სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ საჭირო გახდა, ინფიცირებულებისთვის შეიძლება განიხილონ საგამოფენო, ან სამხედრო სივრცეების მოწყობა
ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ საჭირო გახდა, ინფიცირებულებისთვის შეიძლება განიხილონ საგამოფენო, ან სამხედრო სივრცეების მოწყობა

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სამ­კურ­ნა­ლოდ და­ახ­ლო­ე­ბით 3000-მდე სა­წო­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბა კი­დევ შე­საძ­ლე­ბე­ლია. გამ­ყრე­ლი­ძემ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე აღ­ნიშ­ნა, რომ ასე­ვე გა­ნი­ხი­ლე­ბა და­მა­ტე­ბი­თი სივ­რცე­ე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბის სა­კი­თხიც.

"ამ­ჟა­მად სტა­ცი­ო­ნა­რებ­ში წევს და­ახ­ლო­ე­ბით 5000-მდე ადა­მი­ა­ნი, აქ­ტი­უ­რი ინ­ფი­ცი­რე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 30%. მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის­კენ გა­დად­მუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი არის, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში და­გეგ­მი­ლია 8 ათა­სი­დან 8500-მდე სა­წო­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბა, ანუ ჯერ კი­დევ შე­საძ­ლე­ბე­ლია 3 ათა­სამ­დე სა­წო­ლის მო­ბი­ლი­ზა­ცია. ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს გან­ხილ­ვა სხვა­დას­ხვა სივ­რცე­ე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა­ზე. თუ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა დად­გა, ეს სა­კი­თხე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბა, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ არის. ჯერ­ჯე­რო­ბით კი­დევ 3000 სა­წო­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ქვე­ყა­ნა­ში“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

ამას­თან, გამ­ყრე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ თუ ქვე­ყა­ნა მო­ა­ხერ­ხებს ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის მხო­ლოდ 15-20% მო­ა­თავ­სოს კლი­ნი­კებ­ში, მა­შინ სა­ვა­რა­უ­დოდ არ დაგ­ვჭირ­დე­ბა და­მა­ტე­ბი­თი სივ­რცე­ე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ.

"ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ე.წ. ტრი­ა­ჟი, ანუ რამ­დე­ნად სწო­რად გა­ვა­კე­თებთ ტრი­აჟს. დღეს არ­სე­ბუ­ლი 5 ათა­სი ადა­მი­ა­ნი, ვინც სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში წევს, გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი არ სა­ჭი­რო­ებს სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში მკურ­ნა­ლო­ბას, სა­ჭი­რო­ე­ბენ კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ებ­ში ან ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლო­ბას. სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ცენ­ტი აქ­ტი­უ­რი კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი­დან სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მერ­ყე­ობს 5-7-10%-ის ფარ­გლებ­ში, ვი­საც სა­ა­ვად­მო­ფო­ში მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა. ჩვენ­თვის უპ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა თუ ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 15-20%-ის ფარ­გლებ­ში გვექ­ნე­ბა, რად­გან არ და­ვი­კა­ვოთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ად­გი­ლი იმის, ვი­საც ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა ჰოს­პი­ტა­ლუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა და ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პია. ამის გა­ნა­წი­ლე­ბას, რო­მე­ლიც ჩვენ­ზე, ექი­მებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, მი­თუ­მე­ტეს, მზარ­დი ინ­ფი­ცი­რე­ბის ფონ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

ამას­თან გამ­ყრე­ლი­ძემ დას­ძი­ნა, რომ არა მხო­ლოდ სპორ­ტის სა­სახ­ლის, არა­მედ სხვა სივ­რცე­ე­ბის გან­ხილ­ვაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, მათ შო­რის, სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცე­ე­ბის და სამ­ხედ­რო სივ­რცე­ე­ბი­საც.

"გარ­და სპორ­ტის სა­სახ­ლი­სა, ბევ­რი რამ შე­იძ­ლე­ბა იქ­ნეს გან­ხი­ლუ­ლი. რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც სპორ­ტის სა­სახ­ლე? ვსა­უბ­რობ ადაპ­ტი­რე­ბულ სივ­რცე­ებ­ზე, თუ ეს სა­ჭი­რო გახ­და. მა­გა­ლი­თად, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა ჩვე­ნი სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცე­ე­ბი? ან ჩვე­ნი სამ­ხედ­რო სივ­რცე­ე­ბი? ყვე­ლა­ფე­რი გა­ნი­ხი­ლე­ბა. მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე ქვე­ყა­ნას, და­ახ­ლო­ე­ბით, 3 ათა­სამ­დე სა­წო­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბა შე­უძ­ლია კო­ვი­დის­თვის. მაგ­რამ თუ ჩვენ და­ვი­ჭერთ 25-20%-ს სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის მო­თავ­სე­ბი­სას, მა­შინ დიდი იმე­დი მაქვს არ დაგ­ვჭირ­დე­ბა ახა­ლი სივ­რცე­ე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა ქვე­ყა­ნა­ში“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
0

სისულელეებს ნუ ლაპარაკობთ და ნუ მიედ-მოედებით!!!

