პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთვარის მოტაცებაში" ვითამაშე, მეტი რაღა უნდა მნდომოდა?!" - გეიდარ ფალავანდიშვილის საოცარი კინოგმირები და ცხოვრების სიყვარული
"მთვარის მოტაცებაში" ვითამაშე, მეტი რაღა უნდა მნდომოდა?!" - გეიდარ ფალავანდიშვილის საოცარი კინოგმირები და ცხოვრების სიყვარული

პირ­ვე­ლად ძა­ლი­ან დიდი ხნის წინ შევ­ხვდი, ღრმა ბავ­შვო­ბა­ში - მე ეკ­რანს მივშტე­რე­ბო­დი, თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი, ის კი ნელ-ნელა ზღვა­ში იკარ­გე­ბო­და... მას შემ­დეგ ის კად­რი არას­დროს ამომშლია მეხ­სი­ე­რე­ბი­დან. რომ წა­მო­ვი­ზარ­დე, უკვე სხვა თვა­ლით და­ვი­ნა­ხე, ცხა­დია, ისევ ეკ­რა­ნი­დან - ახალ­გაზ­რდა კაცი, სა­ო­ცა­რი, მომ­ნუს­ხვე­ლი გა­რეგ­ნო­ბის... ძლი­ერ მო­ვი­ხიბ­ლე, თუმ­ცა ვი­ცო­დი, ჩემ­ზე მე­ტის­მე­ტად უფ­რო­სი იყო. მა­შინ უკვე კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­აც კარ­გად ვი­ცო­დი, "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბაც" და თა­რაშ ემ­ხვა­რიც, გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლიც და მუ­ცა­ლიც... და მისი სა­ხე­ლიც გა­ვი­გე, ქარ­თვე­ლე­ბის­თვის იშ­ვი­ა­თი სა­ხე­ლი - გე­ი­და­რი.

  • "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა­ში" ვი­თა­მა­შე და მეტი რაღა უნდა მნდო­მო­და?!"

პირ­ვე­ლი ნამ­დვი­ლი შეხ­ვედ­რა კარ­გად მახ­სოვს - სა­ქარ­თვე­ლოს სა­ინ­ჟინ­რო აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კოსს, "საქწყალპ­რო­ექ­ტის" გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს გე­ი­დარ ფა­ლა­ვან­დიშ­ვილს სამ­სა­ხურ­ში, მის კა­ბი­ნეტ­ში ვეს­ტუმ­რე, ინ­ტერ­ვი­უს­თვის, მის ფილ­მებ­სა და რო­ლებ­ზე უნდა გვე­სა­უბ­რა. ოთახ­ში უკვე ჭა­ღა­რათ­მი­ა­ნი მა­მა­კა­ცი დამ­ხვდა, ძა­ლი­ან მკაც­რი გა­რეგ­ნო­ბის, კუშ­ტი, მაგ­რამ... კვლავ ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რი. მარ­თა­ლია, არ იღი­მო­და და მეც ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი ვი­ჯე­ქი, მაგ­რამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი მო­სა­უბ­რე კი გა­მოდ­გა. ვუს­მენ­დი და თან ვფიქ­რობ­დი, რა ჰო­ლი­ვუ­დი, აი, ვინ იქ­ნე­ბო­და ჭეშ­მა­რი­ტი კი­ნო­ვარ­სკვლა­ვი-მეთ­ქი! იგი მსა­ხი­ო­ბი არ იყო, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე რო­ლი­თაც კი დამ­კვიდ­რდა ქარ­თულ კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ა­ში, ეს კი იოლი არა­ვის­თვის ყო­ფი­ლა და არც ახლა არის. მას მარ­თლაც ყვე­ლა მო­ნა­ცე­მი და პი­რო­ბა ჰქონ­და, შე­სა­ნიშ­ნა­ვი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა შე­ექ­მნა, მაგ­რამ... ჰქონ­და პრო­ფე­სია, რო­მე­ლიც აირ­ჩია, რო­მე­ლიც უყ­ვარ­და და ამი­ტომ მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე სა­ბო­ლო­ოდ თქვა უარი.

მახ­სოვს, ჩა­ვე­კი­თხე, ვინ იცის, კი­დევ რა რო­ლებს გთა­ვა­ზობ­დნენ რე­ჟი­სო­რე­ბი, რა­ტომ არ გაჰ­ყე­ვით ამ გზას-მეთ­ქი და მოკ­ლედ მო­მიჭ­რა: "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა­ში" ვი­თა­მა­შე და მეტი რაღა უნდა მნდო­მო­დაო?!

