Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებათა მეორე რაუნდის შედეგები - რა მოლოდინი აქვთ ექსპერტებს და რას ურჩევენ მხარეებს
ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებათა მეორე რაუნდის შედეგები - რა მოლოდინი აქვთ ექსპერტებს და რას ურჩევენ მხარეებს

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ორ ნა­წი­ლა­დაა გა­ყო­ფი­ლი, ერთი ნა­წი­ლი - კონ­სტრუქ­ცი­ულ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს, იგი­ვე თა­ლაკ­ვა­ძე და გა­ხა­რია და მე­ო­რე ფრთა ე.წ. ომის პარ­ტია - კა­ლა­ძე, მდი­ნა­რა­ძე და კო­ბა­ხი­ძე ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის კო­რი­და­ზე მუდ­მი­ვად წი­თელ ნა­ჭერს აფ­რი­ა­ლე­ბენ, - ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სრულ­ფა­სო­ვა­ნი შე­თან­ხმე­ბა, რომ შედ­გეს, ორი­ვე მხა­რემ რა­ღაც უნდა დათ­მოს და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­დღაც შუ­ა­ში უნდა იყოს და არა რო­მე­ლი­მე მხა­რის სა­სარ­გებ­ლოდ.

„სამ­წუ­ხა­როდ, ორი­ვე მხა­რის პო­ზი­ცია ხის­ტია და შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც ტრა­დი­ცი­უ­ლად ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, იმ­დე­ნად დი­ა­ლოგ­თან არა გვაქვს საქ­მე, რამ­დე­ნა­დაც ორ მო­ნო­ლოგ­თან. ნი­უ­ან­სია ის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, თით­ქოს ორ ნა­წი­ლა­დაა გა­ყო­ფი­ლი, ერთი ნა­წი­ლი - კონ­სტრუქ­ცი­ულ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს, იგი­ვე თა­ლაკ­ვა­ძე და გა­ხა­რია და მე­ო­რე ფრთა ე.წ. ომის პარ­ტია - კა­ლა­ძე, მდი­ნა­რა­ძე და კო­ბა­ხი­ძე ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის კო­რი­და­ზე მუდ­მი­ვად წი­თელ ნა­ჭერს აფ­რი­ა­ლე­ბენ. ასე­თი ვი­თა­რე­ბაა, ასე რომ რო­გორც ხდე­ბა ყო­ველ­თვის, დი­ა­ლო­გი­სა და კონ­სენ­სუ­სის ძი­ე­ბის არა­ნა­ი­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი მხა­რე­ებს არა აქვთ. ორი­ვე კუნ­თებ­ზე იყუ­რე­ბა, ძა­ლით უნდა გა­და­ტეხ­ვა, თა­ვის გზას აცხა­დებს ერ­თა­დერთ მი­სა­ღე­ბად და ერ­თმა­ნეთს შუბ­ლით ეტა­კე­ბი­ან. ერ­თა­დერ­თი ინ­სტრუ­მენ­ტი, ისე­ვე რო­გორც ყო­ველ­თვის მხა­რე­ებ­ზე ჩვე­ნი უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბის ზე­წო­ლაა, რომ კე­თი­ლი ინე­ბონ და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად იაზ­როვ­ნონ და ორი­ვემ რა­ღაც დათ­მოს. სრულ­ფა­სო­ვა­ნი შე­თან­ხმე­ბა, რომ შედ­გეს, ორი­ვე მხა­რემ რა­ღაც უნდა დათ­მოს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­დღაც შუ­ა­ში უნდა იყოს და არა რო­მე­ლი­მე მხა­რის სა­სარ­გებ­ლოდ“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის გარ­და­უ­ვა­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს პო­ლი­ტო­ლო­გი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე. ძა­ბი­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ თუ არა, თუმ­ცა, ქვე­ყა­ნა რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნა­შე მა­ინც დად­გე­ბა, რად­გან ობი­ექ­ტუ­რად არის მძი­მე ვი­თა­რე­ბა და „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მომ­დევ­ნო 4 წელი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბა.

