მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი გაათავისუფლეს - რატომ ვერ მოხერხდა ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დროულად და რას ამბობენ მოკლული ბიჭის ახლობლები?
გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი გაათავისუფლეს - რატომ ვერ მოხერხდა ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დროულად და რას ამბობენ მოკლული ბიჭის ახლობლები?

12 ნო­ემ­ბერს, გო­რის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლი მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლი ცი­ხეს და­ტო­ვებს. მო­სა­მარ­თლემ ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლა­ზე უკვე იმ­სჯე­ლა და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­სა და 2 ადა­მი­ა­ნის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბუ­ლი კო­ბი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­საც 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა, პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ან­თა­ვი­სუფ­ლა.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­სა­მარ­თლე იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ე­ღო, რად­გან ბრალ­დე­ბულ კო­ბი­აშ­ვილს პა­ტიმ­რო­ბის 9-თვი­ა­ნი ვადა ეწუ­რე­ბა და ამ 9 თვე­ში საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის დას­რუ­ლე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა. სწო­რედ ამი­ტომ დად­გა დღის წეს­რიგ­ში მის­თვის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის, პა­ტიმ­რო­ბის არა­სა­პა­ტიმ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბით შეც­ვლის სა­კი­თხი.

შე­გახ­სე­ნებთ, საკ­მა­ოდ ხმა­უ­რი­ან და სკან­და­ლურ საქ­მე­ზეა სა­უ­ბა­რი. 38 წლის მე­რაბ კო­ბი­აშ­ვილს 28 წლის თა­მაზ (თაზო) გორ­თა­მაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ედე­ბა ბრა­ლი, ასე­ვე ორი ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში. და­ნა­შა­უ­ლი 2020 წლის 17 თე­ბერ­ვალს, გამ­თე­ნი­ას, ახალ გუ­და­ურ­ში მოხ­და. იმ დღეს ახალ­გაზ­რდებს შო­რის მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბა უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­ით დას­რულ­და. ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა თა­მაზ გორ­თა­მაშ­ვი­ლი, მას სხე­ულ­ზე სამი ტყვია ჰქონ­და მოხ­ვედ­რი­ლი, მძი­მედ და­იჭ­რა ასე­ვე მისი მე­გო­ბა­რი, 26 წლის და­ვით სე­თუ­რი­ძე, მას მცხე­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

ამა­ვე კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­და მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლიც, მა­საც ჰქონ­და სა­ხე­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და ეს კად­რე­ბიც მა­შინ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ნახა. საქ­მე ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა უნდა გა­ნი­ხი­ლონ, ვი­ნა­ი­დან დრო­ში გა­ი­წე­ლა ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სი, საქ­მის გან­ხილ­ვა ვა­დებ­ში ვერ ხერ­ხდე­ბა. ამი­ტომ კო­ბი­აშ­ვი­ლი ახლა ცი­ხეს და­ტო­ვებს და საქ­მის გან­ხილ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას უკვე თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში მყო­ფი გა­აგ­რძე­ლებს. თუ ამ საქ­მე­ზე ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი გა­მამ­ტყუ­ნე­ბელ ვერ­დიქტს და­ა­ყე­ნე­ბენ, მა­შინ მე­რაბ კო­ბი­აშ­ვილს ისევ და­ა­კა­ვე­ბენ და უკან, ცი­ხე­ში შე­აბ­რუ­ნე­ბენ, თუ გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტი დად­გე­ბა, ის დარ­ჩე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში.

მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, მა­შინ ოპე­რა­ტი­უ­ლად და­ა­კა­ვეს 38 წლის მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლი. ამ დრომ­დე საქ­მის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას არ ეთან­ხმე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლი. მისი ად­ვო­კა­ტი ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე თა­ვი­დან­ვე ითხოვ­და საქ­მის­თვის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შეც­ვლას და ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ მომ­ხდა­რი აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი იყო. მისი თქმით, საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბიც ადას­ტუ­რებს, რომ კო­ბი­აშ­ვილს თავს რამ­დენ­ჯერ­მე და­ესხნენ და ის თავს იცავ­და. ვი­დე­ო­კად­რე­ბიც გა­ავ­რცე­ლა მა­შინ ად­ვო­კატ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ით, რო­მელ­შიც ჩანს, ქუ­ჩა­ში მი­მა­ვალ მა­მა­კაცს, ჯერ სამი ადა­მი­ა­ნი ეს­ხმის თავს, რამ­დე­ნი­მე მეტრში, კი­დევ ორი ადა­მი­ა­ნი მო­დის და ხელ­ჩარ­თუ­ლი ჩხუ­ბია გა­მარ­თუ­ლი. ად­ვო­კა­ტი იმას ადას­ტუ­რებს, რომ კო­ბი­აშ­ვილს ია­რა­ღი ჰქონ­და. და­კა­ვე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი სამ­ხედ­როა.

ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე:

-15 ნო­ემ­ბერს მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლის 9-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის ვადა იწუ­რე­ბა. ვერ ჩა­ე­ტია ამ ვა­და­ში საქ­მის დას­რუ­ლე­ბა, ჯერ ვერ მო­ხერ­ხდა ამ საქ­მე­ზე ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის შერ­ჩე­ვაც კი და სა­სა­მარ­თლო ვალ­დე­ბუ­ლი იყო გა­ენ­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლი და ამის შემ­დეგ ისევ გა­ვაგ­რძე­ლოთ ნა­ფიც მსა­ჯულ­თა შერ­ჩე­ვა და შემ­დეგ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა გა­მოკ­ვლე­ვა. თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში იქ­ნე­ბა მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლი და ისე ივ­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე. ყვე­ლა პრო­ცესს და­ეს­წრე­ბა და არ იქ­ნე­ბა წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში. ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი ამ საქ­მე­ზე არის ცალ­სა­ხა, მის­თვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა იმ რე­ა­ლო­ბას, რა­საც ად­გი­ლი ჰქონ­და იმ დღეს. მე­რაბს არა­ვის მოკ­ვლის გან­ზრახ­ვა არ ჰქო­ნია, არ ჩა­უ­დე­ნია არა­ვის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და არც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა. დაც­ვის მხა­რე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ იმა­ში, რომ ყვე­ლა ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლი მხარს და­უ­ჭერს გა­მა­მარ­თლე­ბელ ვერ­დიქტს და მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლი აუ­ცი­ლებ­ლად გა­მარ­თლდე­ბა.

- 9 თვე­ში რა­ტომ ვერ დას­რულ­და ეს საქ­მე?

- იმი­ტომ, რომ ვერ მო­ვას­წა­რით მსა­ჯუ­ლე­ბის შერ­ჩე­ვა. ბრალ­დე­ბის მხა­რემ თა­ვი­დან თვი­თონ მო­ი­თხო­ვა წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მის გა­და­დე­ბა, და­კა­ვე­ბი­დან 2-3 თვის შემ­დეგ არ დაგ­ვი­წყია ნა­ფი­ცე­ბის შერ­ჩე­ვა და ვფიქ­რობ, ერთ-ერთი მი­ზე­ზი ისიც გახ­და, რომ საკ­მა­ოდ გვი­ან და­ვი­წყეთ ნა­ფი­ცე­ბის შერ­ჩე­ვა. ბრალ­დე­ბა შერ­ჩე­ვის დროს წა­ა­წყდა პრობ­ლე­მას, რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს აშ­კა­რად ნა­ნა­ხი ჰქონ­დათ ვი­დე­ო­კად­რე­ბი და მე­დი­ით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ძი­რი­თა­დი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ამ საქ­მე­ზე და თა­ვი­ან­თი აზრი უკვე გა­აჩ­ნდათ. ცალ­სა­ხაა, ყვე­ლა ნორ­მა­ლურ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც უყუ­რებ­და ვი­დეო ჩა­ნა­წერს, ექ­ნე­ბო­და გან­ცდა, რომ მე­რაბს სხვა გზას არ უტო­ვე­ბენ და იძუ­ლე­ბუ­ლი იყო და­ეც­ვა თა­ვი­სი თავი. ვინც ამას ამ­ბობ­და, იმას პრო­კუ­რო­რი არ ტო­ვებ­და მსა­ჯუ­ლად და ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­ი­ცხრი­ლა ამ მი­ზე­ზით. იყო ასე­ვე სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბიც. ზოგი ამ­ბობ­და, რომ ემო­ცი­უ­რად ვერ შეძ­ლებ­და ამ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ზოგი ამ­ბობ­და, სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვერ მო­ა­ხერ­ხებ­და ნა­ფიც მსა­ჯუ­ლად მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ახ­ლაც გრძელ­დე­ბა შერ­ჩე­ვა. არ არის ტრა­გე­დია არა­ვის­თვის მე­რა­ბის ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ისე­დაც გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ის გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნით.

