კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადამიანები უმეტესად ვიღაცისთვის ცხოვრობენ... ამიტომაც გრძნობენ თავს უბედურად" - ექიმი, რომელიც საზოგადოებას "ბედნიერების ფორმულას" ასწავლის
"ადამიანები უმეტესად ვიღაცისთვის ცხოვრობენ... ამიტომაც გრძნობენ თავს უბედურად" - ექიმი, რომელიც საზოგადოებას "ბედნიერების ფორმულას" ასწავლის

"ბედ­ნი­ე­რე­ბა მი­უღ­წე­ვე­ლი იქ­ნე­ბა იქამ­დე, სა­ნამ არ ის­წვა­ლით, იყოთ ბედ­ნი­ე­რე­ბი ახლა და ამ წუ­თას" - ეს გა­მო­ნათ­ქვა­მი წლე­ბია, ვიცი, მაგ­რამ მე­გო­ნა, რომ მა­ინც თა­ვის­თვის, სა­დღაც არ­სე­ბობ­და და რე­ა­ლო­ბას­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი ჰქონ­და. ასე არ აღ­მოჩ­ნდა, მარ­თლაც არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ბედ­ნი­ე­რე­ბას კი არ ელო­დე­ბი­ან, ბედ­ნი­ე­რე­ბი აქ და ახლა ხდე­ბი­ან და მას სხვებ­საც უნა­წი­ლე­ბენ...

ამის თვალ­ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი პრო­ფე­სო­რი, რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გი არ­სენ გვე­ნე­ტა­ძეა. ადა­მი­ანს, რო­ემლსაც ცხოვ­რე­ბა­ში არა­ერ­თი პრობ­ლე­ბა აქვს დაძ­ლე­უ­ლი, მათ შო­რის, კი­ბოც კი და დღემ­დე არა­ერ­თი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე უწევს პი­რის­პირ ყოფ­ნა, თავს ბედ­ნი­ერ ადა­მი­ა­ნად მი­იჩ­ნევს.

ამი­ტო­მაც მი­ა­ნი­ჭეს მას "ბედ­ნი­ე­რე­ბის ელ­ჩის" წო­დე­ბა. მას­ვე ეკუთ­ვნის თბი­ლის­ში "ბე­ნი­ე­რე­ბის მო­ნუ­მენ­ტის" დად­გმა, "ბედ­ნი­ე­რე­ბის სკვე­რის" გახ­სნა და "თა­ვი­სუ­ფა­ლი მო­ქა­ლა­ქის მო­ნუ­მენ­ტის" შექ­მნის იდე­აც...

"ვი­ღებ­დი პო­ზი­ტივს, ამას­ვე ვას­ხი­ვებ­დი, ასე იყო სულ," - ამ­ბობს ბა­ტო­ნი არ­სე­ნი, მაგ­რამ თუ რო­დის და­არ­ქვა ამ ყვე­ლა­ფერს ბედ­ნი­ე­რე­ბა, რო­დის და­უ­მე­გობ­რდა სა­კუ­თარ თავს, რო­დის იგ­რძნო თავი დე­და­მი­წის რი­გით მო­ქა­ლა­ქედ, ამა­ზე AMBEBI.GE-ს თა­ვად უამ­ბობს:

- ამას წი­ნათ ერთი ფრა­ზა წა­ვი­კი­თხე - "შენს ცხოვ­რე­ბა­ში ორი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი თა­რი­ღია - ერთი, რო­დე­საც და­ი­ბა­დე, მე­ო­რე, რო­დე­საც გა­ი­გე, რის­თვის და­ი­ბა­დე". ორი­ვე ვიცი, და­ვი­ბა­დე - 1963 წლის 2 აგ­ვის­ტოს და მე­ო­რე - უკვე ბევ­რი წე­ლია, მი­ზა­ნიც გარ­კვე­უ­ლი მაქვს - ჩვე­ნი კლი­ნი­კა ხომ იმის­თვი­საა, რომ სა­დამ­დეც ხელი მიგ­ვიწ­ვდე­ბა, პრო­ფე­სი­უ­ლი და ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბით, დე­და­მი­წა უკე­თე­სი გავ­ხა­დოთ, ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ვა­ბედ­ნი­ე­როთ...

