საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ეტაპზე ერთადერთი შეგვიძლია, ხალხი გარეთ დავტოვოთ და ბლატებით სტადიონზე მოვხვდეთ" - როგორ ეხმაურებიან ქართველი ფეხბურთელების გუშინდელ მარცხს "ფეისუქზე"
"ამ ეტაპზე ერთადერთი შეგვიძლია, ხალხი გარეთ დავტოვოთ და ბლატებით სტადიონზე მოვხვდეთ" - როგორ ეხმაურებიან ქართველი ფეხბურთელების გუშინდელ მარცხს "ფეისუქზე"

გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლო­სა და მა­კე­დო­ნი­ის ნაკ­რე­ბე­ბი ერ­თმა­ნეთს ერთა ლი­გის პლეი-ოფის ფი­ნალ­ში და­უ­პი­რის­პირ­დნენ. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ას­თან ან­გა­რი­შით 0:1 და­მარ­ცხდა. შე­დე­გად, ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ამ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის საგ­ზუ­რი მო­ი­პო­ვა. ის­ტო­რი­ულ მატჩს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ეხ­მა­უ­რე­ბა:

მიშა მშვილ­და­ძე, პრო­დუ­სე­რი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

"დღე­ვან­დე­ლი თა­მა­შის ანა­ლი­ზიც ესაა და უს­წრა­ფე­სი პორ­ტი­რე­ბაც უკან რე­ა­ლო­ბა­ში - ცვლი­ლე­ბებს ვაგ­ვი­ა­ნებთ...

30 წელი ვე­ლო­დი ამ თა­მაშს მაგ­რამ არა­უ­შავს: მად­ლო­ბა ამ თა­ო­ბის ფეხ­ბურ­თე­ლებს ყვე­ლაფ­რის­თვის, რაც შეძ­ლეს და რაც ვერა - გვა­ნერ­ვი­უ­ლეს, გაგ­ვა­ხა­რეს, დაგ­ვა­ჯე­რეს, გული დაგ­ვწყვი­ტეს - გან­გვაც­დე­ვი­ნეს, ეგაა მთა­ვა­რი. მად­ლო­ბა მათ წინა თა­ო­ბებს, რომ წა­გე­ბა სამ­ყა­როს აღ­სას­რუ­ლი აღარ მგო­ნია. 3 დღე­შია შემ­დე­გი თა­მა­ში - ეს სხვა ციკ­ლია, უფრო რთუ­ლი და გრძე­ლი, მარა ვნა­ხოთ რა გა­მო­ვა. ერთი 30 წელი კიდე მაქვს მე, მი­ნი­მუმ"

გი­ორ­გი ჯა­ნე­ლი­ძე, იუ­მო­რის­ტი:

პან­დე­მი­ის გამო, თორე კაი ხნის გა­მო­ვარ­დნი­ლე­ბი ვიქ­ნე­ბო­დით ჩვენც და ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი, ერ­თის გარ­და.

ირაკ­ლი გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

ის­ტო­რი­უ­ლი რა გვაქვს კიდე ამ კვი­რა­ში?! რამე ნერ­ვე­ბი ხო არ დაგ­რჩათ რო მო­გი­შა­ლოთ?!

დე­კა­ნო­ზი თა­მაზ ლო­მი­ძე:

ფეხ­ბურთშიც, ხე­ლოვ­ნე­ბა­შიც, პო­ლი­ტი­კა­შიც, თავ­დაც­ვა­შიც, სუ­ლი­ე­რე­ბა­შიც და თით­ქმის ყველ­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში, ერთი და იგი­ვე სუ­ლია და­სად­გუ­რე­ბუ­ლი - უდარ­დე­ლი წა­გე­ბის სული; რა თავს იკ­ლავ, გა­ჩერ­დი, მო­ე­რი­დე, არ იბ­რძო­ლო, არ მო­ინ­დო­მო, არ შე­უ­ტიო, არ გა­ი­მარ­ჯვო, არ იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, შემ­თხვე­ვით, ვინ­მე, შენ­ზე ძლი­ე­რი არ გა­აბ­რა­ზო და გა­ა­ღი­ზი­ა­ნო. აი, ამ “მო­ე­რი­დე და და­ი­მა­ლე”-ს პო­ლი­ტი­კამ და­ას­ნე­უ­ლა ქვე­ყა­ნა და შე­ჭა­მა ქარ­თვე­ლე­ბის შე­ტე­ვის, გა­მარ­ჯვე­ბის და წარ­მა­ტე­ბის ჟინი. ეს დამ­ღუპ­ვე­ლია, ეს უნდა დამ­თავ­რდეს.

რა­მაზ გი­გა­უ­რი, ას­ტრო­ლო­გი:

2020 წელ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის თა­მაშ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მე ვი­ღე­ბო.

ვიკა ბუ­კია, ჟურ­ნა­ლის­ტი:

მოკ­ლედ, თა­მა­შამ­დე არ მინ­დო­და და­წე­რა... ახლა დავ­წერ. რა უნდა ამ ნაკ­რებს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. უპირ­ვე­ლე­სად სა­ქარ­თვე­ლო­ზე ვამ­ბობ და ასე­ვე ჩრდ. მა­კე­დო­ნი­ა­ზეც. და სა­ერ­თოდ, აუტ­სა­ი­დე­რე­ბის­თვის და­ტო­ვე­ბუ­ლი ხვრე­ლი კონ­ტი­ნენ­ტის პირ­ვე­ლო­ბა­ზე შე­საძ­რო­მად არის მა­რაზ­მი. უნდა იყოს 16 გუნ­დი. რაც შე­ე­ხე­ბა დღე­ვან­დელ თა­მაშს, შე­დე­გი გა­მო­ვი­ცა­ნი, ან­გა­რი­ში კი სა­ერ­თოდ 0-2 მე­გო­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს მეტი არ შე­უძ­ლია. ესაა მაქ­სი­მუ­მი. თა­ვის მო­ტყუ­ე­ბა იყო იმ სუსტ ჯგუფ­ში გა­მარ­ჯვე­ბე­ბი. ვინც იტყუ­ებ­და თავს, დღეს მი­ი­ღო პა­სუ­ხი. ამ ეტაპ­ზე ერ­თა­დერ­თი ის შეგ­ვიძ­ლია, ხალ­ხი გა­რეთ დავ­ტო­ვოთ და ბლა­ტე­ბით კი სტა­დი­ონ­ზე მოვ­ხვდეთ.

პეტ­რე კოლ­ხი, მღვდე­ლი:

ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ვუ­ყუ­რებ ფეხ­ბურთს და თან ვლო­ცუ­ლობ, იქ­ნებ ჩვე­ნებ­მა ბურ­თი ერთხელ მა­ინც გა­ი­ტა­ნონ მო­წი­ნა­აღ­მდე­გის კარ­ში. რა­ღა­ცა­ში მა­ინც გა­ვი­მარ­ჯვოთ... თავი ომში მგო­ნია!..

ისიც გვე­ყოს, რომ არ­ჩევ­ნე­ბი მთელ­მა ერმა გა­ვი­მარ­ჯვეთ, ფეხ­ბურ­თი სხვა დროს იყოს!.. ამ­დე­ნი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის გამო მა­ინც, ფე­ხით კი არა, კბი­ლე­ბით გა­ვი­ტან­დი!

ვახო ჭუმ­ბუ­რი­ძე, იუ­რის­ტი:

ის­ტო­რი­უ­ლი მარ­ცხი! ადრე ისე ვმარ­ცხდე­ბო­დით და ახლა ის­ტო­რი­უ­ლი მარ­ცხი გვაქვს... სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ორი­ვე ნაკ­რებს მი­უ­ლო­ცა გა­მარ­ჯვე­ბა... არა­უ­შავს მე­გობ­რე­ბო, ფეხ­ბურ­თი ეგე­თი სპორ­ტია! ხან წა­ვა­გებთ, ხან წა­ვა­გებთ. წა­გე­ბა და წა­გე­ბა ძმე­ბი არი­ან.

ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე, ფსი­ქო­ლო­გი:

ძა­ლი­ა­ნაც მო­მე­წო­ნა ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის თა­მა­ში. აბა, რა წე­სია, და­პა­ტი­ჟო სტუ­მა­რი, მო­უ­გო, და­უნ­გრიო თავყბა და გა­უშ­ვა?

ვახო სა­ნა­ია, ჟურ­ნა­ლის­ტი:

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ულო­ცავს სა­ქარ­თვე­ლო­სა და ჩრდ. მა­კე­დო­ნი­ის ნაკ­რე­ბებს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვლას, მსაჯს კი მად­ლო­ბას უხ­დის ფა­სი­ლი­ტა­ცი­ის­თვის.

რა გახ­და, ბიჯო, 11 ყივ­ჩა­ყი ნაკ­რებ­ში. ხო ხე­დავთ, ვერ თა­მა­შო­ბენ ესე­ნი!

შე­იძ­ლე­ბა, ბევ­რი არ და­მე­თან­ხმოს, მაგ­რამ მწვრთვნე­ლი ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბა­დაა დამ­ნა­შა­ვე იმა­ში, რაც მოხ­და. უფრო მე­ტიც, აქამ­დე მოს­ვლა სწო­რედ ამ მწვრთვნე­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მწვრთვნელ­ზე დაბ­რა­ლე­ბა, უფრო დიდი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­ფარ­ვის მცდე­ლო­ბა მგო­ნია. ვი­ყოთ სი­რაქ­ლე­ბას პო­ზა­ში, ბა­ზა­რი არაა. უბე­დუ­რე­ბა ისაა, რომ ევ­რო­პა­ზე გას­ვლას ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის წარ­მა­ტე­ბად რომ ჩავ­თვლი­დით. სი­მარ­თლეს ვერ და­ვე­მა­ლე­ბით.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს ჰყავ­და რამ­დე­ნი­მე უცხო­ე­ლი მწვრთვნე­ლი, აქე­დან სამი იყო სე­რი­ო­ზუ­ლი მიღ­წე­ვე­ბით სხვა გუნ­დებ­ში.

კლა­უს ტოპ­მი­ო­ლე­რი: 2002 წელს ლე­ვერ­კუ­ზე­ნი გა­იყ­ვა­ნა ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ფი­ნალ­ში. იმა­ვე წელს გახ­და ბუნ­დეს­ლი­გის სა­უ­კე­თე­სო მწვრთვნე­ლი.

ექ­ტორ კუ­პე­რი: ვა­ლენ­სია ორ­ჯერ გა­იყ­ვა­ნა ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ფი­ნალ­ში. ეგ­ვიპ­ტე 2018 წელს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­იყ­ვა­ნა. სხვა მიღ­წე­ვებ­ზე არა­ფერს ვი­ტყვი. ესეც საკ­მა­რი­სია.

ვლა­დი­მერ ვა­ი­სი: სლო­ვა­კე­თი 2010 წელს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­იყ­ვა­ნა. იქ კი გა­ვი­და ჯგუ­ფი­და­ნაც.

აქ ვერც ერ­თმა ვერ მი­აღ­წია რა­ი­მე სე­რი­ო­ზულ წარ­მა­ტე­ბას. ეს მათ­თვის, ვინც ნაკ­რე­ბის პრობ­ლე­მას მწვრთნელ­ში ხე­დავს. და­ვი­ძი­ნებ ახლა.

გი­ორ­გი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი:

