მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საბჭოთა ალენ დელონად" წოდებული საქორწინო აფერისტი, რომელიც დახვრიტეს -  როგორი იყო იური ლაჯუნის ქალის ცდუნების წესი
"საბჭოთა ალენ დელონად" წოდებული საქორწინო აფერისტი, რომელიც დახვრიტეს -  როგორი იყო იური ლაჯუნის ქალის ცდუნების წესი

1975 წლის მარ­ტის და­სა­წყი­სი საბ­ჭო­თა კრი­მი­ნა­ლურ ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­ხერ­ხე­ბუ­ლი და, იმავდრო­უ­ლად, გაქ­ნი­ლი დამ­ნა­შა­ვის დახ­ვრე­ტით აღი­ნიშ­ნა - იური ლა­ჯუ­ნის მი­მართ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნი სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნეს. "ალენ დე­ლო­ნად“ წო­დე­ბუ­ლი სა­ქორ­წი­ნო აფე­რის­ტი იო­ლად აც­დუ­ნებ­და ხოლ­მე მიმ­ნდობ ქალ­ბა­ტო­ნებს და შემ­დეგ - მათ გულ­წრფელ გრძნო­ბებს თა­ვი­სი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი მიზ­ნე­ბის სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ იყე­ნებ­და.

1960-იანი წლე­ბის შუ­ა­ხა­ნებ­ში საბ­ჭო­თა ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­ვი­და ფილ­მი "შავი ტიტა“, რო­მელ­შიც მთა­ვარ როლს ფრან­გი მსა­ხი­ო­ბი ალენ დე­ლო­ნი ას­რუ­ლებ­და. ლა­მა­ზი მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც მა­მა­ცი, გა­ბე­დუ­ლი და კე­თილ­შო­ბი­ლი გმი­რე­ბის რო­ლებს ას­რუ­ლებ­და, ელ­ვი­სე­ბუ­რად გახ­და საბ­ჭო­თა ქვეყ­ნის სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გუ­ლე­ბის და­მა­ტყვე­ვე­ბე­ლი. ვიდ­რე საბ­ჭო­თა მა­ყუ­რე­ბე­ლი ალენ დე­ლო­ნის გმი­რით იყო აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი, მი­ლი­ცი­ა­ში საკ­მა­ოდ შეშ­ფოთ­დნენ მო­უ­ხელ­თე­ბე­ლი აფე­რის­ტის მოქ­მე­დე­ბით, რო­მე­ლიც გა­რეგ­ნო­ბით ძა­ლი­ან ჰგავ­და ფრანგ მსა­ხი­ობს, ეშ­მა­კო­ბი­თა და გაქ­ნი­ლო­ბით კი - იმა­ვე ხა­ნებ­ში ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­სუ­ლი საბ­ჭო­თა ფილ­მის - “12 სკა­მის“ გმირს - ოს­ტაპ ბენ­დერს, რო­მე­ლიც მა­დამ გრი­ცა­ცუ­ე­ვას გუ­ლის მო­ნა­დი­რე­ბას ცდი­ლობ­და.

მი­ლი­ცი­ო­ნე­რე­ბის­თვის ამ მო­ხერ­ხე­ბუ­ლი თაღ­ლი­თის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბი პირ­ვე­ლად 1960-იანი წლე­ბის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში გახ­და ცნო­ბი­ლი. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ დამ­ნა­შა­ვის გა­წა­ფუ­ლო­ბით. მას რამ­დე­ნი­მე დღე­ში შე­ეძ­ლო, ერ­თბა­შად რამ­დე­ნი­მე ქა­ლის ნდო­ბა მო­ე­პო­ვე­ბი­ნა და, არა მარ­ტო ნდო­ბა, არა­მედ - მათ­თვის თავი შე­ეყ­ვა­რე­ბი­ნა და, სა­ბო­ლო­ოდ, მათი ბი­ნე­ბი პირ­წმინ­დად გა­ე­ძარ­ცვა კი­დეც. მი­ლი­ცი­ე­ლებ­მა აღარ იცოდ­ნენ, რა ექ­ნათ, რად­გან აფე­რის­ტი არა­ნა­ირ კვალს და სამ­ხილს არ ტო­ვებ­და. ბო­ლოს და ბო­ლოს დამ­ნა­შა­ვის მო­ძი­ე­ბა-შე­პყრო­ბა გა­მომ­ძი­ე­ბელ მი­ხე­ილ დე­ი­ნე­კოს და­ა­ვა­ლეს. აფე­რის­ტი კი, სხვა­თა შო­რის, თა­ვის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ გზას მხო­ლოდ და მხო­ლოდ იწყებ­და...