თუმ­ცა ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე ჩემი ცხოვ­რე­ბი­დან მა­ინც ორ თა­რიღს გა­მოვ­ყოფ­დი - 2005 წელს რო­მი­დან ევ­რო­პის კონ­გრე­სი­დან მოვ­დი­ო­დი, სა­დაც ევ­რო­პის გი­ნე­კო­ლოგ-ენ­დოს­კო­პის­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სტა­ტუ­სით გახ­ლდით. მოკ­ლედ, აე­რო­პორ­ტში ვი­ჯე­ქი და ვხე­დავ­დი ხალ­ხს, მოგ­ზა­უ­რებს, მზავ­რებს რო­გორ მოძ­რობ­დნენ (სა­ერ­თოდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს სხვადსხვა მიხვრა-მოხვრის, ჩაც­მუ­ლო­ბის მსოფ­ლიო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ხილ­ვა) და მა­შინ მივ­ხვდი, რომ არც ერთი მათ­გა­ნი ჩემ­ზე არც მეტი და არც ნაკ­ლე­ბი არაფ­რით იყო და მათ­თან ერ­თად, დე­და­მი­წის ერთ-ერთი თა­ვი­სუ­ფა­ლი მო­ქა­ლა­ქე მეც ვი­ყა­ვი.

იმის მერე, რო­დე­საც ლექ­ცი­ე­ბის კი­თხვა და­ვი­წყე, ამას სულ ვამ­ბობ­დი, რომ არა­ვი­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს იმას, ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტი იქ­ნე­ბი, რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი თუ რი­გი­თი მუშა, არა­ვის­ზე მეტი და არც ნაკ­ლე­ბი არ ვარ! შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღა­ცას ჩემ­ზე მეტი საქ­მე აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, მაგ­რამ თავ­სუ­ფა­ლი მო­ქა­ლა­ქის პრი­ცი­პი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მეც ისე­თი­ვე უფ­ლე­ბე­ბი მაქვს, ისე­ვე ვსუნ­თქავ, რო­გორც ის...

- მე­ო­რე თა­რი­ღად რას მი­იჩ­ნევთ?

- მე­ო­რე შემ­თხვე­ვა 2017 წელს იყო, რო­დე­საც ჩარ­ლი ჩაპ­ლი­ნის სახლ-მუ­ზე­უ­მი­დან წა­მო­სულ­მა ვთქვი, რომ მეც, ჩემს ქვე­ყა­ნას, ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­სი ბედ­ნი­ე­რე­ბის აღ­ქმი­სა და შე­მეც­ნე­ბის გარ­კვე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი გვჭირ­დე­ბა-მეთ­ქი...

- ამის მერე მო­გე­ცათ "ბედ­ნი­ე­რე­ბის მო­ნუ­მენ­ტის" შექ­მნის იდე­აც?

- დიახ და ჩემს მე­გო­ბარს, სკულპტ­როს ლე­ვან ვარ­დო­სა­ნი­ძეს ვთხო­ვე, მას­ზე მუ­შა­ო­ბა და­ე­წყო. იცით, რომ "ბედ­ნი­ე­რე­ბის მო­ნუ­მენ­ტი" ამ ქა­ლაქ­ში წე­ლი­წად­ზე მე­ტია, რაც დგას და იქვე არ­სე­ბობს "ბედ­ნი­ე­რე­ბის სკვე­რიც". მალე თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში "თა­ვი­სუ­ფა­ლი მო­ქა­ლა­ქის მო­ნუ­მენ­ტიც" გა­იხ­სნე­ბა. მსგავ­სი მო­ნუ­მენ­ტი კი­დევ სხვა­გან და­იდ­გმე­ბა, კი­დევ სხვა­გა­ნაც და ასე, ეს არის ცხოვ­რე­ბა...

- ე.ი. თქვე­ნი ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით სა­ბო­ლო­ოდ მიხ­ვე­დით ფორ­მუ­ლამ­დე - "თა­ვი­სუფ­ლე­ბა + ღირ­სე­ბა =ბედ­ნი­ე­რე­ბას?"

- თუ თავ­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი ღირ­სე­ბას­თან და­მე­გობ­რდე­ბა, შან­სი იმის, რომ მან თავი ბედ­ნი­ე­რად იგ­რძნოს, დი­დია და ეს ფორ­მუ­ლით ასე გად­მო­ვე­ცი - "თა­ვი­სუფ­ლე­ბა + ღირ­სე­ბა = ბედ­ნი­ე­რე­ბას"... ეს ალ­ბათ ბევ­რის­თვის სა­კა­მა­თოა, მაგ­რამ ჩემ­თვის ასეა და კარ­გია!

