საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეინფიცირება დაიწყო იმ ქვეყნებში, სადაც იყო კორონავირუსის ძლიერი პირველი ტალღა... ჩემი პოზიცია არის მარტივი, მკაცრი ჩაკეტვა რაც შეიძლება მალე!" - გიორგი ფხაკაძე
"რეინფიცირება დაიწყო იმ ქვეყნებში, სადაც იყო კორონავირუსის ძლიერი პირველი ტალღა... ჩემი პოზიცია არის მარტივი, მკაცრი ჩაკეტვა რაც შეიძლება მალე!" - გიორგი ფხაკაძე

მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი წა­მო­ვი­და, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად რე­ინ­ფი­ცი­რე­ბა და­ი­წყო იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც იყო კო­რო­ნა­ვირუ­სის ძლი­ე­რი პირ­ვე­ლი ტალ­ღა, - ამის შე­სა­ხებ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „ნი­უს­რუმ­ში“ გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის მრჩე­ველ­მა ჯან­დაც­ვის სა­კი­თხებ­ში გი­ორ­გი ფხა­კა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

ამას­თან, გი­ორ­გი ფხა­კა­ძის თქმით, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ კორ­ნა­ვირუსს ახა­სი­ა­თებს ისე­თი გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი, რო­გო­რიც არის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის და ორი­ენ­ტა­ცი­ის და­კარ­გვა.

„კო­რო­ნა­ვირუ­სი გახ­და უფრო ძლი­ე­რი, უფრო აგ­რე­სი­უ­ლი იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ძა­ლი­ან ვრცელ­დე­ბა, მუ­ტა­ცია გა­ი­ა­რა და მო­სახ­ლე­ო­ბა­ში უფრო ვრცელ­დე­ბა. თუმ­ცა, მო­სახ­ლე­ო­ბის 90%-ში არ არის ისე­თი ძლი­ე­რი, რო­გო­რიც იყო და­სა­წყის­ში.

სი­მარ­თლე არის ერთი, ჩვენ გვაქვს ძა­ლი­ან ცუდი ამ­ბა­ვი, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი წა­მო­ვი­და, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად რე­ინ­ფი­ცი­რე­ბა და­ი­წყო იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც იყო ძლი­ე­რი პირ­ვე­ლი ტალ­ღა. მე­ო­რე ცუ­დია ამ­ბა­ვია ის, რომ უნდა მო­ვემ­ზა­დოთ პოსტ კო­ვი­დუ­რი კლი­ნი­კე­ბის­თვის, უკვე წა­მო­ვი­და ძა­ლი­ან ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია, პოს­ტკო­ვი­დუ­რი სინ­დრო­მი წა­მო­ვი­და. ძა­ლი­ან დიდ შე­ტე­ვას ახ­დენს ტვინ­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, ადა­მი­ა­ნი კარ­გავს კონ­ცენ­ტრა­ცი­ას, მეხ­სი­ე­რე­ბას, ორი­ენ­ტა­ცი­ას, ისე­თი ტი­პის გვერ­დი­თი ეფექ­ტია, რო­მე­ლიც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო“, - ამ­ბობს ფხა­კა­ძე.

პოს­ტკო­ვი­დუ­რი სინ­დრო­მი წა­მო­ვი­და - შე­ტე­ვას ახ­დენს ტვინ­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, ადა­მი­ა­ნი კარ­გავს კონ­ცენ­ტრა­ცი­ას, მეხ­სი­ე­რე­ბას, ორი­ენ­ტა­ცი­ას

გი­ორ­გი ფხა­კა­ძის თქმით, გუ­შინ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრთან ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძეს­თან ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ეპიდ­ვი­თა­რე­ბა გა­ნი­ხი­ლა, სა­დაც რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გას­ცა.

რო­გორც ფხა­კა­ძე აცხა­დებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში „წი­თე­ლი ხაზი გა­და­ლა­ხუ­ლია“, რე­ა­ნი­მა­ცი­ულ სა­წო­ლებ­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში ად­გი­ლე­ბი აღარ არის.

„მო­ვუ­წო­დე, რომ ქვე­ყა­ნა უნდა იყოს ჩა­კე­ტი­ლი და უნდა ყო­ფი­ლი­ყო ჩა­კე­ტი­ლი კი­დევ უფრო ადრე. ჩემი მო­საზ­რე­ბაა ასე­ვე ის, რომ ჩვენ თავი უნდა და­ვა­ნე­ბოთ 7-8 ათას სა­წოლ­ზე ლა­პა­რაკს. ეს არას­წო­რი მიდ­გო­მაა. ჩვენ ფო­კუ­სი­რე­ბა უნდა გა­ვა­კე­თოთ რე­ა­ნი­მა­ცი­ულ სა­წო­ლებ­ზე, ასე­ვე ჩემი მო­საზ­რე­ბაა ის, რომ ჩვენ არ უნდა ვი­ყოთ კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის ხა­ფან­გში, პრაქ­ტი­კუ­ლად რომ არ უშ­ვე­ბენ კო­ვიდ­პა­ცი­ენ­ტებს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ეს მი­უ­ღე­ბე­ლი და არას­წო­რი გზაა.

ყვე­ლა რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი სა­წო­ლი უნდა იყოს ჩარ­თუ­ლი კო­ვიდ მე­ნე­ჯმენ­ტში

მიდ­გო­მა უნდა იყოს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი, ყვე­ლა რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი სა­წო­ლი უნდა იყოს ჩარ­თუ­ლი კო­ვიდ მე­ნე­ჯმენ­ტში. ჩვენ უნდა გვქონ­დეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ღია ინ­ფორ­მა­ცია თუ რამ­დე­ნი რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი სა­წო­ლია რე­გი­ონ­ში, თითო ქა­ლაქ­ში და ქვე­ყა­ნა­ში.

იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ რამ­დე­ნი რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი სა­წო­ლია თა­ვი­სუ­ფა­ლი, ჩვენ ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ვკე­ტავთ თუ არა ქვე­ყა­ნას. რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი სა­წო­ლი მარ­ტო კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენტს კი არ სჭირ­დე­ბა, ადა­მი­ანს გუ­ლის შე­ტე­ვა აქვს თუ დი­ა­ბე­ტი და ასე შემ­დეგ, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია. თუ გაქვთ, 75%-ზე გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი სა­წო­ლი, მა­შინ უნდა ჩა­კე­ტო, ან რე­გი­ო­ნი, ან ეს ქა­ლა­ქი, ან ქვე­ყა­ნა.

რომ ჩა­ვა­ტა­როთ, დღე­ში 30 ათა­სი ტეს­ტი­რე­ბა, 10 ათა­სი პა­ცი­ენ­ტი გვე­ყო­ლე­ბა

ჩვენ რომ ჩა­ვა­ტა­როთ, დღე­ში 30 ათა­სი ტეს­ტი­რე­ბა, ჩვენ 10 ათა­სი პა­ცი­ენ­ტი გვე­ყო­ლე­ბა. ეს არის ეპი­დე­მი­ოლ­გი­უ­რი სტა­ტის­ტი­კა. გა­დავ­ხე­დოთ ჩვენ რე­გი­ონს. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არის არა ის, რამ­დე­ნი და­ი­ტეს­ტა და რამ­დე­ნია პო­ზი­ტი­უ­რი, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი. ჩვენ უკვე გა­დავ­ლა­ხეთ წი­თე­ლი ხაზი, პრე­ვენ­ცია და ხე­ლე­ბის და­ბა­ნა უკვე მორ­ჩა, ამა­ზე ვე­ღარ ვლა­პა­რა­კობთ. გუ­შინ რომ ვუ­ყუ­რე ფეხ­ბურ­თის გულ­შე­მატ­კი­ვარს, გული გა­მის­კდა, რას აკე­თებს ხალ­ხი, სად იყო პატ­რუ­ლი, უნდა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ ყვე­ლა ძალა. ეს რა ხდე­ბო­და?! ჩვენ წი­თე­ლი ხაზი გა­დავ­ლა­ხეთ, რე­ა­ნი­მა­ცი­ულ სა­წო­ლებ­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში ად­გი­ლე­ბი აღარ გვაქვს. ჩემი მო­საზ­რე­ბაა რომ თუ არ ვი­მოქ­მე­დებთ ამ წუ­თას, თი­თო­ე­უ­ლი დაგ­ვი­ა­ნე­ბა არის ერთი ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ფხა­კა­ძემ.