1966 წელს იური ლა­ჯუ­ნი ქა­ლაქ კა­ლუ­გა­ში გა­მოჩ­ნდა და ად­გი­ლობ­რივ სას­ტუმ­რო­ში და­ბი­ნავ­და. იგი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას მოს­კო­ვე­ლი მეც­ნი­ერ-მუ­შა­კის - ნი­კო­ლაი პუ­ში­ნის სა­ხე­ლით წა­რუდ­გა. იქვე მან გა­იც­ნო 30 წლის ნა­ტა­ლია ორ­ლოვ­სკა­ია, რო­მე­ლიც მივ­ლი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. იური ლა­ჯუნს დიდ­ხანს არ უფიქ­რია და ქა­ლიშ­ვი­ლი კი­ნო­თე­ატ­რში მი­ი­პა­ტი­ჟა, სა­დაც ალენ დე­ლო­ნის მო­ნა­წი­ლე­ბით ფილ­მი გა­დი­ო­და. ნა­ტა­ლი­ამ თა­ვი­დან­ვე შე­ნიშ­ნა, რომ მისი ახ­ლად­გაც­ნო­ბი­ლი თა­ნამ­გზავ­რი ძა­ლი­ან ჰგავ­და ფრანგ მსა­ხი­ობს. კი­ნო­თე­ატ­რის შემ­დეგ "მეც­ნი­ერ-მუ­შაკ­მა“ ნი­კო­ლა­იმ ქა­ლიშ­ვი­ლი რეს­ტო­რან­ში წა­იყ­ვა­ნა, სა­დაც თა­ვი­სი სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ უამ­ბო - გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბულ სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვით ინ­სტი­ტუ­ტში ვმუ­შა­ო­ბო. ქა­ლიშ­ვილ­მა სწრა­ფად და­უ­ჯე­რა აფე­რისტს, მით უმე­ტეს, რომ იგი, რომ იტყვი­ან, კომ­პლი­მენ­ტებს აფ­რქვევ­და. მარ­ტო­ხე­ლა ქა­ლის გული სიმ­პა­თი­უ­რი მა­მა­კა­ცის მი­მართ ღრმა გრძნო­ბით გა­ნიმსჭვა­ლა. წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giorgi
7

რა ალენ დელონი.რას გავს?

Nini
9

გასაგებია აფერისტი იყო, მაგრამ დახვრეტა რა უბედურებაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"საბჭოთა ალენ დელონად" წოდებული საქორწინო აფერისტი, რომელიც დახვრიტეს -  როგორი იყო იური ლაჯუნის ქალის ცდუნების წესი

"საბჭოთა ალენ დელონად" წოდებული საქორწინო აფერისტი, რომელიც დახვრიტეს -  როგორი იყო იური ლაჯუნის ქალის ცდუნების წესი

1975 წლის მარტის დასაწყისი საბჭოთა კრიმინალურ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული და, იმავდროულად, გაქნილი დამნაშავის დახვრეტით აღინიშნა - იური ლაჯუნის მიმართ გამოტანილი განაჩენი სისრულეში მოიყვანეს. "ალენ დელონად“ წოდებული საქორწინო აფერისტი იოლად აცდუნებდა ხოლმე მიმნდობ ქალბატონებს და შემდეგ - მათ გულწრფელ გრძნობებს თავისი დანაშაულებრივი მიზნების სარეალიზაციოდ იყენებდა.