„პრობ­ლე­მა მხო­ლოდ პარ­ლა­მენ­ტის ერ­თპარ­ტი­უ­ლო­ბა­ში კი არ არის, პრობ­ლე­მა ის არის, რომ იქ­ნე­ბა უამ­რა­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, რო­მელ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ გა­დაჭ­რის. არ ვიცი, დღეს ამას რამ­დე­ნად აც­ნო­ბი­ე­რებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მაგ­რამ ძა­ლი­ან მალე დად­გე­ბა ასე­თი რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე. წავა თუ არ წავა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დათ­მო­ბა­ზე, მას რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა მა­ინც მო­უ­წევს. ამი­ტომ მხო­ლოდ ეს არის გა­მო­სა­ვა­ლი, რომ ოპო­ზი­ცია შე­დის პარ­ლა­მენ­ტში და ხდე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბა, რომ მოხ­დე­ბა სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის შეც­ვლა და ერთი წლის ვა­და­ში ჩა­ტარ­დე­ბა რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი. მაგ­რამ თუ ოპო­ზი­ცია დარ­ჩე­ბა ქუ­ჩა­ში, არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­დად­გამს ნა­ბიჯს“, - გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

ამას­თან, ძა­ბი­რა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცეს­ში უბ­ნე­ბის გა­დათ­ვლა­ზე უარი ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან, მათ­თვის არა­მომ­გე­ბი­ა­ნია.

„ოპო­ზი­ცია უნდა და­თან­ხმდეს გა­დათ­ვლა­ზე და უნდა გა­ა­კე­თოს შემ­ხვედ­რი წი­ნა­და­დე­ბა, რომ შე­ად­გი­ნონ ჯგუ­ფი, არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის და პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რო­მე­ლიც გა­დათ­ვლის და ეს პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა ღია. ყვე­ლა უბ­ნის გა­დათ­ვლა რომ მო­უ­წი­ოთ, უნდა გა­დათ­ვა­ლონ. ეს პო­ლი­ტი­კუ­რად მომ­გე­ბი­ა­ნია ოპო­ზი­ცი­ის­თვის,“ - გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, წინა შემ­თხვე­ვა­ში, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი პრო­პორ­ცი­ულ­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი სის­ტე­მის მი­ღე­ბით დას­რულ­და, სხვა ვი­თა­რე­ბა იყო, „ახლა კი სა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა არა მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, არა­მედ ოპო­ზი­ცი­ა­საც სჭირ­დე­ბა“.

„ად­რეც იყო სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ ქუ­ჩის აქ­ცი­ებ­მა აი­ძუ­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დათ­მო­ბა­ზე წა­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ ეს არ არის მთლად სწო­რი შე­ფა­სე­ბა, ამა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი წვლი­ლი იყო, მა­შინ იმ­დე­ნად ცუდ დღე­ში აღ­მოჩ­ნდა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, როცა და­ნა­პი­რე­ბი უკან წა­ი­ღო და ეს იმ­დე­ნად ცალ­სა­ხა იყო, რომ არ­გუ­მენ­ტი არ ჰქონ­დათ არა მხო­ლოდ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, არა­მედ და­სავ­ლეთ­თან, დღეს სხვა ვი­თა­რე­ბაა, იგი­ვე და­სავ­ლეთ­მა ამ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი აღი­ა­რა, ამი­ტომ დღეს და­სავ­ლე­თის სხვა რა­მე­ში დარ­წმუ­ნე­ბა, მარ­ტი­ვი არ იქ­ნე­ბა, ამი­ტომ ოპო­ზი­ცი­ას გა­უ­ჭირ­დე­ბა. თუ ოპო­ზი­ცია პერ­მა­ნენ­ტულ აქ­ცი­ებს და­ა­ა­ნონ­სებს, უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ ზამ­თა­რი მო­დის, მძი­მე პე­რი­ო­დია და არ იქ­ნე­ბა პრო­ტეს­ტის ის მუხ­ტი, რაც სა­ჭი­როა იმის­თვის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დათ­მო­ბა­ზე წა­მო­იყ­ვა­ნონ. ამი­ტომ ოპო­ზი­ცი­ამ უნდა ეძე­ბოს გა­მო­სა­ვა­ლი და ისე­თი გა­მო­სა­ვა­ლი, რომ დღეს თუ არა, ხვალ რომ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა, სახე ჰქონ­დეს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი, დღეს მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ სჭირ­დე­ბა სა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებ­თან, ეს სჭირ­დე­ბა ოპო­ზი­ცი­ა­საც, იმის­თვის რომ სი­ტუ­ა­ცია მათ­თვის იყოს მომ­გე­ბი­ა­ნი“, - გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

ექ­სპერტ ვანო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით კი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის კომ­პრო­მი­სი შედ­გეს.

„ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის კომ­პრო­მი­სი უნდა შედ­გეს - ეს არის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა ნორ­მა­ლუ­რად, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად გან­ვი­თარ­დეს და პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი მოგ­ვარ­დეს. თუ ეს არ მოხ­დე­ბა, რა თქმა უნდა, ქვე­ყა­ნა რთულ პო­ლი­ტი­კურ-ეკო­ნო­მი­კურ და მათ შო­რის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით კრი­ზის­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა და ეს ორი­ვე მხა­რემ უნდა გა­ი­თა­ვი­სოს. სა­ქარ­თვე­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე ამ ეტაპ­ზე, მი­თუ­მე­ტეს რე­გი­ონ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უბ­რა­ლოდ, ვერ შეძ­ლებს მი­აღ­წი­ოს ნორ­მა­ლურ შე­დე­გებს. მმარ­თველ­მა გუნ­დმა ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რომ არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის დროს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი იყო, რო­მელ­მაც რა თქმა უნდა, გავ­ლე­ნა იქო­ნია შე­დე­გებ­ზე. ის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან მო­ნა­წი­ლე­ობს არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ზი­ცი­ას აჟ­ღე­რებს კახა კა­ლა­ძე, მი­ა­ნიშ­ნებს, იმა­ზე, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კა­ტე­გო­რი­უ­ლო­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბა ერთ მი­ზანს, რომ სა­ერ­თო ჯამ­ში მათ მო­უ­წი­ოთ კომ­პრო­მის­ზე წას­ვლა, მხო­ლოდ იმის­თვის, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის რე­პუ­ტა­ცია არ და­კარ­გონ“, - გა­ნა­ცხა­და ექ­სპერ­ტმა.

ამას­თან მა­ჭა­ვა­რი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მაიკ პომ­პე­ოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­ზა­ნი, დე­მოკ­რა­ტი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში შექ­მნი­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბია, რო­მე­ლიც 2020 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იქ­მნა.

„ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მაიკ პომ­პე­ოს ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ორ მნიშ­ვნე­ლო­ვან მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა, რა თქმა უნდა, ერთი მი­ზე­ზი რე­გი­ონ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბია, ხოლო მე­ო­რე, ვი­ზი­ტის მი­ზა­ნი გახ­ლავთ სწო­რედ ის დე­მოკ­რა­ტი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში შექ­მნი­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც 2020 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იქ­მნა. პომ­პე­ოს ვი­ზი­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც ქვეყ­ნის შიდა ეკო­ნო­მი­კუ­რი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, ასე­ვე ეს ნიშ­ნავს ქვეყ­ნის­თვის მხარ­და­ჭე­რის გა­მო­ხატ­ვას რთულ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც შე­იქ­მნა ყა­რა­ბა­ღის ომის შემ­დეგ და რუ­სე­თის სამ­ხედ­რო­ე­ბის ახა­ლი გან­ლა­გე­ბე­ბის შემ­დეგ“, - გა­ნა­ცხა­და ვანო მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მე­ო­რე რა­უნ­დი 14 ნო­ემ­ბერს შედ­გა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილია
54

ესენი აკეთებენ მტრის საქმეს მორჩა და გათავდა. მიშას ლაქიები. ხუხაშვილო შენ ძალიან კარგად ხვდები ვის ემსახურები და ღმერთი მოგკითხავს მაგ მტრული თამაშისთვის აუცილებლად.

ილია
11

არ ხართ სულელები და ძალიან კარგადაც იცით ვისაც ემსახურებით. თქვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს და სამშობლო ისე მოგიტანეს დღემდე და თქვენ ვისაც ემსახურებით ყველა ხედავს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებათა მეორე რაუნდის შედეგები - რა მოლოდინი აქვთ ექსპერტებს და რას ურჩევენ მხარეებს

ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებათა მეორე რაუნდის შედეგები - რა მოლოდინი აქვთ ექსპერტებს და რას ურჩევენ მხარეებს

ხელისუფლება ორ ნაწილადაა გაყოფილი, ერთი ნაწილი - კონსტრუქციულ განცხადებებს აკეთებს, იგივე თალაკვაძე და გახარია და მეორე ფრთა ე.წ. ომის პარტია - კალაძე, მდინარაძე და კობახიძე ქართული პოლიტიკის კორიდაზე მუდმივად წითელ ნაჭერს აფრიალებენ, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სრულფასოვანი შეთანხმება, რომ შედგეს, ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს და გადაწყვეტილება სადღაც შუაში უნდა იყოს და არა რომელიმე მხარის სასარგებლოდ.