- სხვე­ბი რა­ტომ ვერ მი­დი­ან აქამ­დე, მსგავ­სი გან­ცდა და ფიქ­რი რა­ტომ არ ეუფ­ლე­ბათ, რომ არი­ან დე­და­მი­წის რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი? მე­ტიც, ბევ­რი თავს უბე­დუ­რად მი­იჩ­ნევს და ამა­ზე სა­უ­ბა­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა­საც კი ანი­ჭებს...

- მე არ ვარ ფი­ლო­სო­ფო­სი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ავ­ხსნა, მაგ­რამ თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც უნდა გი­პა­სუ­ხოთ, გე­ტყვით - ალ­ბათ იმი­ტომ, რომ სა­კუ­თარ თავ­თან ვერ მე­გობ­რო­ბენ. სულ ვი­ღა­ცის პრინ­ცი­პე­ბით, სხვი­სი აზ­რე­ბით ცხოვ­რო­ბენ... "ნუ იცხოვ­რებ სხვი­სი აზ­რე­ბით, ნუ გა­ებ­მე­ბი დოგ­მის მა­ხე­ში..." - ეს ჩემი ლექ­სია... რას იტყვის მე­ზო­ბე­ლი, თა­ნამ­შრო­მე­ლი, ნა­თე­სა­ვი, გამ­ვლე­ლი - ასე­თი ყოფა და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია. თუმ­ცა ადა­მი­ა­ნე­ბი უმე­ტე­სად ასე, ვი­ღა­ცის­თვის ცხოვ­რო­ბენ, რომ ხალ­ხმა მათ­ზე ცუდი არ თქვას. დიახ, ცხოვ­რო­ბენ სხვის­თვის და ამი­ტო­მაც გრძნო­ბენ თავს, რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, უბე­დუ­რად. არა­და, ვი­ღაც მის გვერ­დით, თუნ­დაც მე­ზობ­ლად სულ იქ­ნე­ბა, რო­მელ­საც მას­ზე უკე­თე­სად ასცვია, უკე­თე­სი მან­ქა­ნა აქვს - ესეც ადარ­დებთ და ამა­ზე ფიქ­რი მე­ტად ამ­ძი­მებთ...

- თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა უნდა დაძ­ლი­ოს ადა­მი­ან­მა სა­კუ­თარ თავ­ში, რომ იფიქ­როს ისე, რო­გორც თქვენ?

- მა­გის მარ­ტი­ვი ფორ­მუ­ლე­ბი რომ არ­სე­ბობ­დეს, დავ­წერ­დი... ჩემი გა­გე­ბით, ლა­პა­რა­კია იმა­ზე, რომ ადა­მინ­მა სა­კუ­თარ თავ­თან უნდა იმე­გობ­როს! იყოს ის, ვინც არის და არ ითა­მა­შოს ცხოვ­რე­ბა­ში სხვი­სი როლი, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად მისი არ არის. ამი­ტო­მა­ცაა, რომ ზოგ­ჯერ ბოღ­მა ახ­რჩობთ, შეჭ­მუხ­ნუ­ლე­ბი არი­ან და მუდ­მი­ვად რა­ღაც პრე­სის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან... ფეხი არ მი­ვარ­გა, თავი, მუ­ცე­ლი, ცხვი­რი, ლა­პა­რა­კი, სიმ­ღე­რა - ასე ფიქ­რი არ ვარ­გა. სულ არ ვმღე­რი და მერე რა? სულ არ ვხა­ტავ­დი 52 წლამ­დე და მერე, რა? ახლა უკვე 21 გა­მო­ფე­ნა მაქვს მსოფ­ლი­ო­ში მო­წყო­ბი­ლი... ეს ჩემი ში­ნა­გა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ვთქვი, რომ სულ არ მა­ინ­ტე­რეს­ბეს, სხვა რას იტყვის, მე მომ­წონს, ვხა­ტავ და გა­მო­მაქვს...

- ნე­ბის­მი­ერს შე­უძ­ლია სა­კუ­თარ თავ­თან მე­გობ­რო­ბა?

- რა თქმა უნდა. თუ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის მარ­წუ­ხე­ბის­გან, იქ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი.

