მსოფლიო
სამხედრო

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი არ უნდა ავიტანოთ და რას ჰქვია ვიღაცას მიხეილ სააკაშვილი არ უნდა?" - გიორგი ბარამიძე
"რას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი არ უნდა ავიტანოთ და რას ჰქვია ვიღაცას მიხეილ სააკაშვილი არ უნდა?" - გიორგი ბარამიძე

"რას ჰქვია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ უნდა ავი­ტა­ნოთ და რას ჰქვია ვი­ღა­ცას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ უნდა?", - ეს გან­ცხა­დე­ბა "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ აჭა­რის მთავ­რო­ბის სახ­ლთან ოპო­ზი­ცი­ი­სა და მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ აქ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ა­კე­თა.

გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ქარ­თველ­მა ხალ­ხმა 31 ოქ­ტომ­ბერს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ვერ­დიქ­ტი გა­მო­უ­ტა­ნა, თუმ­ცა იგი ამას არ ეგუ­ე­ბა.

"2012 წელს, რო­დე­საც ქარ­თველ­მა ხალ­ხმა გარ­კვე­უ­ლი ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო, რა­ზეც შე­იძ­ლე­ბა უკ­მა­ყო­ფი­ლო ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ შე­თი­თხნი­ლი, კრემლში დად­გმუ­ლი პიარ-სპე­ცო­პე­რა­ცი­ის გამო, რომ­ლი­თაც გა­და­რი­ეს ხალ­ხი, ცო­ცხე­ბი და რა არ მო­ი­გო­ნეს ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე, პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­ზე, ბო­ლოს კი 10 თვის ბავ­შვის სიკ­ვდი­ლიც წინა ღა­მით გა­მო­ი­ყე­ნეს, მე არ მინ­და მათ­სა­ვით და­ვე­ცე და ვთქვა, ფაქ­ტია ბავ­შვი ვი­ღა­ცამ მოკ­ლა, ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­სას­ვლე­ლად კარ­გად გა­მო­ი­ყე­ნეს.

ეგ­ზიტ­პო­ლი რამ­დე­ნი­მე წუ­თის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი იყო და პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მა მი­ი­ღო ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ვერ­დიქ­ტი და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლო, შენ ვინ მიგ­დი­ხარ, რომ არ მი­ი­ღო ეს ვერ­დიქ­ტი. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს კო­ჭე­ბამ­დეც ვერ მოწ­ვდე­ბი. ძა­ლი­ან მი­ხა­რია აქ ვხე­დავ, ჩვენს კო­ლე­გებს და კონ­კუ­რენ­ტებს, იმ პარ­ტი­ებს და ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა აზ­რზე ვართ, დღეს ყვე­ლა­ნი ერ­თად ვართ.

მე პირ­და­პირ გე­ტყვით, რას ჰქვია ხალ­ხო, ჩვენ თუ აქ ერ­თმა­ნეთს პა­ტივს ვცემთ, ვამ­ბობთ, რომ ყვე­ლამ ერ­თმა­ნე­თი ავი­ტა­ნოთ, ასა­ტა­ნი რა გვჭირს? ყვე­ლამ ერ­თმა­ნეთს გვერ­დში და­ვუდ­გეთ და გვიყ­ვარ­დეს. ყვე­ლა­ნი ამ ქვეყ­ნის შვი­ლე­ბი ვართ, გა­ნურ­ჩევ­ლად ეთ­ნი­კუ­რო­ბი­სა. ყვე­ლა თუ უნდა ავი­ტა­ნოთ, რას ჰქვია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ უნდა ავი­ტა­ნოთ და რას ჰქვია ვი­ღა­ცას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ უნდა? მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მომ­ხრე და მხარ­დამ­ჭე­რი ხალ­ხი გვინ­და და სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი და ამ არ­ჩევ­ნე­ბის მთა­ვა­რი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ გინ­და? ასე არ გა­მო­ვა მე­გობ­რე­ბო! მასე არ გა­მო­ვა ბი­ძი­ნა ეგ ამ­ბა­ვი.

