პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტთან პროტესტი დასრულდა - ოპოზიციამ შემდეგი სამი საპროტესტო აქცია დააანონსა
პარლამენტთან პროტესტი დასრულდა - ოპოზიციამ შემდეგი სამი საპროტესტო აქცია დააანონსა

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ პარ­ლა­მენ­ტის წინ მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას მო­სახ­ლე­ო­ბას მო­მა­ვა­ლი დღე­ე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა გა­აც­ნო და სამი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია და­ა­ა­ნონ­სა.

პირ­ვე­ლი აქ­ცია ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის, მაიკ პომ­პე­ოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტი­სას გა­ი­მარ­თე­ბა. უგუ­ლა­ვას თქმით, დე­და­ქა­ლა­ქის მთა­ვარ გამ­ზი­რებ­ზე სტი­კე­რი წარ­წე­რით „გა­ყალ­ბე­ბუ­ლია“ და­ეკ­ვრე­ბა, რომ­ლებ­ზეც პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი დად­გე­ბი­ან და არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის ფაქტს მდუ­მა­რედ გა­აპ­რო­ტეს­ტე­ბენ.

"17-18 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს ეწ­ვე­ვა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტუ­მა­რი, ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მდი­ვა­ნი, მაიკ პომ­პეო. ჩვენ ყვე­ლა მი­ვე­სალ­მე­ბით მას, ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნის, ჩვე­ნი მთა­ვა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­რან­ტი ქვეყ­ნის უმაღ­ლეს წარ­მო­მად­გე­ნელს და ასე­ვე ვაჩ­ვე­ნებთ მთელ მსოფ­ლი­ოს მდუ­მა­რე პრო­ტესტს. და­ვა­ფენთ თი­თო­ე­ულ სტი­კერს, სა­დაც ეწე­რე­ბა „გა­ყალ­ბე­ბუ­ლია“ და რუს­თა­ვე­ლის პირ­ვე­ლი­დან ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რის პირ­ვე­ლამ­დე, მთე­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი პროს­პექ­ტე­ბი მო­ფე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ამ სტი­კე­რე­ბით, და­ვა­ფენთ, დავ­დგე­ბით ზედ და ვი­ტყვით, გა­ყალ­ბე­ბუ­ლია, გა­ყალ­ბე­ბუ­ლია, გა­ყალ­ბე­ბუ­ლია და ამ სი­ყალ­ბეს არ მი­ვი­ღებთ! ორი მეტ­რი იქ­ნე­ბა თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს შო­რის დის­ტან­ცია. შე­იძ­ლე­ბა გვერ­დზე ისე­თი მე­ზო­ბე­ლი იყოს, რო­მე­ლიც არ გვიყ­ვარს ან ისე­თი პარ­ტია, რო­მე­ლიც არ გიყ­ვარს, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს ამას. გა­მო­დი! და­დე­ქი! თუ თვლი, რომ გა­ყალ­ბე­ბუ­ლია და მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს გვერ­დზე ვინ დგას იმი­ტომ, რომ ისიც თვლის, რომ გა­ყალ­ბე­ბუ­ლია, იმი­ტომ, რომ იმა­საც უნდა თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, იმი­ტომ, რომ ისიც ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეა და ისიც გრძნობს, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გა­რე­შე არ იქ­ნე­ბა წინსვლა, არ იქ­ნე­ბა არც გა­მარ­ჯვე­ბა, კე­თილ­დღე­ო­ბა და მშვი­დო­ბა. ამი­ტომ გვერ­დზე აღარ უნდა ვი­ყუ­როთ, ერთი გეზი გვაქვს და უნდა ვი­ყუ­როთ წინ. ეს აქ­ცია იქ­ნე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სიგ­ნა­ლი მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მი­მართ, რომ ჩვენ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, არ შე­ვე­გუ­ე­ბით სი­ყალ­ბეს და არას­დროს და­ვუ­ჩო­ქებთ ოლი­გარ­ქს,“ - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

მისი თქმით, შემ­დე­გი აქ­ცია გა­ი­მარ­თე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის დღეს 21 ნო­ემ­ბერს. უგუ­ლა­ვას გან­მარ­ტე­ბით, ამ დღე­საც პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ცო­ცხალ ჯაჭვს გა­ა­კე­თე­ბენ.