- თქვით, რომ დი­ლას რო­დე­საც პირს ვი­ბან, სა­კუ­თარ თავს სარ­კე­ში ვუ­ღი­მი და ვე­ლა­პა­რა­კე­ბი... შინ ამას რო­გორ აღიქ­ვა­მენ?

- თუ იქვე ვინ­მე ახ­ლოს არის, ხმა­მაღ­ლა არ ვლა­პა­რა­კობ, რომ ის ჩემ­მა ლა­პა­რაკ­მა არ შე­ა­წუ­ხოს. შენი თა­ვი­სუფ­ლე­ბა ხომ იქ უნდა დამ­თავ­რდეს, სა­დაც სხვი­სი თა­ვი­სუფ­ლე­ბა იწყე­ბა. ის არ უნდა შე­ზღუ­დო და იმის იქით არ უნდა გა­უშ­ვა. ამი­ტომ, სხვა სივ­რცე­ში ვი­ნაც­ვლებ, სა­დაც რა­საც მინ­და, სა­კუ­თარ თავს იმას ვე­ლა­პა­რე­კე­ბი...

- უამ­რავ ადა­მი­ანს, პა­ცი­ენტს ხვდე­ბით... მათ შო­რის თუ არი­ან ისე­თე­ბი, ვინც თქვენ­სა­ვით აზ­როვ­ნე­ბენ?

- ვინც მე­თან­ხმე­ბა, ამ­ბობს ხოლ­მე: - უი, უი, რა მარ­თა­ლია, რომ ადა­მი­ა­ნუ­რი ბედ­ნი­ე­რე­ბის დიდი პრო­ცენ­ტი (85%) ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­შია. რომ სა­კუ­თა­რი თავი უნდა გიყ­ვარ­დეს, მაგ­რამ ეს ჯერ არ გა­მოს­დით, ან ამ­ბო­ბენ, - ასე რომ მო­ვიქ­ცე, ვი­ღაც იფიქ­რებს, რომ ნარ­ცი­სი ვარ... მაგ­რამ სა­კუ­თა­რი თავი, რომ არ ვი­ცით ადა­მი­ა­ნებ­მა და მას გა­ვურ­ბი­ვართ, ამა­შია საქ­მე!..

- რო­დე­საც "ბედ­ნი­ე­რე­ბის ქან­და­კე­ბა" დად­გით, მახ­სოვს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბე­ბი ჰქონ­და. ზოგ­მა ვერ გა­ი­გო...

- კი, ასე იყო... რა დროს ეს არი­სო? ეს რა ფა­ლო­სი და­უდ­გამ­თო? - მა­ვა­ნი კი­თხუ­ლობ­და... ვპა­სუ­ხობ­დი, რომ ჩემ­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბაა, როცა ადა­მი­ა­ნებს რაც უნ­დათ, იმას ამ­ბო­ბენ... რა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, ყვე­ლას მოს­წონ­დე?! მერე "თა­ვი­სუ­ფა­ლი მო­ქა­ლა­ქის მო­ნუ­მენ­ტი" იდეა გა­მიჩ­ნდა, მერე "ღირ­სე­ბის"... მოკ­ლედ, მინ­და, ვიყო ბედ­ნი­ე­რი... ჩემი იდე­ე­ბი, რაც აქამ­დე გა­მიჩ­ნდა, უკვე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მაქვს...

ბედ­ნი­ე­რე­ბის მო­ნუ­მენ­ტი

- სხვებს რას ეტყვით?

- ვი­ყოთ ბედ­ნი­ე­რე­ბი... ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია. თუ ხარ სხარ­ტი და სწო­რად კი­თხუ­ლობ და არ ირ­თუ­ლებ მას ცოდ­ნა-უცო­დინ­რო­ბით, თა­ვი­სუფ­ლდე­ბი... და­მი­ჯე­რეთ ცხოვ­რე­ბა უმარ­ტი­ვე­სია, მას ჩვენ ვარ­თუ­ლებთ.

არ მო­ი­ტა­ნეს დრო­ზე რა­ღაც და ეს გა­წუ­ხებს? ან ის - რას იტყვის ხალ­ხი? რა მოხ­და მერე? ვი­ღა­ცას რა­ღაც არ მო­ე­წო­ნა ჩემი გა­კე­თე­ბუ­ლი და ამის გამო ემო­ცი­ებს ვერ თო­კავს? თვი­თონ უკე­თე­სი გა­ა­კე­თოს - რა­ტომ ბრა­ზობს?

