პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ჯეო ჰოსპიტალსის“ სამტრედიისა და საგარეჯოს ცენტრები, საწოლფონდის მობილიზების შემდეგ რამდენიმე საათში შეივსო
„ჯეო ჰოსპიტალსის“ სამტრედიისა და საგარეჯოს ცენტრები, საწოლფონდის მობილიზების შემდეგ რამდენიმე საათში შეივსო

„ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის“ სამ­ტრე­დი­ი­სა და სა­გა­რე­ჯოს სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრებ­მა და­მა­ტე­ბით 126 სა­წო­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბა სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქი­დან და­ი­წყო. რო­გორც „ჯეო ჰოს­პი­ტალსში“ გან­მარ­ტა­ვენ, კლი­ნი­კა მა­ლე­ვე შე­ივ­სო იმ პა­ცი­ენ­ტე­ბით, რომ­ლე­ბიც პან­დე­მი­ის გამო არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბას ვერ­სად ვერ ახერ­ხებ­დნენ.

„ჯეო ჰოს­პი­ტალ­სი“ ერთ-ერთი მას­შტა­ბუ­რი რე­გი­ო­ნუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრე­ბის ქსე­ლია, რო­მე­ლიც COVID-19-ის მარ­თვის პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო.

„ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის“ სამ­ტრე­დი­ი­სა და სა­გა­რე­ჯოს ცენ­ტრებს ვირუ­სის ად­გილ­ზე მკურ­ნა­ლო­ბის რე­სურ­სიც აქვთ. ჯამ­ში კლი­ნი­კებ­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია 126 სა­წო­ლი, მათ შო­რის 18 კრი­ტი­კუ­ლი/რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი სა­წო­ლიც (მათ შო­რის პე­დი­ატ­რი­უ­ლი), რაც COVID-19-ის მარ­თვის პრო­ცეს­ში რე­გი­ო­ნის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სამ­ტრე­დი­ის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის ირაკ­ლი ლა­ღი­ძის თქმით, სა­წოლ­ფონ­დი კლი­ნი­კა­ში დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით სრუ­ლად არის შევ­სე­ბუ­ლი. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი სტა­ბი­ლუ­რია.

„სა­წოლ­ფონ­დი სრუ­ლად არის შევ­სე­ბუ­ლი და გუ­შინ, პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბა დი­ლის 11:00 სა­ა­თი­დან და­ვი­წყეთ და და­ახ­ლო­ე­ბით, 7-8 სა­ათ­ში კლი­ნი­კის 90% შევ­სე­ბუ­ლი იყო. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით კი სრუ­ლად შევ­სე­ბუ­ლია.ამ ეტაპ­ზე გვყავს სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის პა­ცი­ენ­ტე­ბი რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ჩი­ვი­ლე­ბით, პნევ­მო­ნი­ით, შერ­წყმუ­ლი და თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბით. ეს პა­ცი­ენ­ტე­ბი იმარ­თე­ბა. ჟანგბად­და­მო­კი­დე­ბუ­ლია მათი 80%. ჩვენ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე პრო­კო­ლე­ბის მი­ხედ­ვით გა­და­ვამ­ზა­დეთ და ამ ეტაპ­ზე ეფექ­ტუ­რად ვუმკლავ­დე­ბით ვირუსს. სამ­ტრე­დი­ა­ში ჩვენს კლი­ნი­კა­ში სა­წოლ­ფონ­დის ზრდა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი იყო. დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, როცა ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა, პა­ცი­ენ­ტე­ბი სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრებ­ში უნდა გა­და­ნა­წილ­დნენ. ამ მხრივ სამ­ტრე­დია ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო, რად­გან ოდით­გან­ვე ის საკ­ვან­ძო ქა­ლა­ქად მი­იჩ­ნე­ვა და ფაქ­ტობ­რი­ვად, ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლიც არის დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა: „ჯეო ჰოს­პი­ტალსში“ პა­ცი­ენ­ტე­ბი გვყავს ზუგ­დი­დი­დან, რუ­ხი­დან, ცა­გე­რი­დან, გუ­რი­ის ყვე­ლა ქა­ლა­ქი­დან და სოფ­ლე­ბი­დან, არა­ფერს ვამ­ბობ ზეს­ტა­ფონ­სა და ქუ­თა­ის­ზე“, - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ლა­ღი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­გა­რე­ჯოს, რო­გორც რე­გი­ო­ნუ­ლი კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა და­ვით ჯი­ქი­ამ Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, სა­წოლ­ფონ­დი სრუ­ლად არის შევ­სე­ბუ­ლი და სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს ხა­რის­ხი­ა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­უ­წი­ონ.

„პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რო­ებს. ჩვენ ზო­გა­და­დაც მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი ვართ და შე­სა­ბა­მი­სად, კო­ვიდ პა­ცი­ენ­ტე­ბი აქამ­დეც მო­დი­ოდ­ნენ ჩვენ­თან, თუმ­ცა ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მა­ტე­ბა­სა და პან­დე­მი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბას­თან ერ­თად დად­გა აუ­ცი­ლებ­ლო­ბა რომ რე­გი­ონ­ში ყო­ფი­ლი­ყო ისე­თი ცენ­ტრი, რო­მე­ლიც ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა გარ­კვე­ულ რა­ო­დე­ნო­ბას მი­ი­ღებ­და. პა­ცი­ენ­ტებს სხვა­დას­ხვა გარ­თუ­ლე­ბა, სხვა­დას­ხვა თან­ხმლე­ბი და­ა­ვა­დე­ბა აქვთ, რა­საც მულ­ტიპრო­ფი­ლუ­რი ცენ­ტრის კომ­პე­ტენ­ცია სჭირ­დე­ბა“, - გან­მარ­ტა და­ვით ჯი­ქი­ამ.

„ჯეო ჰოს­პი­ტალსმა“ და­მა­ტე­ბი­თი სა­წოლ­ფონ­დით სა­ხელ­მწი­ფოს დახ­მა­რე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მკვეთ­რი მა­ტე­ბის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა. სამ­ტრე­დი­ი­სა და საგ­რე­ჯოს მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრე­ბი, სა­თა­ნა­დოდ აღ­ჭურ­ვი­ლი სა­წოლ­ფონ­დის გარ­და უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია ავ­ტო­ნო­მი­უ­რი, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის, თა­ნა­მედ­რო­ვე ჟანგბა­დის ქარ­ხნე­ბით, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით სტრა­ტე­გი­ულ მნიშ­ვნე­ლო­ბას სძენს კლი­ნი­კებს და რე­გი­ონს, რად­გან ეს სერ­ვი­სი სამ­ტრე­დი­ი­სა და სა­გა­რე­ჯოს რე­გი­ონ­ში მხო­ლოდ "ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის" აღ­ნიშ­ნულ მრა­ვალპრო­ფი­ლურ ჰოს­პი­ტა­ლე­ბი­შია ხელ­მი­საწ­ვდო­მი.აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას წვდო­მა ექ­ნე­ბა პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის ყვე­ლა სა­ჭი­რო სერ­ვის­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

„ჯეო ჰოსპიტალსის“ სამტრედიისა და საგარეჯოს ცენტრები, საწოლფონდის მობილიზების შემდეგ რამდენიმე საათში შეივსო

„ჯეო ჰოსპიტალსის“ სამტრედიისა და საგარეჯოს ცენტრები, საწოლფონდის მობილიზების შემდეგ რამდენიმე საათში შეივსო

„ჯეო ჰოსპიტალსის“ სამტრედიისა და საგარეჯოს სამედიცინო ცენტრებმა დამატებით 126 საწოლის მობილიზების შემდეგ პაციენტების მიღება სხვადასხვა ქალაქიდან დაიწყო. როგორც „ჯეო ჰოსპიტალსში“ განმარტავენ, კლინიკა მალევე შეივსო იმ პაციენტებით, რომლებიც პანდემიის გამო არსებული ვითარებიდან გამომდინარე სამედიცინო მომსახურების მიღებას ვერსად ვერ ახერხებდნენ.

„ჯეო ჰოსპიტალსი“ ერთ-ერთი მასშტაბური რეგიონული სამედიცინო ცენტრების ქსელია, რომელიც COVID-19-ის მართვის პროცესში აქტიურად ჩაერთო.

„ჯეო ჰოსპიტალსის“ სამტრედიისა და საგარეჯოს ცენტრებს ვირუსის ადგილზე მკურნალობის რესურსიც აქვთ. ჯამში კლინიკებში მობილიზებულია 126 საწოლი, მათ შორის 18 კრიტიკული/რეანიმაციული საწოლიც (მათ შორის პედიატრიული), რაც COVID-19-ის მართვის პროცესში რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სამტრედიის სამედიცინო ცენტრის დირექტორის ირაკლი ლაღიძის თქმით, საწოლფონდი კლინიკაში დღეის მდგომარეობით სრულად არის შევსებული. ინფიცირებულთა რაოდენობა კი სტაბილურია.