თა­ნა­მედ­რო­ვე ფეხ­ბურთში შე­ტე­ვა იწყე­ბა დაც­ვი­დან და დაც­ვა იწყე­ბა შე­ტე­ვი­დან! სა­ნამ ამას არ შე­ვი­სის­ხლხორ­ცებთ, მა­ნამ­დე წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­ვაღ­წევთ. მე­ტო­ქის პრე­სინ­გის დროს ბურ­თის გა­თა­მა­შე­ბა და შე­ტე­ვის და­წყე­ბა თუ არ შე­გიძ­ლია, თა­მაშს ვერ მო­ი­გებ! მე­კა­რე რომ წინ იგე­რი­ებს ბურთს, რამ­დენ­ჯერ­მე და­აგ­დებს ცენ­ტრფორ­ვარ­დი, მაგ­რამ ეს ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბია... სულ ერთხელ იყო მთელ თა­მაშ­ში, რომ დაც­ვი­დან კარ­გად ამო­ვე­დით და ბურ­თი კარ­გად გა­ვა­თა­მა­შეთ. დაც­ვა­ში კი­დევ უკან რომ ჩაჯ­დე­ბი და მე­ტო­ქის ნა­ხე­ვარ­ზე პრე­სინგს არ თა­მა­შობ, ვერ მო­ი­გებ! რა მო­მენ­ტე­ბიც გვქონ­და, ისი­ნიც პრე­სინ­გის წყა­ლო­ბით შევ­ქმე­ნით და უფრო მეტი პრე­სინ­გი უნდა გვე­თა­მა­შა. დაც­ვის ხაზი უნდა აგ­ვე­წია და მე­ტო­ქეს მათ­სა­ვე ნა­ხე­ვარ­ზე უნდა დავ­ხვედ­რო­დით. თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ ეს მა­კე­დო­ნი­ამ გა­ა­კე­თა და არა ჩვენ...

ნიკა გვა­რა­მია, "მთა­ვა­რის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი:

რომ მივ­ხვდი, რომ შე­იძ­ლე­ბა ინ­ფარ­ქტი დამ­მარ­თნო­და, ავი­ღე და ბოლო 15 წე­ლია ქარ­თულ ფეხ­ბურთს (გინდ საკ­ლუ­ბოს, გინდ სა­ნაკ­რე­ბოს), უბ­რა­ლოდ არ ვუ­ყუ­რებ. აი, სა­ერ­თოდ არა. მაქ­სი­მუმ livescore-ზე ვნა­ხო ან­გა­რი­ში, ისიც იშ­ვი­ა­თად. არაა ეგ ჩვე­ნი სპორ­ტი, და­ამ­სხვრი­ეთ ეგ მი­თო­ლო­გებ­მა თქვენს ცნო­ბი­ე­რებ­ში. არც ერთი მსოფ­ლიო კლა­სის ფეხ­ბურ­თე­ლი არ გვყავს ლა­მის ბოლო ორი ათწლე­უ­ლია (გა­და­ხე­დეთ, რა კლუ­ბებ­ში თა­მა­შო­ბენ), მე­სა­მე­ხა­რის­ხო­ვა­ნი მწვრთნე­ლე­ბი ყავს ნაკ­რებს მუდ­მი­ვად, შიდა ჩემ­პი­ო­ნა­ტი პრაქ­ტი­კუ­ლად არ გვაქვს და ეზო­ე­ბის გუნ­დე­ბის შე­ჯიბ­რა­დაა ქცე­უ­ლი, და რა რე­ზულ­ტატ­ზე შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ ლა­პა­რა­კი, რა­ტომ იტყუ­ებთ თავს? რას ეფუძ­ნე­ბა, რა­ცი­ო­ნა­ლურს, თქვე­ნი მო­ლო­დი­ნე­ბი? რაც მალე შე­ვე­გუ­ე­ბით ყვე­ლა­ნი ამ სი­მარ­თლეს, მით უკე­თე­სი. და რაც მალე გა­და­ვა­ნა­წი­ლებთ ფეხ­ბურთზე (ანუ წყალ­ში + ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის კო­რუფ­ცი­ა­ზე) გა­დაყ­რილ ასო­ბით მი­ლი­ონს სპორ­ტის იმ სა­ხე­ო­ბებ­ზე, სა­დაც ბევ­რი ფუ­ლის და­ხარ­ჯვას რე­ა­ლუ­რი და ფან­ტას­ტი­უ­რი შე­დე­გი მოყ­ვე­ბა, თა­ნაც მყი­სი­ე­რად (ჭი­და­ო­ბა, ძა­ლოს­ნო­ბა, რაგ­ბი, კა­ლათ­ბურ­თი, კრი­ვი, ჭად­რა­კი და ასე შემ­დეგ) - ასე­ვე მით უკე­თე­სი. უკე­თე­სი ჩვე­ნი ფსი­ქი­კის­თვის და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, და სპორ­ტის­თვის და ქვეყ­ნის­თვის ასე­ვე. მით­ქვია მე და თქვენ იხეთ­ქეთ გუ­ლე­ბი სა­ნამ არ მოგ­წყინ­დე­ბათ. მე 15 წლის წინ მომ­წყინ­და.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გენიალურო დელექტორო . . .
28

ასე რამ შეგაჯავრა სამშობლო . . . ჩემი ! . . .

გელა
3

ისე, იქნებ ეგრე ჯობდა, იქ მანც, ევროპაზე, შეგვარცხვენდნენ.

ავტორი:

"ამ ეტაპზე ერთადერთი შეგვიძლია, ხალხი გარეთ დავტოვოთ და ბლატებით სტადიონზე მოვხვდეთ" - როგორ ეხმაურებიან ქართველი ფეხბურთელების გუშინდელ მარცხს "ფეისუქზე"

"ამ ეტაპზე ერთადერთი შეგვიძლია, ხალხი გარეთ დავტოვოთ და ბლატებით სტადიონზე მოვხვდეთ" - როგორ ეხმაურებიან ქართველი ფეხბურთელების გუშინდელ მარცხს "ფეისუქზე"

გუშინ საქართველოსა და მაკედონიის ნაკრებები ერთმანეთს ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში დაუპირისპირდნენ. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შედეგად, ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ისტორიულ მატჩს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ეხმაურება:

მიშა მშვილდაძე, პროდუსერი და ტელეწამყვანი:

"დღევანდელი თამაშის ანალიზიც ესაა და უსწრაფესი პორტირებაც უკან რეალობაში - ცვლილებებს ვაგვიანებთ...

30 წელი ველოდი ამ თამაშს მაგრამ არაუშავს: მადლობა ამ თაობის ფეხბურთელებს ყველაფრისთვის, რაც შეძლეს და რაც ვერა - გვანერვიულეს, გაგვახარეს, დაგვაჯერეს, გული დაგვწყვიტეს - განგვაცდევინეს, ეგაა მთავარი. მადლობა მათ წინა თაობებს, რომ წაგება სამყაროს აღსასრული აღარ მგონია. 3 დღეშია შემდეგი თამაში - ეს სხვა ციკლია, უფრო რთული და გრძელი, მარა ვნახოთ რა გამოვა. ერთი 30 წელი კიდე მაქვს მე, მინიმუმ"

გიორგი ჯანელიძე, იუმორისტი:

პანდემიის გამო, თორე კაი ხნის გამოვარდნილები ვიქნებოდით ჩვენც და ყველა დანარჩენი, ერთის გარდა.

ირაკლი გაფრინდაშვილი, ტელეწამყვანი:

ისტორიული რა გვაქვს კიდე ამ კვირაში?! რამე ნერვები ხო არ დაგრჩათ რო მოგიშალოთ?!

დეკანოზი თამაზ ლომიძე:

ფეხბურთშიც, ხელოვნებაშიც, პოლიტიკაშიც, თავდაცვაშიც, სულიერებაშიც და თითქმის ყველგან საქართველოში, ერთი და იგივე სულია დასადგურებული - უდარდელი წაგების სული; რა თავს იკლავ, გაჩერდი, მოერიდე, არ იბრძოლო, არ მოინდომო, არ შეუტიო, არ გაიმარჯვო, არ იყო გამორჩეული და გამარჯვებული, შემთხვევით, ვინმე, შენზე ძლიერი არ გააბრაზო და გააღიზიანო. აი, ამ “მოერიდე და დაიმალე”-ს პოლიტიკამ დაასნეულა ქვეყანა და შეჭამა ქართველების შეტევის, გამარჯვების და წარმატების ჟინი. ეს დამღუპველია, ეს უნდა დამთავრდეს.

რამაზ გიგაური, ასტროლოგი:

2020 წელმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თამაშზე პასუხისმგებლობას მე ვიღებო.