მოკ­ლედ, ვინც მი­ზეზს ეძებს, ყო­ველ­თვის იპო­ვის, ვინც არა, თავს უკეთ იგ­რძნობს. მოკ­ლედ, ვი­ღა­ცის ბედ­ნი­ე­რე­ბა მი­ზე­ზის პოვ­ნაა, ჩემი - ნამ­დვი­ლად არა. ვი­მე­ო­რებ, მარ­ტი­ვია ცხოვ­რე­ბა, თუ მას არ გა­ვირ­თუ­ლებთ. იმ დღეს ერთი მე­უბ­ნე­ბო­და, - ძა­ლი­ან ვღე­ლავ იმა­ზე, კო­რო­ნა­ვირუ­სი რომ და­მე­მარ­თოს. ვკი­თხე - რა შე­გიძ­ლი­ათ, გა­ა­კე­თოთ იმის­თვის, რომ არ და­გე­მარ­თოთ? - წინ რო­გორ აღ­ვუდ­გეო... წი­ნას­წარ რომ ვიკ­ლავთ თავს ნერ­ვი­უ­ლო­ბით? იქ­ნებ არ გვე­მარ­თე­ბა?!

- თავი ხომ უნდა და­ვიც­ვათ?

- დიახ. შეგ­ვიძ­ლია ეს? თავი მის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა და­ვიც­ვათ. ვი­ღაც ამ­ბობს, - პირ­ბა­დით ვერ ვსუნ­თქავ, ვერ სუნ­თავ? მო­იხ­სე­ნი, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მარ­ტი­ვია. ყო­ველ დრო­ში ამ­ბო­ბენ - მთავ­რო­ბა კარ­გად არ მოქ­მე­დებს. ვინ არის მთავ­რო­ბა? - ერთ-ერთი ჩვენ­თა­გა­ნი. რაც ერია, ის ბე­რია! ყვე­ლას ჰქო­ნია, იქ უნდა მო­ვი­დეს ისე­თი, რო­მე­ლიც სა­სა­უ­ლებს მო­ახ­დენს. არა­და, სა­ი­დან მოვა? გუ­შინ აქ, ჩვენ­თან არ იჯდა?! ასე რომ, უფრო მარ­ტი­ვად უნდა მი­ვუდ­გეთ სა­კი­თხებს...

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
4

თქვენ მოტივიციას მაძლევთ მეტი და მეტი გავაკეთო ცხოვრებაში! მაგარი ადამიანი ბრძანდებით! ჩემთვის პირადად სამაგალითო ადამიანი ბრძანდებით!

???????
5

ხო, კარგია იყო თავისუფალი, მაგრამ ვალდებულებებიც ხომ გვაქვს? ამ ვალდებულებებისგან როგორ უნდა გათავისუფლდე?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ადამიანები უმეტესად ვიღაცისთვის ცხოვრობენ... ამიტომაც გრძნობენ თავს უბედურად" - ექიმი, რომელიც საზოგადოებას "ბედნიერების ფორმულას" ასწავლის

"ადამიანები უმეტესად ვიღაცისთვის ცხოვრობენ... ამიტომაც გრძნობენ თავს უბედურად" - ექიმი, რომელიც საზოგადოებას "ბედნიერების ფორმულას" ასწავლის

"ბედნიერება მიუღწეველი იქნება იქამდე, სანამ არ ისწვალით, იყოთ ბედნიერები ახლა და ამ წუთას" - ეს გამონათქვამი წლებია, ვიცი, მაგრამ მეგონა, რომ მაინც თავისთვის, სადღაც არსებობდა და რეალობასთან საერთო არაფერი ჰქონდა. ასე არ აღმოჩნდა, მართლაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბედნიერებას კი არ ელოდებიან, ბედნიერები აქ და ახლა ხდებიან და მას სხვებსაც უნაწილებენ...

ამის თვალნათელი მაგალითი პროფესორი, რეპროდუქტოლოგი არსენ გვენეტაძეა. ადამიანს, როემლსაც ცხოვრებაში არაერთი პრობლება აქვს დაძლეული, მათ შორის, კიბოც კი და დღემდე არაერთი გამოწვევის წინაშე უწევს პირისპირ ყოფნა, თავს ბედნიერ ადამიანად მიიჩნევს.