ჩემი პო­ზი­ცია არის მარ­ტი­ვი, მკაც­რი ჩა­კეტ­ვა რაც შე­იძ­ლე­ბა მალე!

გი­ორ­გი ფხა­კა­ძის თქმით, ქვეყ­ნის მკაც­რი ჩა­კეტ­ვა ეპიდ­ვი­თა­რე­ბას შე­ამ­სუ­ბუ­ქებს და არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან უფრო სწრა­ფად გა­მო­ვალთ.

„ჩემი პო­ზი­ცია არის მარ­ტი­ვი, მკაც­რი ჩა­კეტ­ვა რაც შე­იძ­ლე­ბა მალე! მკაცრ ჩა­კეტ­ვას მე კი არ ვი­ძა­ხი, მეც­ნი­ე­რე­ბა გვე­უბ­ნე­ბა, რომ რაც უფრო მალე ჩა­კე­ტავთ, მით უფრო მალე გა­მო­ვალთ, ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კაც უფრო მალე გა­მო­ვა. პრაქ­ტი­კუ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა არ უნდა იყოს“, - გა­ნა­ცხა­და ფხა­კა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ბოლო 2 კვი­რის მაჩ­ვე­ნებ­ლის მი­ხედ­ვით სა­ქარ­თვე­ლო და მისი მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით ერთ დო­ნე­ზე არი­ან.

„ჩვენ ბოლო 2 კვი­რა რომ შე­ვა­და­როთ სა­ბერ­ძნე­თი, თურ­ქე­თი თუ ჩვე­ნი მე­ზობ­ლე­ბი, პრაქ­ტი­კუ­ლად ერთ დო­ნე­ზე ვართ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით. თურ­ქე­თი და სა­ქარ­თვე­ლო თით­ქმის ერთ დო­ნე­ზე რომ იქ­ნე­ბა წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ბოლო 2 კვი­რა­ზე მაქვს სა­უ­ბა­რი“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ფხა­კა­ძემ.

მან კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ზეც ისა­უბ­რა. მისი თქმით, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნამ, რო­მელ­ზეც "ფა­ი­ზე­რი" მუ­შა­ობს, გაც­ნო­ბის შემ­დეგ კი­თხვის ნიშ­ნე­ბი და­უ­ტო­ვა.

„ვაქ­ცი­ნის დამ­ტკი­ცე­ბა არ არის იოლი მო­მენ­ტი. რო­დე­საც წა­ვი­კი­თხე „ფა­ი­ზე­რის“ ტექ­ნი­კუ­რი პრეს­რე­ლი­ზი, 90% გა­მიჩ­ნდა უფრო მეტი კი­თხვის ნი­შა­ნი, ვიდ­რე პა­სუ­ხი. უზუს­ტო­ბა იყო თვი­თონ ტექ­სტში, ბევ­რი რა­ღაც თა­ვის თავს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და. ჩემ­თვის და­სამ­ტკი­ცებ­ლად რომ მო­სუ­ლი­ყო ეს ვაქ­ცი­ნა პირ­ვე­ლი­ვე ეტაპ­ზე ვე­ტყო­დი, რომ აქ რა­ღაც არას­წო­რია. ეს ტექ­ნი­კუ­რი მო­მენ­ტია. ლო­ჯის­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით რთუ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ფხა­კა­ძემ.

