სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კვების ობიექტების ნაწილი იხურება, ნაწილი კი თანამშრომლებს ამცირებს" - რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი
"კვების ობიექტების ნაწილი იხურება, ნაწილი კი თანამშრომლებს ამცირებს" - რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი

რეს­ტო­რა­ტორ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, კოტე გაბ­რი­ჩი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი კუ­თხით შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის ნა­წი­ლი იხუ­რე­ბა, ნა­წი­ლი კი თა­ნამ­შრომ­ლებს ამ­ცი­რებს.

„კი­დევ უფრო მეტი ობი­ექ­ტი და­ი­ხუ­რა. ვინც არ ხუ­რავს ობი­ექტს, ამ­ცი­რებს პერ­სო­ნალს“, - გა­ნუ­ცხა­და კოტე გაბ­რი­ჩი­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ 22:00 სა­ა­თის შემ­დეგ რეს­ტორ­ნე­ბის მუ­შა­ო­ბის აკ­რძალ­ვის სექ­ტორ­ზე გავ­ლე­ნის შე­ფა­სე­ბი­სას.

მისი გან­ცხა­დე­ბით, ტრან­სპორ­ტის მო­უ­წეს­რი­გებ­ლო­ბის გამო, ფაქ­ტობ­რი­ვად ობი­ექ­ტე­ბი 20:00 სა­ა­თამ­დე მუ­შა­ო­ბენ და აღ­ნიშ­ნულ­მა შე­ზღუდ­ვამ სექ­ტო­რი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­ზი­ა­ნა.

„დღე არ გა­დის, რომ ჩვენს ასო­ცი­ა­ცი­ა­ში არ მო­ი­წე­რონ: „დავ­ხუ­რე კაფე“. ამის გარ­და, ვინც არ ხუ­რავს ობი­ექტს, ამ­ცი­რებს პერ­სო­ნალს. რე­ა­ლუ­რად 20:00 სა­ათ­ზე იკე­ტე­ბა ობი­ექ­ტე­ბი, რად­გან ტრან­სპორ­ტია მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი. მი­ტა­ნის სერ­ვი­სი რა­ღაც დო­ზით ეხ­მა­რე­ბა, თუმ­ცა ვერ ცვლის დი­დად სი­ტუ­ა­ცი­ას.

16 სექ­ტემ­ბრი­დან 22:00 სა­ათ­ზე ვი­კე­ტე­ბით, ფაქ­ტია, ამან ვე­რა­ნა­ი­რი შე­დე­გი ვერ გა­მო­ი­ღო, შემ­თხვე­ვე­ბი იმა­ტებს. ვფიქ­რობ, დრო­უ­ლად უნდა გა­კეთ­დეს ანა­ლი­ზი, რა შე­დე­გი მოგ­ვცა ამან. შე­იძ­ლე­ბა და­კე­ტონ ცალ­კე სო­ლო­ლა­კი, რომ მთაწ­მინ­და­ზე არა­ვინ გა­და­ი­პა­როს და ამით რა? ესაა უბ­რა­ლოდ ხალ­ხის­თვის ნაც­რის შეყ­რა. პი­ა­რია აქ მთა­ვა­რი, სა­ხელ­მწი­ფო აჩ­ვე­ნებს, რომ თავ­და­უ­ზო­გა­ვი ბრძო­ლა მი­დის ვე­რაგ ვირუს­თან და ასე­თი ჩა­კეტვე­ბი კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა აჩ­ვე­ნონ, რო­გო­რი შე­უ­პო­ვა­რი ბრძო­ლა მი­დის“, - აღ­ნიშ­ნავს კოტე გაბ­რი­ჩი­ძე.

ამას­თან, რო­გორც კოტე გაბ­რი­ჩი­ძე აცხა­დებს, არის სა­უ­ბა­რი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან სექ­ტო­რის დახ­მა­რე­ბა­ზე, რაც ძი­რი­თა­დად სა­გა­და­სა­ხა­დო წნე­ხის შემ­ცი­რე­ბას გუ­ლის­ხმობს, თუმ­ცა მი­სი­ვე თქმით, დრო­უ­ლი დახ­მა­რე­ბაა სა­ჭი­რო.

„მთავ­რო­ბას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა გვაქვს, მზად­დე­ბა ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, თუმ­ცა არ ვი­ცით რო­დის მი­ი­ღე­ბენ, დახ­მა­რე­ბა მალე თუ არ მოხ­და ახა­ლი წლის შემ­დეგ უკვე დარ­გი მთლი­ა­ნად გა­კოტ­რე­ბუ­ლი რომ იქ­ნე­ბა, მკვდრის გა­ცო­ცხლე­ბას აზრი არ აქვს. სა­უ­ბა­რია სა­შე­მო­სავ­ლო და სხვა გა­და­სა­ხა­დებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში შემ­ცი­რე­ბა­ზე, გა­უქ­მე­ბა­სა და გა­და­ვა­დე­ბა­ზე, სა­უ­ბა­რია სა­ბან­კო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ფარ­ვის 6 თვით ან 1 წლით გა­და­ვა­დე­ბა­ზე“, - აღ­ნიშ­ნა გაბ­რი­ჩი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, 4 ნო­ემ­ბრი­დან რეს­ტორ­ნე­ბის მუ­შა­ო­ბა მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 22:00 სა­ა­თამ­დე შე­ი­ზღუ­და. მა­ნამ­დე აღ­ნიშ­ნუ­ლის რე­გუ­ლა­ცია მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დიდ ქა­ლაქს: თბი­ლისს, ქუ­თა­ისს, მცხე­თას და ბა­თუმს ეხე­ბო­და.

sniper
0

საბანკო ვალდებულებების გადავადება გასაგებია მაგრამ საშემოსავლოს ვინ გახდევინებთ? ვინც დაიხურა, ის საშემოსავლოს აღარ იხდის, ხოლო ვინც თანამშრომლები შეამცირა, მას საშემოსავლოც შეუმცირდა. იმას არ ამბობთ რაც წელში გვწყვეტს და ესაა საბანკო საპროცენტო განაკვეთი. ამას მიაწექით თორემ საშემოსავლო გადასახადი არაფერია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"კვების ობიექტების ნაწილი იხურება, ნაწილი კი თანამშრომლებს ამცირებს" - რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი

"კვების ობიექტების ნაწილი იხურება, ნაწილი კი თანამშრომლებს ამცირებს" - რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი

რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტის, კოტე გაბრიჩიძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური კუთხით შექმნილი ვითარების გამო კვების ობიექტების ნაწილი იხურება, ნაწილი კი თანამშრომლებს ამცირებს.

„კიდევ უფრო მეტი ობიექტი დაიხურა. ვინც არ ხურავს ობიექტს, ამცირებს პერსონალს“, - განუცხადა კოტე გაბრიჩიძემ „ინტერპრესნიუსს“ 22:00 საათის შემდეგ რესტორნების მუშაობის აკრძალვის სექტორზე გავლენის შეფასებისას.

მისი განცხადებით, ტრანსპორტის მოუწესრიგებლობის გამო, ფაქტობრივად ობიექტები 20:00 საათამდე მუშაობენ და აღნიშნულმა შეზღუდვამ სექტორი მნიშვნელოვნად დააზიანა.

„დღე არ გადის, რომ ჩვენს ასოციაციაში არ მოიწერონ: „დავხურე კაფე“. ამის გარდა, ვინც არ ხურავს ობიექტს, ამცირებს პერსონალს. რეალურად 20:00 საათზე იკეტება ობიექტები, რადგან ტრანსპორტია მოუწესრიგებელი. მიტანის სერვისი რაღაც დოზით ეხმარება, თუმცა ვერ ცვლის დიდად სიტუაციას.

16 სექტემბრიდან 22:00 საათზე ვიკეტებით, ფაქტია, ამან ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო, შემთხვევები იმატებს. ვფიქრობ, დროულად უნდა გაკეთდეს ანალიზი, რა შედეგი მოგვცა ამან. შეიძლება დაკეტონ ცალკე სოლოლაკი, რომ მთაწმინდაზე არავინ გადაიპაროს და ამით რა? ესაა უბრალოდ ხალხისთვის ნაცრის შეყრა. პიარია აქ მთავარი, სახელმწიფო აჩვენებს, რომ თავდაუზოგავი ბრძოლა მიდის ვერაგ ვირუსთან და ასეთი ჩაკეტვები კარგი საშუალებაა აჩვენონ, როგორი შეუპოვარი ბრძოლა მიდის“, - აღნიშნავს კოტე გაბრიჩიძე.

ამასთან, როგორც კოტე გაბრიჩიძე აცხადებს, არის საუბარი სახელმწიფოს მხრიდან სექტორის დახმარებაზე, რაც ძირითადად საგადასახადო წნეხის შემცირებას გულისხმობს, თუმცა მისივე თქმით, დროული დახმარებაა საჭირო.

„მთავრობასთან მოლაპარაკება გვაქვს, მზადდება ნაბიჯები, რომლებიც დაგვეხმარება, თუმცა არ ვიცით როდის მიიღებენ, დახმარება მალე თუ არ მოხდა ახალი წლის შემდეგ უკვე დარგი მთლიანად გაკოტრებული რომ იქნება, მკვდრის გაცოცხლებას აზრი არ აქვს. საუბარია საშემოსავლო და სხვა გადასახადებთან მიმართებაში შემცირებაზე, გაუქმებასა და გადავადებაზე, საუბარია საბანკო ვალდებულებების დაფარვის 6 თვით ან 1 წლით გადავადებაზე“, - აღნიშნა გაბრიჩიძემ.

შეგახსენებთ, 4 ნოემბრიდან რესტორნების მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 22:00 საათამდე შეიზღუდა. მანამდე აღნიშნულის რეგულაცია მხოლოდ რამდენიმე დიდ ქალაქს: თბილისს, ქუთაისს, მცხეთას და ბათუმს ეხებოდა.

ვილები და ბიზნესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში - ვინ არის საბჭოთა კავშირში დაბადებული აფრიკის ყველაზე მდიდარი ქალი მილიარდიანი ქონებით

სახელმწიფომ 8 თვეში საკარანტინო სივრცეში 54 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა

ფინანსთა მინისტრი ლარის კურსზე - "ეს იმ მოლოდინებითაა გამოწვეული, რაც დაკავშირებულია რადიკალიზმთან და პოლიტიკურ დაძაბულობასთან"