ამიტომაც მიანიჭეს მას "ბედნიერების ელჩის" წოდება. მასვე ეკუთვნის თბილისში "ბენიერების მონუმენტის" დადგმა, "ბედნიერების სკვერის" გახსნა და "თავისუფალი მოქალაქის მონუმენტის" შექმნის იდეაც...

"ვიღებდი პოზიტივს, ამასვე ვასხივებდი, ასე იყო სულ," - ამბობს ბატონი არსენი, მაგრამ თუ როდის დაარქვა ამ ყველაფერს ბედნიერება, როდის დაუმეგობრდა საკუთარ თავს, როდის იგრძნო თავი დედამიწის რიგით მოქალაქედ, ამაზე AMBEBI.GE-ს თავად უამბობს:

- ამას წინათ ერთი ფრაზა წავიკითხე - ''შენს ცხოვრებაში ორი უმნიშვნელოვანესი თარიღია - ერთი, როდესაც დაიბადე, მეორე, როდესაც გაიგე, რისთვის დაიბადე''. ორივე ვიცი, დავიბადე - 1963 წლის 2 აგვისტოს და მეორე - უკვე ბევრი წელია, მიზანიც გარკვეული მაქვს - ჩვენი კლინიკა ხომ იმისთვისაა, რომ სადამდეც ხელი მიგვიწვდება, პროფესიული და ყოველდღიური ცხოვრებით, დედამიწა უკეთესი გავხადოთ, ადამიანები გავაბედნიეროთ...

თუმცა ამ ყველაფრის ფონზე ჩემი ცხოვრებიდან მაინც ორ თარიღს გამოვყოფდი - 2005 წელს რომიდან ევროპის კონგრესიდან მოვდიოდი, სადაც ევროპის გინეკოლოგ-ენდოსკოპისთა ასოციაციაში საქართველოს პრეზიდენტის სტატუსით გახლდით. მოკლედ, აეროპორტში ვიჯექი და ვხედავდი ხალხს, მოგზაურებს, მზავრებს როგორ მოძრობდნენ (საერთოდ სიამოვნებას მანიჭებს სხვადსხვა მიხვრა-მოხვრის, ჩაცმულობის მსოფლიო მოქალაქეების ხილვა) და მაშინ მივხვდი, რომ არც ერთი მათგანი ჩემზე არც მეტი და არც ნაკლები არაფრით იყო და მათთან ერთად, დედამიწის ერთ-ერთი თავისუფალი მოქალაქე მეც ვიყავი.

იმის მერე, როდესაც ლექციების კითხვა დავიწყე, ამას სულ ვამბობდი, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, ამერიკის პრეზიდენტი იქნები, რომელიმე ქვეყნის მოქალაქე, ნობელის პრემიის ლაურეატი თუ რიგითი მუშა, არავისზე მეტი და არც ნაკლები არ ვარ! შეიძლება, ვიღაცას ჩემზე მეტი საქმე აქვს გაკეთებული, მაგრამ თავსუფალი მოქალაქის პრიციპიდან გამომდინარე, მეც ისეთივე უფლებები მაქვს, ისევე ვსუნთქავ, როგორც ის...

- მეორე თარიღად რას მიიჩნევთ?

- მეორე შემთხვევა 2017 წელს იყო, როდესაც ჩარლი ჩაპლინის სახლ-მუზეუმიდან წამოსულმა ვთქვი, რომ მეც, ჩემს ქვეყანას, ადამიანებს თავისი ბედნიერების აღქმისა და შემეცნების გარკვეული აქტივობები გვჭირდება-მეთქი...

- ამის მერე მოგეცათ "ბედნიერების მონუმენტის" შექმნის იდეაც?

- დიახ და ჩემს მეგობარს, სკულპტროს ლევან ვარდოსანიძეს ვთხოვე, მასზე მუშაობა დაეწყო. იცით, რომ "ბედნიერების მონუმენტი" ამ ქალაქში წელიწადზე მეტია, რაც დგას და იქვე არსებობს "ბედნიერების სკვერიც". მალე თბილისის აეროპორტში "თავისუფალი მოქალაქის მონუმენტიც" გაიხსნება. მსგავსი მონუმენტი კიდევ სხვაგან დაიდგმება, კიდევ სხვაგანაც და ასე, ეს არის ცხოვრება...

