საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თემქაზე მომხდარი სასტიკი დანაშაული გახსნილია - მკვლელობის საქმეზე მამაკაცი და მისი მეგობარი გოგონა დააკავეს
თემქაზე მომხდარი სასტიკი დანაშაული გახსნილია - მკვლელობის საქმეზე მამაკაცი და მისი მეგობარი გოგონა დააკავეს

პო­ლი­ცი­ამ თემ­ქა­ზე მომ­ხდა­რი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი ცხელ კვალ­ზე გახ­სნა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლია 31 წლის მა­მა­კა­ცი და 21 წლის გო­გო­ნა. "

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში მრა­ვალ­ჯერ ნა­სა­მარ­თლე­ვი ნ.ნ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ასე­ვე, ორი ან მეტი პი­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის და სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბის ან გა­ნად­გუ­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ვა­დით ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი, მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან - 1999 წელს და­ბა­დე­ბულ ა.უ.-სთან და კი­დევ ერთ ნაც­ნობ­თან - 1984 წელს და­ბა­დე­ბულ მ.მ.-სთან ერ­თად, 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.შ.-ის კუთ­ვნილ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და.მ.მ.-სა და ნ.ნ.-ს შო­რის მომ­ხდა­რი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა ჩხუბ­ში გა­და­ი­ზარ­და, რა დრო­საც ნ.ნ.-მ ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით მ.მ.-სა და ლ.შ.-ს. სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. ლ.შ. - მ გაქ­ცე­ვა მო­ას­წრო, ხოლო მ.მ. მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად, ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

ლ.შ. სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის მიზ­ნით გა­დაყ­ვა­ნი­ლია ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ბრალ­დე­ბულ­მა, კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ხან­ძა­რი გა­ა­ჩი­ნა და თან­მხლებ გო­გო­ნას­თან ერ­თად მი­ი­მა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გად, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს. ნ.ნ.-ის თან­მხლებ­მა გო­გო­ნამ - 1999 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ა.უ.-მ მომ­ხდა­რი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს არ შე­ა­ტყო­ბი­ნა, რის გა­მოც პო­ლი­ცი­ამ იგი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა.

და­ნა­შა­უ­ლი 3-დან 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ასე­ვე, ორი ან მეტი პი­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის, სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბის ან გა­ნად­გუ­რე­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 108-ე, 19-109-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით, 187-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით და 376-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს" - ნათ­ქვა­მია შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
keti
1

daumatet kidev erti muxli pandemiis dros migebuli kanonis dargveva tavshekra ardamorchileba kanonis cinashe

მმმ
9

რაღაც კარგი სულები არ იქნებიან. რატომ და რისთვის შეიკრიბნენ ამ პანდემიის დროს? თაკო ჩარკვიანი ამბობს იდეალური ახალგაზრდააო , დაჭრილი ბინის პატრონი. თუ ასეა ასეთ ნაგავ ტიპთან რა საერთო ქონდა?

ავტორი:

თემქაზე მომხდარი სასტიკი დანაშაული გახსნილია - მკვლელობის საქმეზე მამაკაცი და მისი მეგობარი გოგონა დააკავეს

თემქაზე მომხდარი სასტიკი დანაშაული გახსნილია - მკვლელობის საქმეზე მამაკაცი და მისი მეგობარი გოგონა დააკავეს

პოლიციამ თემქაზე მომხდარი განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 31 წლის მამაკაცი და 21 წლის გოგონა. "

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნ.ნ. განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მეგობარ გოგონასთან - 1999 წელს დაბადებულ ა.უ.-სთან და კიდევ ერთ ნაცნობთან - 1984 წელს დაბადებულ მ.მ.-სთან ერთად, 1983 წელს დაბადებული ლ.შ.-ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში სტუმრად იმყოფებოდა.მ.მ.-სა და ნ.ნ.-ს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ნ.ნ.-მ ცივი იარაღის გამოყენებით მ.მ.-სა და ლ.შ.-ს. სხეულზე დაზიანებები მიაყენა. ლ.შ. - მ გაქცევა მოასწრო, ხოლო მ.მ. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.

ლ.შ. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით გადაყვანილია ერთ-ერთ საავადმყოფოში. ბრალდებულმა, კვალის დაფარვის მიზნით, შემთხვევის ადგილზე ხანძარი გააჩინა და თანმხლებ გოგონასთან ერთად მიიმალა.

სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ნ.ნ.-ის თანმხლებმა გოგონამ - 1999 წელს დაბადებულმა ა.უ.-მ მომხდარი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა, რის გამოც პოლიციამ იგი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე, 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს" - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

"მელიქიშვილმა მის მიმართ გამოიჩინა სექსუალური ლტოლვა, სექსუალურ კონტაქტს სთავაზობდა. ამან ძალიან გააღიზიანა ნარიმანიძე..." - რას ყვება ადვოკატი თემქაზე მომხდარ მკვლელობაზე

თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ნიკა ნარიმანიძეს პატიმრობა შეეფარდა

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, გლდანში ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დაწვეს