საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსები იქნებიან "სამშვიდობო მისიით" ყარაბაღის ტერიტორიაზე, დერეფანსაც ისინი გააკონტროლებენ... თურქი სამხედროები კი დამკვირვებლები იქნებიან" - ექსპერტი
"რუსები იქნებიან "სამშვიდობო მისიით" ყარაბაღის ტერიტორიაზე, დერეფანსაც ისინი გააკონტროლებენ... თურქი სამხედროები კი დამკვირვებლები იქნებიან" - ექსპერტი

მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რი­დან უკვე რამ­დე­ნი­მე დღე გა­ვი­და, თუმ­ცა სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ში თურ­ქე­თის როლი ჯე­რაც გა­ურ­კვე­ვე­ლია... ვერ­სი­ე­ბი უამ­რა­ვია, ოღონდ ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, დო­კუ­მენ­ტში, რო­მელ­საც 9 ნო­ემ­ბერს მო­ა­წე­რეს ხელი რუ­სე­თის, სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ლი­დე­რებ­მა, ლა­პა­რა­კია კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში მხო­ლოდ რუ­სე­თის სამ­შვი­დო­ბო კონ­ტინ­გენ­ტის გან­თავ­სე­ბა­ზე, თუმ­ცა, ამ შე­თან­ხმე­ბას სხვაგ­ვა­რად წარ­მო­ა­ჩენს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტი ილ­ჰამ ალი­ე­ვი, რო­მელ­მაც მშვი­დო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მი­სი­ა­ში თურ­ქე­თის როლ­ზეც ისა­უბ­რა...

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კე­რის გან­მარ­ტე­ბით, ყა­რა­ბა­ღის სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ში თურ­ქე­თის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­კი­თხზე აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბაა. დმიტ­რი პეს­კო­ვის თქმით, მოს­კოვ­ში მი­აჩ­ნი­ათ, რომ ყა­რა­ბაღ­ში მხო­ლოდ რუ­სე­თის სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბი გან­თავ­სდე­ბი­ან. რუ­სეთ­სა და თურ­ქეთს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა კი, მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა, რო­მე­ლიც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სდე­ბა. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა სერ­გეი ლავ­როვ­მა კი გა­ნა­ცხა­და, რომ თურ­ქი სამ­ხედ­რო­ე­ბი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვერ შევ­ლენ...

რე­ჯეფ ტაიფ ერ­დო­ღა­ნის ცნო­ბით კი, ან­კა­რა უერ­თდე­ბა სამ­შვი­დო­ბო ძა­ლებს მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის რე­გი­ონ­ში და ერ­თობ­ლი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრში მისი და რუ­სე­თის რო­ლე­ბი თა­ნა­ბა­რი იქ­ნე­ბა.

რონ­დე­ლის ფონ­დის მკვლე­ვა­რი, ზუ­რაბ ბა­ტი­აშ­ვი­ლი ყა­რა­ბა­ღის გარ­შე­მო სა­უბ­რი­სას, რუ­სეთ-თურ­ქე­თის სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის როლ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ზე ამ პრო­ცე­სე­ბის გავ­ლე­ნა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- რო­გო­როც ჩანს, წი­ნას­წარ გარ­კვე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბა იყო რუ­სეთს, აზერ­ბა­ი­ჯან­სა და თურ­ქეთს შო­რის, თუმ­ცა, ამა­ზე თა­ნახ­მა არ იყო სომ­ხუ­რი მხა­რე და ამის­თვის გახ­და სა­ჭი­რო საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბა. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხრი­დან წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბრძო­ლე­ბის შე­დე­გად, საფრ­თხე შე­ექ­მნა სტე­პა­ნა­კერტს, სა­დაც არის ყა­რა­ბა­ღის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ცენ­ტრი. მისი აღე­ბით, რე­გი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი დას­რულ­დე­ბო­და კი­დეც. გა­დამ­წყვეტ მო­მენ­ტში, სომ­ხუ­რი მხა­რე იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და შე­თან­ხმე­ბის­თვის ხელი მო­ე­წე­რა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს არის კა­პი­ტუ­ლა­ცია, რად­გან უბ­რძოლ­ვე­ლად უწევს იმ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დათ­მო­ბა, სა­დაც ამ 27 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სომ­ხე­თის გავ­ლე­ნის ქვეშ იყო.

- შე­თან­ხმე­ბის შე­დე­გად, რე­გი­ონ­ში სამ­შვი­დო­ბო სტა­ტუ­სით შე­მო­დი­ან ოკუ­პან­ტი რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი, რას ცვლის ეს რე­გი­ონ­ში?

- სა­კუ­თარ თავ­ზე გვაქვს გა­მოც­დი­ლი რუსი "მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლე­ბის" მი­სი­ე­ბი და ვი­ცით, რომ მათი შე­მოს­ვლით, რე­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან დიდი ბერ­კეტს იღე­ბენ ხელ­ში, ერ­თის მხრივ, ისი­ნი ჩად­გე­ბი­ან ყა­რა­ბაღ­ში და მისი კონ­ტრო­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ, ამას­თა­ნა­ვე, ფაქ­ტია, რომ ყა­რა­ბა­ღის სტა­ტუ­სის თემა ჯერ კი­დევ ღიაა და ეს რუ­სეთს მას­ზე გავ­ლე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც მის­ცემს. ამას­თა­ნა­ვე, და­მა­ტე­ბი­თი ბერ­კე­ტი ექ­ნე­ბა მას ლა­ჩი­ნის დე­რე­ფან­ზე, რო­მელ­საც რუ­სე­თი გა­ა­კონ­ტრო­ლებს და რო­მე­ლიც, ყა­რა­ბაღ­სა და სომ­ხეთს შო­რის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ერ­თა­დერ­თი არ­ტე­რია იქ­ნე­ბა და ასე­ვე ამით მუდ­მი­ვად იქ­ნე­ბა სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯან­ზე ზე­წო­ლის ბერ­კე­ტი; აზერ­ბა­ი­ჯან­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა იქ­ნე­ბა, ნა­ხ­ჭე­ვან­სა და და­ნარ­ჩენ აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი სატ­რან­სპორ­ტო კონ­ტრო­ლი­თაც, რომ­ლის უფ­ლე­ბაც ასე­ვე რუ­სებ­მა აი­ღეს. ცხა­დია, აზერ­ბი­ა­ჯა­ნიც მო­გე­ბუ­ლია, რად­გან მან და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 2/3 -ზე მეტი და­იბ­რუ­ნა, მო­გე­ბუ­ლია თურ­ქე­თიც, რად­გან მისი მო­კავ­ში­რე გაძ­ლი­ერ­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მო­გე­ბუ­ლია რუ­სე­თი, რო­მე­ლიც კავ­კა­სი­ა­ში გავ­ლე­ნის დიდ ბერ­კე­ტებს იღებს. ცალ­სა­ხად წა­გე­ბუ­ლია სომ­ხე­თი და ყვე­ლა­ზე მე­ტად, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა...

- ცნო­ბი­ლია, რომ კონ­ფლქტის და­რე­გუ­ლი­რე­ბის მსგავს მო­დელს, 1992 წელს, მხა­რე­ებს სთა­ვა­ზობ­და ამე­რი­კე­ლი პო­ლი­ტო­ლო­გი პოლ გობ­ლე, თუმ­ცა, სომ­ხე­თის მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა უარი თქვა.

- ძა­ლი­ან ბევ­რი მო­დე­ლი იყო, მათ შო­რის, "მად­რი­დის პრო­ცე­სი", "ლავ­რო­ვის გეგ­მა" და ეს ბოლო შე­თან­ხმე­ბა ძა­ლი­ან ჰგავს ლავ­რო­ვის გეგ­მას, იმ გან­სხვა­ვე­ბით, რომ სომ­ხე­თი ადრე რომ და­თან­ხმე­ბო­და, ასეთ მძი­მე პი­რო­ბებ­ში არ აღ­მოჩ­ნდე­ბო­და. ახლა ძალ­ზე ცუდი სი­ტუ­ა­ცია აქვს, რად­გან ის კონ­კრე­ტუ­ლად ყა­რა­ბაღ­შიც კარ­გავს ტე­რი­ტო­რი­ებს.

- ბო­ლომ­დე გა­ურ­კვე­ვე­ლია ე.წ. სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ში თურ­ქე­თის როლი...