გე­ი­დარ ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი 1937 წელს და­ი­ბა­და და მი­უ­ხე­და­ვად იმ პე­რი­ოდ­ში გა­მე­ფე­ბუ­ლი უღ­მერ­თო­ბი­სა, მო­უ­ნათ­ლავთ და სა­ხე­ლად გი­ორ­გი უწო­დე­ბი­ათ. დიდი და ძა­ლი­ან კარ­გი სა­მე­გობ­რო ჰყავ­და - გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ია, გოგი ოჩი­ა­უ­რი, და­თუ­ნა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, კოკა იგ­ნა­ტო­ვი... იმ­ხა­ნად მათი თა­ო­ბის 25-მდე გა­მორ­ჩე­უ­ლი ბიჭი მა­ინც იყო თბი­ლის­ში, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა რუს­თა­ველ­ზე ცხოვ­რობ­და და მთელ დროს ერ­თად ატა­რებ­და. ბა­ტო­ნი გე­ი­და­რი­სა და მისი მე­გობ­რე­ბის ბავ­შვო­ბა რეპ­რე­სი­ებს, ახალ­გაზ­რდო­ბის წლე­ბი კი - ომის შემ­დგომ პე­რი­ოდს და­ემ­თხვა, ასე რომ, იმ გა­მორ­ჩე­ულ­მა ბი­ჭებ­მა გა­ჭირ­ვე­ბაც ბევ­რი ნა­ხეს და ტკი­ვი­ლიც, მაგ­რამ... კა­ცო­ბა და ღირ­სე­ბა მა­ინც შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს. რო­გორც ჩანს, დი­დად არც ბა­ტო­ნი გე­ი­და­რის ოჯახს ულ­ხინ­და და ამი­ტო­მაც იყო, რომ მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს - დიდი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის დის შვი­ლიშ­ვილ­სა და ყვე­ლა დრო­ის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი მწერ­ლის, ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი 26 წლის გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის დას, ქალ­ბა­ტონ მა­რი­ნე რჩე­უ­ლიშ­ვილს რომ უნდა შეხ­ვედ­რო­და, კარ­გი პალ­ტო და­თუ­ნა მა­ჭა­ვა­რი­ანს უთხო­ვე­ბია, კი­დევ ერთ მე­გო­ბარს თა­ვი­სი ქუდი მი­უ­ცია, მე­ო­რეს - ფეხ­საც­მე­ლი და ასე წა­სუ­ლა პა­ე­მან­ზე. ტყუ­ი­ლად კი არ უთ­ქვამს პო­ეტს - "თბი­ლი­სი იყო ურ­თი­ერ­თო­ბაო"...

რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ია იხ­სე­ნებ­და, გე­ი­და­რი ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი იყო, უფრო მე­ტიც - ძმა­სა­ვით მყავ­და. ამ გა­მორ­ჩე­ულ კაცს ძარ­ღვებ­ში "ცის­ფე­რი სის­ხლი" უჩ­ქეფ­და, მისი დე­დი­სა და მა­მის თა­ვა­დუ­რი წარ­მო­შო­ბა აი­სა­ხე­ბო­და მის გა­რეგ­ნო­ბა­ზეც, ქცე­ვა­ზეც, ლა­პა­რაკ­ზეც, კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა­ზეც და გა­ნათ­ლე­ბა­ზე­ცო. რე­ჟი­სორს ძა­ლი­ან გას­ჭირ­ვე­ბია თა­ვი­სი სა­დიპ­ლო­მო ნა­მუ­შევ­რის­თვის - ფილმ "ალა­ვერ­დო­ბის­თვის" მთა­ვა­რი გმი­რის - გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის რო­ლის შემ­სრუ­ლებ­ლის შერ­ჩე­ვა - ჯერ ერთი, ეს უკა­ნას­კნე­ლი ახა­ლი გარ­დაც­ვლი­ლი იყო და მე­ო­რეც - უკვე იმ­ხა­ნად გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ია გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვილს სა­მა­გა­ლი­თო მწერ­ლად და დიდ ადა­მი­ა­ნად მი­იჩ­ნევ­და. მი­უ­ხე­და­ვად მცი­რე ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბი­სა, მე­გობ­რობ­და კი­დეც მას­თან, ექ­სპე­დი­ცი­ებ­შიც ხში­რად ერ­თად და­დი­ოდ­ნენ. რე­ჟი­სორ­მა სა­ერ­თო წრე­ში ბევ­რი ვაჟი მო­სინ­ჯა რო­ლის­თვის, მაგ­რამ არ­ჩე­ვა გა­უ­ჭირ­და, რად­გან ერთი მო­მენ­ტი უნდა გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბია - ამ რო­ლის შემ­სრუ­ლებ­ლის თა­ვის ფორ­მა რა­ღაც­ნა­ი­რად ცხენს უნდა მგვა­ნე­ბო­და, რად­გან ფილ­მის სი­უ­ჟე­ტი ისე ვი­თარ­დე­ბო­და, გმი­რი და ცხე­ნი ერთ სხე­უ­ლად უნდა გა­დაქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ. სა­ბო­ლო­ოდ, გე­ი­დარ ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი აირ­ჩია, მაგ­რამ იმ ზა­ფხულს ის და მისი ახ­ლად­შერ­თუ­ლი მე­უღ­ლე მა­რი­ნე ზღვა­ზე, სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. რო­გორ­ღაც მა­ინც და­ი­თან­ხმა და სას­წრა­ფოდ ჩა­მო­იყ­ვა­ნა. თურ­მე, პირ­და­პირ ალა­ვერ­დის გუმ­ბათ­ზე აიყ­ვა­ნა სინ­ჯის გა­და­სა­ღე­ბად და და­ამ­ტკი­ცა კი­დეც როლ­ზე.

