სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთი ვაქცინა - კომპანია Moderna-ს მიერ შექმნილმა ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა
კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთი ვაქცინა - კომპანია Moderna-ს მიერ შექმნილმა ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა

ამე­რი­კულ ფარ­მა­კო­ლო­გი­ურ კომ­პა­ნია "მო­დერ­ნა­ში" აცხა­დე­ბენ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნამ კვლე­ვის მე­სა­მე ეტა­პიც წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა და მან 95%-ით ეფექ­ტუ­რო­ბა აჩ­ვე­ნა. ამის შე­სა­ხებ CNBC წერს.

ვაქ­ცი­ნა­ცია 30 000-ზე მეტ ადა­მი­ანს 2-ჯერ ჩა­უ­ტარ­და და მას უკუჩ­ვე­ნე­ბა არ მოჰ­ყო­ლია. "ახა­ლი პრე­პა­რა­ტის შე­დე­გე­ბი გა­სა­ო­ცა­რია, ეს ნამ­დვი­ლად დი­დე­ბუ­ლი დღეა“, - გა­ნა­ცხა­და Moderna-ს დი­რექ­ტორ­მა ტალ ზაკს­მა.

მისი თქმით, ჯერ­ჯე­რო­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არაა თუ რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტუ­რო­ბა აც­რის შემ­დეგ, რის გა­მოც და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

ეს უკვე კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­ო­რე ეფექ­ტუ­რი ვაქ­ცი­ნაა. პირ­ვე­ლად წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნის შექ­მნის შე­სა­ხებ კომ­პა­ნია pfizer-მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს ვაქ­ცი­ნის რე­გის­ტრა­ცია, რის შემ­დე­გაც ის შე­სა­ბა­მის­მა სამ­სა­ხუ­რებ­მა უნდა და­ამ­ტკი­ცონ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შაქრო
12

ამათ ყველას ფულის შოვნა უნდათ, ვინ ვის დაასწრებს.

beso
0

აი კომენტარიც. გინდათ კომენტარი, აი კომენტარიც! რას გვაწვალებთ, რა ზნე გჭირთა (რემიქსი ჟურნალისტებს)>>>>>>>>>აიღეთ ეხლა და განიხილეთ კომენტარები ქართულად, ქართულ გაგებაში, რასაც გეუბნებით ეს წელი>>>>>>>>>>>>> ჯანმო-ს ხელმძღვანელი - მხოლოდ ვაქცინა კორონავირუსის პანდემიას ვერ შეაჩერებს მხოლოდ ვაქცინა კორონავირუსის პანდემიას ვერ შეაჩერებს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

„პანდემიის დაწყებისთანავე ვიცოდით, რომ ვაქცინა აუცილებელი იყო პანდემიის გასაკონტროლებლად. მაგრამ მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ, რომ ვაქცინა დაემატება და არა ჩაანაცვლებს იმ საშუალებებს, რაც ჩვენ გვაქვს. მხოლოდ ვაქცინა კორონავირუსის პანდემიას ვერ შეაჩერებს,“- განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ვაქცინაციის პარალელურად უნდა გაგრძელდეს ადამიანების ტესტირება, საჭიროების შემთხვევაში იზოლაცია და კონტაქტების დადგენა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში შაბათს კორონავირუსის 660 905 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური ზრდაა პანდემიის დაწყების დროიდან. მსოფლიოში კოვიდ 19-ის 54 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რიცხვი კი 1.3 მილიონს აჭარბებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთი ვაქცინა - კომპანია Moderna-ს მიერ შექმნილმა ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა

კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთი ვაქცინა - კომპანია Moderna-ს მიერ შექმნილმა ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა

ამერიკულ ფარმაკოლოგიურ კომპანია "მოდერნაში" აცხადებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ კვლევის მესამე ეტაპიც წარმატებით გაიარა და მან 95%-ით ეფექტურობა აჩვენა. ამის შესახებ CNBC წერს.

ვაქცინაცია 30 000-ზე მეტ ადამიანს 2-ჯერ ჩაუტარდა და მას უკუჩვენება არ მოჰყოლია. "ახალი პრეპარატის შედეგები გასაოცარია, ეს ნამდვილად დიდებული დღეა“, - განაცხადა Moderna-ს დირექტორმა ტალ ზაკსმა.

მისი თქმით, ჯერჯერობით დადასტურებული არაა თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ვაქცინის ეფექტურობა აცრის შემდეგ, რის გამოც დამატებითი კვლევების ჩატარებაა აუცილებელი.

ეს უკვე კორონავირუსის საწინააღმდეგო მეორე ეფექტური ვაქცინაა. პირველად წარმატებული ვაქცინის შექმნის შესახებ კომპანია pfizer-მა განაცხადა.

როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვაქცინის რეგისტრაცია, რის შემდეგაც ის შესაბამისმა სამსახურებმა უნდა დაამტკიცონ.

მეჰრიბან და ილჰამ ალიევები ყარაბაღში ჩავიდნენ - რა კადრებს აქვეყნებს აზერბაიჯანის პირველი ლედი "ინსტაგრამზე"

"კავკასიის მთების მიღმა, რუსეთის ე.წ. "ახლო საზღვარგარეთში“ პუტინი ერთადერთი "მეფე" აღარ არის. რუსულ ჰეგემონიას თურქეთმა საფრთხე შეუქმნა" - რას წერს შვედური გამოცემა?

ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი აშშ-ის 4 შტატში იმუნიზაციის პროგრამას იწყებს