ნინო
3

ჩაკეტეთ ხალხი სახლში,თქვენ რა ცდებს ატარებთ,რამდენი გადარჩება?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ საჭირო გახდა, ინფიცირებულებისთვის შეიძლება განიხილონ საგამოფენო, ან სამხედრო სივრცეების მოწყობა

ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ საჭირო გახდა, ინფიცირებულებისთვის შეიძლება განიხილონ საგამოფენო, ან სამხედრო სივრცეების მოწყობა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულების საავადმყოფოში სამკურნალოდ დაახლოებით 3000-მდე საწოლის მობილიზება კიდევ შესაძლებელია. გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ასევე განიხილება დამატებითი სივრცეების მობილიზების საკითხიც.

"ამჟამად სტაციონარებში წევს დაახლოებით 5000-მდე ადამიანი, აქტიური ინფიცირების დაახლოებით 30%. მობილიზაციისკენ გადადმული ნაბიჯები არის, რომ ჯერჯერობით საავადმყოფოებში დაგეგმილია 8 ათასიდან 8500-მდე საწოლის მობილიზება, ანუ ჯერ კიდევ შესაძლებელია 3 ათასამდე საწოლის მობილიზაცია. ასევე მიმდინარეობს განხილვა სხვადასხვა სივრცეების მობილიზებაზე. თუ ამის საჭიროება დადგა, ეს საკითხები განიხილება, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არის. ჯერჯერობით კიდევ 3000 საწოლის მობილიზება შესაძლებელია ქვეყანაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ თუ ქვეყანა მოახერხებს ინფიცირებულების მხოლოდ 15-20% მოათავსოს კლინიკებში, მაშინ სავარაუდოდ არ დაგვჭირდება დამატებითი სივრცეების მობილიზება კორონავირუსით ინფიცირებულების სამკურნალოდ.

"ასევე მნიშვნელოვანია ე.წ. ტრიაჟი, ანუ რამდენად სწორად გავაკეთებთ ტრიაჟს. დღეს არსებული 5 ათასი ადამიანი, ვინც საავადმყოფოებში წევს, გარკვეული ნაწილი არ საჭიროებს საავადმყოფოებში მკურნალობას, საჭიროებენ კოვიდსასტუმროებში ან ბინაზე მკურნალობას. საერთაშორისო პროცენტი აქტიური კოვიდინფიცირებულებიდან სხვადასხვა ქვეყანაში მერყეობს 5-7-10%-ის ფარგლებში, ვისაც საავადმოფოში მკურნალობა სჭირდება. ჩვენთვის უპრიანი იქნება თუ ეს მაჩვენებელი 15-20%-ის ფარგლებში გვექნება, რადგან არ დავიკავოთ საავადმყოფოში ადგილი იმის, ვისაც ნამდვილად სჭირდება ჰოსპიტალური მკურნალობა და ინტენსიური თერაპია. ამის განაწილებას, რომელიც ჩვენზე, ექიმებზეა დამოკიდებული, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მითუმეტეს, მზარდი ინფიცირების ფონზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან გამყრელიძემ დასძინა, რომ არა მხოლოდ სპორტის სასახლის, არამედ სხვა სივრცეების განხილვაც შესაძლებელია, მათ შორის, საგამოფენო სივრცეების და სამხედრო სივრცეებისაც.

"გარდა სპორტის სასახლისა, ბევრი რამ შეიძლება იქნეს განხილული. რატომ მაინცდამაინც სპორტის სასახლე? ვსაუბრობ ადაპტირებულ სივრცეებზე, თუ ეს საჭირო გახდა. მაგალითად, რატომ არ შეიძლება ჩვენი საგამოფენო სივრცეები? ან ჩვენი სამხედრო სივრცეები? ყველაფერი განიხილება. მაგრამ ამ ეტაპზე ქვეყანას, დაახლოებით, 3 ათასამდე საწოლის მობილიზება შეუძლია კოვიდისთვის. მაგრამ თუ ჩვენ დავიჭერთ 25-20%-ს საავადმყოფოებში ახალი ინფიცირებულების მოთავსებისას, მაშინ დიდი იმედი მაქვს არ დაგვჭირდება ახალი სივრცეების მობილიზება ქვეყანაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 4780 ახალი შემთხვევაა - რომელ რეგიონში დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია და მკურნალობა თოდუას კლინიკაში

თბილისის რომელ უბნებში შეიზღუდება დღეს ელექტროენერგიის მიწოდება?