მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისი ენერჯი" - დიღომი 7, დიღომი 8 და დიღომი 9 აფეთქებას გადაურჩა
"თბილისი ენერჯი" - დიღომი 7, დიღომი 8 და დიღომი 9 აფეთქებას გადაურჩა

კომ­პა­ნია „დი­ღო­მი ვილა გაზ­მა“ უნე­ბარ­თვოდ და უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის სრუ­ლი დარ­ღვე­ვით „თბი­ლი­სი ენერ­ჯის“ კუთ­ვნი­ლი გაზ­სა­დე­ნი გა­დაჭ­რა. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ „თბი­ლი­სი ენერ­ჯი­დან“ აც­ნო­ბეს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, უკა­ნო­ნო სა­მუ­შა­ო­ე­ბი კომ­პა­ნი­ამ აბო­ნენ­ტე­ბის თა­ვის ქსელ­ზე გა­დარ­თვის მიზ­ნით ჩა­ა­ტა­რა.

„უკა­ნო­ნო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად "თბი­ლი­სი ენერ­ჯის" კუთ­ვნილ გაზ­მო­მა­რა­გე­ბის ქსელ­ში ჰა­ე­რი შე­ი­პა­რა. რა­მაც თა­ვის მხრივ ქსე­ლის და­ზი­ა­ნე­ბის გარ­და აფეთ­ქე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა შექ­მნა და მო­სახ­ლე­ო­ბის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე შე­უქ­მნა. მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, გა­ზის მი­წო­დე­ბა აღ­ნიშ­ნულ უბ­ნებ­ში 2000-მდე აბო­ნენტს სას­წრა­ფო წე­სით შე­უ­წყდა.

გაც­ნო­ბებთ, რომ ამ წუ­თის­თვის გაზ­მო­მა­რა­გე­ბის აღ­სად­გე­ნად სა­ჭი­როა ტექ­ნი­კუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბა, რათა გა­ზის მი­წო­დე­ბა აღ­დგეს გა­ზის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში მოქ­მე­დი რეგ­ლა­მენ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სრუ­ლი დაც­ვით. ად­გილ­ზე სრუ­ლად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია "თბი­ლი­სი ენერ­ჯის" სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი გაზ­მო­მა­რა­გე­ბის აღ­სად­გე­ნად.

ასე­ვე გაც­ნო­ბებთ, რომ "თბი­ლი­სი ენერ­ჯიმ" დი­ღო­მი 7,8,9-ის მო­სახ­ლე­ო­ბა სექ­ტემ­ბრის თვე­ში გა­აფრ­თხი­ლა, რომ 1 მ3 გა­ზის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 0.461374 თეთ­რს შე­ად­გენს და კომ­პა­ნი­ის­თვის უც­ნო­ბი პი­რე­ბი აბო­ნენ­ტებს სთა­ვა­ზობ­დნენ გა­ზის მი­წო­დე­ბას. ამის­თვის კი ითხოვ­დნენ პი­რად მო­ნა­ცე­მებს.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია და სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რე­ბი სრუ­ლად საქ­მის კურ­სშია და მიმ­დი­ნა­რე­ობს მომ­ხდა­რის მოკ­ვლე­ვა.

კომ­პა­ნია "თბი­ლი­სი ენერ­ჯი" ბო­დიშს უხ­დის აბო­ნენ­ტებს შექ­მნი­ლი დის­კომ­ფორ­ტის­თვის.

გთხოვთ გა­მო­ი­ჩი­ნოთ მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და დაგ­ვეხ­მა­როთ საფრ­თხის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა­ში. კერ­ძოდ, გა­და­კე­ტოთ ყვე­ლა გა­ზის ონ­კა­ნი და და­ე­ლო­დოთ "თბი­ლი­სი ენერ­ჯის" შე­ტყო­ბი­ნე­ბას გა­ზის მი­წო­დე­ბის აღ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. კომ­პა­ნია "თბი­ლი­სი ენერ­ჯი" გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობს თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო გაზ­მო­მა­რა­გე­ბას. კომ­პა­ნი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სა­მუ­შა­ო­ებს უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის სრუ­ლი დაც­ვით ახორ­ცი­ე­ლე­ბენ“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"თბილისი ენერჯი" - დიღომი 7, დიღომი 8 და დიღომი 9 აფეთქებას გადაურჩა

"თბილისი ენერჯი" - დიღომი 7, დიღომი 8 და დიღომი 9 აფეთქებას გადაურჩა

კომპანია „დიღომი ვილა გაზმა“ უნებართვოდ და უსაფრთხოების ნორმების სრული დარღვევით „თბილისი ენერჯის“ კუთვნილი გაზსადენი გადაჭრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თბილისი ენერჯიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, უკანონო სამუშაოები კომპანიამ აბონენტების თავის ქსელზე გადართვის მიზნით ჩაატარა.

„უკანონო სამუშაოების შედეგად "თბილისი ენერჯის" კუთვნილ გაზმომარაგების ქსელში ჰაერი შეიპარა. რამაც თავის მხრივ ქსელის დაზიანების გარდა აფეთქების საშიშროება შექმნა და მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, გაზის მიწოდება აღნიშნულ უბნებში 2000-მდე აბონენტს სასწრაფო წესით შეუწყდა.

გაცნობებთ, რომ ამ წუთისთვის გაზმომარაგების აღსადგენად საჭიროა ტექნიკური სამუშაოების წარმოება, რათა გაზის მიწოდება აღდგეს გაზის მეურნეობაში მოქმედი რეგლამენტების შესაბამისად და მოსახლეობის უსაფრთხოების სრული დაცვით. ადგილზე სრულად მობილიზებულია "თბილისი ენერჯის" სპეციალისტები და მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები გაზმომარაგების აღსადგენად.

ასევე გაცნობებთ, რომ "თბილისი ენერჯიმ" დიღომი 7,8,9-ის მოსახლეობა სექტემბრის თვეში გააფრთხილა, რომ 1 მ3 გაზის ღირებულება 0.461374 თეთრს შეადგენს და კომპანიისთვის უცნობი პირები აბონენტებს სთავაზობდნენ გაზის მიწოდებას. ამისთვის კი ითხოვდნენ პირად მონაცემებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრულო პოლიცია და საგამოძიებო სამსახურები სრულად საქმის კურსშია და მიმდინარეობს მომხდარის მოკვლევა.

კომპანია "თბილისი ენერჯი" ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

გთხოვთ გამოიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება, პასუხისმგებლობა და დაგვეხმაროთ საფრთხის განეიტრალებაში. კერძოდ, გადაკეტოთ ყველა გაზის ონკანი და დაელოდოთ "თბილისი ენერჯის" შეტყობინებას გაზის მიწოდების აღდგენასთან დაკავშირებით. კომპანია "თბილისი ენერჯი" განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თბილისის მოსახლეობის უსაფრთხო გაზმომარაგებას. კომპანიის სპეციალისტები სამუშაოებს უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ახორციელებენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რეკორდული მაჩვენებელი - ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 45 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა