მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა მე გიორგის ოჯახის პოზიციას ვახმოვანებ..." - მირიან ნიკოლაძის კომენტარი არასრულწლოვნებთან დაკავშირებით გამოტანილი განაჩენის შემდეგ
"ახლა მე გიორგის ოჯახის პოზიციას ვახმოვანებ..." - მირიან ნიკოლაძის კომენტარი არასრულწლოვნებთან დაკავშირებით გამოტანილი განაჩენის შემდეგ

მცხე­თის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ და­ას­რუ­ლა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი პი­რე­ბის საქ­მის გან­ხილ­ვა და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი: ზ.ხ., აკა­კი ქვრი­ვიშ­ვი­ლი, ნი­კო­ლოზ ცუც­ქი­რი­ძე, ლაშა შერ­მა­დი­ნი, გი­ორ­გი მე­რა­ბიშ­ვი­ლი და ნი­კო­ლოზ ქა­ნაშ­ვი­ლი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ სცნო. მო­სა­მარ­თლე მაია ოშ­ხა­რელ­მა მი­ი­ღო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და იგი უკვე 20 ნო­ემ­ბერს, 14:00 სა­ათ­ზე გა­მო­ა­ცხა­დებს, თუ რამ­დენ წელს მი­უს­ჯის თი­თო­ე­ულ ბრალ­დე­ბულს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, ლაშა შერ­მა­დინს, ნი­კო­ლოზ ცუც­ქი­რი­ძე­სა და გი­ორ­გი მე­რა­ბიშ­ვილს ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბას, ორ­გა­ნი­ზე­ბას და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, აკა­კი ქვრი­ვიშ­ვილს, ნი­კო­ლოზ ქა­ნაშ­ვილს და ზ.ხ.-ს ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ზ.ხ.-ს და აკა­კი ქვრი­ვიშ­ვილს ასე­ვე თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას ედა­ვე­ბი­ან, რაც და­ზა­რა­ლე­ბულ გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს.

რო­გორც შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბიძა, მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძე ამ­ბობს, ის გა­მამ­ტყუ­ნე­ბელ ვერ­დიქტს ელო­დე­ბო­და.

მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძე:

- კონ­კრე­ტუ­ლად, სან­ქცი­ე­ბი იქ­ნე­ბა 20 ნო­ემ­ბერს და მა­შინ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, ვის რა სას­ჯელს გა­მო­უ­ტანს მო­სა­მარ­თლე. მთა­ვა­რი ის არის, რა­საც ვე­ლო­დით ისე მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი და და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი ყვე­ლა­ფერ­ში გამ­ტყუნ­დნენ. შე­სა­ბა­მი­სად სა­სა­მარ­თლო აღ­მოჩ­ნდა ობი­ექ­ტუ­რი, რა­შიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით და ამის მო­ლო­დი­ნი გვქონ­და. საქ­მე­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი საკ­მა­რის­ზე მე­ტია მათი ბრა­ლე­უ­ლო­ბის და­სამ­ტკი­ცებ­ლად და სა­სა­მარ­თლოც ობი­ექ­ტუ­რია. გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი დად­გა და ახლა მე გი­ორ­გის ოჯა­ხის პო­ზი­ცი­ას ვახ­მო­ვა­ნებ.

- სას­ჯე­ლებ­თან და­კავ­ში­რებთ რა მო­ლო­დი­ნი გაქვთ?

- საქ­მე სპე­ცი­ფი­უ­რია, რად­გან ის ეხე­ბა არას­რულ­წლოვ­ნებს. როცა სას­ჯელს მი­უს­ჯის მო­სა­მარ­თლე, ეს სას­ჯე­ლი ერთი მე­ო­თხე­დით უნდა შემ­ცირ­დეს, არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. გა­ნა­ჩე­ნი გა­მომ­დი­ნა­რე­ობს მათი და­ხა­სი­ა­თე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და შე­სა­ბა­მის დას­კვნებს გა­ა­კე­თებს სა­სა­მარ­თლო და იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იმ­სჯე­ლებს. მაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ სას­ჯე­ლის გა­მო­ტა­ნის დროს მო­სა­მარ­თლე გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს იმას, რომ არ აღი­ა­რე­ბენ ისი­ნი და­ნა­შა­ულს. ხელს არ უწყობ­დნენ გა­მო­ძი­ე­ბას და არ ჰქონ­დათ სი­ნა­ნუ­ლის გან­ცდა.