- მთე­ლი დღე ვცდი­ლობ­დი, გა­მერ­კვია, რო­გორ იქ­ნე­ბა გა­მიჯ­ნუ­ლი რუ­სე­ბი­სა და თურ­ქე­ბის ფუქნცი­ე­ბი. რო­გორც გა­ვარ­კვიე, რუ­სე­თის "სამ­შვი­დო­ბო" ძა­ლე­ბი შე­დი­ან უშუ­ა­ლოდ ყა­რა­ბაღ­ში და ლა­ჩი­ნის დე­რე­ფანს გა­ა­კონ­ტრო­ლე­ბენ, რაც შე­ე­ხე­ბა თურ­ქეთს, - ამ შე­თან­ხმე­ბით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იქ­მნე­ბა მო­ნო­ტო­რინ­გის ცენ­ტრი, სა­დაც რუ­სე­ბი და თურ­ქე­ბი ერ­თად იქ­ნე­ბი­ან, თურ­ქი სამ­ხედ­რო­ე­ბი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან... ანუ რუ­სე­ბი იქ­ნე­ბი­ან "სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ით", ყა­რა­ბა­ღის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, იქ, სა­დაც სომ­ხუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა ცხოვ­რობს, დე­რე­ფან­საც მხო­ლოდ ისი­ნი გა­ა­კონ­ტრო­ლე­ბენ. ამავდრო­უ­ლად აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იარ­სე­ბებს მო­ნი­ტი­რინ­გის ცენ­ტრი, რო­მელ­შიც რუ­სე­ბი და თურ­ქე­ბი ერ­თად იმუ­შა­ვე­ბენ, - ალ­ბათ დიდი მსჯე­ლო­ბა არ უნდა იმას, რომ "რუსი სამ­შვი­დო­ბო­ე­ბის" შე­მოს­ვლა პირ­და­პი­რი საფრ­თხეა სა­ქარ­თვე­ლოს­თვი­საც, რო­მე­ლიც რე­გი­ონ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად ის­წრა­ფის და­სავ­ლე­თის­კენ.

ცხა­დია, იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც რე­გი­ონ­ში ძლი­ერ­დე­ბა რუ­სე­თი, პრო­და­სავ­ლუ­რი სა­ქარ­თვე­ლო ვერ იქ­ნე­ბა მშვი­დად. გა­ცხა­დე­ბუ­ლია, რომ 1960 სამ­ხედ­რო შე­მოჰ­ყავს, თუმ­ცა, სი­ნამ­დვი­ლე­ში, მათი რა­ო­დე­ნო­ბა ბევ­რად მეტი იქ­ნე­ბა, რად­გან დას­ჭირ­დე­ბათ მხარ­დამ­ჭე­რი ძლი­ე­რი ბაზა, გა­იზ­რდე­ბა გი­უმ­რი­ზე რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და არც ისაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ სომ­ხე­თის სამ­ხრე­თი­თაც გახ­სნას და­მა­ტე­ბი­თი რუ­სუ­ლი ბაზა, რო­მელ­მაც ნა­ხ­ჭე­ვან­სა და და­ნარ­ჩენ აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის სამ­ხედ­რო კონ­ტი­გენ­ტის მუ­შა­ო­ბა უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს... ანუ რუ­სე­თი ძლი­ერ­დე­ბა, რაც ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ზე ზე­წო­ლა გა­იზ­რდე­ბა და ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში, ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლია უფრო მეტი კავ­ში­რი და­სავ­ლეთ­თან, რათა ამ ზე­წო­ლას გა­ვუძ­ლოთ.

- სა­ვა­რა­უ­დოდ, ამას უკავ­შირ­დე­ბა აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში...

- დიახ, ეს შემ­თხვე­ვით არ ხდე­ბა, რო­დე­საც მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში ვი­თა­რე­ბა ამე­რი­კის უკი­თხა­ვად შე­იც­ვა­ლა, უშუ­ა­ლოდ იქ, მაიკ პომ­პეო ვერ ჩა­ვი­დო­და და ყვე­ლა­ზე კარ­გი გა­მო­სა­ვა­ლია, უახ­ლო­ე­სი წერ­ტი­ლი­დან, სა­ქარ­თვე­ლო­დან მო­ის­მი­ნოს რე­გი­ონ­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ...