- თუმ­ცა ბრა­ლი უმ­ძი­მე­სია, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და ორი ადა­მი­ა­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ედე­ბა მას ბრა­ლი, რაც უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს...

- ეს ბრალ­დე­ბა არის სრუ­ლი აბ­სურ­დი და ცალ­სა­ხად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა იმ რე­ა­ლო­ბას რა­საც ად­გი­ლი ჰქონ­და კონ­კრე­ტულ დღეს. ჩვენ ამ შემ­თხვე­ვა­ში ეჭვს მიღ­მა უტყუ­რად და­ვამ­ტკი­ცებთ მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლის სრულ უდა­ნა­შა­უ­ლო­ბას.

მოკ­ლუ­ლი თაზო გორ­თა­მაშ­ვი­ლი თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და. რო­გორ მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, თაზო უკონ­ფლიქ­ტო ადა­მი­ა­ნი იყო და მას მე­გობ­რე­ბი მშვი­დო­ბის მტრედს ეძახ­დნენ.

"თქვენ ვერ იპო­ვით ერთ ადა­მი­ანს, ვინც თა­ზო­ზე ცუდს იტყვის. იმ­დე­ნად წყნა­რი, მშვი­დი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, ძა­ლი­ან თბი­ლი, მის ზედ­მეტ ხმას ვერ გა­ი­გებ­დი. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ვინ­მეს­თვის რამე და­ე­შა­ვე­ბი­ნა. ეს პე­რი­ო­დი უამ­რა­ვი ჭორი გა­ავ­რცე­ლა მე­ო­რე მხა­რემ, აქეთ მსხვერ­პლის­კენ იშ­ვერ­დნენ ხელს და აქეთ ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ, მა­შინ როცა საქ­მის მა­სა­ლე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ ეს იყო გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და ცივ­სის­ხლი­ან­მა დამ­ნა­შა­ვემ პა­სუ­ხი უნდა აგოს. ვერ წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია სხვა­ნა­ი­რად, გვაქვს იმის მო­ლო­დი­ნი, რომ დამ­ნა­შა­ვე უმ­კაც­რე­სად და­ის­ჯე­ბა", - ამ­ბობს თაზო გორ­თა­მაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი.

ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით თა­ზოს ძმის ცოლს, რო­გორც გა­ირ­კვა, მის­თვი­საც ცნო­ბი­ლი გახ­და პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან, რომ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს ცი­ხი­დან უშ­ვებ­დნენ.