რად­გან ბა­ტო­ნი გე­ი­და­რი უკვე რჩე­უ­ლიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რი იყო და მათ­თან ცხოვ­რობ­და, მის­თვის, ალ­ბათ, პა­ტი­ვიც იყო და დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც გუ­რა­მის რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა. გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ია ამ­ბობ­და, - გარ­და იმი­სა, რომ გე­ი­და­რი ნი­ჭი­ე­რი კაცი იყო, მას ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­რეგ­ნო­ბა და გა­მოკ­ვე­თი­ლი სა­ხის ნაკ­ვთე­ბი ჰქონ­და, რაც აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­პყრობ­და ნე­ბის­მი­ე­რი რე­ჟი­სო­რის ყუ­რა­დღე­ბა­სო. მას სცოდ­ნია, რომ გე­ი­დარ ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი მა­ნამ­დე ცხენ­ზე არას­დროს მჯდა­რი­ყო, ამ­ბობ­და, მე შევსვი პირ­ვე­ლა­დო. არა­და, ბა­ტონ­მა გე­ი­დარ­მა წლე­ბის წი­ნან­დელ ინ­ტერ­ვი­უ­ში სხვაგ­ვა­რად მი­ამ­ბო.

მახ­სოვს, მი­თხრა, მო­ჯი­რი­თე ნამ­დვი­ლად არ ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ერთხელ კი მყავ­და ცხე­ნი გა­ჭე­ნე­ბუ­ლი, ხევ­სუ­რეთ­ში, გოგი ოჩი­ა­ურ­თან ერ­თად. ხევ­სუ­რე­თი­დან მოვ­დი­ო­დით და ხი­სუ­ნა­გი­რი­ა­ნი ცხე­ნე­ბი იმ­დენ ხანს ვა­ჭე­ნეთ, გვა­რი­ა­ნად დაგ­ვა­ზი­ა­ნაო. რაც შე­ე­ხე­ბა ფილმში ჭე­ნე­ბას, იქ, თურ­მე, მას­წავ­ლებ­ლე­ბი ავარ­ჯი­შებ­დნენ, თა­ნაც - დიდ­ხანს გა­უგ­რძელ­და ვარ­ჯი­ში, რად­გან გა­და­ღე­ბებ­მა წე­ლი­წად­ზე მეტ­ხანს გას­ტა­ნა. გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ია იხ­სე­ნებ­და, გე­ი­და­რი რამ­დენ­ჯერ­მე გად­მო­აგ­დო ცხენ­მა, სულ და­ჟე­ჟი­ლი იყო, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც მა­ინც და­ი­ჯე­რა, რომ ცხე­ნის და­მორ­ჩი­ლე­ბას შეძ­ლებ­და. გა­და­ღე­ბებს შო­რის, პა­უ­ზე­ბის დროს ალა­ზან­ზე და­დი­ო­და ხოლ­მე სა­ბა­ნა­ოდ და ერთხე­ლაც ცხე­ნით შე­ვი­და, მაგ­რამ ისეთ დღე­ში ჩა­ვარ­და, ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლობ­დაო. ერთხელ კი­დევ ბა­ტონ გე­ი­დარს ალა­ვერ­დის წინ მო­უნ­დო­მე­ბია ცხე­ნის გა­ჭე­ნე­ბა. გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ას თქმით, გა­მო­უც­დე­ლი იყო და ვერ გან­სა­ზღვრა, რომ ტაძ­რის შიგ­ნით თავ­ლა იყო და ცხე­ნი იქით გა­იქ­ცე­ო­და. მარ­თლაც ასე მოხ­და, ცხე­ნი სწო­რედ იმ შე­სას­ვლე­ლის­კენ გა­ჭენ­და. კი­დევ კარ­გი, გე­ი­დარ­მა შე­ჩე­რე­ბა მო­ა­ხერ­ხა, თო­რემ იმ შე­სას­ვლელ­ში ცხე­ნი­ა­ნად ვე­რაფ­რით შე­ე­ტე­ო­და და, ალ­ბათ, მძი­მედ დას­რულ­დე­ბო­და ეგ ამ­ბა­ვი. ამ შემ­თხვე­ვა­ში მხო­ლოდ გად­მო­ვარ­დნას დას­ჯერ­დაო.