- ე.ი. თქვენი ასეთი დამოკიდებულებით საბოლოოდ მიხვედით ფორმულამდე - "თავისუფლება + ღირსება =ბედნიერებას?"

- თუ თავსუფალი ადამიანი ღირსებასთან დამეგობრდება, შანსი იმის, რომ მან თავი ბედნიერად იგრძნოს, დიდია და ეს ფორმულით ასე გადმოვეცი - "თავისუფლება + ღირსება = ბედნიერებას"... ეს ალბათ ბევრისთვის საკამათოა, მაგრამ ჩემთვის ასეა და კარგია!

- სხვები რატომ ვერ მიდიან აქამდე, მსგავსი განცდა და ფიქრი რატომ არ ეუფლებათ, რომ არიან დედამიწის რიგითი მოქალაქეები? მეტიც, ბევრი თავს უბედურად მიიჩნევს და ამაზე საუბარი სიამოვნებასაც კი ანიჭებს...

- მე არ ვარ ფილოსოფოსი, რომ ეს ყველაფერი ავხსნა, მაგრამ თუ მაინცდამაინც უნდა გიპასუხოთ, გეტყვით - ალბათ იმიტომ, რომ საკუთარ თავთან ვერ მეგობრობენ. სულ ვიღაცის პრინციპებით, სხვისი აზრებით ცხოვრობენ... "ნუ იცხოვრებ სხვისი აზრებით, ნუ გაებმები დოგმის მახეში..." - ეს ჩემი ლექსია... რას იტყვის მეზობელი, თანამშრომელი, ნათესავი, გამვლელი - ასეთი ყოფა დამაზიანებელია. თუმცა ადამიანები უმეტესად ასე, ვიღაცისთვის ცხოვრობენ, რომ ხალხმა მათზე ცუდი არ თქვას. დიახ, ცხოვრობენ სხვისთვის და ამიტომაც გრძნობენ თავს, როგორც აღნიშნეთ, უბედურად. არადა, ვიღაც მის გვერდით, თუნდაც მეზობლად სულ იქნება, რომელსაც მასზე უკეთესად ასცვია, უკეთესი მანქანა აქვს - ესეც ადარდებთ და ამაზე ფიქრი მეტად ამძიმებთ...

- თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა უნდა დაძლიოს ადამიანმა საკუთარ თავში, რომ იფიქროს ისე, როგორც თქვენ?

- მაგის მარტივი ფორმულები რომ არსებობდეს, დავწერდი... ჩემი გაგებით, ლაპარაკია იმაზე, რომ ადამინმა საკუთარ თავთან უნდა იმეგობროს! იყოს ის, ვინც არის და არ ითამაშოს ცხოვრებაში სხვისი როლი, რომელიც რეალურად მისი არ არის. ამიტომაცაა, რომ ზოგჯერ ბოღმა ახრჩობთ, შეჭმუხნულები არიან და მუდმივად რაღაც პრესის ქვეშ იმყოფებიან... ფეხი არ მივარგა, თავი, მუცელი, ცხვირი, ლაპარაკი, სიმღერა - ასე ფიქრი არ ვარგა. სულ არ ვმღერი და მერე რა? სულ არ ვხატავდი 52 წლამდე და მერე, რა? ახლა უკვე 21 გამოფენა მაქვს მსოფლიოში მოწყობილი... ეს ჩემი შინაგანი თავისუფლების დამსახურებაა. ვთქვი, რომ სულ არ მაინტერესბეს, სხვა რას იტყვის, მე მომწონს, ვხატავ და გამომაქვს...

- ნებისმიერს შეუძლია საკუთარ თავთან მეგობრობა?

- რა თქმა უნდა. თუ გათავისუფლდება საკუთარი თავის მარწუხებისგან, იქნება თავისუფალი ადამიანი.

- თქვით, რომ დილას როდესაც პირს ვიბან, საკუთარ თავს სარკეში ვუღიმი და ველაპარაკები... შინ ამას როგორ აღიქვამენ?

- თუ იქვე ვინმე ახლოს არის, ხმამაღლა არ ვლაპარაკობ, რომ ის ჩემმა ლაპარაკმა არ შეაწუხოს. შენი თავისუფლება ხომ იქ უნდა დამთავრდეს, სადაც სხვისი თავისუფლება იწყება. ის არ უნდა შეზღუდო და იმის იქით არ უნდა გაუშვა. ამიტომ, სხვა სივრცეში ვინაცვლებ, სადაც რასაც მინდა, საკუთარ თავს იმას ველაპარეკები...

