გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
"ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება 23 წლის გოგონას თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით თუ რა ეტაპზეა ე/წ "ობიექტური" გამოძიება, რომელიც ელოდებოდა გაყალბებულ არჩევნებში დღევანდელი ხელისუფლების ე/წ "გამარჯვებას". ჩვენ არ გავჩერებულვართ და არც გავჩერდებით, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ვფიცავ თამარის წინაშე, ჩემი სიცოცხლის საპირწონედ, ამ საქმეს მივიყვან ბოლომდე და ბევრ სიახლეს ელოდოს გამოძიება, რაზეც მოუწევს პასუხის გაცემა", - წერს რამიშვილი.
შე არაკაცო შენა, განკარგულება მიიღე არა, ეხლა ეს საქმე უნდა ააქოთო, აბა ამდენი ხანი პროვოკაცია და დეზინფორმაციების გავრცელება არ ყოფილა ამ საქმესთან დაკავშირებით და ეს როგორ შეიძლება?
იმ ერს, ვისაც სამართლიანობის გაგება არ ექნება (ზოგადში ვსაუბრობ, რადგან საქმე გამოძიებაშია) მომავალი არ გააჩნია. ანუ მას ადამიანობის განცდა არ გააჩნია. ჩვენ ისედაც ზეციურში ვცხოვრობთ, რადგან ჩვენი სამყარო კოსმოსია და აქ რა ხარ ის რჩები ყველგან (იქ. ეს იქ აქაა, ანუ აქ რჩები ასეთად. ეს სივრცე ორადაა გაყოფილი, წმინდანები და ადამიანები ამაღლდებიან ცალკე, ხოლო ჯოჯოხეთისანი რჩებიან ჩახვიაში, ტომარაში), ეს გითხრათ უფალმა და არა სხვა. დიდება უფალს!