნა­შა­უ­ლი მეც ჩა­ვი­დი­ნე, მეც მოვ­კი­დე ხე­ლიო, იგი­ვე ადა­მი­ა­ნი აცხა­დებს, ტყე­ში რომ ვი­ყა­ვით წა­სუ­ლი, პო­ლი­ცი­ა­ში არ დავ­რე­კეო. მგო­ნია, რომ ის სა­ბო­ლოო ჯამ­ში სა­სა­მარ­თლო­ში ამ ჩვე­ნე­ბას უარ­ყოფს, ვი­ნა­ი­დან, სა­კუ­თა­რი თა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ აქვს ჩვე­ნე­ბა მი­ცე­მუ­ლი და იტყვის, რომ ჩვე­ნე­ბა პო­ლი­ცი­ლებ­მა და­უ­წე­რეს.

შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი თემ­ქა­ზე, თბი­ლი­სის ზღვას­თან მდე­ბა­რე­ობს, იქ ხე­ლოვ­ნუ­რი ტყე-პარ­კია, ნაძვნა­რია. ისი­ნი ამ ტყე-პარკში შე­ვიდ­ნენ, ნა­რი­მა­ნი­ძემ ზედა ტან­საც­მე­ლი გა­მო­იც­ვა­ლა, თუმ­ცა, სის­ხლი­ა­ნი ტან­საც­მე­ლი მას კვლავ ეცვა, ტაქ­სი­ში ჩას­ხდნენ და და­ა­კა­ვეს“, - აცხა­დებს ახა­ლა­უ­რი.

თემ­ქა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ ანა უთი­აშ­ვილს შე­საძ­ლოა, ბრა­ლი და­უმ­ძიმ­დეს. აღ­ნიშ­ნულს არ გა­მო­რი­ცხავს საქ­მის პრო­კუ­რო­რი გი­ორ­გი ქო­ბუ­ლა­ძე.

რო­გორც პრო­კუ­რო­რი გან­მარ­ტავს, გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე შეს­წავ­ლი­ლი იქ­ნე­ბა შემ­თხვე­ვის დროს ანა უთი­აშ­ვი­ლის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი.

„ამ ეტაპ­ზე, ანა უთი­აშ­ვი­ლის ქმე­დე­ბა შე­ფა­სე­ბუ­ლია, რო­გორც და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა. ის თვითმხილ­ვე­ლი იყო ნიკა ნა­რი­მა­ნი­ძის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის, მან სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს ამის შე­სა­ხებ არ აც­ნო­ბა. თუმ­ცა, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე, დად­გინ­დეს მის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კონ­კრე­ტუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რაც შე­საძ­ლოა, გა­მო­ხა­ტუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ სხვა სა­ხის დახ­მა­რე­ბა­ში. ეს სა­კი­თხე­ბიც იქ­ნე­ბა შეს­წავ­ლი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ქო­ბუ­ლა­ძემ.

პრო­კუ­რო­რის თქმით­ვე, ბრალ­დე­ბულ ნიკა ნა­რი­მა­ნი­ძეს გა­მო­ძი­ე­ბას­თან არ უთა­ნამ­შრომ­ლია, ჩვე­ნე­ბა არ მი­უ­ცია, შე­სა­ბა­მი­სად, სა­სა­მარ­თლო­ში მის მიერ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი, გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე გა­და­მოწ­მდე­ბა, შე­ე­სა­ბა­მე­ბა თუ არა, ის სი­მარ­თლეს და რამ­დე­ნად ჰქონ­და აღ­ნიშ­ნულ ფაქტს ად­გი­ლი.

