მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნება" არ განიხილავს ხელახალ არჩევნებს!" - კახა კალაძე ოპოზიციასთან გამართული დიალოგის დეტალებზე
"ქართული ოცნება" არ განიხილავს ხელახალ არჩევნებს!" - კახა კალაძე ოპოზიციასთან გამართული დიალოგის დეტალებზე

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” არ გა­ნი­ხი­ლავს ხე­ლა­ხალ არ­ჩევ­ნებს ან მსგავს სა­კი­თხებს, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა კახა კა­ლა­ძემ პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

კა­ლა­ძემ ოპო­ზი­ცი­ას­თან დი­ა­ლო­გის ფარ­გლებ­ში გან­სა­ხილ­ველ სა­კი­თხებ­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მმარ­თვე­ლი გუნ­დი არ აპი­რებს დი­ა­ლო­გი იმ მო­თხოვ­ნის მი­ხედ­ვით წარ­მარ­თოს, რა­საც ოპო­ზი­ცია აყე­ნებს.

„გვინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა საქ­მის კურ­სში ჩა­ვა­ყე­ნოთ მიმ­დი­ნა­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე - “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” არ გა­ნი­ხი­ლავს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მიერ თა­ვი­სუ­ფალ არ­ჩევ­ნებ­ში გა­მო­ხა­ტუ­ლი ნე­ბის კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ და­ყე­ნე­ბას, ხე­ლა­ხალ არ­ჩევ­ნებს ან მსგავს სა­კი­თხებს.

არა­ვის უნდა და­ა­ვი­წყდეს, რომ პა­ტი­ვი უნდა ვცეთ ყვე­ლა ამომ­რჩე­ველს, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის არ­ჩე­ვანს, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ხა­ტა რო­გორც ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის, ასე­ვე “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხარ­და­ჭე­რა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პან­დე­მი­ის უმ­ძი­მეს პი­რო­ბებ­ში პარ­ტი­ე­ბის მი­მართ სა­კუ­თა­რი ნება ორ მი­ლი­ო­ნამ­დე ამომ­რჩე­ველ­მა გა­მო­ხა­ტა, სა­ი­და­ნაც მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ან­მა მხა­რი სწო­რედ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას” და­უ­ჭი­რა. ამის­თვის, კი­დევ ერთხელ დიდი მად­ლო­ბა ჩვენს ამომ­რჩე­ველს, რომ­ლებ­საც უნდა მივ­მარ­თოთ, რომ არა­ვინ აპი­რებს ისე წარ­მარ­თოს პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ა­ლო­გი, რომ თქვე­ნი ხმე­ბი, თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რა ვინ­მემ გა­ბე­დოს და მე­ო­რე­ხა­რიხ­სოვ­ნად მი­იჩ­ნი­ოს.

რაც შე­ე­ხე­ბა დე­ტა­ლებს: დი­ა­ლოგ­ზე შე­თან­ხმე­ბუ­ლი წე­სე­ბის მი­ხედ­ვით მო­ლა­პა­რა­კე­ბის სა­კი­თხე­ბი სა­ჯა­როდ, ამ ეტაპ­ზე არ უნდა გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი­ყო. ამის მი­უ­ხე­და­ვად ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­ჯა­როდ სა­უბ­რო­ბენ, რომ ისი­ნი არ თან­ხმდე­ბი­ან ხმე­ბის გა­დათ­ვლა­ზე. ამი­ტომ, ინ­ფორ­მა­ცია ცალ­მხრი­ვი რომ არ იყოს, ჩვენც ვა­დას­ტუ­რებთ, რომ მათ უარი გა­ნა­ცხა­დეს და უარი თქვეს შე­დე­გე­ბის გა­და­მოწ­მე­ბის ორი­ვე ფორ­მა­ზე - ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის გა­დათ­ვლა­ზე და ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის ნახ­ვა­ზე, რო­მე­ლიც გა­მო­რი­ცხავ­და სპე­კუ­ლა­ცი­ებს ე.წ. კა­რუ­სე­ლებ­ზე.

რო­გორც ჩანს, მათი ინ­ტე­რე­სი არ არის გა­ირ­კვეს სი­მარ­თლე და ურ­ჩევ­ნი­ათ მა­თი­ვე მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი, გა­მო­გო­ნი­ლი გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბით ივაჭ­რონ.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ვი­ტო­ვებთ იმედს, რომ მათი რა­დი­კა­ლუ­რი და უსა­ფუძ­ვლო პო­ზი­ცია შე­იც­ვლე­ბა და დი­ა­ლო­გი კონ­კრე­ტუ­ლი, ქვეყ­ნის­თვის პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გით დას­რულ­დე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ობიექტური
67

თუ ვინმე მხარდამჭერი ყავდა ოპოზიციას, ისიც დაკარგეს.