„საწოლფონდი სრულად არის შევსებული და გუშინ, პაციენტების მიღება დილის 11:00 საათიდან დავიწყეთ და დაახლოებით, 7-8 საათში კლინიკის 90% შევსებული იყო. დღეის მდგომარეობით კი სრულად შევსებულია.ამ ეტაპზე გვყავს საშუალო სიმძიმის პაციენტები რესპირატორული ჩივილებით, პნევმონიით, შერწყმული და თანმხლები დაავადებებით. ეს პაციენტები იმართება. ჟანგბადდამოკიდებულია მათი 80%. ჩვენ სამედიცინო პერსონალი თანამედროვე პროკოლების მიხედვით გადავამზადეთ და ამ ეტაპზე ეფექტურად ვუმკლავდებით ვირუსს. სამტრედიაში ჩვენს კლინიკაში საწოლფონდის ზრდა უმნიშვნელოვანესი იყო. დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, როცა ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, პაციენტები სხვადასხვა რეგიონის სამედიცინო ცენტრებში უნდა გადანაწილდნენ. ამ მხრივ სამტრედია ძალიან აქტუალური იყო, რადგან ოდითგანვე ის საკვანძო ქალაქად მიიჩნევა და ფაქტობრივად, ამის დამადასტურებელიც არის დღევანდელი მდგომარეობა: „ჯეო ჰოსპიტალსში“ პაციენტები გვყავს ზუგდიდიდან, რუხიდან, ცაგერიდან, გურიის ყველა ქალაქიდან და სოფლებიდან, არაფერს ვამბობ ზესტაფონსა და ქუთაისზე“, - აღნიშნა ირაკლი ლაღიძემ.

რაც შეეხება საგარეჯოს, როგორც რეგიონული კლინიკის დირექტორმა დავით ჯიქიამ Ambebi.ge-სთან საუბარში აღნიშნა, საწოლფონდი სრულად არის შევსებული და სამედიცინო ცენტრს საშუალება აქვს, ინფიცირებულ პაციენტებს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება გაუწიონ.

„პაციენტების მკურნალობა მიმდინაროებს. ჩვენ ზოგადადაც მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი ვართ და შესაბამისად, კოვიდ პაციენტები აქამდეც მოდიოდნენ ჩვენთან, თუმცა ინფიცირებულთა რაოდენობის მატებასა და პანდემიის გაძლიერებასთან ერთად დადგა აუცილებლობა რომ რეგიონში ყოფილიყო ისეთი ცენტრი, რომელიც ინფიცირებულთა გარკვეულ რაოდენობას მიიღებდა. პაციენტებს სხვადასხვა გართულება, სხვადასხვა თანხმლები დაავადება აქვთ, რასაც მულტიპროფილური ცენტრის კომპეტენცია სჭირდება“, - განმარტა დავით ჯიქიამ.

„ჯეო ჰოსპიტალსმა“ დამატებითი საწოლფონდით სახელმწიფოს დახმარება ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი მატების შემდეგ გადაწყვიტა. სამტრედიისა და საგრეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრები, სათანადოდ აღჭურვილი საწოლფონდის გარდა უზრუნველყოფილია ავტონომიური, მაღალი ხარისხის, თანამედროვე ჟანგბადის ქარხნებით, რაც განსაკუთრებით სტრატეგიულ მნიშვნელობას სძენს კლინიკებს და რეგიონს, რადგან ეს სერვისი სამტრედიისა და საგარეჯოს რეგიონში მხოლოდ ,,ჯეო ჰოსპიტალსის,, აღნიშნულ მრავალპროფილურ ჰოსპიტალებიშია ხელმისაწვდომი.აღსანიშნავია, რომ პარალელურ რეჟიმში მოსახლეობას წვდომა ექნება პირველადი ჯანდაცვის ყველა საჭირო სერვისზე.

თბილისში ქეი ეფ სის ახალი რესტორანი დიდ დიღომში გაიხსნა!

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2020 მესამედ ცხადდება!

შეფ მიშიმა და „ნიკორას“ შესანიშნავი სამეული