ამ ფილ­მს თენ­გიზ აბუ­ლა­ძის "ვედ­რე­ბა­ში" მუ­ცა­ლის როლი მოჰ­ყვა, შემ­დეგ - "ფე­რის­ცვა­ლე­ბა­ში" გი­ვის, "ჯვარ­ცმულ კუნ­ძულ­ში" სო­სოს და ბო­ლოს - "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა­ში" - თა­რაშ ემ­ხვა­რის. სა­ო­ცა­რია, მსა­ხი­ო­ბი არ იყო, მაგ­რამ ყველ­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, სა­კუ­თა­რი სახე შექ­მნა, მათ შო­რის - "ალა­ვერ­დო­ბა­შიც", სა­დაც რე­ა­ლურ პი­როვ­ნე­ბას - გუ­რამს გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­და.

  • გე­ი­და­რი და მა­რი­ნე

რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ იმ პირ­ველ ნამ­დვილ შეხ­ვედ­რას შეხ­ვედ­რე­ბის კას­კა­დი მოჰ­ყვე­ბო­და, თა­ნაც - მის ოჯახ­ში. ეს კი, უპირ­ვე­ლე­სად, ჩემი დიდი სიყ­ვა­რუ­ლის - გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მან და მისი წიგ­ნე­ბის გა­მო­სა­ცე­მად სამ­ზა­დის­მა მი­მიყ­ვა­ნა რჩე­უ­ლიშ­ვილ-ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ში და მას შემ­დეგ იმ სახ­ლის ხში­რი სტუ­მა­რი გავ­ხდი... ლა­მის, ოჯა­ხის წევ­რი­ვით. შე­სა­ბა­მი­სად, ნელ-ნელა აღარც ბა­ტო­ნი გე­ი­და­რი მეჩ­ვე­ნე­ბო­და ძა­ლი­ან კუშტ ადა­მი­ა­ნად, ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნეც ახ­ლოს გა­ვი­ცა­ნი და უკვე და­მა­ტე­ბი­თი კი­თხვე­ბი გა­მიჩ­ნდა მო­რი­გი ინ­ტერ­ვი­უს­თვის.

უპირ­ვე­ლე­სად მა­ინც მათი გაც­ნო­ბის ამ­ბა­ვი მა­ინ­ტე­რე­სებ­და. ერ­თმა­ნეთს ბა­კუ­რი­ან­ში შეხ­ვედ­რი­ან, 1957 წელს. გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი ბა­კუ­რი­ან­ში ყო­ფი­ლა და თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მა­რი­ნეს დაჰ­პი­რე­ბია, კი­დევ უნდა წა­ვი­დე და შენც წა­გიყ­ვა­ნო. მარ­თლაც შე­უს­რუ­ლა და­ნა­პი­რე­ბი და მა­ლე­ვე წა­იყ­ვა­ნა. მა­რი­ნე გუ­რა­მის მე­გობ­რებ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და და სწო­რედ იმ წრე­ში გა­იც­ნო გე­ი­და­რიც. რო­გორც ჩანს, ერ­თმა­ნე­თი მა­შინ­ვე მო­ე­წო­ნათ... უფრო კი, მგო­ნი, შე­უყ­ვარ­დათ... ერთი ნახ­ვით.

მერე თბი­ლის­შიც ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს და მალე და­ქორ­წი­ნე­ბაც გა­და­წყვი­ტეს. მა­რი­ნემ გე­ი­და­რი შინ მი­იყ­ვა­ნა და თა­ვის დიდ ბა­ბუ­ას წა­რუდ­გი­ნა, ეს უკა­ნას­კნე­ლი, თურ­მე, ადა­მი­ა­ნე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას გვა­რიშ­ვი­ლო­ბას დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებ­და და, რო­გორც ჩანს, გე­ი­და­რის გვარ­მა აშ­კა­რად იმოქ­მე­და, რად­გან იმ­წამს კე­თი­ლად გა­ნე­წყო. ამ პე­რი­ოდ­ში გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი და­ი­ღუ­პა და, შე­სა­ბა­მი­სად, რა­ღაც ხნით გე­ი­და­რი­სა და მა­რი­ნეს ქორ­წი­ნე­ბაც გა­და­ი­დო. რომ და­ქორ­წინ­დნენ, გე­ი­და­რი ოც­და­ერ­თი წლის ყო­ფი­ლა, მა­რი­ნე - ოცი­სა.

ბა­ტო­ნი გე­ი­და­რი მარ­თლაც უსა­ზღვროდ ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა. რაც გი­ამ­ბეთ, ზღვა­ში წვე­თი იყო: თურ­მე, პრო­ფე­სი­უ­ლად ცუ­რავ­და; ფა­რი­კა­ობ­და; თხი­ლა­მუ­რე­ბით სრი­ა­ლებ­და; 40 წლის ასაკ­ში შე­სა­ნიშ­ნა­ვად შე­ის­წავ­ლა ჩოგ­ბურ­თის თა­მა­ში და დღეს ჩოგ­ბურთში მისი სა­ხე­ლო­ბის ტურ­ნი­რიც კი ტარ­დე­ბა; ხი­დი­დან წყალ­ში ხტე­ბო­და (სხვა­თა შო­რის, 74 წლის ასაკ­შიც კი), ვიდ­რე... მისი ავად­მყო­ფო­ბის ამ­ბა­ვი ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნეს­გან შე­ვი­ტყვე, თურ­მე, ამ­ბობ­და, ღმერ­თს უნდა შევ­თხო­ვო, სიყ­ვა­რუ­ლის უნა­რი ბოლო წუ­თამ­დე არ და­მი­კარ­გო­სო და ბევ­რს ლო­ცუ­ლობ­და.

რა არ სცა­დეს, სა­ზღვარ­გა­რე­თაც უმ­კურ­ნა­ლეს. რომ ჩა­მო­ვიდ­ნენ, მათ­თან მის­ვლა მო­მიხ­და და... გული შე­მე­კუმ­შა. სა­დღა იყო ის კუშ­ტი მა­მა­კა­ცი... ავად­მყო­ფო­ბას შე­ეც­ვა­ლა, თით­ქოს გულ­ჩვი­ლიც გამ­ხდა­რი­ყო. მო­მიჯ­და, თბი­ლად მო­მი­კი­თხა, კარ­გა ხანს მე­სა­უბ­რა... მკაც­რი იერი სა­დღაც გამ­ქრა­ლი­ყო... მერე კი, ძა­ლი­ან მალე... თა­ვა­დაც "გაქ­რა"... 2012 წელი იყო... თურ­მე, 6 მა­ისს მი­ა­ბა­რა სული უფალს, გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი 5 წუ­თის დამ­დგა­რი რომ იყო...

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რჩეულიშვილი
0

ირმა, მოგვიანებით წავიკითხე თქვენი წერილი... არა მარტო თბილი და სიყვარულით სავსეა, არამედ, შეძლებისდაგვარად, ზედმიწევნით ხატავთ გეიდარის იშვიათ პიროვნებას. მადლობა თქვენ!

თამაზი
0
გმადლობთ საინტერესო სტატიისთვის. აი ვისზე უნდა იხარჯებოდნენ ჟურნალისტები. ბ-ნ გეიდარ ფალავანდიშვილის შესახებ მომავალმა თაობამ ასეც უნდა შეიტყოს მეტი.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"მთვარის მოტაცებაში" ვითამაშე, მეტი რაღა უნდა მნდომოდა?!" - გეიდარ ფალავანდიშვილის საოცარი კინოგმირები და ცხოვრების სიყვარული

"მთვარის მოტაცებაში" ვითამაშე, მეტი რაღა უნდა მნდომოდა?!" - გეიდარ ფალავანდიშვილის საოცარი კინოგმირები და ცხოვრების სიყვარული

პირველად ძალიან დიდი ხნის წინ შევხვდი, ღრმა ბავშვობაში - მე ეკრანს მივშტერებოდი, თვალცრემლიანი, ის კი ნელ-ნელა ზღვაში იკარგებოდა... მას შემდეგ ის კადრი არასდროს ამომშლია მეხსიერებიდან. რომ წამოვიზარდე, უკვე სხვა თვალით დავინახე, ცხადია, ისევ ეკრანიდან - ახალგაზრდა კაცი, საოცარი, მომნუსხველი გარეგნობის... ძლიერ მოვიხიბლე, თუმცა ვიცოდი, ჩემზე მეტისმეტად უფროსი იყო. მაშინ უკვე კონსტანტინე გამსახურდიაც კარგად ვიცოდი, "მთვარის მოტაცებაც" და თარაშ ემხვარიც, გურამ რჩეულიშვილიც და მუცალიც... და მისი სახელიც გავიგე, ქართველებისთვის იშვიათი სახელი - გეიდარი.

  • "მთვარის მოტაცებაში" ვითამაშე და მეტი რაღა უნდა მნდომოდა?!"

პირველი ნამდვილი შეხვედრა კარგად მახსოვს - საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსს, "საქწყალპროექტის" გენერალურ დირექტორს გეიდარ ფალავანდიშვილს სამსახურში, მის კაბინეტში ვესტუმრე, ინტერვიუსთვის, მის ფილმებსა და როლებზე უნდა გვესაუბრა. ოთახში უკვე ჭაღარათმიანი მამაკაცი დამხვდა, ძალიან მკაცრი გარეგნობის, კუშტი, მაგრამ... კვლავ ძალიან სიმპათიური. მართალია, არ იღიმოდა და მეც ძალიან დაძაბული ვიჯექი, მაგრამ შესანიშნავი მოსაუბრე კი გამოდგა. ვუსმენდი და თან ვფიქრობდი, რა ჰოლივუდი, აი, ვინ იქნებოდა ჭეშმარიტი კინოვარსკვლავი-მეთქი! იგი მსახიობი არ იყო, მაგრამ რამდენიმე როლითაც კი დამკვიდრდა ქართულ კინემატოგრაფიაში, ეს კი იოლი არავისთვის ყოფილა და არც ახლა არის. მას მართლაც ყველა მონაცემი და პირობა ჰქონდა, შესანიშნავი სამსახიობო კარიერა შეექმნა, მაგრამ... ჰქონდა პროფესია, რომელიც აირჩია, რომელიც უყვარდა და ამიტომ მსახიობობაზე საბოლოოდ თქვა უარი.

მახსოვს, ჩავეკითხე, ვინ იცის, კიდევ რა როლებს გთავაზობდნენ რეჟისორები, რატომ არ გაჰყევით ამ გზას-მეთქი და მოკლედ მომიჭრა: "მთვარის მოტაცებაში" ვითამაშე და მეტი რაღა უნდა მნდომოდაო?!

გეიდარ ფალავანდიშვილი 1937 წელს დაიბადა და მიუხედავად იმ პერიოდში გამეფებული უღმერთობისა, მოუნათლავთ და სახელად გიორგი უწოდებიათ. დიდი და ძალიან კარგი სამეგობრო ჰყავდა - გიორგი შენგელაია, გოგი ოჩიაური, დათუნა მაჭავარიანი, კოკა იგნატოვი... იმხანად მათი თაობის 25-მდე გამორჩეული ბიჭი მაინც იყო თბილისში, რომელთა უმრავლესობა რუსთაველზე ცხოვრობდა და მთელ დროს ერთად ატარებდა. ბატონი გეიდარისა და მისი მეგობრების ბავშვობა რეპრესიებს, ახალგაზრდობის წლები კი - ომის შემდგომ პერიოდს დაემთხვა, ასე რომ, იმ გამორჩეულმა ბიჭებმა გაჭირვებაც ბევრი ნახეს და ტკივილიც, მაგრამ... კაცობა და ღირსება მაინც შეინარჩუნეს. როგორც ჩანს, დიდად არც ბატონი გეიდარის ოჯახს ულხინდა და ამიტომაც იყო, რომ მომავალ მეუღლეს - დიდი ივანე ჯავახიშვილის დის შვილიშვილსა და ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული მწერლის, ტრაგიკულად დაღუპული 26 წლის გურამ რჩეულიშვილის დას, ქალბატონ მარინე რჩეულიშვილს რომ უნდა შეხვედროდა, კარგი პალტო დათუნა მაჭავარიანს უთხოვებია, კიდევ ერთ მეგობარს თავისი ქუდი მიუცია, მეორეს - ფეხსაცმელი და ასე წასულა პაემანზე. ტყუილად კი არ უთქვამს პოეტს - "თბილისი იყო ურთიერთობაო"...

რეჟისორი გიორგი შენგელაია იხსენებდა, გეიდარი ჩემი უახლოესი მეგობარი იყო, უფრო მეტიც - ძმასავით მყავდა. ამ გამორჩეულ კაცს ძარღვებში "ცისფერი სისხლი" უჩქეფდა, მისი დედისა და მამის თავადური წარმოშობა აისახებოდა მის გარეგნობაზეც, ქცევაზეც, ლაპარაკზეც, კეთილშობილებაზეც და განათლებაზეცო. რეჟისორს ძალიან გასჭირვებია თავისი სადიპლომო ნამუშევრისთვის - ფილმ "ალავერდობისთვის" მთავარი გმირის - გურამ რჩეულიშვილის როლის შემსრულებლის შერჩევა - ჯერ ერთი, ეს უკანასკნელი ახალი გარდაცვლილი იყო და მეორეც - უკვე იმხანად გიორგი შენგელაია გურამ რჩეულიშვილს სამაგალითო მწერლად და დიდ ადამიანად მიიჩნევდა. მიუხედავად მცირე ასაკობრივი სხვაობისა, მეგობრობდა კიდეც მასთან, ექსპედიციებშიც ხშირად ერთად დადიოდნენ. რეჟისორმა საერთო წრეში ბევრი ვაჟი მოსინჯა როლისთვის, მაგრამ არჩევა გაუჭირდა, რადგან ერთი მომენტი უნდა გაეთვალისწინებია - ამ როლის შემსრულებლის თავის ფორმა რაღაცნაირად ცხენს უნდა მგვანებოდა, რადგან ფილმის სიუჟეტი ისე ვითარდებოდა, გმირი და ცხენი ერთ სხეულად უნდა გადაქცეულიყვნენ. საბოლოოდ, გეიდარ ფალავანდიშვილი აირჩია, მაგრამ იმ ზაფხულს ის და მისი ახლადშერთული მეუღლე მარინე ზღვაზე, საქორწინო მოგზაურობაში იმყოფებოდნენ. როგორღაც მაინც დაითანხმა და სასწრაფოდ ჩამოიყვანა. თურმე, პირდაპირ ალავერდის გუმბათზე აიყვანა სინჯის გადასაღებად და დაამტკიცა კიდეც როლზე.

რადგან ბატონი გეიდარი უკვე რჩეულიშვილების ოჯახის წევრი იყო და მათთან ცხოვრობდა, მისთვის, ალბათ, პატივიც იყო და დიდი პასუხისმგებლობაც გურამის როლის შესრულება. გიორგი შენგელაია ამბობდა, - გარდა იმისა, რომ გეიდარი ნიჭიერი კაცი იყო, მას ძალიან საინტერესო გარეგნობა და გამოკვეთილი სახის ნაკვთები ჰქონდა, რაც აუცილებლად მიიპყრობდა ნებისმიერი რეჟისორის ყურადღებასო. მას სცოდნია, რომ გეიდარ ფალავანდიშვილი მანამდე ცხენზე არასდროს მჯდარიყო, ამბობდა, მე შევსვი პირველადო. არადა, ბატონმა გეიდარმა წლების წინანდელ ინტერვიუში სხვაგვარად მიამბო.

მახსოვს, მითხრა, მოჯირითე ნამდვილად არ ვიყავი, მაგრამ ერთხელ კი მყავდა ცხენი გაჭენებული, ხევსურეთში, გოგი ოჩიაურთან ერთად. ხევსურეთიდან მოვდიოდით და ხისუნაგირიანი ცხენები იმდენ ხანს ვაჭენეთ, გვარიანად დაგვაზიანაო. რაც შეეხება ფილმში ჭენებას, იქ, თურმე, მასწავლებლები ავარჯიშებდნენ, თანაც - დიდხანს გაუგრძელდა ვარჯიში, რადგან გადაღებებმა წელიწადზე მეტხანს გასტანა. გიორგი შენგელაია იხსენებდა, გეიდარი რამდენჯერმე გადმოაგდო ცხენმა, სულ დაჟეჟილი იყო, მაგრამ რატომღაც მაინც დაიჯერა, რომ ცხენის დამორჩილებას შეძლებდა. გადაღებებს შორის, პაუზების დროს ალაზანზე დადიოდა ხოლმე საბანაოდ და ერთხელაც ცხენით შევიდა, მაგრამ ისეთ დღეში ჩავარდა, ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობდაო. ერთხელ კიდევ ბატონ გეიდარს ალავერდის წინ მოუნდომებია ცხენის გაჭენება. გიორგი შენგელაიას თქმით, გამოუცდელი იყო და ვერ განსაზღვრა, რომ ტაძრის შიგნით თავლა იყო და ცხენი იქით გაიქცეოდა. მართლაც ასე მოხდა, ცხენი სწორედ იმ შესასვლელისკენ გაჭენდა. კიდევ კარგი, გეიდარმა შეჩერება მოახერხა, თორემ იმ შესასვლელში ცხენიანად ვერაფრით შეეტეოდა და, ალბათ, მძიმედ დასრულდებოდა ეგ ამბავი. ამ შემთხვევაში მხოლოდ გადმოვარდნას დასჯერდაო.

