ავტორი:

"როცა ომში მყოფი ქვეყანა გამარცხებს საკუთარ მოედანზე, აღარაფერზე უნდა გქონდეს პრეტენზია..მარტო მწვრთნელის გაწირვა არ გიშველით" - საქართველოს სომხეთთან მარცხს მწვავე კრიტიკა მოჰყვა

"როცა ომში მყოფი ქვეყანა გამარცხებს საკუთარ მოედანზე, აღარაფერზე უნდა გქონდეს პრეტენზია..მარტო მწვრთნელის გაწირვა არ გიშველით" - საქართველოს სომხეთთან მარცხს მწვავე კრიტიკა მოჰყვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩარდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ, სომხეთის ეროვნულ გუნდთანაც დამარცხდა, რასაც საზოგადოების მხრიდან როგორც ფეხბურთელებისა და მწვრთნელის, ასევე ფეხბურთის ფედერაციისადმი მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ადამიანთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩვენი გუნდის წარუმატებლობა ფეხბურთის ფედერაციის პოლიტიკის შედეგია.

სოციალურ ქსელში არაერთი კრიტიკული მოსაზრება დაიწერა და თუ ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგების შემდეგ ადამიანები უმეტესად იუმორისტულ და ირონიანარევ პოსტებს წერდნენ, სომხეთთან მარცხის შემდგომ, უფრო კრიტიკულები არიან.

ფეხბურთის ფედერაციის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს, რომელზეც საქართველ-სომხეთის მატჩის საბოლოო ანგარიშის შესახებაა ინფორმაცია მოცემული, 2 000-ზე მეტი კომენტარი აქვს. გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს:

აიკრძალოს ფეხბურთი!!!

სანამ პოლიტიკოსების ხელი ურევია ქართულ სპორტში, მანამ არაფერი აღარ ეშველება ჩვენს ქვეყანას.

ვლადიმერ ვაისმა რომ საშინელება მოგვიწყო, პირდაპირ ფედერაციია დამნაშავე! ასეთი საშინელი ნოემბერის შემდეგ პრეზიდენტი უნდა ადგეს და წავიდეს, სწორი და ვაჟკაცური საქციელი ეს იქნება!

წადით ნარდი გააგორეთ, იქნებ იქ მაინც გაგიმართლოთ.

ყველა მეორე ფეხბურთს თამაშობს და 11 ფეხბურთელი ვერ აარჩიეთ?!

ვერ გავიგე რისთვის გადიან სტადიონზე? დაცვა არ იციან, კარში დარტყმა არ იციან, პასის მიცემა არ იციან, სირბილი არ შეუძლიათ, "ჟილკა" არ აქვთ. როცა ომში მყოფი ქვეყანა პირწმინდად გამარცხებს საკუთარ მოედანზე, ფეხბურთელობაზე კი არა, ქართველობაზეც აღარ უნდა გქონდეს პრეტენზია.

ორ კაცზე რო იქნება დამოკიდებული, ის გუნდი არ იმსახურებს არც ევროპას და არც არაფერს.

სფფ თქვენი ბიუჯეტი შეგვახსენეთ, გეთაყვა.

მთელმა ფედერაციამ უნდა დატოვოს თანამდებობები (ხელმძღვანელობამ) მარტო მწვრთნელის გაწირვა არ გიშველით.." - წერენ ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

გუშინდელ მარცხს პოსტები მიუძღვნეს პოპულარულმა და სოციალურ ქსელებში აქტიურმა:

პეტრე კოლხი: ბრძანება!..ქართველებმა ბურთი მხოლოდ ერთმანეთში ითამაშონ...ჰოდა, იქ მაინც ხომ გაიმარჯვებს რომელიღაც მხარე!..

ოთო კახიძე: დინამო არენას ეწოდოს 60.000 მოწამის სტადიონი.

ვიკა ბუკია: აი, ჩემი აივნიდან რომ ვიყურები მარტო სამ ფეხბურთის მოედანს ვხედავ. არ ვაზვიადებ. და ყველა მათგანზე გაჩაღებული ფეხბურთია. წიწილებივით დარბიან ბავშვები და მშობლებიც გულშემატკივრობენ. რაღაც ქიმია ხდება ჩვენსა და ფეხბურთს შორის. გვიყვარს სიგიჟემდე. და რაღაც ქიმიაა, რომ საერთოდ ვერ ვთამაშობთ. ქიმია ჩემთვისაა თორემ, ვინც ფეხბურთში ერკვევა ალბათ იმისთვის, ძალიან ლოგიკურია, თუ რატომ გააქვს ჩვენს კარში ყველას გოლი ვისაც არ დაეზარება. მე ის ხალხი მეცოდება, ვისთვისაც ფეხბურთი უბრალოდ სპორტი არაა. ვინც მართლა სიზმრებში ხედავს გამარჯვებას. მამაჩემი მაგალითად. რა გახდა სულ ცოტა მაინც გაეხარა ამ ხალხს?! კი, მეცოდება გულშემატკივარი, ვინც ფულს წაგებულ თამაშებში და დამსხვრეულ ოცნებებში იხდის. და ის ფეხბურთელებიც მეცოდებიან ამხელა ფსიქოლოგიურ სტრესს რომ გადიან ყველა თამაშზე. ბოლოს, დინამოზე “არქი” ჯგუფი ააშენებს რამე “დინამო თაუერსს” და ასე მორჩება ქართული ფეხბურთის ამბავი.

ირაკლი გაფრინდაშვილი:16:00 საათის მერე ფეხბურთი უნდა აიკრძალოს, ღამე ვერ ვთამაშობთ.

ნიკა გვარამია: მოკლედ, რა არ მოიგონა უეფამ, ჩვენნაირი უკლასო გუნდები რომ წაეხალისებინა და ევროპის ჩემპიონატზე ლამის უკანა კარიდან შეეშვა, კი არა და, შეეპარებინა. თუმცა, ამაოდ. მაკედონია, სომხეთის და ესტონეთის ქვეჯგუფიდან რომ ვერ გახვალ, "ჭე" ჯგუფში უნდა ეგდო, რა ჯანდაბა გინდა ევროპის ჩემპიონატზე.

ნოე სულაბერიძე: აღარაფერში აღარ წერია, ისეთი სამარცხვინოა

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გუშინ სომხეთთადნ ანგარიშით 1-2 დამარცხდა, მანამდე კი ჩრდილოეთ მაკედონიასთან წააგო და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი დაკარგა. ნაკლების მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი პოსტს ტოვებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ ჩაიბარებს გუნდს.

საქართველოს საზღვრიდან 150 კილომეტრში 5.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

"მე მქვია სოფო და ჩემი დიაგნოზია ძვლის კიბო" - 25 წლის გოგონას, რომელიც სხვებს ეხმარებოდა, ახლა დახმარება თავად სჭირდება

"მითხრეს, მილიონზე მეტია ზარალიო... ხანძარი დენიდან გაჩნდაო" - რას ჰყვება ელიავას ბაზრობის ერთ-ერთი მოვაჭრე