„ბრალ­დე­ბულს სა­ერ­თოდ არ მი­უ­ცია გა­მო­ძი­ე­ბი­სათ­ვის ინ­ფორ­მა­ცია, არ მომ­ხდა­რა მისი გა­მო­კი­თხვა, ამა­ზე უარს თა­ვად­ვე აცხა­დებ­და. უფრო მე­ტიც, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზეც უარს აცხა­დებ­და“, - გა­ნა­ცხა­და ქო­ბუ­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, თემ­ქა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის, მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ ნიკა ნა­რი­მა­ნი­ძეს, ასე­ვე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ანა უთი­აშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 14 ნო­ემ­ბერს, თემ­ქა­ზე, პარ­ტი­ის „კა­ნო­ნი და სა­მარ­თა­ლი“ წევ­რის, ლე­ვან შა­ბუ­რიშ­ვი­ლის სახ­ლში მის მე­გო­ბარს, მიშო მე­ლი­ქიშ­ვილს მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან ერ­თად მყოფ­მა ნიკა ნა­რი­მა­ნი­ძემ ყელი გა­მოჭ­რა, ლე­ვან შა­ბუ­რიშ­ვი­ლი კი დაჭ­რა, რის შემ­დე­გა­დაც სახ­ლს ცე­ცხლი წა­უ­კი­და და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან გო­გო­ნას­თან ერ­თად მი­ი­მა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ნიკა ნა­რი­მა­ნი­ძე გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ასე­ვე, ორი ან მეტი პი­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის და სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბის ან გა­ნად­გუ­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. ის წარ­სულ­ში არა­ერ­თგზის ნა­სა­მარ­თლე­ვია. რაც შე­ე­ხე­ბა გო­გო­ნას, ის გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ასე­ვე, ორი ან მეტი პი­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის, სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბის ან გა­ნად­გუ­რე­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 108-ე, 19-109-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით, 187-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით და 376-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?
17

ანუ, დავტოვოთ გამოუძიებლად... ჰალალ.

elo elo
136

ფუ მაგისთუ მასე იყო ძაღლი მიაკვდა

ავტორი:

"მელიქიშვილმა მის მიმართ გამოიჩინა სექსუალური ლტოლვა, სექსუალურ კონტაქტს სთავაზობდა. ამან ძალიან გააღიზიანა ნარიმანიძე..." - რას ყვება ადვოკატი თემქაზე მომხდარ მკვლელობაზე

"მელიქიშვილმა მის მიმართ გამოიჩინა სექსუალური ლტოლვა, სექსუალურ კონტაქტს სთავაზობდა. ამან ძალიან გააღიზიანა ნარიმანიძე..." - რას ყვება ადვოკატი თემქაზე მომხდარ მკვლელობაზე

ნიკა ნარიმანიძე აცხადებს, რომ მოკლული და დაჭრილი ერთმანეთის მეგობრები იყვნენ, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, მათთან შემთხვევით მოხვდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თემქაზე მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ნიკა ნარიმანიძის ადვოკატმა დავით ახალაურმა განუცხადა.

როგორც ახალაური განმარტავს, მკვლელობაში ბრალდებული პირი მოკლულთან მეგობრობდა, თუმცა, მან მისთვის მიუღებელი ურთიერთობა შესთავაზა.

„აწ გარდაცვლილმა მის მიმართ გამოიჩინა სექსუალური ლტოლვა და არატრადიციულ სექსუალურ კონტაქტს სთავაზობდა. ამან ძალიან გააღიზიანა ნიკა ნარიმანიძე, ეს ყველა ნორმალური ადამიანის გაღიზიანებას გამოიწვევდა.

კითხვა - შეეძლო თუ არა, ნიკა ნარიმანიძეს უბრალოდ ცემით შემოფარგლულიყო, ან სხვაგვარად მოეშორებინა ეს ადამიანი, მეც გამიჩნდა. ნარიმანიძე აცხადებს, რომ ეს დეტალები, რა ვითარებაში ჩაიდინა მკვლელობა, იმდენად აღელვებული იყო, არ ახსოვს“, - აცხადებს ახალაური.

ის ასევე განმარტავს, თუ როგორ მოხვდა ბრალდებული მეგობარ გოგონასთან ერთად სტუმრად იმ სახლში, სადაც მკვლელობა მოხდა.