ამ ფილმს თენგიზ აბულაძის "ვედრებაში" მუცალის როლი მოჰყვა, შემდეგ - "ფერისცვალებაში" გივის, "ჯვარცმულ კუნძულში" სოსოს და ბოლოს - "მთვარის მოტაცებაში" - თარაშ ემხვარის. საოცარია, მსახიობი არ იყო, მაგრამ ყველგან განსხვავებული, საკუთარი სახე შექმნა, მათ შორის - "ალავერდობაშიც", სადაც რეალურ პიროვნებას - გურამს განასახიერებდა.

  • გეიდარი და მარინე

რას წარმოვიდგენდი, რომ იმ პირველ ნამდვილ შეხვედრას შეხვედრების კასკადი მოჰყვებოდა, თანაც - მის ოჯახში. ეს კი, უპირველესად, ჩემი დიდი სიყვარულის - გურამ რჩეულიშვილის დამსახურებაა. მან და მისი წიგნების გამოსაცემად სამზადისმა მიმიყვანა რჩეულიშვილ-ფალავანდიშვილების ოჯახში და მას შემდეგ იმ სახლის ხშირი სტუმარი გავხდი... ლამის, ოჯახის წევრივით. შესაბამისად, ნელ-ნელა აღარც ბატონი გეიდარი მეჩვენებოდა ძალიან კუშტ ადამიანად, ქალბატონი მარინეც ახლოს გავიცანი და უკვე დამატებითი კითხვები გამიჩნდა მორიგი ინტერვიუსთვის.

უპირველესად მაინც მათი გაცნობის ამბავი მაინტერესებდა. ერთმანეთს ბაკურიანში შეხვედრიან, 1957 წელს. გურამ რჩეულიშვილი ბაკურიანში ყოფილა და თბილისში დაბრუნებული მარინეს დაჰპირებია, კიდევ უნდა წავიდე და შენც წაგიყვანო. მართლაც შეუსრულა დანაპირები და მალევე წაიყვანა. მარინე გურამის მეგობრებთან ერთად ცხოვრობდა და სწორედ იმ წრეში გაიცნო გეიდარიც. როგორც ჩანს, ერთმანეთი მაშინვე მოეწონათ... უფრო კი, მგონი, შეუყვარდათ... ერთი ნახვით.

მერე თბილისშიც ხვდებოდნენ ერთმანეთს და მალე დაქორწინებაც გადაწყვიტეს. მარინემ გეიდარი შინ მიიყვანა და თავის დიდ ბაბუას წარუდგინა, ეს უკანასკნელი, თურმე, ადამიანების შეფასებისას გვარიშვილობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და, როგორც ჩანს, გეიდარის გვარმა აშკარად იმოქმედა, რადგან იმწამს კეთილად განეწყო. ამ პერიოდში გურამ რჩეულიშვილი დაიღუპა და, შესაბამისად, რაღაც ხნით გეიდარისა და მარინეს ქორწინებაც გადაიდო. რომ დაქორწინდნენ, გეიდარი ოცდაერთი წლის ყოფილა, მარინე - ოცისა.

ბატონი გეიდარი მართლაც უსაზღვროდ ნიჭიერი ადამიანი აღმოჩნდა. რაც გიამბეთ, ზღვაში წვეთი იყო: თურმე, პროფესიულად ცურავდა; ფარიკაობდა; თხილამურებით სრიალებდა; 40 წლის ასაკში შესანიშნავად შეისწავლა ჩოგბურთის თამაში და დღეს ჩოგბურთში მისი სახელობის ტურნირიც კი ტარდება; ხიდიდან წყალში ხტებოდა (სხვათა შორის, 74 წლის ასაკშიც კი), ვიდრე... მისი ავადმყოფობის ამბავი ქალბატონი მარინესგან შევიტყვე, თურმე, ამბობდა, ღმერთს უნდა შევთხოვო, სიყვარულის უნარი ბოლო წუთამდე არ დამიკარგოსო და ბევრს ლოცულობდა.

რა არ სცადეს, საზღვარგარეთაც უმკურნალეს. რომ ჩამოვიდნენ, მათთან მისვლა მომიხდა და... გული შემეკუმშა. სადღა იყო ის კუშტი მამაკაცი... ავადმყოფობას შეეცვალა, თითქოს გულჩვილიც გამხდარიყო. მომიჯდა, თბილად მომიკითხა, კარგა ხანს მესაუბრა... მკაცრი იერი სადღაც გამქრალიყო... მერე კი, ძალიან მალე... თავადაც "გაქრა"... 2012 წელი იყო... თურმე, 6 მაისს მიაბარა სული უფალს, გიორგობის დღესასწაული 5 წუთის დამდგარი რომ იყო...

ავტორი: ირმა ხარშილაძე