„ უნდა გა­მო­ვი­დეთ, მე­გობ­რე­ბო და პროს­პექ­ტებ­ზე გა­ვა­კე­თოთ ჯაჭ­ვი, იმის­თვის, რომ ჩვენ სხვა თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­საც შე­იძ­ლე­ბა, ჯერ კი­დევ ჰგო­ნი­ათ, რომ იმ სი­ყალ­ბე­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მათი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ვა­ლია, შე­ვახ­სე­ნოთ და ვუ­თხრათ, რომ არ მი­ი­ღონ სი­ყალ­ბე­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მე­ო­რე ტური არის სი­ყალ­ბე და ჩვენ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არ ვცნობთ სი­ყალ­ბეს,“- გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

რო­გორც „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დერ­მა გან­მარ­ტა, მე­სა­მე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია იმ დღეს გა­ი­მარ­თე­ბა, რო­დე­საც მე­ა­თე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტი პირ­ვე­ლად შე­იკ­რი­ბე­ბა.

„ჩვენ ასე­ვე, გეგ­მა გვაქვს, რომ, რო­დე­საც ძა­ლით ფურ­ცელ­ზე შე­კო­წი­წე­ბუ­ლი „ივა­ნიშ­ვი­ლის პა­ტი­ო­სან გვამ­თა ერ­თო­ბა“, რო­მელ­საც ისი­ნი უწო­დე­ბენ პარ­ლა­მენტს, გა­და­წყვეტს ამ შე­ნო­ბა­ში შეკ­რე­ბას ანუ ე.წ პარ­ლა­მენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ცნო­ბის დღეს, ჩვენ ყვე­ლა ქუდი კაც­ზე შე­ვიკ­რი­ბე­ბით აქ და მათ მო­უ­წევთ ჩვენს თვა­ლებ­ში ჩა­ხედ­ვა, მათ მო­უ­წევთ ჩვენს სხე­ულ­ზე გა­და­ბი­ჯე­ბა იმის­თვის, რომ შე­ვიდ­ნენ აქ და „გა­უპ­რა­ვონ“ ივა­ნიშ­ვილს ის, რაც მის­თვის არ მი­უ­ცია ქარ­თველ ხალ­ხს, ის, რაც მას არ ეკუთ­ვნის. ამი­ტომ, ჩვენ გვაქვს ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა და ამა­ვე დროს, ჩვენ ვე­სა­უბ­რე­ბით მათ,“ - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
41

ერთი სისტემის გაბრაზებული და მშვიდი აპოლოგეტებია! დააკვირდით სამი პარლამენტის თავმჯდომარე , პრეზიდენტი ორი, ერთი ონლაინაა , დუჟინი მინისტრი და მოადგილე, წამყვანი საფინანსო ინსტიტუტი ერთად ყელყელაობენ, თითქოს მე ვიყო ამ კარტელურ მონოპოლისტური და კორუფციული ეკონომიკური და თუნდაც საარჩევნო სისტემის ავტორი-თავად არიან ხომ ? დაურეგისტრირებელი და გადამალული ქონებები სად თუ არა საჯარო რეესტრშია, ვაშაძესთან?! მკვდარი სულები ? ეგენიც მანდა , თეთრი ადგილები კონსტიტუციაში? -ნათელაშვილთან , სახელმწიფო საბჭოშიც იჯდა შვარდნაძესთან ,იქამდე საბჭოთა პრაკურორი -მუშებს იცავს ახლა ? ბაქრაძე უშიშროებიდან საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე - არ მიყავდა პოლიტიკა, აბა დანაჩანგლით თამაშობდა ? ბურჯანაძეს ? კი ! ქოცებმა რამე შეცვალეს ? არა ! ჰოდა ერთია ეგა, შევარდნაძის სიაა არასამთავრობეიბიან, ბომონდიან, მედიიანად!

მე
81
იარეთ წინ და უკან, სანამ არ მოგბეზრდებათ. შემოგადნებათ ეს ხალხიც შარშანდელი თოვლივით, რომელიც ერთ დღეს მიხვდება, თუ როგორ ულაყებს ტვინს მელია და ვითომ დიდი პატრიოტი ოპოზიცია.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

პარლამენტთან პროტესტი დასრულდა - ოპოზიციამ შემდეგი სამი საპროტესტო აქცია დააანონსა

პარლამენტთან პროტესტი დასრულდა - ოპოზიციამ შემდეგი სამი საპროტესტო აქცია დააანონსა

"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მოსახლეობას მომავალი დღეების სამოქმედო გეგმა გააცნო და სამი საპროტესტო აქცია დააანონსა.

პირველი აქცია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტისას გაიმართება. უგულავას თქმით, დედაქალაქის მთავარ გამზირებზე სტიკერი წარწერით „გაყალბებულია“ დაეკვრება, რომლებზეც პროტესტის მონაწილეები დადგებიან და არჩევნების გაყალბების ფაქტს მდუმარედ გააპროტესტებენ.

