ბოლო დროს უფრო და უფრო აქტუალური ხდება ნაწლავური მიკრობიოტის როლი როგორც დისბიოზის მკურნალობაში, ასევე წონის რეგულაციის სქემაში. რა არის ნაწლავის მიკრობიოტა და რა როლს ასრულებს ის?
ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის სიმსუქნისა და მეტაბოლურ დარღვევათა განყოფილების ხელმძღვანელი, ივ.ჯავახიშვილის სახ.სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის დოქტორი, ენდოკრინოლოგი ქეთევან ასათიანი
რა არის ნაწლავის მიკრობიოტა?
ადამიანის გასტროენტეროლოგიური ტრაქტი მოიცავს მიკროორგანიზმების რთულ და ფუნქციურად აქტიურ პოპულაციას. მრავალრიცხოვანი ფაქტორები უწყობს ხელს ადამიანის ნაწლავური მიკროფლორის ჩამოყალიბებას ადრეული საბავშვო ასაკიდან. ნაწლავური ბაქტერია განმსაზღვრელია იმუნური და მეტაბოლური ჰომეოსტაზისათვის, ისევე როგორც გვიცავს პათოგენებისგან, ანუ საფრთხის გამომწვევი ბაქტერიებისგან, ვირუსებისგან და ა შ. ნაწლავის შეცვლილი ბაქტერიული შემადგენლობა - დისბიოზი - დაკავშირებულია მრავალი ანთებითი დაავადებებისა და ინფექციების პათოგენეზთან.
რა კავშირია ნაწლავურ მიკრობიოტასა და წონას შორის?
ნაწლავური მიკროფლორა ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს საჭმლის მონელებისა და იმუნური სისტემის კონტროლის თვალსაზრისით; სასარგებლო და მავნე მიკრობებს შორის წონასწორობის დარღვევა ხელს უწყობს - წონის მატებას, გლუკოზის მაღალ ციფრს, მაღალი ქოლესტერინისა და სხვა დარღვევების განვითარებას;
არსებობს უამრავი მონაცემი იმის თაობაზე, რომ ნორმალური წონის ადამიანის და ჭარბი წონისა და სიმსუქნის მქონე პირის ნაწლავური მიკროფლორის შემადგენლობა ერთმანეთისგან განსხვავდება. ცხიმებითა და ნახშირწყლებით მდიდარი საკვები რაციონი ძირეულად ცვლის მიკროფლორის შემადგენლობას, „ცუდი“ ბაქტერიები სჭარბობს „კარგ“ ბაქტერიებს, ირღვევა ბალანსი და იზრდება სიმსუქნის განვითარების რისკი. მიკროფლორის შემადგენლობა განმსაზღვრელია მეტაბოლური დარღვევების განვითარებაში.
როგორ შევინარჩუნოთ ან აღვადგინოთ ნაწლავის მიკრობიოტა?
კვების სწორი, ჯანსაღი, დაბალანსებული რაციონი შეხამებული ფიზიკურ აქტივობასთან, ძილის სრულფასოვან რეჟიმთან და მინიმუმ 1,5 ლ წყალთან მეტად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ნაწლავური მიკროფლორის შესანარჩუნებლად. თუმცა, ხშირად, განსაზღვრული მიზეზებისა და ფაქტორების გამო, მიკროფლორის „მოწოდების სიმაღლეზე“ შენარჩუნება, მხოლოდ ამ ძალისხმევით შეუძლებელია და დამატებით პრობიოტიკების მიღებაა საჭირო.
რა არის პრობიოტიკი?
პრობიოტიკი - სასარგებლო ბაქტერიაა, მსგავსი იმისა, რომელიც უკვე „ცხოვრობს“ ჩვენს ორგანიზმში. ეს ბაქტერიები ეხმარება საჭმლის მონელებას და „სასარგებლო“ ბაქტერიებით ნაწლავის გაჯერებას, რომლის საფუძველზეც ყალიბდება „კარგი მიკროფლორა“.
პრებიოტიკი - საკვების კომპონენტია (ასე, მაგალითად მცენარეული უჯრედისი), რომლის მონელება და ათვისება არ ხდება გასტროენტეროლოგიური ტრაქტის ზედა ნაწილში, მაგრამ ის ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიების ზრდა-გამრავლებას.
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს პრობიოტიკი?
მე ხშირად ლინექს ფორტეს ვიყენებ. ლინექს ფორტე სინბიოტიკია, ანუ ის შეიცავს, როგორც პრე, ასევე პრობიოტიკებს. მისი შემადგენლობა განაპირობებს არასასურველი, უარყოფითი ბაქტერიების გამრავლების დათრგუნვას, შედეგად ის ახდენს ორგანიზმის გაწმენდას, ერთგვარ, დეტოქსიკაციას და აუმჯობესებს ნაწლავის მოტორიკას და ესენციური მკვებავი ელემენტების შეწოვის პროცესს. აღსანიშნავია, რომ ლინექს ფორტეში შემავალ ბაქტერიებს აქვთ პასპორტი , ანუ ზუსტად ვიცით რომელ ბაქტერიებს შეიცავს და დარწმუნებული ვართ პრეპარატის ხარისხში, რაც პრობიოტიკების დანიშვნის დროს უმთავრესი მოთხოვნაა.
ლინექს ფორტეში არსებული ბაქტერიების ოპტიმალური შემადგენლობა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ფართოდ გამოვიყენოთ პაციენტებში ჭარბი წონით, სიმსუქნით, მეტაბოლური სინდრომით, გასტროენტეროლოგიური ტრაქტის ისეთი პრობლემების დროს, როგორიცაა ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი1, ასევე მისი გამოყენება შესაძლებელია მგზავრობის, კლიმატისა და კვების რაციონის შეცვლის დროს.ლინექს ფორტეს მიღება სასურველია ნაწლავური ფლორის სრულფასოვანი აღდგენის მიზნით ხანგრძლივი დროის განმავლობაში 1- 3 კაფსულა დღეში, 3-6 თვის განმავლობაში,1,2,3
რჩევები მათთვის, ვისაც სურს წონის კლება ან შენარჩუნება
1. PIL of product; 2.. Health Benefits of Inulin (http://www.naturalprebiotics.com/inulin.html[4/25/2014 12:46:37 PM]); 3. Guarner F., Studies with inulintype fructans on intestinal infections, permeability, and inflammations.
R