ნინო, თაზო გორ­თა­მაშ­ვი­ლის ძმის ცოლი:

- ვი­ცით, რომ ვა­დებ­ში ვერ ჩა­ე­ტია გა­მო­ძი­ე­ბა. ვფიქ­რობ მისი გა­მოშ­ვე­ბით არა­ფე­რი დას­რუ­ლე­ბუ­ლა, ეს არის ფორ­მა­ლო­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ და იმის იმე­დი გვაქვს, რომ თა­ზოს მკვლე­ლი მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლი და­უს­ჯე­ლი არ დარ­ჩე­ბა. იმე­დი გვაქვს იმის, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა ყვე­ლა ბერ­კეტს გა­მო­ი­ყე­ნებს, რათა დამ­ნა­შა­ვე არ დარ­ჩეს და­უს­ჯე­ლი და მკვლელს არ შერ­ჩეს ეს უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი. მეს­მის, ად­ვო­კა­ტი რა­საც ამ­ბობს, ის მკვლელს იცავს და სხვას არა­ფერს იტყვის, მაგ­რამ ყვე­ლამ იცის, რომ მან უდა­ნა­შა­უ­ლო ბიჭი მოგ­ვიკ­ლა. ცალ­სა­ხად, საქ­მის მა­სა­ლე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია ბრალ­დე­ბუ­ლის და­ნა­შა­უ­ლი და მას უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა. ისიც ცნო­ბი­ლია და ფაქ­ტე­ბიც ადას­ტუ­რებს, რომ არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი თა­ზოს მკვლელ­თან არ ჰქო­ნია, აშ­ვე­ლებ­და მო­ჩხუბ­რებს.

- ნინო, ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი გა­ა­მარ­თლე­ბენ კო­ბი­აშ­ვილს, თქვენ კი სხვა მო­ლო­დი­ნი გაქვთ, უბ­რა­ლო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იხი­ლა­ვენ ამ საქ­მეს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ხართ, რომ ბრალ­დე­ბულს და­ა­და­ნა­შა­უ­ლე­ბენ?

- ვხე­დავთ, რომ ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი ვერ ამარ­თლებს ამ ქვე­ყა­ნა­ში. ხალ­ხი ვერ აფა­სებს სა­მარ­თლებ­რი­ვი კუ­თხით ვი­თა­რე­ბას და უფრო ემო­ცი­უ­რად აფა­სე­ბენ, ვფიქ­რობ, ამი­ტო­მაც გა­ჭირ­და ამ დრომ­დე ნა­ფი­ცე­ბის შერ­ჩე­ვა. ალ­ბათ ამი­ტო­მაც შე­არ­ჩი­ეს მათ ნა­ფი­ცე­ბი, რომ ემო­ცი­უ­რად ემოქ­მე­დათ მერე მათ­ზე, რად­გან ცალ­სა­ხად სა­სა­მარ­თლო­ში ამ საქ­მე­ზე გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი დად­გე­ბო­და. სა­მარ­თლებ­რი­ვად აქ სა­დაო არა­ფე­რია და ხე­ლის გულ­ზე ჩანს მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლის და­ნა­შა­უ­ლი. ჩვენ მოგ­ვიკ­ლეს უდა­ნა­შა­უ­ლო, უპა­ტი­ოს­ნე­სი ბიჭი. მეს­მის, რომ არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დია ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი, უც­ნო­ბია რა გა­ნა­ჩენს გა­მო­ი­ტა­ნენ, მაგ­რამ ერთი წუ­თი­თაც არ მინ­და იმის გა­ფიქ­რე­ბა, რომ რე­ა­ლო­ბას ისი­ნი ვერ გა­ა­ნა­ლი­ზე­ბენ, როცა ყვე­ლა­ფე­რი აშ­კა­რაა და ყვე­ლა­ფე­რი ნათ­ლად ჩანს.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე
37

რუსეთის "ეფესბეს" ხელმძღვანელობით და დაფინანსებით მოქმედი,ოპოზბანდის ე.წ. მასმედია,მიზანმიმართულად ანგრევს ქართულ სახელმწიფას,საბოტაჟს და დივერსიებს აწყობს,ავრცელებს აკრძალულ მასალებს და ქმნის მიკერძოებულ საზოგადოებრივ აზრს!