რო­გორც გი­ორ­გი ფხა­კა­ძე აცხა­დებს, მან მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ჟე­ვე­ნა­ში ერთ-ერთი ვაქ­ცი­ნის, პნევ­მო­კო­კუ­რი ვაქ­ცი­ნის დამ­ტკი­ცე­ბა­ში. ფხა­კა­ძე აქვე დას­ძენს, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის სწო­რი ვაქ­ცი­ნა იყოს შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მო­სახ­ლე­ო­ბას დიდი ზი­ა­ნი მი­ად­გე­ბა.

„ვაქ­ცი­ნა ერთ-ერთი უძ­ლი­ე­რე­სი სა­შუ­ა­ლე­ბაა, მე ვაქ­ცი­ნის ძა­ლი­ან დიდი მომ­ხრე ვარ. რა­ტომ ვარ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ამ არას­წო­რი ვაქ­ცი­ნის? იმი­ტომ რომ თუ ჩვენ მივ­ცემთ მო­სახ­ლე­ო­ბას არას­წორ ვაქ­ცი­ნას, ჩვენ მი­ვა­ყე­ნებთ უფრო დიდ ზი­ანს მო­სახ­ლე­ო­ბას, ჩვენ გვაქვს ვაქ­ცი­ნე­ბი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან კარ­გია, გა­და­არ­ჩი­ნა მი­ლი­ო­ნო­ბით სი­ცო­ცხლე. არას­წორ­მა ვაქ­ცი­ნამ შე­საძ­ლოა მი­ა­ყე­ნოს ზა­რა­ლი იმ ვაქ­ცი­ნას, რო­მე­ლიც ეფექ­ტუ­რია და კარ­გად მუ­შა­ობს მსოფ­ლი­ო­ში. იმი­ტომ ვარ ძა­ლი­ან სკეპ­ტი­კუ­რი, ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ არ უნდა და­ვუშ­ვათ შეც­დო­მა“, - გა­ნა­ცხა­და ფხა­კა­ძემ.

პირ­ბა­დე და 2- მეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცია არის გა­მო­სა­ვა­ლი, ზამ­თა­რი მო­დის, ძა­ლი­ან გთხოვთ, გა­ა­ნა­ი­ვოთ შე­ნო­ბე­ბი... დღე­ვან­დელ დღეს ეს არის ვაქ­ცი­ნა

ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას რე­კო­მენ­და­ცი­ით მი­მარ­თავს - მუდ­მი­ვად გა­ა­ნი­ა­ონ ის ოთა­ხი, სა­დაც ბევ­რი ხალ­ხი იმ­ყო­ფე­ბა. „პირ­ბა­დე და 2- მეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცია არის გა­მო­სა­ვა­ლი, ზამ­თა­რი მო­დის, ძა­ლი­ან გთხოვთ, გა­ა­ნა­ი­ვოთ შე­ნო­ბე­ბი, ყვე­ლა ოთა­ხი გა­ა­ნი­ა­ვეთ, სა­დაც ხალ­ხი შე­მო­დის. არ იჯ­დეთ და­ხუ­რულ კა­რებ­ში. ამ წუ­თას ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო წა­მა­ლია, ნე­ბის­მი­ერ ვაქ­ცი­ნას ჯო­ბია, დღე­ვან­დელ დღეს ეს არის ვაქ­ცი­ნა“, - ამ­ბობს ფხა­კა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 52 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანუუუუ
39

ანუუუუ პირველმა ვერ გაამართლა და უფრო ძლიერი გაუშვეს არა??? რაო ბ-ნო ფხაკაძე, ვერ გაწყდა საკმარისი ხალხი?? მილიონი ცოტაა??? ახლა უკვე მჯერავს(ადრე ბოდვად ვთვლიდი) ჰაერში უშვებენ ,,რაღაც რაღაცეებსოოოო", ეტყობა გეგმაში უფრო მეტი ადამიანის სიკვდილი აქვთ ე.წ. ჰუმანურ ორგანიზაციებს, ჯანმოს თამადობით..შენ დაუკაა!!!!!

მაია
92

აბა დაესიეთ ახლა ამ კაცს ქართველებო და გადაუარეთ

ავტორი:

"რეინფიცირება დაიწყო იმ ქვეყნებში, სადაც იყო კორონავირუსის ძლიერი პირველი ტალღა... ჩემი პოზიცია არის მარტივი, მკაცრი ჩაკეტვა რაც შეიძლება მალე!" - გიორგი ფხაკაძე

"რეინფიცირება დაიწყო იმ ქვეყნებში, სადაც იყო კორონავირუსის ძლიერი პირველი ტალღა... ჩემი პოზიცია არის მარტივი, მკაცრი ჩაკეტვა რაც შეიძლება მალე!" - გიორგი ფხაკაძე

მტკიცებულებები წამოვიდა, რომ პრაქტიკულად რეინფიცირება დაიწყო იმ ქვეყნებში, სადაც იყო კორონავირუსის ძლიერი პირველი ტალღა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

ამასთან, გიორგი ფხაკაძის თქმით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორნავირუსს ახასიათებს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიც არის კონცენტრაციის და ორიენტაციის დაკარგვა.

„კორონავირუსი გახდა უფრო ძლიერი, უფრო აგრესიული იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ვრცელდება, მუტაცია გაიარა და მოსახლეობაში უფრო ვრცელდება. თუმცა, მოსახლეობის 90%-ში არ არის ისეთი ძლიერი, როგორიც იყო დასაწყისში.

სიმართლე არის ერთი, ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი ამბავი, მტკიცებულებები წამოვიდა, რომ პრაქტიკულად რეინფიცირება დაიწყო იმ ქვეყნებში, სადაც იყო ძლიერი პირველი ტალღა. მეორე ცუდია ამბავია ის, რომ უნდა მოვემზადოთ პოსტ კოვიდური კლინიკებისთვის, უკვე წამოვიდა ძალიან ბევრი ინფორმაცია, პოსტკოვიდური სინდრომი წამოვიდა. ძალიან დიდ შეტევას ახდენს ტვინზე, შესაბამისად, ადამიანი კარგავს კონცენტრაციას, მეხსიერებას, ორიენტაციას, ისეთი ტიპის გვერდითი ეფექტია, რომელიც მოულოდნელი იყო“, - ამბობს ფხაკაძე.

პოსტკოვიდური სინდრომი წამოვიდა - შეტევას ახდენს ტვინზე, შესაბამისად, ადამიანი კარგავს კონცენტრაციას, მეხსიერებას, ორიენტაციას

გიორგი ფხაკაძის თქმით, გუშინ ჯანდაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება განიხილა, სადაც რეკომენდაციები გასცა.

როგორც ფხაკაძე აცხადებს, საქართველოში „წითელი ხაზი გადალახულია“, რეანიმაციულ საწოლებში, საავადმყოფოებში ადგილები აღარ არის.

„მოვუწოდე, რომ ქვეყანა უნდა იყოს ჩაკეტილი და უნდა ყოფილიყო ჩაკეტილი კიდევ უფრო ადრე. ჩემი მოსაზრებაა ასევე ის, რომ ჩვენ თავი უნდა დავანებოთ 7-8 ათას საწოლზე ლაპარაკს. ეს არასწორი მიდგომაა. ჩვენ ფოკუსირება უნდა გავაკეთოთ რეანიმაციულ საწოლებზე, ასევე ჩემი მოსაზრებაა ის, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ კერძო კომპანიების ხაფანგში, პრაქტიკულად რომ არ უშვებენ კოვიდპაციენტებს საავადმყოფოში. ეს მიუღებელი და არასწორი გზაა.