ვიკა ბუკია, ჟურნალისტი:

მოკლედ, თამაშამდე არ მინდოდა დაწერა... ახლა დავწერ. რა უნდა ამ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე. უპირველესად საქართველოზე ვამბობ და ასევე ჩრდ. მაკედონიაზეც. და საერთოდ, აუტსაიდერებისთვის დატოვებული ხვრელი კონტინენტის პირველობაზე შესაძრომად არის მარაზმი. უნდა იყოს 16 გუნდი. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, შედეგი გამოვიცანი, ანგარიში კი საერთოდ 0-2 მეგონა. საქართველოს ნაკრებს მეტი არ შეუძლია. ესაა მაქსიმუმი. თავის მოტყუება იყო იმ სუსტ ჯგუფში გამარჯვებები. ვინც იტყუებდა თავს, დღეს მიიღო პასუხი. ამ ეტაპზე ერთადერთი ის შეგვიძლია, ხალხი გარეთ დავტოვოთ და ბლატებით კი სტადიონზე მოვხვდეთ.

პეტრე კოლხი, მღვდელი:

ცხოვრებაში პირველად ვუყურებ ფეხბურთს და თან ვლოცულობ, იქნებ ჩვენებმა ბურთი ერთხელ მაინც გაიტანონ მოწინააღმდეგის კარში. რაღაცაში მაინც გავიმარჯვოთ... თავი ომში მგონია!..

ისიც გვეყოს, რომ არჩევნები მთელმა ერმა გავიმარჯვეთ, ფეხბურთი სხვა დროს იყოს!.. ამდენი გულშემატკივრების გამო მაინც, ფეხით კი არა, კბილებით გავიტანდი!

ვახო ჭუმბურიძე, იურისტი:

ისტორიული მარცხი! ადრე ისე ვმარცხდებოდით და ახლა ისტორიული მარცხი გვაქვს... სალომე ზურაბიშვილმა ორივე ნაკრებს მიულოცა გამარჯვება... არაუშავს მეგობრებო, ფეხბურთი ეგეთი სპორტია! ხან წავაგებთ, ხან წავაგებთ. წაგება და წაგება ძმები არიან.

ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი:

ძალიანაც მომეწონა ჩვენი ნაკრების თამაში. აბა, რა წესია, დაპატიჟო სტუმარი, მოუგო, დაუნგრიო თავყბა და გაუშვა?

ვახო სანაია, ჟურნალისტი:

საქართველოს პრეზიდენტი ულოცავს საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას, მსაჯს კი მადლობას უხდის ფასილიტაციისთვის.

რა გახდა, ბიჯო, 11 ყივჩაყი ნაკრებში. ხო ხედავთ, ვერ თამაშობენ ესენი!

შეიძლება, ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ მწვრთვნელი ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე იმაში, რაც მოხდა. უფრო მეტიც, აქამდე მოსვლა სწორედ ამ მწვრთვნელის დამსახურებაა. მწვრთვნელზე დაბრალება, უფრო დიდი პრობლემების გადაფარვის მცდელობა მგონია. ვიყოთ სირაქლებას პოზაში, ბაზარი არაა. უბედურება ისაა, რომ ევროპაზე გასვლას ქართული ფეხბურთის წარმატებად რომ ჩავთვლიდით. სიმართლეს ვერ დავემალებით.

საქართველოს ნაკრებს ჰყავდა რამდენიმე უცხოელი მწვრთვნელი, აქედან სამი იყო სერიოზული მიღწევებით სხვა გუნდებში.

კლაუს ტოპმიოლერი: 2002 წელს ლევერკუზენი გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. იმავე წელს გახდა ბუნდესლიგის საუკეთესო მწვრთვნელი.

ექტორ კუპერი: ვალენსია ორჯერ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ეგვიპტე 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა. სხვა მიღწევებზე არაფერს ვიტყვი. ესეც საკმარისია.

ვლადიმერ ვაისი: სლოვაკეთი 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა. იქ კი გავიდა ჯგუფიდანაც.

აქ ვერც ერთმა ვერ მიაღწია რაიმე სერიოზულ წარმატებას. ეს მათთვის, ვინც ნაკრების პრობლემას მწვრთნელში ხედავს. დავიძინებ ახლა.