1960-იანი წლების შუახანებში საბჭოთა ეკრანებზე გამოვიდა ფილმი "შავი ტიტა“, რომელშიც მთავარ როლს ფრანგი მსახიობი ალენ დელონი ასრულებდა. ლამაზი მსახიობი, რომელიც მამაცი, გაბედული და კეთილშობილი გმირების როლებს ასრულებდა, ელვისებურად გახდა საბჭოთა ქვეყნის სუსტი სქესის წარმომადგენელთა გულების დამატყვევებელი. ვიდრე საბჭოთა მაყურებელი ალენ დელონის გმირით იყო აღფრთოვანებული, მილიციაში საკმაოდ შეშფოთდნენ მოუხელთებელი აფერისტის მოქმედებით, რომელიც გარეგნობით ძალიან ჰგავდა ფრანგ მსახიობს, ეშმაკობითა და გაქნილობით კი - იმავე ხანებში ეკრანებზე გამოსული საბჭოთა ფილმის - “12 სკამის“ გმირს - ოსტაპ ბენდერს, რომელიც მადამ გრიცაცუევას გულის მონადირებას ცდილობდა.

მილიციონერებისთვის ამ მოხერხებული თაღლითის შესახებ მონაცემები პირველად 1960-იანი წლების მეორე ნახევარში გახდა ცნობილი. სამართალდამცველები გაკვირვებულები იყვნენ დამნაშავის გაწაფულობით. მას რამდენიმე დღეში შეეძლო, ერთბაშად რამდენიმე ქალის ნდობა მოეპოვებინა და, არა მარტო ნდობა, არამედ - მათთვის თავი შეეყვარებინა და, საბოლოოდ, მათი ბინები პირწმინდად გაეძარცვა კიდეც. მილიციელებმა აღარ იცოდნენ, რა ექნათ, რადგან აფერისტი არანაირ კვალს და სამხილს არ ტოვებდა. ბოლოს და ბოლოს დამნაშავის მოძიება-შეპყრობა გამომძიებელ მიხეილ დეინეკოს დაავალეს. აფერისტი კი, სხვათა შორის, თავის დანაშაულებრივ გზას მხოლოდ და მხოლოდ იწყებდა...

1966 წელს იური ლაჯუნი ქალაქ კალუგაში გამოჩნდა და ადგილობრივ სასტუმროში დაბინავდა. იგი ადმინისტრაციას მოსკოველი მეცნიერ-მუშაკის - ნიკოლაი პუშინის სახელით წარუდგა. იქვე მან გაიცნო 30 წლის ნატალია ორლოვსკაია, რომელიც მივლინებაში იმყოფებოდა. იური ლაჯუნს დიდხანს არ უფიქრია და ქალიშვილი კინოთეატრში მიიპატიჟა, სადაც ალენ დელონის მონაწილებით ფილმი გადიოდა. ნატალიამ თავიდანვე შენიშნა, რომ მისი ახლადგაცნობილი თანამგზავრი ძალიან ჰგავდა ფრანგ მსახიობს. კინოთეატრის შემდეგ "მეცნიერ-მუშაკმა“ ნიკოლაიმ ქალიშვილი რესტორანში წაიყვანა, სადაც თავისი სამსახურის შესახებ უამბო - გასაიდუმლოებულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ვმუშაობო. ქალიშვილმა სწრაფად დაუჯერა აფერისტს, მით უმეტეს, რომ იგი, რომ იტყვიან, კომპლიმენტებს აფრქვევდა. მარტოხელა ქალის გული სიმპათიური მამაკაცის მიმართ ღრმა გრძნობით განიმსჭვალა. წაიკითხეთ სტატია სრულად

"ამ იარას ვერავინ მოაშუშებს იმიტომ, რომ ჩემი და ჩემი შვილის ურთიერთობა შეეწირა" - დათო არჩვაძე პირველი ქორწინების დანგრევით გამოწვეულ ტკივილზე

"სიმსივნე განაჩენი არ არის" - რა ინფორმაციას ავრცელებს ხათუნა ჟორდანია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

რა წერია აინშტაინის 1946 წლის ხელნაწერში, რომელიც აუქციონზე 1.2 მილიონ დოლარად გაიყიდა