„სამწუხაროდ, ორივე მხარის პოზიცია ხისტია და შესაბამისად, როგორც ტრადიციულად ხდება საქართველოში, იმდენად დიალოგთან არა გვაქვს საქმე, რამდენადაც ორ მონოლოგთან. ნიუანსია ის, რომ ხელისუფლება, თითქოს ორ ნაწილადაა გაყოფილი, ერთი ნაწილი - კონსტრუქციულ განცხადებებს აკეთებს, იგივე თალაკვაძე და გახარია და მეორე ფრთა ე.წ. ომის პარტია - კალაძე, მდინარაძე და კობახიძე ქართული პოლიტიკის კორიდაზე მუდმივად წითელ ნაჭერს აფრიალებენ. ასეთი ვითარებაა, ასე რომ როგორც ხდება ყოველთვის, დიალოგისა და კონსენსუსის ძიების არანაირი პოტენციალი მხარეებს არა აქვთ. ორივე კუნთებზე იყურება, ძალით უნდა გადატეხვა, თავის გზას აცხადებს ერთადერთ მისაღებად და ერთმანეთს შუბლით ეტაკებიან. ერთადერთი ინსტრუმენტი, ისევე როგორც ყოველთვის მხარეებზე ჩვენი უცხოელი პარტნიორების ზეწოლაა, რომ კეთილი ინებონ და სახელმწიფოებრივად იაზროვნონ და ორივემ რაღაც დათმოს. სრულფასოვანი შეთანხმება, რომ შედგეს, ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება სადღაც შუაში უნდა იყოს და არა რომელიმე მხარის სასარგებლოდ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

რიგგარეშე არჩევნების გარდაუვალობაზე საუბრობს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე. ძაბირაძის განცხადებით, რთული სათქმელია, „ქართულ ოცნებაში“ აცნობიერებენ თუ არა, თუმცა, ქვეყანა რიგგარეშე არჩევნების წინაშე მაინც დადგება, რადგან ობიექტურად არის მძიმე ვითარება და „ქართულ ოცნებას“ მომდევნო 4 წელი ხელისუფლების შენარჩუნება გაუჭირდება.

„პრობლემა მხოლოდ პარლამენტის ერთპარტიულობაში კი არ არის, პრობლემა ის არის, რომ იქნება უამრავი სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური პრობლემები, რომელსაც ხელისუფლება ვერ გადაჭრის. არ ვიცი, დღეს ამას რამდენად აცნობიერებს ხელისუფლება, მაგრამ ძალიან მალე დადგება ასეთი რეალობის წინაშე. წავა თუ არ წავა ხელისუფლება დათმობაზე, მას რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მაინც მოუწევს. ამიტომ მხოლოდ ეს არის გამოსავალი, რომ ოპოზიცია შედის პარლამენტში და ხდება პოლიტიკური შეთანხმება, რომ მოხდება საარჩევნო კოდექსის შეცვლა და ერთი წლის ვადაში ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები. მაგრამ თუ ოპოზიცია დარჩება ქუჩაში, არც ხელისუფლება გადადგამს ნაბიჯს“, - განაცხადა ძაბირაძემ.

ამასთან, ძაბირაძე მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების პროცესში უბნების გადათვლაზე უარი ოპოზიციის მხრიდან, მათთვის არამომგებიანია.

„ოპოზიცია უნდა დათანხმდეს გადათვლაზე და უნდა გააკეთოს შემხვედრი წინადადება, რომ შეადგინონ ჯგუფი, არასამთავრობოების და პოლიტიკური წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელიც გადათვლის და ეს პროცესი იქნება ღია. ყველა უბნის გადათვლა რომ მოუწიოთ, უნდა გადათვალონ. ეს პოლიტიკურად მომგებიანია ოპოზიციისთვის,“ - განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე თქმით, წინა შემთხვევაში, როცა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები პროპორციულთან მიახლოებული სისტემის მიღებით დასრულდა, სხვა ვითარება იყო, „ახლა კი სახის შენარჩუნება არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციასაც სჭირდება“.

