მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა სტანდარტები და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მოსახლეობის ნდობა შეამცირა- IRI-ს ევრაზიის დირექტორი
არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა სტანდარტები და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მოსახლეობის ნდობა შეამცირა- IRI-ს ევრაზიის დირექტორი

სა­ერ­თა­შო­რი­სო რეს­პუბ­ლი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის ევ­რა­ზი­ის დი­რექ­ტო­რის სტი­ვენ ნიქ­სის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა არ­ჩევ­ნებ­მა ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა სა­კონ­სტი­ტუ­ციო და სა­არ­ჩევ­ნო ცვლი­ლე­ბე­ბით და­წე­სე­ბუ­ლი ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბი და სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მი­მართ მო­სახ­ლე­ო­ბის ნდო­ბა შე­ამ­ცი­რა.

მი­სი­ვე თქმით, სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ შეძ­ლოს მო­მა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის სან­დო­ო­ბი­სა და გამჭვირ­ვა­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და მე­ო­რე ტუ­რე­ბამ­დე გა­მო­ას­წო­როს ის ხარ­ვე­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც 31 ოქ­ტომ­ბერს და­ფიქ­სირ­და.

გარ­და ამი­სა, სა­ერ­თა­შო­რი­სო რეს­პუბ­ლი­კურ­მა ინ­სტი­ტუტ­მა (IRI) ტექ­ნი­კუ­რი სა­არ­ჩევ­ნო შე­ფა­სე­ბის მი­სი­ის შუ­ა­ლე­დურ ან­გა­რი­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 31 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი მშვი­დო­ბი­ან გა­რე­მო­ში, ქვეყ­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დაც­ვით ჩა­ტარ­და, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდსა და არ­ჩევ­ნე­ბის დღეს და­ფიქ­სი­რე­ბულ­მა დარ­ღვე­ვებ­მა, ნე­გა­ტი­უ­რად იმოქ­მე­და არ­ჩევ­ნე­ბის სრუ­ლი პრო­ცე­სის სან­დო­ო­ბა­ზე.

"დამ­კვირ­ვე­ბელ­თა მიერ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა, ამომ­რჩევ­ლის მოს­ყიდ­ვა, ამომ­რჩევ­ლებ­სა და დამ­კვირ­ვებ­ლებ­ზე ზე­წო­ლა, სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის შე­მა­ჯა­მე­ბელ ოქ­მებ­ში ციფ­რე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა და შე­დე­გე­ბის მარ­თვის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად არა­საკ­მა­რი­სად გამჭვირ­ვა­ლე იყო.

არ­ჩევ­ნე­ბი შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ჩარ­ჩოს დაც­ვით, ძი­რი­თა­დად, მშვიდ გა­რე­მო­ში ჩა­ტარ­და. თუმ­ცა, პრო­ცე­დუ­რუ­ლი კუ­თხით, შე­დე­გე­ბის შე­ჯა­მე­ბის გა­უ­მარ­თავ­მა სის­ტე­მამ, რაც შე­საძ­ლო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის ეჭვს აჩენ­და, კი­დევ უფრო შე­ა­სუს­ტა მო­სახ­ლე­ო­ბის ნდო­ბა სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მი­მართ და ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის (გან­სა­კუთ­რე­ბით ქვე­და დო­ნე­ებ­ზე) და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი. გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­მა მთავ­რო­ბამ უნდა იმუ­შა­ოს რე­ფორ­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც არ­ჩევ­ნე­ბის გამჭვირ­ვა­ლე და სა­მარ­თლი­ან გა­რე­მო­ში ჩა­ტა­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. გარ­და ამი­სა, 21 ნო­ემ­ბერს ჩა­ნიშ­ნულ მე­ო­რე ტუ­რამ­დე, კი­დევ არის დრო იმის­თვის, რომ გა­მოს­წორ­დეს სან­დო სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ე­ბის მიერ აღ­მო­ჩე­ნი­ლი დარ­ღვე­ვე­ბი“, - ნათ­ქვა­მია დო­კუ­მენ­ტში.

ამას­თან, სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რი­სა და სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სე­ბის შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რის ფარ­გლებ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო რეს­პუბ­ლი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, პო­ლი­ტი­კურ აქ­ტო­რებს, პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სა და არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რე­ბის ხა­რის­ხის გაზ­რდის მიზ­ნით, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს რე­კო­მენ­და­ცი­ებს სთა­ვა­ზობს.

"არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის მშვი­დო­ბი­ა­ნი გა­და­წყვე­ტის მიზ­ნით, პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ებ­მა თავი შე­ი­კა­ვონ მწვა­ვე რი­ტო­რი­კის­გან და მო­უ­წო­დონ სა­კუ­თარ მხარ­დამ­ჭე­რებს, თავი შე­ი­კა­ვონ ძა­ლა­დო­ბის­გან, პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი­სა და ზე­წო­ლის­გან. მხა­რე­ე­ბი უნდა ჩა­ერ­თონ კონ­სტრუქ­ცი­ულ დი­ა­ლოგ­ში. სა­არ­ჩევ­ნო და­ვე­ბის გან­ხილ­ვა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბელ­მა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით იმ და­ვებ­ზე, რომ­ლე­ბიც ეხე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­დათ­ვლა­სა და გა­უქ­მე­ბას - სწრა­ფად უნდა გა­ნი­ხი­ლონ სა­ჩივ­რე­ბი. იმ უბ­ნებ­ზე, სა­დაც არ­სე­ბობს შე­დე­გე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის შემ­თხვე­ბე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ეჭვქვეშ დგას შე­დე­გე­ბის დათ­ვლის მთლი­ა­ნო­ბა, ხმე­ბი ხე­ლახ­ლა უნდა გა­და­ით­ვა­ლოს და უნდა დად­გეს შე­სა­ბა­მი­სი პი­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი. გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, შე­მუ­შავ­დეს სა­არ­ჩევ­ნო და­ვე­ბის გან­ხილ­ვის ეფექ­ტუ­რი მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი მე­ქა­ნიზ­მი, რათა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნას არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ვე­ბის მე­ტად დრო­უ­ლი, ეფექ­ტუ­რი და გამჭვირ­ვა­ლე გა­და­წყვე­ტა,“ - ნათ­ქვმია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ამას­თან, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, ცეს­კო-ს ვებ-გვერ­დი­დან აღე­ბუ­ლი შერ­ჩე­უ­ლი ოქ­მე­ბის ანა­ლი­ზის შე­დე­გად აღ­მო­ჩე­ნი­ლია მთე­ლი რიგი დარ­ღვე­ვე­ბი.

"სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მე­ბი, რომ­ლებ­შიც მი­ცე­მუ­ლი ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა აჭარ­ბებს უბან­ზე კენ­ჭისყრა­ში მო­ნა­წი­ლე ამომ­რჩე­ველ­თა ხელ­მო­წე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას; არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ამომ­რჩე­ველს მი­ე­ცა ხმის მი­ცე­მის უფ­ლე­ბა მა­ჟო­რი­ტა­რულ არ­ჩევ­ნებ­ში, რო­დე­საც ის სხვა მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლქს მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და; ოქ­მე­ბის შეს­წორ­და ბეჭ­დის გა­რე­შე; იყო შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გა­ყალ­ბე­ბის ნიშ­ნე­ბი; და­ფიქ­სირ­და სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის მიერ მა­თე­მა­ტი­კუ­რი შეც­დო­მე­ბის მქო­ნე შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მე­ბის მი­ღე­ბა.

ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის და­კარ­გვის შემ­თხვე­ვე­ბი; შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ აღი­ა­რა სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის პრო­პორ­ცი­უ­ლი შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი, ოქ­მის შე­დე­გე­ბი, რომ­ლებ­შიც ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შე­ად­გენ­და ნოლს, მაგ­რამ შეს­წორ­და 15 სა­ა­თის შემ­დეგ. და­ფიქ­სირ­და ციფ­რე­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი ჩა­ნაც­ვლე­ბის და პა­რა­ლე­ლუ­რად, ბა­თი­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შეს­წო­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი; ბა­თი­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლის შემ­თხვე­ვა (10%) მა­ჟო­რი­ტა­რულ შე­მა­ჯა­მე­ბელ ოქ­მში; იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ამომ­რჩე­ველ­თა ხელ­მო­წე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სა­მა­გი­დო სი­ებ­ში არ ემ­თხვე­ო­და შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მის შე­დე­გებს“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 31 ოქ­ტომ­ბერ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კი­დევ ერთი შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი პრობ­ლე­მა იყო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა და მათ­ზე ზე­წო­ლა, რო­გორც არ­ჩევ­ნე­ბის დღეს, ასე­ვე მის შემ­დგომ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
9

პომპეოს ჩამოსვლისთის გააქტიურდნენ ეს ამერიკული ინსტიტუტი, ადვიკატი რამიშვილი, დაწვეს მელიას ოფისი. ვნახოთ კიდევ რამდენ სისაძაგლეს მოასწრებენ.

გაცვეთილი სიტყვები
28

ეს გაცვეთილი სიტყვებია, შინაარსს მოკლებული.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა სტანდარტები და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მოსახლეობის ნდობა შეამცირა- IRI-ს ევრაზიის დირექტორი

არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა სტანდარტები და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მოსახლეობის ნდობა შეამცირა- IRI-ს ევრაზიის დირექტორი

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორის სტივენ ნიქსის თქმით, საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებით დაწესებული ახალი სტანდარტები და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მოსახლეობის ნდობა შეამცირა.

მისივე თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ შეძლოს მომავალი არჩევნების სანდოობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესება და მეორე ტურებამდე გამოასწოროს ის ხარვეზები, რომლებიც 31 ოქტომბერს დაფიქსირდა.

გარდა ამისა, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის შუალედურ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მიუხედავად იმისა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიან გარემოში, ქვეყნის კანონმდებლობის დაცვით ჩატარდა, წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა დარღვევებმა, ნეგატიურად იმოქმედა არჩევნების სრული პროცესის სანდოობაზე.

"დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირებული დარღვევებიდან აღსანიშნავია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა, ამომრჩევლებსა და დამკვირვებლებზე ზეწოლა, საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმებში ციფრებით მანიპულირება და შედეგების მართვის პროცესი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად არასაკმარისად გამჭვირვალე იყო.

არჩევნები შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს დაცვით, ძირითადად, მშვიდ გარემოში ჩატარდა. თუმცა, პროცედურული კუთხით, შედეგების შეჯამების გაუმართავმა სისტემამ, რაც შესაძლო მანიპულაციის ეჭვს აჩენდა, კიდევ უფრო შეასუსტა მოსახლეობის ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ და ეჭვქვეშ დააყენა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (განსაკუთრებით ქვედა დონეებზე) დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმი. გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს ახალმა მთავრობამ უნდა იმუშაოს რეფორმებზე, რომლებიც არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, 21 ნოემბერს ჩანიშნულ მეორე ტურამდე, კიდევ არის დრო იმისთვის, რომ გამოსწორდეს სანდო სადამკვირვებლო მისიების მიერ აღმოჩენილი დარღვევები“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, საერთაშორისო მხარდაჭერისა და საარჩევნო პროცესების შემდგომი განვითარების მხარდაჭერის ფარგლებში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს მთავრობას, პოლიტიკურ აქტორებს, პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებისა და არჩევნების მეორე ტურების ხარისხის გაზრდის მიზნით, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიის წარმომადგენლებს რეკომენდაციებს სთავაზობს.

"არსებული პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიზნით, პოლიტიკურმა პარტიებმა თავი შეიკავონ მწვავე რიტორიკისგან და მოუწოდონ საკუთარ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ძალადობისგან, პროვოკაციებისა და ზეწოლისგან. მხარეები უნდა ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში. საარჩევნო დავების განხილვაზე პასუხისმგებელმა სახელმწიფო ინსტიტუტებმა განსაკუთრებით იმ დავებზე, რომლებიც ეხება არჩევნების შედეგების გადათვლასა და გაუქმებას - სწრაფად უნდა განიხილონ საჩივრები. იმ უბნებზე, სადაც არსებობს შედეგებით მანიპულირების შემთხვებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და ეჭვქვეშ დგას შედეგების დათვლის მთლიანობა, ხმები ხელახლა უნდა გადაითვალოს და უნდა დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი. გრძელვადიან პერსპექტივაში, აუცილებელია, შემუშავდეს საარჩევნო დავების განხილვის ეფექტური მაკონტროლებელი მექანიზმი, რათა უზრუნველყოფილი იქნას არჩევნებთან დაკავშირებული დავების მეტად დროული, ეფექტური და გამჭვირვალე გადაწყვეტა,“ - ნათქვმია ინფორმაციაში.

ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, ცესკო-ს ვებ-გვერდიდან აღებული შერჩეული ოქმების ანალიზის შედეგად აღმოჩენილია მთელი რიგი დარღვევები.

"საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმები, რომლებშიც მიცემული ხმების რაოდენობა აჭარბებს უბანზე კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას; არის შემთხვევები, როდესაც ამომრჩეველს მიეცა ხმის მიცემის უფლება მაჟორიტარულ არჩევნებში, როდესაც ის სხვა მაჟორიტარულ ოლქს მიეკუთვნებოდა; ოქმების შესწორდა ბეჭდის გარეშე; იყო შემაჯამებელი ოქმების მიზანმიმართული გაყალბების ნიშნები; დაფიქსირდა საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მათემატიკური შეცდომების მქონე შემაჯამებელი ოქმების მიღება.

ბიულეტენების დაკარგვის შემთხვევები; შემთხვევა, როდესაც საოლქო საარჩევნო კომისიამ აღიარა საუბნო საარჩევნო კომისიის პროპორციული შემაჯამებელი, ოქმის შედეგები, რომლებშიც ოპოზიციური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა შეადგენდა ნოლს, მაგრამ შესწორდა 15 საათის შემდეგ. დაფიქსირდა ციფრების კოორდინირებული ჩანაცვლების და პარალელურად, ბათილი ბიულეტენების რაოდენობის შესწორების შემთხვევები; ბათილი ბიულეტენების რაოდენობის მაღალი მაჩვენებლის შემთხვევა (10%) მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმში; იყო შემთხვევები, როდესაც ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა სამაგიდო სიებში არ ემთხვეოდა შემაჯამებელი ოქმის შედეგებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, 31 ოქტომბერთან დაკავშირებული კიდევ ერთი შემაშფოთებელი პრობლემა იყო დამკვირვებლების შეურაცხყოფა და მათზე ზეწოლა, როგორც არჩევნების დღეს, ასევე მის შემდგომ.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"