ნაცანალური ოპოზბანდა - ოკუპანტია!

gaga
10

მართალი იყო ეს კაცი და სამართალი აღსდგა, დაუბრუნდი ძმაო შენს ოჯახს და ცუდი სიზმარვით იყოს ეს ყველაფრი შენთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი გაათავისუფლეს - რატომ ვერ მოხერხდა ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დროულად და რას ამბობენ მოკლული ბიჭის ახლობლები?

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი გაათავისუფლეს - რატომ ვერ მოხერხდა ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დროულად და რას ამბობენ მოკლული ბიჭის ახლობლები?

12 ნოემბერს, გორის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ციხეს დატოვებს. მოსამართლემ ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლაზე უკვე იმსჯელა და განზრახ მკვლელობასა და 2 ადამიანის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობაში დადანაშაულებული კობიაშვილი, რომელსაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, პატიმრობიდან გაანთავისუფლა.

ჩვენი ინფორმაციით, მოსამართლე იძულებული გახდა ეს გადაწყვეტილება მიეღო, რადგან ბრალდებულ კობიაშვილს პატიმრობის 9-თვიანი ვადა ეწურება და ამ 9 თვეში საქმის არსებითი განხილვის დასრულება ვერ მოხერხდა. სწორედ ამიტომ დადგა დღის წესრიგში მისთვის აღმკვეთი ღონისძიების, პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლის საკითხი.

შეგახსენებთ, საკმაოდ ხმაურიან და სკანდალურ საქმეზეა საუბარი. 38 წლის მერაბ კობიაშვილს 28 წლის თამაზ (თაზო) გორთამაშვილის განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი, ასევე ორი ადამიანის მკვლელობის მცდელობაში. დანაშაული 2020 წლის 17 თებერვალს, გამთენიას, ახალ გუდაურში მოხდა. იმ დღეს ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირება უმძიმესი ტრაგედიით დასრულდა. ადგილზე დაიღუპა თამაზ გორთამაშვილი, მას სხეულზე სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, მძიმედ დაიჭრა ასევე მისი მეგობარი, 26 წლის დავით სეთურიძე, მას მცხეთის საავადმყოფოში ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა.

ამავე კლინიკაში მკურნალობდა მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილიც, მასაც ჰქონდა სახეზე დაზიანებები და ეს კადრებიც მაშინ საზოგადოებამ ნახა. საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა განიხილონ, ვინაიდან დროში გაიწელა ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესი, საქმის განხილვა ვადებში ვერ ხერხდება. ამიტომ კობიაშვილი ახლა ციხეს დატოვებს და საქმის განხილვაში მონაწილეობას უკვე თავისუფლებაში მყოფი გააგრძელებს. თუ ამ საქმეზე ნაფიცი მსაჯულები გამამტყუნებელ ვერდიქტს დააყენებენ, მაშინ მერაბ კობიაშვილს ისევ დააკავებენ და უკან, ციხეში შეაბრუნებენ, თუ გამამართლებელი ვერდიქტი დადგება, ის დარჩება თავისუფლებაში.

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის თანამშრომლებმა, მაშინ ოპერატიულად დააკავეს 38 წლის მერაბ კობიაშვილი. ამ დრომდე საქმის კვალიფიკაციას არ ეთანხმება ბრალდებული. მისი ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე თავიდანვე ითხოვდა საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლას და ირწმუნებოდა, რომ მომხდარი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩადენილი დანაშაული იყო. მისი თქმით, საქმეში არსებული მასალებიც ადასტურებს, რომ კობიაშვილს თავს რამდენჯერმე დაესხნენ და ის თავს იცავდა. ვიდეოკადრებიც გაავრცელა მაშინ ადვოკატმა ტელევიზიით, რომელშიც ჩანს, ქუჩაში მიმავალ მამაკაცს, ჯერ სამი ადამიანი ესხმის თავს, რამდენიმე მეტრში, კიდევ ორი ადამიანი მოდის და ხელჩართული ჩხუბია გამართული. ადვოკატი იმას ადასტურებს, რომ კობიაშვილს იარაღი ჰქონდა. დაკავებული ყოფილი სამხედროა.