ალექს
112

ერთი სისტემის გაბრაზებული და მშვიდი აპოლოგეტებია! დააკვირდით სამი პარლამენტის თავმჯდომარე , პრეზიდენტი ორი, ერთი ონლაინაა , დუჟინი მინისტრი და მოადგილე, წამყვანი საფინანსო ინსტიტუტი ერთად ყელყელაობენ, თითქოს მე ვიყო ამ კარტელურ მონოპოლისტური და კორუფციული ეკონომიკური და თუნდაც საარჩევნო სისტემის ავტორი-თავად არიან ხომ ? დაურეგისტრირებელი და გადამალული ქონებები სად თუ არა საჯარო რეესტრშია, ვაშაძესთან?! მკვდარი სულები ? ეგენიც მანდა , თეთრი ადგილები კონსტიტუციაში? -ნათელაშვილთან , სახელმწიფო საბჭოშიც იჯდა შვარდნაძესთან ,იქამდე საბჭოთა პრაკურორი -მუშებს იცავს ახლა ? ბაქრაძე უშიშროებიდან საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე - არ მიყავდა პოლიტიკა, აბა დანაჩანგლით თამაშობდა ? ბურჯანაძეს ? კი ! ქოცებმა რამე შეცვალეს ? არა ! ჰოდა ერთია ეგა, შევარდნაძის სიაა არასამთავრობეიბიან, ბომონდიან, მედიიანად!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ქართული ოცნება" არ განიხილავს ხელახალ არჩევნებს!" - კახა კალაძე ოპოზიციასთან გამართული დიალოგის დეტალებზე

"ქართული ოცნება" არ განიხილავს ხელახალ არჩევნებს!" - კახა კალაძე ოპოზიციასთან გამართული დიალოგის დეტალებზე

“ქართული ოცნება” არ განიხილავს ხელახალ არჩევნებს ან მსგავს საკითხებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კალაძემ ოპოზიციასთან დიალოგის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი არ აპირებს დიალოგი იმ მოთხოვნის მიხედვით წარმართოს, რასაც ოპოზიცია აყენებს.

„გვინდა საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენოთ მიმდინარე მოლაპარაკებებზე - “ქართული ოცნება” არ განიხილავს ქართველი ხალხის მიერ თავისუფალ არჩევნებში გამოხატული ნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, ხელახალ არჩევნებს ან მსგავს საკითხებს.

არავის უნდა დაავიწყდეს, რომ პატივი უნდა ვცეთ ყველა ამომრჩეველს, თითოეული მათგანის არჩევანს, რომელიც გამოიხატა როგორც ოპოზიციური პარტიების, ასევე “ქართული ოცნების“ მხარდაჭერაში.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის უმძიმეს პირობებში პარტიების მიმართ საკუთარი ნება ორ მილიონამდე ამომრჩეველმა გამოხატა, საიდანაც მილიონამდე ადამიანმა მხარი სწორედ ,,ქართულ ოცნებას” დაუჭირა. ამისთვის, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, რომლებსაც უნდა მივმართოთ, რომ არავინ აპირებს ისე წარმართოს პოლიტიკური დიალოგი, რომ თქვენი ხმები, თქვენი მხარდაჭერა ვინმემ გაბედოს და მეორეხარიხსოვნად მიიჩნიოს.

რაც შეეხება დეტალებს: დიალოგზე შეთანხმებული წესების მიხედვით მოლაპარაკების საკითხები საჯაროდ, ამ ეტაპზე არ უნდა გახმოვანებულიყო. ამის მიუხედავად ოპოზიციის წარმომადგენლები საჯაროდ საუბრობენ, რომ ისინი არ თანხმდებიან ხმების გადათვლაზე. ამიტომ, ინფორმაცია ცალმხრივი რომ არ იყოს, ჩვენც ვადასტურებთ, რომ მათ უარი განაცხადეს და უარი თქვეს შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე - ბიულეტენების გადათვლაზე და ვიდეოჩანაწერების ნახვაზე, რომელიც გამორიცხავდა სპეკულაციებს ე.წ. კარუსელებზე.

როგორც ჩანს, მათი ინტერესი არ არის გაირკვეს სიმართლე და ურჩევნიათ მათივე მოდელირებული, გამოგონილი გაყალბებული არჩევნებით ივაჭრონ.

მიუხედავად ამისა, ვიტოვებთ იმედს, რომ მათი რადიკალური და უსაფუძვლო პოზიცია შეიცვლება და დიალოგი კონკრეტული, ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგით დასრულდება”, - განაცხადა კალაძემ.

"ისე გახადეს, პარლამენტში არ შევალო, გეგონება სამშობლოს უნდა უღალატო" - ალეკო ელისაშვილი განმარტავს, რა შემთხვევაში შევა პარლამენტში

დევიდ კრამერი: "საქართველოში ჩიხში შესული პოლიტიკური კრიზისით მხოლოდ მოსკოვი დარჩება კმაყოფილი..."

ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებათა მე-4 რაუნდი დასრულდა: "ძალიან ცხარე კამათი იყო" - რაზე შეთანხმდნენ ან ვერ შეთანხმდნენ მხარეები?