- უამრავ ადამიანს, პაციენტს ხვდებით... მათ შორის თუ არიან ისეთები, ვინც თქვენსავით აზროვნებენ?

- ვინც მეთანხმება, ამბობს ხოლმე: - უი, უი, რა მართალია, რომ ადამიანური ბედნიერების დიდი პროცენტი (85%) ადამიანურ ურთიერთობებშია. რომ საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს, მაგრამ ეს ჯერ არ გამოსდით, ან ამბობენ, - ასე რომ მოვიქცე, ვიღაც იფიქრებს, რომ ნარცისი ვარ... მაგრამ საკუთარი თავი, რომ არ ვიცით ადამიანებმა და მას გავურბივართ, ამაშია საქმე!..

- როდესაც "ბედნიერების ქანდაკება" დადგით, მახსოვს, საზოგადოებას არაერთგვაროვანი შეფასებები ჰქონდა. ზოგმა ვერ გაიგო...

- კი, ასე იყო... რა დროს ეს არისო? ეს რა ფალოსი დაუდგამთო? - მავანი კითხულობდა... ვპასუხობდი, რომ ჩემთვის ბედნიერებაა, როცა ადამიანებს რაც უნდათ, იმას ამბობენ... რა სავალდებულოა, ყველას მოსწონდე?! მერე "თავისუფალი მოქალაქის მონუმენტი" იდეა გამიჩნდა, მერე ''ღირსების''... მოკლედ, მინდა, ვიყო ბედნიერი... ჩემი იდეები, რაც აქამდე გამიჩნდა, უკვე განხორციელებული მაქვს...

ბედნიერების მონუმენტი

- სხვებს რას ეტყვით?

- ვიყოთ ბედნიერები... ცხოვრება ძალიან მარტივია. თუ ხარ სხარტი და სწორად კითხულობ და არ ირთულებ მას ცოდნა-უცოდინრობით, თავისუფლდები... დამიჯერეთ ცხოვრება უმარტივესია, მას ჩვენ ვართულებთ.

არ მოიტანეს დროზე რაღაც და ეს გაწუხებს? ან ის - რას იტყვის ხალხი? რა მოხდა მერე? ვიღაცას რაღაც არ მოეწონა ჩემი გაკეთებული და ამის გამო ემოციებს ვერ თოკავს? თვითონ უკეთესი გააკეთოს - რატომ ბრაზობს?

მოკლედ, ვინც მიზეზს ეძებს, ყოველთვის იპოვის, ვინც არა, თავს უკეთ იგრძნობს. მოკლედ, ვიღაცის ბედნიერება მიზეზის პოვნაა, ჩემი - ნამდვილად არა. ვიმეორებ, მარტივია ცხოვრება, თუ მას არ გავირთულებთ. იმ დღეს ერთი მეუბნებოდა, - ძალიან ვღელავ იმაზე, კორონავირუსი რომ დამემართოს. ვკითხე - რა შეგიძლიათ, გააკეთოთ იმისთვის, რომ არ დაგემართოთ? - წინ როგორ აღვუდგეო... წინასწარ რომ ვიკლავთ თავს ნერვიულობით? იქნებ არ გვემართება?!

- თავი ხომ უნდა დავიცვათ?

- დიახ. შეგვიძლია ეს? თავი მისგან მაქსიმალურად უნდა დავიცვათ. ვიღაც ამბობს, - პირბადით ვერ ვსუნთქავ, ვერ სუნთავ? მოიხსენი, გადაწყვეტილების მიღება მარტივია. ყოველ დროში ამბობენ - მთავრობა კარგად არ მოქმედებს. ვინ არის მთავრობა? - ერთ-ერთი ჩვენთაგანი. რაც ერია, ის ბერია! ყველას ჰქონია, იქ უნდა მოვიდეს ისეთი, რომელიც სასაულებს მოახდენს. არადა, საიდან მოვა? გუშინ აქ, ჩვენთან არ იჯდა?! ასე რომ, უფრო მარტივად უნდა მივუდგეთ საკითხებს...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 010 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 19 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო დღე-ღამის მონაცემები

დღეს რომელი საათიდან გაუქმდება ე.წ. კომენდანტის საათი?

ბაკურიანში საბაგიროს მეხი დაეცა