„ადრეც იყო საუბარი იმაზე, რომ ქუჩის აქციებმა აიძულა ხელისუფლება დათმობაზე წასულიყო, მაგრამ ეს არ არის მთლად სწორი შეფასება, ამაში საერთაშორისო პარტნიორების განმსაზღვრელი წვლილი იყო, მაშინ იმდენად ცუდ დღეში აღმოჩნდა ხელისუფლება, როცა დანაპირები უკან წაიღო და ეს იმდენად ცალსახა იყო, რომ არგუმენტი არ ჰქონდათ არა მხოლოდ მოსახლეობასთან, არამედ დასავლეთთან, დღეს სხვა ვითარებაა, იგივე დასავლეთმა ამ არჩევნების შედეგები აღიარა, ამიტომ დღეს დასავლეთის სხვა რამეში დარწმუნება, მარტივი არ იქნება, ამიტომ ოპოზიციას გაუჭირდება. თუ ოპოზიცია პერმანენტულ აქციებს დააანონსებს, უნდა გაითვალისწინოს, რომ ზამთარი მოდის, მძიმე პერიოდია და არ იქნება პროტესტის ის მუხტი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ხელისუფლება დათმობაზე წამოიყვანონ. ამიტომ ოპოზიციამ უნდა ეძებოს გამოსავალი და ისეთი გამოსავალი, რომ დღეს თუ არა, ხვალ რომ რიგგარეშე არჩევნები იქნება, სახე ჰქონდეს შენარჩუნებული, დღეს მხოლოდ ხელისუფლებას არ სჭირდება სახის შენარჩუნება დასავლელ პარტნიორებთან, ეს სჭირდება ოპოზიციასაც, იმისთვის რომ სიტუაცია მათთვის იყოს მომგებიანი“, - განაცხადა ძაბირაძემ.

ექსპერტ ვანო მაჭავარიანის განცხადებით კი, აუცილებელია, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კომპრომისი შედგეს.

„ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კომპრომისი უნდა შედგეს - ეს არის აუცილებლობა იმისთვის, რომ ქვეყანა ნორმალურად, დემოკრატიულად განვითარდეს და პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს. თუ ეს არ მოხდება, რა თქმა უნდა, ქვეყანა რთულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ და მათ შორის, საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით კრიზისში აღმოჩნდება და ეს ორივე მხარემ უნდა გაითავისოს. საქართველო საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე ამ ეტაპზე, მითუმეტეს რეგიონში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, უბრალოდ, ვერ შეძლებს მიაღწიოს ნორმალურ შედეგებს. მმართველმა გუნდმა ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნების ჩატარების დროს ძალიან სერიოზული ხარვეზები იყო, რომელმაც რა თქმა უნდა, გავლენა იქონია შედეგებზე. ის, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებში ხელისუფლების მხრიდან მონაწილეობს არჩილ თალაკვაძე და „ქართული ოცნების“ პოზიციას აჟღერებს კახა კალაძე, მიანიშნებს, იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ კატეგორიულობა ემსახურება ერთ მიზანს, რომ საერთო ჯამში მათ მოუწიოთ კომპრომისზე წასვლა, მხოლოდ იმისთვის, რომ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის რეპუტაცია არ დაკარგონ“, - განაცხადა ექსპერტმა.

ამასთან მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი, დემოკრატიულ განვითარებაში შექმნილი სერიოზული პრობლემებია, რომელიც 2020 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოში შეიქმნა.

„ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში, ორ მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება, რა თქმა უნდა, ერთი მიზეზი რეგიონში განვითარებული მოვლენებია, ხოლო მეორე, ვიზიტის მიზანი გახლავთ სწორედ ის დემოკრატიულ განვითარებაში შექმნილი სერიოზული პრობლემები, რომელიც 2020 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოში შეიქმნა. პომპეოს ვიზიტი მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის შიდა ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებისთვის, ასევე ეს ნიშნავს ქვეყნისთვის მხარდაჭერის გამოხატვას რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც შეიქმნა ყარაბაღის ომის შემდეგ და რუსეთის სამხედროების ახალი განლაგებების შემდეგ“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 14 ნოემბერს შედგა.

"ვფიქრობ, საღი აზრი აჯობებს და მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს" - ივანიშვილის კომენტარი საარჩევნო უბანთან

"ამომრჩეველმა გადაწყვიტა და 9 პარტიას მისცა ხმა...ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამომრჩეველს" - სალომე ზურაბიშვილი

"რას შვება დაძაბულ ბრძოლაში? გავგიჟდები რომ ვერ გაიმარჯვოს" - როგორ ეხმიანებიან მეორე ტურს ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს