"როცა ვერ აცნობიერებ რამდენად დიდი ფასი აქვს გულშემატკივარს, როცა უტრაკო ხარ და არაფერს აკეთებ, რომ გულანთებულმა ხალხმა შენს ნაკრებს მხარი დაუჭიროს, როცა ცხადაძეს უშვებ და მწვრთნელად მოგყავს ვაისი, რომელმაც უბრალოდ ცვლილება რა არის არ იცის, მაშინ უნდა წახვიდე. მაშინ უნდა წახვიდე, წახვიდე არა გლდანში და არ "იოცნებო" დეპუტატობაზე, უბრალოდ უნდა წახვიდე, რადგან რაც მოხვედი, ქართული ფეხბურთის განვითარება ნულია", - ეს სტატუსი სოციალურ ქსელში, ფეხბურთელ თორნიკე ოქრიაშვილის გვერდზე გამოქვეყნდა, სტატუსიდან ჩანდა, რომ ფეხბურთელი წაგებაში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს სდებდა ბრალს, რომელიც გლდანში მაჟორიტარად იყრიდა კენჭს.
სტატუსის პათოსი უამრავმა ადამიანმა გაიზიარა და თორნიკეს გამბედაობა შეუქეს. თუმცა რამდენიმე საათში გვერდიდან სტატუსი გაქრა და "ინსტაგრამის" ოფიციალურ გვერდზე ფეხბურთელმა განმარტება გააკეთა.
"მეგობრებო, ჩემი ყალბი ფეისბუქ ექაუნთით გავრცელდა ეს პოსტი - FAKE", - წერს ოქრიაშვილი.
ფეხბურთელმა გუშინ წაგებული მატჩისთვის სინანული გამოთქვა: "ძალიან ვწუხვარ შედეგით".
გუშინ, საქართველოს ეროვნული ნაკლრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. მოლოდინი ძალიან დიდი იყო, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის საგზური საბოლოოდ ჩრდილოეთ მაკედონიამ მოიპოვა.
ერთადერთი გოლი მატჩის მიმდინარეობისას მეორე ტაიმში მაკედონიის თავდამსსმელმა გორან პანდევმა გაიტანა.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ერთა ლიგის ფინალში დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა თანამდებობა დატოვა და თამაშის გამო ბოდიში მოიხადა.