ტარიელ კაკაბაძე:

-15 ნოემბერს მერაბ კობიაშვილის 9-თვიანი პატიმრობის ვადა იწურება. ვერ ჩაეტია ამ ვადაში საქმის დასრულება, ჯერ ვერ მოხერხდა ამ საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევაც კი და სასამართლო ვალდებული იყო გაენთავისუფლებინა მერაბ კობიაშვილი და ამის შემდეგ ისევ გავაგრძელოთ ნაფიც მსაჯულთა შერჩევა და შემდეგ მტკიცებულებათა გამოკვლევა. თავისუფლებაში იქნება მერაბ კობიაშვილი და ისე ივლის სასამართლო პროცესებზე. ყველა პროცესს დაესწრება და არ იქნება წინასწარ პატიმრობაში. ჩვენი პოზიციები ამ საქმეზე არის ცალსახა, მისთვის წაყენებული ბრალი აბსოლუტურად ეწინააღმდეგება იმ რეალობას, რასაც ადგილი ჰქონდა იმ დღეს. მერაბს არავის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, არ ჩაუდენია არავის განზრახ მკვლელობა და არც განზრახ მკვლელობის მცდელობა. დაცვის მხარე დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ ყველა ნაფიცი მსაჯული მხარს დაუჭერს გამამართლებელ ვერდიქტს და მერაბ კობიაშვილი აუცილებლად გამართლდება.

- 9 თვეში რატომ ვერ დასრულდა ეს საქმე?

- იმიტომ, რომ ვერ მოვასწარით მსაჯულების შერჩევა. ბრალდების მხარემ თავიდან თვითონ მოითხოვა წინასასამართლო სხდომის გადადება, დაკავებიდან 2-3 თვის შემდეგ არ დაგვიწყია ნაფიცების შერჩევა და ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახდა, რომ საკმაოდ გვიან დავიწყეთ ნაფიცების შერჩევა. ბრალდება შერჩევის დროს წააწყდა პრობლემას, რადგან საზოგადოების დიდ ნაწილს აშკარად ნანახი ჰქონდათ ვიდეოკადრები და მედიით გავრცელებული ძირითადი მტკიცებულებები ამ საქმეზე და თავიანთი აზრი უკვე გააჩნდათ. ცალსახაა, ყველა ნორმალურ ადამიანს, რომელიც უყურებდა ვიდეო ჩანაწერს, ექნებოდა განცდა, რომ მერაბს სხვა გზას არ უტოვებენ და იძულებული იყო დაეცვა თავისი თავი. ვინც ამას ამბობდა, იმას პროკურორი არ ტოვებდა მსაჯულად და ბევრი ადამიანი გაიცხრილა ამ მიზეზით. იყო ასევე სხვადასხვა მიზეზებიც. ზოგი ამბობდა, რომ ემოციურად ვერ შეძლებდა ამ პროცესში მონაწილეობას, ზოგი ამბობდა, სამსახურიდან გამომდინარე ვერ მოახერხებდა ნაფიც მსაჯულად მონაწილეობას და ახლაც გრძელდება შერჩევა. არ არის ტრაგედია არავისთვის მერაბის ციხიდან გათავისუფლება, ისედაც გათავისუფლდება ის გამამართლებელი განაჩენით.

- თუმცა ბრალი უმძიმესია, განზრახ მკვლელობა და ორი ადამიანის განზრახ მკვლელობაში ედება მას ბრალი, რაც უვადო პატიმრობას ითვალისწინებს...

- ეს ბრალდება არის სრული აბსურდი და ცალსახად ეწინააღმდეგება იმ რეალობას რასაც ადგილი ჰქონდა კონკრეტულ დღეს. ჩვენ ამ შემთხვევაში ეჭვს მიღმა უტყურად დავამტკიცებთ მერაბ კობიაშვილის სრულ უდანაშაულობას.

