ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის ვიდეოინსტრუქცია სახლის პირობებში კოვიდ-19-ის მკურნალობის შესახებ:
კოვიდ-19 მოვლა სახლის პირობებში
წესები, რომელიც უნდა დავიცვათ, რომ შევამსუბუქოთ დაავადებით გამოწვეული სიმპტომები და არ გავავრცელოთ ინფექცია.
- შეგიძლიათ გამოიყენოთ სიცხის დამწევები და ტკივილგამაყუჩებლები (მაგალითად, იბუპროფენი, პარაცეტამოლი)
- მიიღეთ სითხე
- იმოძრავეთ, რაც თრომბოზის პროფილაქტიკის საშუალებაა
- იარეთ ოთახში ან შეასრულეთ მსუბუქი ვარჯიშები აკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები (პერიოდულად ღრმად ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, ან ბუშტის გაბერვა)
- არ გამოიყენოთ თვითნებურად სისხლის გამათხელებლები, მაგალითად "ასპირინი" და ჰორმონები, მაგ: "დექსამეტაზონი' და ანტიბიოტიკები. სისხლის გამათხელებლების არამიზნობრივმა გამოყენებამ შეიძლება სისხლდენით გართულება გამოიწვიოს
- ეცადეთ, მიიღოთ ჯანსაღი, ცილებით მდიდარი საკვები და ვიტამინებით მდიდარი ბოსტნეული
ვიდეოინსტრუქცია მომზადებულია ღია საზოგადოების ფონდის ინიციატივით ინფექციონისტ მაია ბუწაშვილთან თანამშრომლობით და ეყრდნობა საერთაშორისო რეკომენდაციებს.