„ნიკა ნარიმანიძე იხსენებს, რომ მსხვერპლი თავის დროზე შეეხმიანა მას, უთხრა, რომ მის მოგვარეებს - ნარიმანიძეებს იცნობდა და მასთან მეგობრობის სურვილი გამოთქვა. ის ნარიმანიძესთან ახლო კონტაქტში შესვლას ცდილობდა და შევიდა კიდეც. იმ სახლში დარჩენა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ 10 საათის შემდეგ გადაადგილება იკრძალება, ისინი ლუდს სვამდნენ, მსხვერპლმა დარჩენა შესთავაზა, თუმცა, ნიკა არ აპირებდა. რაც შეეხება ცეცხლის წაკიდებას, ის ამბობს, რომ ცეცხლი არ წაუკიდებია, ბენზინი არ მიუსხია. ცეცხლის წაკიდებასთან დაკავშირებით ამ საქმეში ერთადერთი მტკიცებულება მეორე ბრალდებული გოგონას ჩვენებაა, რომლის მიხედვითაც ცეცხლი ნარიმანიძემ წაუკიდა. თუმცა, იგივე ადამიანი აცხადებს, დანაშაული მეც ჩავიდინე, მეც მოვკიდე ხელიო, იგივე ადამიანი აცხადებს, ტყეში რომ ვიყავით წასული, პოლიციაში არ დავრეკეო. მგონია, რომ ის საბოლოო ჯამში სასამართლოში ამ ჩვენებას უარყოფს, ვინაიდან, საკუთარი თავის წინააღმდეგ აქვს ჩვენება მიცემული და იტყვის, რომ ჩვენება პოლიცილებმა დაუწერეს.

შემთხვევის ადგილი თემქაზე, თბილისის ზღვასთან მდებარეობს, იქ ხელოვნური ტყე-პარკია, ნაძვნარია. ისინი ამ ტყე-პარკში შევიდნენ, ნარიმანიძემ ზედა ტანსაცმელი გამოიცვალა, თუმცა, სისხლიანი ტანსაცმელი მას კვლავ ეცვა, ტაქსიში ჩასხდნენ და დააკავეს“, - აცხადებს ახალაური.

თემქაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ანა უთიაშვილს შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს. აღნიშნულს არ გამორიცხავს საქმის პროკურორი გიორგი ქობულაძე.

როგორც პროკურორი განმარტავს, გამოძიების ეტაპზე შესწავლილი იქნება შემთხვევის დროს ანა უთიაშვილის მიერ განხორციელებული ქმედებები.

„ამ ეტაპზე, ანა უთიაშვილის ქმედება შეფასებულია, როგორც დანაშაულის შეუტყობინებლობა. ის თვითმხილველი იყო ნიკა ნარიმანიძის მიერ ჩადენილი დანაშაულის, მან სამართალდამცავ ორგანოებს ამის შესახებ არ აცნობა. თუმცა, გამორიცხული არ არის, გამოძიების ეტაპზე, დადგინდეს მის მიერ განხორციელებული კონკრეტული ქმედებების შესახებ, რაც შესაძლოა, გამოხატული ყოფილიყო ბრალდებულის მიმართ სხვა სახის დახმარებაში. ეს საკითხებიც იქნება შესწავლილი“, - განაცხადა ქობულაძემ.

პროკურორის თქმითვე, ბრალდებულ ნიკა ნარიმანიძეს გამოძიებასთან არ უთანამშრომლია, ჩვენება არ მიუცია, შესაბამისად, სასამართლოში მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია და მკვლელობის მოტივი, გამოძიების ეტაპზე გადამოწმდება, შეესაბამება თუ არა, ის სიმართლეს და რამდენად ჰქონდა აღნიშნულ ფაქტს ადგილი.

„ბრალდებულს საერთოდ არ მიუცია გამოძიებისათვის ინფორმაცია, არ მომხდარა მისი გამოკითხვა, ამაზე უარს თავადვე აცხადებდა. უფრო მეტიც, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობაზეც უარს აცხადებდა“, - განაცხადა ქობულაძემ.

ცნობისთვის, თემქაზე მომხდარი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ნიკა ნარიმანიძეს, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ანა უთიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 14 ნოემბერს, თემქაზე, პარტიის „კანონი და სამართალი“ წევრის, ლევან შაბურიშვილის სახლში მის მეგობარს, მიშო მელიქიშვილს მეგობარ გოგონასთან ერთად მყოფმა ნიკა ნარიმანიძემ ყელი გამოჭრა, ლევან შაბურიშვილი კი დაჭრა, რის შემდეგადაც სახლს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან გოგონასთან ერთად მიიმალა. სამართალდამცავებმა ნიკა ნარიმანიძე განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს. ის წარსულში არაერთგზის ნასამართლევია. რაც შეეხება გოგონას, ის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებითაა დაკავებული. გამოძიება განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე, 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.