ავტორი:

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრიდან დღემდე სამშვიდობოები 140 ავია-რეისით ჩაიყვანა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრიდან დღემდე სამშვიდობოები 140 ავია-რეისით ჩაიყვანა

10 ნოემბრიდან დღემდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მთიან ყარაბაღში 140 თვითმფრინავით ჩაიყვანა საკუთარი სამშვიდობოები. ამის შესახებ უწყება ინფორმაციას ავრცელებს.

„მიმდინარეობს პირადი შემადგენლობის, სამხედრო ტექნიკის და მატერიალური ქონების გადასროლა სამშვიდობო კონტინგენტისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, სომხეთში რუსი სამშვიდობოებით დატვირთული 20 თვითმფრინავი ჩაფრინდა.

ცნობისთვის, 15 ნოემბერს რუსმა სამშვიდობოებმა მთიან ყარაბაღში პასუხისმგებლობის სამხრეთ და ჩრდილოეთ ზონებში სადამკვირვებლო პოსტები განათავსეს.

15 000-ზე მეტი სამხედრო, ჯავშანტექნიკა, საზენიტო საშუალებები, სარაკეტო კომპლექსები და ა.შ.  - როგორია ოკუპანტი რუსეთის სამხედრო ძალების განლაგება სამხრეთ კავკასიაში?

უპილოტო თვითმფრინავებით მოგებული ომი - რა გამოაჩინა ყარაბაღის კონფლიქტმა შეიარაღების თვალსაზრისით და რა უნდა გაითვალისწინოს საქართველომ?

"შუშას გათავისუფლების ოპერაცია მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში სპეციალურ ადგილს დაიმკვიდრებს" - ილჰამ ალიევი