- ცნო­ბი­ლია ისიც, რომ სამ პირს, რომ­ლებ­საც აგა­რაკ­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტში ედე­ბა ბრა­ლი და და­ან­შა­ულს აღი­ა­რებს, შე­საძ­ლოა საპ­რო­ცე­სო გა­უ­ფორ­მოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ, ამა­ზე თქვე­ნი მხა­რის პო­ზი­ცია რა იქ­ნე­ბა?

- რო­გორც ვიცი, ჯერ არ შემ­დგა­რა საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა. ჩვენ პრო­კუ­რა­ტუ­რა დაგ­ვი­კავ­შირ­და და გვთხო­ვეს ჩვე­ნი, ოჯა­ხის პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბა. პა­სუ­ხი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ წარ­გვიდ­გე­ნია, შევ­ჯერ­დე­ბით და წარ­ვად­გენთ ჩვენს პო­ზი­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, რაც თქვენც რამ­დე­ნი­მე დღე­ში გეც­ნო­ბე­ბათ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ იმა­შიც, რომ სხვა ეპი­ზო­დებ­შიც ანა­ლო­გი­უ­რად ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე პირი მი­ე­ცე­მა პა­სუ­ხის­გე­ბა­ში და ყვე­ლა სა­კად­რი­სად აგებს პა­სუხს უდა­ნა­შა­უ­ლო ბი­ჭის მკვლე­ლო­ბის­თვის.

შე­გახ­სე­ნებთ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე სულ 17 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი, მათ­გან 6 არას­რულ­წლო­ვა­ნი იყო, ამ­ჟა­მად კი, ყვე­ლა მათ­გა­ნი, ზ.ხ.-ს გარ­და, სრულ­წლო­ვა­ნია. სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩენს ელო­დე­ბი­ან შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თი­სა და ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
2

ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს! ახალგაზრდა ბიჭს მოუსპეს სიცოცხლე "მაგარი ბიჭობის" და ყეყეჩობის გამო და ახლა ციხეში ჩაჯდომაც აღარ უნდათ ამ მკვლელებს.

ეკა
1

აუცილებლად, ყველა უკლებრივ იმსახურებს უმკაცრესს სასჯელს....ოღონდ მერე არ გამოაპარონ ამნისტიებით... უსაყვარლესს ბიჭს სიცოცხლე წაართვეს, ციხეში მთელი სიცოცხლე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ახლა მე გიორგის ოჯახის პოზიციას ვახმოვანებ..." - მირიან ნიკოლაძის კომენტარი არასრულწლოვნებთან დაკავშირებით გამოტანილი განაჩენის შემდეგ

"ახლა მე გიორგის ოჯახის პოზიციას ვახმოვანებ..." - მირიან ნიკოლაძის კომენტარი არასრულწლოვნებთან დაკავშირებით გამოტანილი განაჩენის შემდეგ

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დაასრულა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი პირების საქმის განხილვა და ბრალდებულები: ზ.ხ., აკაკი ქვრივიშვილი, ნიკოლოზ ცუცქირიძე, ლაშა შერმადინი, გიორგი მერაბიშვილი და ნიკოლოზ ქანაშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო. მოსამართლე მაია ოშხარელმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და იგი უკვე 20 ნოემბერს, 14:00 საათზე გამოაცხადებს, თუ რამდენ წელს მიუსჯის თითოეულ ბრალდებულს.