"17-18 ნოემბერს საქართველოს ეწვევა ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი, მაიკ პომპეო. ჩვენ ყველა მივესალმებით მას, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ჩვენი მთავარი თავისუფლების გარანტი ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენელს და ასევე ვაჩვენებთ მთელ მსოფლიოს მდუმარე პროტესტს. დავაფენთ თითოეულ სტიკერს, სადაც ეწერება „გაყალბებულია“ და რუსთაველის პირველიდან ჭავჭავაძის გამზირის პირველამდე, მთელი ცენტრალური პროსპექტები მოფენილი იქნება ამ სტიკერებით, დავაფენთ, დავდგებით ზედ და ვიტყვით, გაყალბებულია, გაყალბებულია, გაყალბებულია და ამ სიყალბეს არ მივიღებთ! ორი მეტრი იქნება თითოეულ ადამიანს შორის დისტანცია. შეიძლება გვერდზე ისეთი მეზობელი იყოს, რომელიც არ გვიყვარს ან ისეთი პარტია, რომელიც არ გიყვარს, მნიშვნელობა არ აქვს ამას. გამოდი! დადექი! თუ თვლი, რომ გაყალბებულია და მნიშვნელობა არ აქვს გვერდზე ვინ დგას იმიტომ, რომ ისიც თვლის, რომ გაყალბებულია, იმიტომ, რომ იმასაც უნდა თავისუფალი არჩევნები, იმიტომ, რომ ისიც ამ ქვეყნის მოქალაქეა და ისიც გრძნობს, რომ თავისუფალი არჩევნების გარეშე არ იქნება წინსვლა, არ იქნება არც გამარჯვება, კეთილდღეობა და მშვიდობა. ამიტომ გვერდზე აღარ უნდა ვიყუროთ, ერთი გეზი გვაქვს და უნდა ვიყუროთ წინ. ეს აქცია იქნება უმნიშვნელოვანესი სიგნალი მთელი მსოფლიოს მიმართ, რომ ჩვენ, ქართველი ხალხი, არ შევეგუებით სიყალბეს და არასდროს დავუჩოქებთ ოლიგარქს,“ - განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, შემდეგი აქცია გაიმართება არჩევნების მეორე ტურის დღეს 21 ნოემბერს. უგულავას განმარტებით, ამ დღესაც პროტესტის მონაწილეები ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.

„ უნდა გამოვიდეთ, მეგობრებო და პროსპექტებზე გავაკეთოთ ჯაჭვი, იმისთვის, რომ ჩვენ სხვა თანამოქალაქეებს, რომლებსაც შეიძლება, ჯერ კიდევ ჰგონიათ, რომ იმ სიყალბეში მონაწილეობა მათი მოქალაქეობრივი ვალია, შევახსენოთ და ვუთხრათ, რომ არ მიიღონ სიყალბეში მონაწილეობა. მეორე ტური არის სიყალბე და ჩვენ ქართველი ხალხი არ ვცნობთ სიყალბეს,“- განაცხადა უგულავამ.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა განმარტა, მესამე საპროტესტო აქცია იმ დღეს გაიმართება, როდესაც მეათე მოწვევის პარლამენტი პირველად შეიკრიბება.

„ჩვენ ასევე, გეგმა გვაქვს, რომ, როდესაც ძალით ფურცელზე შეკოწიწებული „ივანიშვილის პატიოსან გვამთა ერთობა“, რომელსაც ისინი უწოდებენ პარლამენტს, გადაწყვეტს ამ შენობაში შეკრებას ანუ ე.წ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღეს, ჩვენ ყველა ქუდი კაცზე შევიკრიბებით აქ და მათ მოუწევთ ჩვენს თვალებში ჩახედვა, მათ მოუწევთ ჩვენს სხეულზე გადაბიჯება იმისთვის, რომ შევიდნენ აქ და „გაუპრავონ“ ივანიშვილს ის, რაც მისთვის არ მიუცია ქართველ ხალხს, ის, რაც მას არ ეკუთვნის. ამიტომ, ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა და ამავე დროს, ჩვენ ვესაუბრებით მათ,“ - განაცხადა უგულავამ.

"იგუდება, თუ კლინიკაში არ გადაიყვანეს, ბიძა მომიკვდება" - 52 წლის დავით წეროძის ახლობლები ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებას სთხოვენ

ვიბრძოლოთ მართას გადასარჩენად - პატარას, რომელსაც ღვიძლის სიმსივნის დიაგნოზი დაუსევს, ჩვენი დახმარება სჭირდება

ლევან გოგიჩაიშვილი: "პლაზმა ერთხელ უკვე ჩავაბარე, ვაპირებ მეორედაც გავიღო" - როგორ კურნავს კოვიდისგან გამოჯანმრთელებულის პლაზმა სხვა ინფიცირებულს?