ყველა რეანიმაციული საწოლი უნდა იყოს ჩართული კოვიდ მენეჯმენტში

მიდგომა უნდა იყოს ძალიან მარტივი, ყველა რეანიმაციული საწოლი უნდა იყოს ჩართული კოვიდ მენეჯმენტში. ჩვენ უნდა გვქონდეს აბსოლუტურად ღია ინფორმაცია თუ რამდენი რეანიმაციული საწოლია რეგიონში, თითო ქალაქში და ქვეყანაში.

იქიდან გამომდინარე, თუ რამდენი რეანიმაციული საწოლია თავისუფალი, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ვკეტავთ თუ არა ქვეყანას. რეანიმაციული საწოლი მარტო კოვიდინფიცირებულ პაციენტს კი არ სჭირდება, ადამიანს გულის შეტევა აქვს თუ დიაბეტი და ასე შემდეგ, გათვალისწინებულია. თუ გაქვთ, 75%-ზე გადაჭარბებული რეანიმაციული საწოლი, მაშინ უნდა ჩაკეტო, ან რეგიონი, ან ეს ქალაქი, ან ქვეყანა.

რომ ჩავატაროთ, დღეში 30 ათასი ტესტირება, 10 ათასი პაციენტი გვეყოლება

ჩვენ რომ ჩავატაროთ, დღეში 30 ათასი ტესტირება, ჩვენ 10 ათასი პაციენტი გვეყოლება. ეს არის ეპიდემიოლგიური სტატისტიკა. გადავხედოთ ჩვენ რეგიონს. ყველაზე მთავარი მაჩვენებელი არის არა ის, რამდენი დაიტესტა და რამდენია პოზიტიური, სიკვდილიანობაზეა საუბარი. ჩვენ უკვე გადავლახეთ წითელი ხაზი, პრევენცია და ხელების დაბანა უკვე მორჩა, ამაზე ვეღარ ვლაპარაკობთ. გუშინ რომ ვუყურე ფეხბურთის გულშემატკივარს, გული გამისკდა, რას აკეთებს ხალხი, სად იყო პატრული, უნდა გამოეყენებინათ ყველა ძალა. ეს რა ხდებოდა?! ჩვენ წითელი ხაზი გადავლახეთ, რეანიმაციულ საწოლებში, საავადმყოფოებში ადგილები აღარ გვაქვს. ჩემი მოსაზრებაა რომ თუ არ ვიმოქმედებთ ამ წუთას, თითოეული დაგვიანება არის ერთი ადამიანის სიკვდილი“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

ჩემი პოზიცია არის მარტივი, მკაცრი ჩაკეტვა რაც შეიძლება მალე!

გიორგი ფხაკაძის თქმით, ქვეყნის მკაცრი ჩაკეტვა ეპიდვითარებას შეამსუბუქებს და არსებული ვითარებიდან უფრო სწრაფად გამოვალთ.

„ჩემი პოზიცია არის მარტივი, მკაცრი ჩაკეტვა რაც შეიძლება მალე! მკაცრ ჩაკეტვას მე კი არ ვიძახი, მეცნიერება გვეუბნება, რომ რაც უფრო მალე ჩაკეტავთ, მით უფრო მალე გამოვალთ, ჩვენი ეკონომიკაც უფრო მალე გამოვა. პრაქტიკულად გადაადგილება არ უნდა იყოს“, - განაცხადა ფხაკაძემ.

მისივე თქმით, ბოლო 2 კვირის მაჩვენებლის მიხედვით საქართველო და მისი მეზობელი ქვეყნები სიკვდილიანობის თვალსაზრისით ერთ დონეზე არიან.