მოკლული თაზო გორთამაშვილი თბილისში ცხოვრობდა. როგორ მეგობრები ამბობენ, თაზო უკონფლიქტო ადამიანი იყო და მას მეგობრები მშვიდობის მტრედს ეძახდნენ.

"თქვენ ვერ იპოვით ერთ ადამიანს, ვინც თაზოზე ცუდს იტყვის. იმდენად წყნარი, მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი იყო, ძალიან თბილი, მის ზედმეტ ხმას ვერ გაიგებდი. წარმოუდგენელია ვინმესთვის რამე დაეშავებინა. ეს პერიოდი უამრავი ჭორი გაავრცელა მეორე მხარემ, აქეთ მსხვერპლისკენ იშვერდნენ ხელს და აქეთ ადანაშაულებდნენ, მაშინ როცა საქმის მასალებით დასტურდება, რომ ეს იყო განზრახ მკვლელობა და ცივსისხლიანმა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს. ვერ წარმოგვიდგენია სხვანაირად, გვაქვს იმის მოლოდინი, რომ დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება", - ამბობს თაზო გორთამაშვილის მეგობარი.

ჩვენ დავუკავშირდით თაზოს ძმის ცოლს, როგორც გაირკვა, მისთვისაც ცნობილი გახდა პროკურატურიდან, რომ მკვლელობაში ბრალდებულს ციხიდან უშვებდნენ.

ნინო, თაზო გორთამაშვილის ძმის ცოლი:

- ვიცით, რომ ვადებში ვერ ჩაეტია გამოძიება. ვფიქრობ მისი გამოშვებით არაფერი დასრულებულა, ეს არის ფორმალობა. დარწმუნებულები ვართ და იმის იმედი გვაქვს, რომ თაზოს მკვლელი მერაბ კობიაშვილი დაუსჯელი არ დარჩება. იმედი გვაქვს იმის, რომ პროკურატურა ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა დამნაშავე არ დარჩეს დაუსჯელი და მკვლელს არ შერჩეს ეს უმძიმესი დანაშაული. მესმის, ადვოკატი რასაც ამბობს, ის მკვლელს იცავს და სხვას არაფერს იტყვის, მაგრამ ყველამ იცის, რომ მან უდანაშაულო ბიჭი მოგვიკლა. ცალსახად, საქმის მასალებით დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაული და მას უვადო პატიმრობა ემუქრება. ისიც ცნობილია და ფაქტებიც ადასტურებს, რომ არანაირი კონფლიქტი თაზოს მკვლელთან არ ჰქონია, აშველებდა მოჩხუბრებს.

- ნინო, ბრალდებულის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ნაფიცი მსაჯულები გაამართლებენ კობიაშვილს, თქვენ კი სხვა მოლოდინი გაქვთ, უბრალო მოქალაქეები იხილავენ ამ საქმეს და დარწმუნებულები ხართ, რომ ბრალდებულს დაადანაშაულებენ?

- ვხედავთ, რომ ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი ვერ ამართლებს ამ ქვეყანაში. ხალხი ვერ აფასებს სამართლებრივი კუთხით ვითარებას და უფრო ემოციურად აფასებენ, ვფიქრობ, ამიტომაც გაჭირდა ამ დრომდე ნაფიცების შერჩევა. ალბათ ამიტომაც შეარჩიეს მათ ნაფიცები, რომ ემოციურად ემოქმედათ მერე მათზე, რადგან ცალსახად სასამართლოში ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგებოდა. სამართლებრივად აქ სადაო არაფერია და ხელის გულზე ჩანს მერაბ კობიაშვილის დანაშაული. ჩვენ მოგვიკლეს უდანაშაულო, უპატიოსნესი ბიჭი. მესმის, რომ არაპროგნოზირებადია ნაფიცი მსაჯულები, უცნობია რა განაჩენს გამოიტანენ, მაგრამ ერთი წუთითაც არ მინდა იმის გაფიქრება, რომ რეალობას ისინი ვერ გაანალიზებენ, როცა ყველაფერი აშკარაა და ყველაფერი ნათლად ჩანს.