ფაქ­ტია, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე იქ­ნე­ბა ლა­პა­რა­კი. არ ვიცი, ნა­ტოს სხვა წევ­რე­ბი, გერ­მა­ნია, საფ­რან­გე­თი და სხვა ქვეყ­ნე­ბი, რამ­დე­ნად მზად იქ­ნე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს მი­სა­ღე­ბად, მაგ­რამ ალ­ტე­რან­ტი­ვა, ან უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით, მის ტოლ­ფას მხა­და­ჭე­რა­ზე სა­უ­ბა­რი იქ­ნე­ბა, თუნ­დაც ამე­რი­კუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზის გან­თავ­სე­ბა, ან სხვა, მსგავ­სი ფორ­მა­ტი, რომ­ლი­თაც ჩვე­ნი უსაფრ­თხო­ე­ბა იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი. ან ჩვე­ნი­ვე უსფრ­თხო­ე­ბის­თვის, ჩვენ უნდა შევ­თა­ვა­ზოთ რა­ღაც მსგავ­სი...

ვნა­ხოთ, ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სოდ ვი­თარ­დე­ბა პრო­ცე­სე­ბი, რად­გან პომ­პე­ოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტი ნიშ­ნავს, რომ და­სავ­ლეთს რე­გი­ონ­ზე ხელი არ აქვს ჩაქ­ნე­უ­ლი, აქ კი, მისი მთა­ვა­რი მო­კავ­ში­რე სა­ქარ­თვე­ლოა. ამი­ტომ, იმე­დი­ა­ნად უნდა ვი­ყოთ და ჩვე­ნი გა­სა­კე­თე­ბე­ლი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რაც ნიშ­ნავს დე­მოკ­რა­ტი­ულ ნა­ბი­ჯებს, სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­სა­მარ­თლოს, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას... უნდა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, რომ მხო­ლოდ გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბის გამო, არა­ვინ დაგ­ვი­ცავს.

(სტა­ტი­ა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი კა­რი­კა­ტუ­რის წყა­რო)

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
hm
18

ახლა კი ალბატ ყველა ხედავთ რა მოხდა იქ, ალიევი პუტინს შეუთანხდა რომ არ ჩარეულიყო და მერე როგორც მშვიდობის მოყვარეს განატავსებდა თორემ რუსებს რა უნდატ მანდ ახლა! ვინმეს კიტხვა არ გებადებატ განა? უბრალოდ ეს მიწები რომ დაებრუნებიან ალიევი ყვლაფერზე წავიდა, აბა ჩვენ კი არ გვგვანან უტვიუნოებს

Ilia
9

რეებს ბოდიალობს ეს პაპასკირი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"რუსები იქნებიან "სამშვიდობო მისიით" ყარაბაღის ტერიტორიაზე, დერეფანსაც ისინი გააკონტროლებენ... თურქი სამხედროები კი დამკვირვებლები იქნებიან" - ექსპერტი

"რუსები იქნებიან "სამშვიდობო მისიით" ყარაბაღის ტერიტორიაზე, დერეფანსაც ისინი გააკონტროლებენ... თურქი სამხედროები კი დამკვირვებლები იქნებიან" - ექსპერტი

მთიანი ყარაბაღის შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან უკვე რამდენიმე დღე გავიდა, თუმცა სამშვიდობო მისიაში თურქეთის როლი ჯერაც გაურკვეველია... ვერსიები უამრავია, ოღონდ ურთიერთგამომრიცხავი. ერთ-ერთი ვერსიით, დოკუმენტში, რომელსაც 9 ნოემბერს მოაწერეს ხელი რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა, ლაპარაკია კონფლიქტის ზონაში მხოლოდ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის განთავსებაზე, თუმცა, ამ შეთანხმებას სხვაგვარად წარმოაჩენს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომელმაც მშვიდობის უზრუნველყოფის მისიაში თურქეთის როლზეც ისაუბრა...

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის განმარტებით, ყარაბაღის სამშვიდობო მისიაში თურქეთის მონაწილეობის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა. დმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვში მიაჩნიათ, რომ ყარაბაღში მხოლოდ რუსეთის სამშვიდობო ძალები განთავსდებიან. რუსეთსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა კი, მონიტორინგის ცენტრით შემოიფარგლება, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განთავსდება. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი განაცხადა, რომ თურქი სამხედროები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე ვერ შევლენ...

რეჯეფ ტაიფ ერდოღანის ცნობით კი, ანკარა უერთდება სამშვიდობო ძალებს მთიანი ყარაბაღის რეგიონში და ერთობლივი მონიტორინგის ცენტრში მისი და რუსეთის როლები თანაბარი იქნება.

