ავტორი:

"როგორ დაკარგეს სახე გოგორიშვილმა და ბარამიძემ, სკამებზე გაცვალეს ყველაფერი" - ნინო ჟვანია

"როგორ დაკარგეს სახე გოგორიშვილმა და ბარამიძემ, სკამებზე გაცვალეს ყველაფერი" - ნინო ჟვანია

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ჟვანია სოციალურ ქსელში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ხათუნა გოგორიშვილსა და გიორგი ბარამიძეს აკრიტიკებს.

"როგორ დაკარგეს სახე გოგორიშვილმა და ბარამიძემ. სამარცხვინოა. სკამებზე გაცვალეს ყველაფერი" - წერს ჟვანია.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცესკო-ში ხმაური იყო. გასაჩივრებული შემაჯამებელი ოქმების განხილვისას თამარ ჟვანიასა და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელ, ხათუნა გოგორიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ხათუნა გოგორიშვილმა თამარ ჟვანიას მიმართა, რომ მას საერთოდ არ უნახავს საჩივრები და არ იცის, რომელ ოქმებს აჯამებს.

საპასუხოდ, თამარ ჟვანიამ ხათუნა გოგორიშვილს განუცხადა, რომ ის საჩხუბრად არის მისული და რეალურად, ოპოზიციას არგუმენტები არ გააჩნია.

"ქალბატონო ხათუნა, თქვენ აქ სხდომის წამყვანი ხომ არ გგონიათ თავი, თუ არ დაწყნარდებით სხდომის დატოვება მოგიწევთ. უკვე რამდენჯერმე მოგეცით გაფრთხილება",- ასე მიმართა ჟვანიამ გოგორიშვილს.

"მათთვის არაფერი დაუნგრევიათ.... ამ ბავშვის ძმა ჩვენი მოსწავლეა" - რა ვიცით მამა-შვილზე, რომელთა ფოტომ "ფეისბუქი" მოიცვა

"რეალურად, ეგ მიწა ჩვენია... ბევრი ვიწვალეთ მის დასაბრუნებლად, მაგრამ ამაოდ" - რას წერს ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი ტერიტორიაზე, სადაც დემონტაჟი დაიწყო

"ჩემი ნატალია და ზაქარიას ნათლია ჩვენი უწმინდესი და უნეტარესია" - ნინო სურგულაძემ ტყუპი ქალ-ვაჟი მონათლა