აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების" წარმომადგენლებმა დატოვეს.
როგორც აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა გენრი დოლიძემ განაცხადა, დღევანდელი აქცია ერთი პარტიის რელსებიკენ წარიმართა, რასაც ისინი ემიჯნებიან.
"ყველა პარტიას აქვს შიდა პარტიული მიზანი და ასევე გვაქვს ერთი, საერთო მიზანი - განმეორებითი არჩევნები. ჩვენ ვუერთდებით საერთო მოთხოვნებს. დღევანდელმა აქციამ სხვა სახე მიიღო, ერთი პარტიის რელსებისკენ მიემართებოდა და ჩვენ გავემიჯნეთ. მიშა ჩამოდის ლოზუნგს არ ვუერთდებით", - განაცხადა გენრი დოლიძემ.
ამავე თემაზე: "რას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი არ უნდა ავიტანოთ და რას ჰქვია ვიღაცას მიხეილ სააკაშვილი არ უნდა?" - გიორგი ბარამიძე