რონდელის ფონდის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი ყარაბაღის გარშემო საუბრისას, რუსეთ-თურქეთის სამშვიდობო ძალების როლსა და საქართველოზე ამ პროცესების გავლენაზე გვესაუბრება:

- როგოროც ჩანს, წინასწარ გარკვეული შეთანხმება იყო რუსეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის, თუმცა, ამაზე თანახმა არ იყო სომხური მხარე და ამისთვის გახდა საჭირო საბრძოლო მოქმედებების წარმოება. აზერბაიჯანის მხრიდან წარმატებული ბრძოლების შედეგად, საფრთხე შეექმნა სტეპანაკერტს, სადაც არის ყარაბაღის ადმინისტრაციული ცენტრი. მისი აღებით, რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები დასრულდებოდა კიდეც. გადამწყვეტ მომენტში, სომხური მხარე იძულებული გახდა შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა. ფაქტობრივად, ეს არის კაპიტულაცია, რადგან უბრძოლველად უწევს იმ ტერიტორიების დათმობა, სადაც ამ 27 წლის განმავლობაში სომხეთის გავლენის ქვეშ იყო.

- შეთანხმების შედეგად, რეგიონში სამშვიდობო სტატუსით შემოდიან ოკუპანტი რუსეთის სამხედრო ძალები, რას ცვლის ეს რეგიონში?

- საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი რუსი "მშვიდობისმყოფელების" მისიები და ვიცით, რომ მათი შემოსვლით, რეალურად ძალიან დიდი ბერკეტს იღებენ ხელში, ერთის მხრივ, ისინი ჩადგებიან ყარაბაღში და მისი კონტროლის შესაძლებლობა მიეცემათ, ამასთანავე, ფაქტია, რომ ყარაბაღის სტატუსის თემა ჯერ კიდევ ღიაა და ეს რუსეთს მასზე გავლენის შესაძლებლობასაც მისცემს. ამასთანავე, დამატებითი ბერკეტი ექნება მას ლაჩინის დერეფანზე, რომელსაც რუსეთი გააკონტროლებს და რომელიც, ყარაბაღსა და სომხეთს შორის დამაკავშირებელი ერთადერთი არტერია იქნება და ასევე ამით მუდმივად იქნება სომხეთსა და აზერბაიჯანზე ზეწოლის ბერკეტი; აზერბაიჯანზე ზემოქმედების საშუალება იქნება, ნახჭევანსა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის დამაკავშირებელი სატრანსპორტო კონტროლითაც, რომლის უფლებაც ასევე რუსებმა აიღეს. ცხადია, აზერბიაჯანიც მოგებულია, რადგან მან დაკარგული ტერიტორიების 2/3 -ზე მეტი დაიბრუნა, მოგებულია თურქეთიც, რადგან მისი მოკავშირე გაძლიერდა, მაგრამ ყველაზე მოგებულია რუსეთი, რომელიც კავკასიაში გავლენის დიდ ბერკეტებს იღებს. ცალსახად წაგებულია სომხეთი და ყველაზე მეტად, ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლება...

- ცნობილია, რომ კონფლქტის დარეგულირების მსგავს მოდელს, 1992 წელს, მხარეებს სთავაზობდა ამერიკელი პოლიტოლოგი პოლ გობლე, თუმცა, სომხეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა უარი თქვა.

- ძალიან ბევრი მოდელი იყო, მათ შორის, "მადრიდის პროცესი", "ლავროვის გეგმა" და ეს ბოლო შეთანხმება ძალიან ჰგავს ლავროვის გეგმას, იმ განსხვავებით, რომ სომხეთი ადრე რომ დათანხმებოდა, ასეთ მძიმე პირობებში არ აღმოჩნდებოდა. ახლა ძალზე ცუდი სიტუაცია აქვს, რადგან ის კონკრეტულად ყარაბაღშიც კარგავს ტერიტორიებს.

- ბოლომდე გაურკვეველია ე.წ. სამშვიდობო მისიაში თურქეთის როლი...