გიორგი ზურაბიშვილი, სპორტული ჟურნალისტი:

თანამედროვე ფეხბურთში შეტევა იწყება დაცვიდან და დაცვა იწყება შეტევიდან! სანამ ამას არ შევისისხლხორცებთ, მანამდე წარმატებას ვერ მივაღწევთ. მეტოქის პრესინგის დროს ბურთის გათამაშება და შეტევის დაწყება თუ არ შეგიძლია, თამაშს ვერ მოიგებ! მეკარე რომ წინ იგერიებს ბურთს, რამდენჯერმე დააგდებს ცენტრფორვარდი, მაგრამ ეს ერთეული შემთხვევებია... სულ ერთხელ იყო მთელ თამაშში, რომ დაცვიდან კარგად ამოვედით და ბურთი კარგად გავათამაშეთ. დაცვაში კიდევ უკან რომ ჩაჯდები და მეტოქის ნახევარზე პრესინგს არ თამაშობ, ვერ მოიგებ! რა მომენტებიც გვქონდა, ისინიც პრესინგის წყალობით შევქმენით და უფრო მეტი პრესინგი უნდა გვეთამაშა. დაცვის ხაზი უნდა აგვეწია და მეტოქეს მათსავე ნახევარზე უნდა დავხვედროდით. თუმცა სამწუხაროდ ეს მაკედონიამ გააკეთა და არა ჩვენ...

ნიკა გვარამია, "მთავარის" გენერალური დირექტორი:

რომ მივხვდი, რომ შეიძლება ინფარქტი დამმართნოდა, ავიღე და ბოლო 15 წელია ქართულ ფეხბურთს (გინდ საკლუბოს, გინდ სანაკრებოს), უბრალოდ არ ვუყურებ. აი, საერთოდ არა. მაქსიმუმ livescore-ზე ვნახო ანგარიში, ისიც იშვიათად. არაა ეგ ჩვენი სპორტი, დაამსხვრიეთ ეგ მითოლოგებმა თქვენს ცნობიერებში. არც ერთი მსოფლიო კლასის ფეხბურთელი არ გვყავს ლამის ბოლო ორი ათწლეულია (გადახედეთ, რა კლუბებში თამაშობენ), მესამეხარისხოვანი მწვრთნელები ყავს ნაკრებს მუდმივად, შიდა ჩემპიონატი პრაქტიკულად არ გვაქვს და ეზოების გუნდების შეჯიბრადაა ქცეული, და რა რეზულტატზე შეიძლება საერთოდ ლაპარაკი, რატომ იტყუებთ თავს? რას ეფუძნება, რაციონალურს, თქვენი მოლოდინები? რაც მალე შევეგუებით ყველანი ამ სიმართლეს, მით უკეთესი. და რაც მალე გადავანაწილებთ ფეხბურთზე (ანუ წყალში + ქართული ოცნების კორუფციაზე) გადაყრილ ასობით მილიონს სპორტის იმ სახეობებზე, სადაც ბევრი ფულის დახარჯვას რეალური და ფანტასტიური შედეგი მოყვება, თანაც მყისიერად (ჭიდაობა, ძალოსნობა, რაგბი, კალათბურთი, კრივი, ჭადრაკი და ასე შემდეგ) - ასევე მით უკეთესი. უკეთესი ჩვენი ფსიქიკისთვის და ჯანმრთელობისთვის, და სპორტისთვის და ქვეყნისთვის ასევე. მითქვია მე და თქვენ იხეთქეთ გულები სანამ არ მოგწყინდებათ. მე 15 წლის წინ მომწყინდა.

როგორ ეხმაურება "დინამო არენაზე" გამართულ დღევანდელ საფეხბურთო მატჩს ლევან კობიაშვილი და ვის უხდის მადლობას

"გამოჩნდა, რომ თამაში შეგვიძლია... ლუზერის მენტალიტეტი უნდა მოვიცილოთ..." - რას წერს სპორტული ჟურნალისტი ქართველ ფეხბურთელებზე და როგორ ეხმაურება მატჩს ესპანური მედია

"მარინა ბერიძე  გამინაწყენდა... თითიც დამიქნია და პატარა ბიჭო, არ გამაბრაზოო, ეთერიდან შემომითვალა" - რას წერს ბახვა ბრეგვაძე