მი­შაც უნდა ჩა­მო­ვი­დეს, ყვე­ლა დევ­ნი­ლი უნდა ჩა­მო­ვი­დეს და ყვე­ლა პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს, ყვე­ლამ უნდა მი­ი­ღოს ამ ყვე­ლა­ფერ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მარ­თა­ლია შორს არის, მაგ­რამ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს. მი­შას პა­ტი­ვის­ცე­მა თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის პა­ტი­ვის­ცე­მაა და არა­ვის არა­ფე­რი შე­ე­შა­ლოს",- გა­ნა­ცხა­და ბა­რა­მი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 62 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
16
რა დიდ გულზეა ეს ბარამიძე, რას ავალდებულებს ხალხს გაქცეული ნაპრეზიდენტალის სიყვარულს, რომელიც სულ იმის ცდაშია, როგორმე ყველაფერი თავდაყირა დააყენოს ქვეყანაში.
eka
16

საწყალი,კორონა აქვს ეტყობა გადატანილი,ტვინი აღარ უმუშავებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"რას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი არ უნდა ავიტანოთ და რას ჰქვია ვიღაცას მიხეილ სააკაშვილი არ უნდა?" - გიორგი ბარამიძე

"რას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი არ უნდა ავიტანოთ და რას ჰქვია ვიღაცას მიხეილ სააკაშვილი არ უნდა?" - გიორგი ბარამიძე

"რას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი არ უნდა ავიტანოთ და რას ჰქვია ვიღაცას მიხეილ სააკაშვილი არ უნდა?", - ეს განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მიერ ორგანიზებულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ ქართველმა ხალხმა 31 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილს ვერდიქტი გამოუტანა, თუმცა იგი ამას არ ეგუება.

"2012 წელს, როდესაც ქართველმა ხალხმა გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო, რაზეც შეიძლება უკმაყოფილო ყოფილიყო, მაგრამ შეთითხნილი, კრემლში დადგმული პიარ-სპეცოპერაციის გამო, რომლითაც გადარიეს ხალხი, ცოცხები და რა არ მოიგონეს ჩვენს ხელისუფლებაზე, პრეზიდენტ სააკაშვილზე, ბოლოს კი 10 თვის ბავშვის სიკვდილიც წინა ღამით გამოიყენეს, მე არ მინდა მათსავით დავეცე და ვთქვა, ფაქტია ბავშვი ვიღაცამ მოკლა, ეს ხელისუფლებაში მოსასვლელად კარგად გამოიყენეს.

ეგზიტპოლი რამდენიმე წუთის გამოცხადებული იყო და პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიიღო ქართველი ხალხის ვერდიქტი და ბიძინა ივანიშვილო, შენ ვინ მიგდიხარ, რომ არ მიიღო ეს ვერდიქტი. მიხეილ სააკაშვილს კოჭებამდეც ვერ მოწვდები. ძალიან მიხარია აქ ვხედავ, ჩვენს კოლეგებს და კონკურენტებს, იმ პარტიებს და ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა აზრზე ვართ, დღეს ყველანი ერთად ვართ.

მე პირდაპირ გეტყვით, რას ჰქვია ხალხო, ჩვენ თუ აქ ერთმანეთს პატივს ვცემთ, ვამბობთ, რომ ყველამ ერთმანეთი ავიტანოთ, ასატანი რა გვჭირს? ყველამ ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და გვიყვარდეს. ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ, განურჩევლად ეთნიკურობისა. ყველა თუ უნდა ავიტანოთ, რას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი არ უნდა ავიტანოთ და რას ჰქვია ვიღაცას მიხეილ სააკაშვილი არ უნდა? მიხეილ სააკაშვილის მომხრე და მხარდამჭერი ხალხი გვინდა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ამ არჩევნების მთავარი გამარჯვებული მიხეილ სააკაშვილი არ გინდა? ასე არ გამოვა მეგობრებო! მასე არ გამოვა ბიძინა ეგ ამბავი.

მიშაც უნდა ჩამოვიდეს, ყველა დევნილი უნდა ჩამოვიდეს და ყველა პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს, ყველამ უნდა მიიღოს ამ ყველაფერში მონაწილეობა. მართალია შორს არის, მაგრამ მასთან ურთიერთობის საშუალება გვაქვს. მიშას პატივისცემა თითოეული თქვენგანის პატივისცემაა და არავის არაფერი შეეშალოს",- განაცხადა ბარამიძემ.