საზოგადოებისთვის ცნობილია, ლაშა შერმადინს, ნიკოლოზ ცუცქირიძესა და გიორგი მერაბიშვილს ჯგუფურ ძალადობას, ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, აკაკი ქვრივიშვილს, ნიკოლოზ ქანაშვილს და ზ.ხ.-ს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ზ.ხ.-ს და აკაკი ქვრივიშვილს ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან, რაც დაზარალებულ გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

როგორც შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე ამბობს, ის გამამტყუნებელ ვერდიქტს ელოდებოდა.

მირიან ნიკოლაძე:

- კონკრეტულად, სანქციები იქნება 20 ნოემბერს და მაშინ გახდება ცნობილი, ვის რა სასჯელს გამოუტანს მოსამართლე. მთავარი ის არის, რასაც ველოდით ისე მოხდა ყველაფერი და დაკავებული პირები ყველაფერში გამტყუნდნენ. შესაბამისად სასამართლო აღმოჩნდა ობიექტური, რაშიც დარწმუნებულები ვიყავით და ამის მოლოდინი გვქონდა. საქმეში მტკიცებულებები საკმარისზე მეტია მათი ბრალეულობის დასამტკიცებლად და სასამართლოც ობიექტურია. გამამტყუნებელი განაჩენი დადგა და ახლა მე გიორგის ოჯახის პოზიციას ვახმოვანებ.

- სასჯელებთან დაკავშირებთ რა მოლოდინი გაქვთ?

- საქმე სპეციფიურია, რადგან ის ეხება არასრულწლოვნებს. როცა სასჯელს მიუსჯის მოსამართლე, ეს სასჯელი ერთი მეოთხედით უნდა შემცირდეს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე. განაჩენი გამომდინარეობს მათი დახასიათებებიდან გამომდინარე და შესაბამის დასკვნებს გააკეთებს სასამართლო და იქიდან გამომდინარე იმსჯელებს. მაქვს მოლოდინი, რომ სასჯელის გამოტანის დროს მოსამართლე გაითვალისწინებს იმას, რომ არ აღიარებენ ისინი დანაშაულს. ხელს არ უწყობდნენ გამოძიებას და არ ჰქონდათ სინანულის განცდა.

- ცნობილია ისიც, რომ სამ პირს, რომლებსაც აგარაკში მომხდარ ინციდენტში ედება ბრალი და დაანშაულს აღიარებს, შესაძლოა საპროცესო გაუფორმოს პროკურატურამ, ამაზე თქვენი მხარის პოზიცია რა იქნება?

- როგორც ვიცი, ჯერ არ შემდგარა საპროცესო შეთანხმება. ჩვენ პროკურატურა დაგვიკავშირდა და გვთხოვეს ჩვენი, ოჯახის პოზიციის დაფიქსირება. პასუხი ოფიციალურად არ წარგვიდგენია, შევჯერდებით და წარვადგენთ ჩვენს პოზიციას პროკურატურაში, რაც თქვენც რამდენიმე დღეში გეცნობებათ. დარწმუნებულები ვართ იმაშიც, რომ სხვა ეპიზოდებშიც ანალოგიურად ყველა დამნაშავე პირი მიეცემა პასუხისგებაში და ყველა საკადრისად აგებს პასუხს უდანაშაულო ბიჭის მკვლელობისთვის.

შეგახსენებთ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანი იყო, ამჟამად კი, ყველა მათგანი, ზ.ხ.-ს გარდა, სრულწლოვანია. სასამართლოს განაჩენს ელოდებიან შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულები.

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ

კომისიური ექსპერტიზის დასკვნით, გამოირიცხა, რომ გიორგი შაქარაშვილმა დაზიანებები წყალში ჩავარდნის შემდეგ მიიღო - პროკურატურა

"დაჭრილი მიშო რომ მიჰყავდათ, გიორგის მამისთვის ბანკის ბარათები მიუცია: ფული გამოიყენე, ძმა გადამირჩინეო" - რას ყვებიან ძმის მკვლელობაში ბრალდებულზე ადვოკატი და ნათესავი