- მთელი დღე ვცდილობდი, გამერკვია, როგორ იქნება გამიჯნული რუსებისა და თურქების ფუქნციები. როგორც გავარკვიე, რუსეთის "სამშვიდობო" ძალები შედიან უშუალოდ ყარაბაღში და ლაჩინის დერეფანს გააკონტროლებენ, რაც შეეხება თურქეთს, - ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იქმნება მონოტორინგის ცენტრი, სადაც რუსები და თურქები ერთად იქნებიან, თურქი სამხედროები დამკვირვებლები იქნებიან... ანუ რუსები იქნებიან "სამშვიდობო მისიით", ყარაბაღის ტერიტორიაზე, იქ, სადაც სომხური მოსახლეობა ცხოვრობს, დერეფანსაც მხოლოდ ისინი გააკონტროლებენ. ამავდროულად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იარსებებს მონიტირინგის ცენტრი, რომელშიც რუსები და თურქები ერთად იმუშავებენ, - ალბათ დიდი მსჯელობა არ უნდა იმას, რომ "რუსი სამშვიდობოების" შემოსვლა პირდაპირი საფრთხეა საქართველოსთვისაც, რომელიც რეგიონში ყველაზე მეტად ისწრაფის დასავლეთისკენ.

ცხადია, იმ პირობებში, როდესაც რეგიონში ძლიერდება რუსეთი, პროდასავლური საქართველო ვერ იქნება მშვიდად. გაცხადებულია, რომ 1960 სამხედრო შემოჰყავს, თუმცა, სინამდვილეში, მათი რაოდენობა ბევრად მეტი იქნება, რადგან დასჭირდებათ მხარდამჭერი ძლიერი ბაზა, გაიზრდება გიუმრიზე რუსი სამხედროების რაოდენობა და არც ისაა გამორიცხული, რომ სომხეთის სამხრეთითაც გახსნას დამატებითი რუსული ბაზა, რომელმაც ნახჭევანსა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონტიგენტის მუშაობა უნდა უზრუნველყოს... ანუ რუსეთი ძლიერდება, რაც ნიშნავს, რომ საქართველოზე ზეწოლა გაიზრდება და ასეთ ვითარებაში, ერთადერთი გამოსავალია უფრო მეტი კავშირი დასავლეთთან, რათა ამ ზეწოლას გავუძლოთ.

- სავარაუდოდ, ამას უკავშირდება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში...

- დიახ, ეს შემთხვევით არ ხდება, როდესაც მთიან ყარაბაღში ვითარება ამერიკის უკითხავად შეიცვალა, უშუალოდ იქ, მაიკ პომპეო ვერ ჩავიდოდა და ყველაზე კარგი გამოსავალია, უახლოესი წერტილიდან, საქართველოდან მოისმინოს რეგიონში შექმნილი ვითარების შესახებ...

ფაქტია, რომ უსაფრთხოების საკითხებზე იქნება ლაპარაკი. არ ვიცი, ნატოს სხვა წევრები, გერმანია, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები, რამდენად მზად იქნებიან საქართველოს მისაღებად, მაგრამ ალტერანტივა, ან უსაფრთხოების კუთხით, მის ტოლფას მხადაჭერაზე საუბარი იქნება, თუნდაც ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსება, ან სხვა, მსგავსი ფორმატი, რომლითაც ჩვენი უსაფრთხოება იქნება დაცული. ან ჩვენივე უსფრთხოებისთვის, ჩვენ უნდა შევთავაზოთ რაღაც მსგავსი...

ვნახოთ, ძალზე საინტერესოდ ვითარდება პროცესები, რადგან პომპეოს საქართველოში ვიზიტი ნიშნავს, რომ დასავლეთს რეგიონზე ხელი არ აქვს ჩაქნეული, აქ კი, მისი მთავარი მოკავშირე საქართველოა. ამიტომ, იმედიანად უნდა ვიყოთ და ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ, რაც ნიშნავს დემოკრატიულ ნაბიჯებს, სიტყვის თავისუფლებას, დამოუკიდებელ სასამართლოს, ადამიანის უფლებების დაცვას... უნდა გავაცნობიეროთ, რომ მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობის გამო, არავინ დაგვიცავს.

(სტატიაში გამოყენებული კარიკატურის წყარო)

აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციის ჩართულობა საქართველოსთან იგივე დონეზე იქნება, როგორც ობამას დროს იყო - ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"ან დაასაბუთოს ან მოუწევს ცილისწამებაზე ბოდიშის მოხდა" - ლევან კობიაშვილი ნიკა მელიას პასუხობს