„ჩვენ ბოლო 2 კვირა რომ შევადაროთ საბერძნეთი, თურქეთი თუ ჩვენი მეზობლები, პრაქტიკულად ერთ დონეზე ვართ სიკვდილიანობის თვალსაზრისით. თურქეთი და საქართველო თითქმის ერთ დონეზე რომ იქნება წარმოიდგინეთ, ბოლო 2 კვირაზე მაქვს საუბარი“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

მან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ახალი კორონავირუსის ვაქცინამ, რომელზეც "ფაიზერი" მუშაობს, გაცნობის შემდეგ კითხვის ნიშნები დაუტოვა.

„ვაქცინის დამტკიცება არ არის იოლი მომენტი. როდესაც წავიკითხე „ფაიზერის“ ტექნიკური პრესრელიზი, 90% გამიჩნდა უფრო მეტი კითხვის ნიშანი, ვიდრე პასუხი. უზუსტობა იყო თვითონ ტექსტში, ბევრი რაღაც თავის თავს ეწინააღმდეგებოდა. ჩემთვის დასამტკიცებლად რომ მოსულიყო ეს ვაქცინა პირველივე ეტაპზე ვეტყოდი, რომ აქ რაღაც არასწორია. ეს ტექნიკური მომენტია. ლოჯისტიკური თვალსაზრისით რთულია“, - განაცხადა ფხაკაძემ.

როგორც გიორგი ფხაკაძე აცხადებს, მან მონაწილეობა მიიღო ჟევენაში ერთ-ერთი ვაქცინის, პნევმოკოკური ვაქცინის დამტკიცებაში. ფხაკაძე აქვე დასძენს, რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის სწორი ვაქცინა იყოს შეთავაზებული, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობას დიდი ზიანი მიადგება.

„ვაქცინა ერთ-ერთი უძლიერესი საშუალებაა, მე ვაქცინის ძალიან დიდი მომხრე ვარ. რატომ ვარ მოწინააღმდეგე ამ არასწორი ვაქცინის? იმიტომ რომ თუ ჩვენ მივცემთ მოსახლეობას არასწორ ვაქცინას, ჩვენ მივაყენებთ უფრო დიდ ზიანს მოსახლეობას, ჩვენ გვაქვს ვაქცინები, რომელიც ძალიან კარგია, გადაარჩინა მილიონობით სიცოცხლე. არასწორმა ვაქცინამ შესაძლოა მიაყენოს ზარალი იმ ვაქცინას, რომელიც ეფექტურია და კარგად მუშაობს მსოფლიოში. იმიტომ ვარ ძალიან სკეპტიკური, ფრთხილად უნდა ვიყოთ არ უნდა დავუშვათ შეცდომა“, - განაცხადა ფხაკაძემ.

პირბადე და 2- მეტრიანი დისტანცია არის გამოსავალი, ზამთარი მოდის, ძალიან გთხოვთ, გაანაივოთ შენობები... დღევანდელ დღეს ეს არის ვაქცინა

ის საზოგადოებას რეკომენდაციით მიმართავს - მუდმივად გაანიაონ ის ოთახი, სადაც ბევრი ხალხი იმყოფება. „პირბადე და 2- მეტრიანი დისტანცია არის გამოსავალი, ზამთარი მოდის, ძალიან გთხოვთ, გაანაივოთ შენობები, ყველა ოთახი გაანიავეთ, სადაც ხალხი შემოდის. არ იჯდეთ დახურულ კარებში. ამ წუთას ერთ-ერთი საუკეთესო წამალია, ნებისმიერ ვაქცინას ჯობია, დღევანდელ დღეს ეს არის ვაქცინა“, - ამბობს ფხაკაძე.

LIVE - ეთერშია გადაცემა "აქტუალური თემა"

"შეიძლება დღეს 10 ათასამდე ინფიცირებული გვყავდეს დღეში" - პაატა იმნაძე

"მსჯელობა მიდის, რომ დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიზღუდოს" - ამირან გამყრელიძე მოსალოდნელ რეგულაციებზე